აი რატომ უნდა მოყვეთ ქალებმა მსგავსი ისტორიები და პირველ რიგში – მოუყვეთ ერთმანეთს:
რამდენიმე თვის წინ დაიწყო მეგობარმა მუშაობა ერთ ოფისში, მისი უშუალო უფროსი “პად პიისიატ” კაცია, ჩახუტება – თბილი როჟა, სუ შეხება რო უყვარს
რამდენიმე კვირის მერე კორპორატიულზე დალია იმ ტიპმა და 1-2 შეხება “ცოტა მეტად” თბილი გამოუვიდა, მერე მოსწერა – მაპატიებ იმედიაო
ამანაც ნუ რა მოხდა “მიჩვეულია” კაცებისგან გაპრავებას “ცოტა დავლიე და წამიცდა”
ოკ
გავიდა დრო და იმან დაიწყო სმს-ების წერა, ჯერ არაფერი ისეთი – მოკითხვა, ზედმეტად ხშირად, მერე keyword-ების ჩაკვეხება “ლამაზო” და “პატარავ” და ეგეთები…
ეს გოგო 21 წლისაა, პირველი ნორმალური სამსახურია
კიდევ 1 კვირაში იმან სამსახურში ცოტა დალია, დღის ბოლოს და ისევ რაღაცეები ჩაატარა… ისევ თითქოს არაფერი
ამ გოგომ მომიყვა რო ასე – უფროსი ასე იქცევაო და ვერ გავიგე რა ვქნაო, ჩემი ბრალი რა არისო? – რა გამოვასწოროო?
რო გამოვკითხე სიტუაცია 2 რჩევა მქონდა:
- ნუ პასუხობ სმაილიკებით და ზრდილობიანად – აშკარად გადამეტებულ სმს-ებზე
- უთხარი თქო თანამშრომელ ქალს, რომელიც ასევე ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს მათ ოფისში
მეც ვიფიქრეო, მარა ვერ ვეტყვიო, ჯერ ეს ერთი რო მითხრას რო რატო გაცვია ეგრე თხლადო ან რაღაცო? ჩემი ბრალია ისევო – 21 წლის გოგოა ვიმეორებ, ცანცარა და მიმზიდველი იასნად
და სმს-ებზეც მაინც უწევდა ღიმილით პასუხი, დაუსკრინავს და იმენა ბიძარა რო კერავს გოგოს რა – და ან უნდა შეუღრინო და დედა აგინო, ან უნდა გაუცინო და “არა ბატონო X, დღეს ბევრი სამუშაო მაქ და რესტორანში ვერ წამოგყვებით კომპანიის თანამშრომლებთან ერთად”
და სამსახური კარგია, ხელფასი კარგია, მაგ თანამდებობაზე რომელზეც მოხვდა – 21 წლის გოგო ხშირად ვერ მოხვდება – მიუხედავად განათლებისა, რანაირად გინდა შეუღრინო უფროსს
ის კიდე რეგულარულად სვამს და მერე “პასუხს არ აგებს”
გავიდა ეგრე ხანი, ჩემთვის აღარ მოუყოლია და ბოლოს მოხდა 1-2 კოშმარი რომელზეც მომიყვა, რომელზეც უკვე მე ვთქვი რო ან მე ჩავერევი – და იმ ტიპს მოვკლავ, იმიტო რო 50 წლის კაცს ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ.
ან მორჩი ღიმილაკებით პასუხს და მოაწყე ისტერიკა, იყვირე პატრულს გამოვიძახებო და ყველაფერი ქენი რაც შეგიძლია ქნა და დაივიწყე სამსახურიც და ყველაფერიც, კარიერაც – უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა თქო (თვითონაც ასე იყო განწყობილი)
ჯამში რაღაცნაირად მოიკრიბა ძალა და მოუყვა იმ უფროს ქალს
და ის გაცოფდა, მეც მწერს ხოლმეო ეგეთ რამეებსო მარა მე დიდი ვარ და მაგრა დავცინიო…
დაურეკა იმ კაცს და დედისფეხი ამოუტრიალა, პატრულში გიჩივლებ მაგ გოგოს რამემ რო შეაწუხოს – ან სამსახურში რამე პრობლემა შეექმნასო და ყველაფერი უთხრა რაც სათქმელი იყო მოკლედ, ყვერებს დაგაჭრიდან დაწყებული და ბოლომდე
ეს გოგო იასნად ალეწილია მარა გაუვლის
მთავარი კი ის არი რო ეგეთი მანიაკები ბევრია, მაგრამ რეალურად იმდენი არ არის, რა საშინელი ემოციური ფონიც გაქვთ მდედრებს – იმიტო რო არ ისჯებიან ეგეთები და რამდენი გოგო ყავს გაწამებული ამდენი წლის მანძილზე – უცნობია და 1 ეგეთი შემთხვევაც საკმარისია მთელი ცხოვრება რო მოგეწამლოს ადამიანს
ყველაზე ცუდი მანდ ის არი რო ქალები თვითონვე განსჯიან სხვა ქალებს “ფუ როგორ იცვამს, აბა რა ეგონა” და რაღაც ეგეთი მიზეზებით, მარა თუ ატყობთ რო ოფისში, უნიში, ან სხვა გარემოში – არიან ქალები რომლებიც გაიგებენ ადამიანურად – თქმა ყოველთვის კარგია, შენც მეტად დაცული ხარ – და დიდი შანსია აღმოჩნდეს რო ისინიც იგივე მდგომარეობაში არიან და უფრო იმოქმედოთ ამ ტალღაზე ერთად
იმიტო რო სინამდვილეში პატრულმა შანსია ვერც გაამტყუნოს, “ისეთსაც” არაფერს შვებოდა პო ფაქტუ, პროსტო 50 წლის კაცი რო 21 წლის გოგოს ეგეთებს წერს და ეგრე უჩალიჩებს ლაივში – გასაგებია რაც ხდება, მარა იურიდიულად შეიძლება გამოძვრეს კიდეც მამენტ
ნუ ითმენთ ეგეთ უფროსის მხრიდან ძალადობას დაწყებით ეტაპზეც კი, იმიტო რო როგორც რუსეთი არ შეწყვეტს 100მ-ებით ხაზის გადმოწევას – იმიტო რო რა? – რა უშლის როო? – ეგრე არ შეწყვეტს ის უფროსი და უფრო და უფრო ღრმად წავა…