უნივერსიტეტიდან გაგდებული

2002 წელი მიდიოდა, ფიზიკაზე ვსწავლობდი თსუ-ში…

მე სუ ვყვები რო ფიზიკა მივატოვე ვახო ელერდაშვილის შემხედვარემ, ვიაზრებდი რა რო ეს ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანიც კი ძალიან პატარა ფიზიკოსი იქნება და მე მისი დონისაც ვერასოდეს ვიქნები, რატო ვხარჯავ დროს ფიზიკაზე თქო? (დღეს ისიც პროგრამისტია, მართალია 3 ჯერ უფრო მაგარი მარა ეგ პროსტო იმიტო რო ნებისმიერ ტვინთან დაკავშირებულ რამეში რამდენჯერმე გვჯობია უმეტესობას)

არა, ეგეც იყო ფაქტორი, მაგრამ…

მაგ წლებში სულ მუდმივი ისტერიკა მქონდა ყოველ წამზე რომელიც გამირბოდა

სინამდვილეში…

2002 წელი მიდიოდა, ფიზიკაზე ვსწავლობდი თსუ-ში, დამიბარა რექტორმა და გრძელი ლექცია წამიკითხა იმაზე რო ეს ექსტერნი სკოლა არ არის და მარტო გამოცდებზე მოსვლა მათთვის მიუღებელია და საერთო დისციპლინას არღვევს

ვმუშაობ 15 წლიდან, მაგ დროისთვის 400 თუ 500 დოლარი მქონდა ხელფასი, რაც ეხლაც კი არ არის ცუდი ფული და მაშინ ოჯახის რჩენის და GF-ის (რომელთანაც ერთად ვცხოვრობდი და რომელიც მერე ცოლი იყო) ხელფასის მთლიანად შესაგროვებლად გადადების საშუალებას გვაძლევდა

ფიზიკაზე დინებას მიყოლით ჩავაბარე, ვფიქრობ ვაფშე ავუკრძალო ვილიამს 22-25 წლამდე რამეზე ჩაბარება, არაფერი აზრი არ გაქ მაგ დროს იმაზე რა გინდა და რა გაინტერესებს, მარტო რეალურად გეშინია მომავლის და მიექანები იქეთ საითაც ყველა გინამიოკებს, იმიტო რო ყველა სადღაც მიექანება და შენ გგონია რო დარჩები ისე… მანამდე ფიზ.მატ სკოლებში ვსწავლობდი და პირველი კურსის მთელი ფიზიკა ვიცოდი როცა ჩავაბარე

ნული მქონდა სუფთად მეცნიერული ინტერესი, ზოგადად ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა დღემდე მიყვარს მარა – არა “ფიზიკოსის” დონეებამდე

თუ რამეა ფსიქოლოგიურზე უნდა ჩამებარებია, არაფერი არ ვიცოდი, ინტერესით მოვეკიდებოდი და ნელ-ნელა მივხვდი რო მისწორდება…

იმ დროს სამსახურები და პროექტები მილიარდჯერ უფრო საინტერესო იყო და განმავითარებელი, ფულიც მოქონდა, კიდევ უამრავ ჰობის და რაღაცეებს ვხოდავდი – სულ მეკიდა ძირითადად მოხუცი ლექტორების ბჟუტური 30 წლის წინ დაწერილი წიგნების მიხედვით…

მოკლედ სადღაც 2 კვირის პერიოდში რამდენჯერმე დამიბარეს რექტორთან და “მიგვარებდნენ” იმას რო რახან არ დავდივარ – საქმე რო არ გამიფუჭდეს – გეპეიში გადამიყვანენ და იქ “არ ვიარო”. მე ვაპროტესტებდი – ისენი კიდე თან მაგდებდნენ, თან მიგვარებდნენ – ის დროა პროსტა გაგდება რო ტეხავდა…

სიმართლე ითქვას ჩემთვის პრინციპულად სულერთი იყო იმ მომენტისთვის სად არ ვივლიდი და სად არ ვისწავლიდი იმას რაშიც ჩემ მომავალს არ ვხედავდი, მარა მაინც მაბრაზებდა რო მიტრაკებდნენ იმაზე რო ფიზიკურად არ ვესწრებოდი ლექციებს (იმ დონეზე რო 90% კურსელებს არ ვიცნობ, ნუ + ჩემი ხასიათიც მიეხმარა ამ ამბავს) – თორე გამოცდებზე მივდიოდი და ვუწერდი

ხოდა ერთ დღესაც გამოვედი მეორე კორპუსიდან და ვიფიქრე რო კი ძაან საშიშია ეს “უნივერსიტეტიდან გაგდებულობა” როცა ყველა სწავლობს და ერთმანეთს ნიშნებს აზომებენ, მარა აზრი არ აქვს მეთქი – როგორმე ვიცხოვრებ თქო და მეტი უკან არ მივბრუნებულვარ

კიდევ 2-3 თვის ამბავში ოჯახში ცოტ-ცოტას მიჩხიკინებდნენ მაინც დიპლომი გქონდესო… ჯამში გადატანისას საბუთებიც დაიკარგა თუ აირია თუ რაღაც… იმის მერე აღარც მომიკითხავს

დღე არ გასულა ეს გადაწყვეტილება ოდნავ მაინც მენანოს, იასნად არც სტივ ჯობსი ვარ და არც ცუკერბერგი – გავიდა წლები, ბევრმა რაღაცაზე “ისწავლა” მარა არავის არაფერი ახსოვს იქედან რაც ისწავლა და უმეტესობისთვის ის მაშინდელი დიპლომები ტუალეტის ქაღალდზე უფრო არასაჭირო ფურცელია

yep, ცხოვრებაში არსებობს ბეეეეევრად დიდი პრობლემები ვიდრე დიპლომის უქონლობაა და კაპიტალიზმში ასეც და ისეც მთავარია გაუჩერებლად იბზრიალო და ეძებო ცხოვრების ბუშტი სად ჩაიზნიქება რო იქ მიაწვე, რაც მეტ დროს კარგავ სტარტზე – შენთვისვე უარესი

მეორეა რო… არა არაა მეორე, არც ეხლა ჩავაბარებდი ფსიქოლოგიურზე, რა უნდა მასწავლონ რასაც ჩემით ვერ მოვიძიებ? – ინტერნეტით დასამარდა კლასიური განათლება, მარაზმია სრული და როგორც ქალების მაკიაჟების ინდუსტრია – საზრდოობს “შიშებით” რომლებიც ტყუილია…

უბრალოდ ის მენანება რო არის რაღაც პერიოდი როცა მშობლები გინახავენ და როცა მუშაობა ვალდებულება არ არის და უბრალოდ ალბათ ეგ პერიოდი ბევრად გვიან უნდა მისცე ადამიანს ცხოვრებაში – როცა მართლა იცის დროის და ფულის ფასი და როცა მაგას გამოიყენებს მართლა იმისთვის რაც მას მართლა უნდა, და დააფასებს კიდე, ეს 18 წლის უნივერსიტეტში შევარდნის ისტერია კიდე სრული ყლეობაა

უბრალოდ კითხე რაში უნდა მუშაობა და მეგობართან რომელიც მაგ სფეროში მუშაობს მიიყვანე სტაჟიორად – ვსიო, მერე გაიკვლევს… დაგუგლავს, წაიკითხავს, გაარჩევს, ნებისმიერ თემაზე აიდგამს ფეხს თუ მისია

Advertisements