სალაპარაკო თემა – ავად-ყოფნა

ალბათ ყველას გყავთ მეგობარი(და არა ერთი) რომელსაც რო შეხვდები და ეკითხები, ჰეი – როგორ ხარ? – საქმეზე რო შეხვდები, ან პროსტა რო შეხვდები, სხვა რამეზე რო აპირებ საუბარის გაგრძელებას – ან ვაფშე რო არ აპირებ გაგრძელებას და ზრდილობის გამო მოიკითხე და აპირებ გატრიალდე წახვიდე…

რომელიც უცებ იწყებს დეტალურად პასუხს – როგორ არის… და გიყვება ერთი და იმავე “მძიმე” პრობლემებს, რომლებიც განგრძობითად სჭირს, სად რა სტკივა და რა აწუხებს

და რო არ იცი რა უპასუხო, საშველიც არაფერია, იქვე რო გიყვება სად რა ექიმებთან იყო და როგორ ნაწილი ვერ იგებენ რა სჭირს, ნაწილი იგებენ მარა ძვირია და ნაწილი სამუდამოდ სჭირს…

და რო ჰგონია რო ან მარტო თვითონ სჭირს რაღაც(და ვითომ ყველა სხვა ყურადღების დეფიციტიანი ასევე არ იწყებს მოყოლას…) – და ან რო შენ არ გჭირს არაფერი…

მეტი სათქმელსაც რო არაფერს გიტოვებს გარდა “ხო მეც… ” და დავიწყო მოყოლა სკოლიოზის გამო როგორ მტკივა წელი ყოველ საღამოს? – ფეხი როგორ მიკავებს, მწიწკნის და მექაჩება 3-4 დღეში ერთხელ იმიტო რო ბავშობაში რო დამჭრეს ნაჭდევი დამრჩა? – თვალებზე როგორ დარხეული მაქ? – თუ კვირაში 2-ჯერ კუსტბაზე არ ავირბინე – გულზე რო მერხევა? – ძგიდე რო საოპერაციო მაქ იმიტო რო ვერ ვსუნთქავ მარა არც სამაგისო ფული მაქ და არც დრო? – კბილები, ნერვი აღარ მაქ არცერთში… გაინტერესებს ეხლა ეეგ? – ან რას მიშველი…

არა, მეგობრებო

“როგორ ხარ” რო ვამბობთ არის უბრალოდ “სალამ ალეიქუმ” – და უნდა მიპასუხო “ალეიქუმ ასალამ” და ან დავემშვიდობოთ ერთმანეთს ეგრევე, ან გადავიდეთ იმაზე რა საქმეც გვქონდა, არანაირად არ გულისხმობს როგორ-ხარ -ი იმას რო უნდა მოყვე მართლა როგორ ხარ, და თანაც მოყვე რაღაც დეტალური დიფერენციული ანალიზი, ნახევარი დიაგნოზები(მეორე ნახევარის გაურკვევლობის გამო) – და დამტოვო დაგრუზული და ყველანაირი დახმარების შანსის გარეშე – იმიტო რო გზაში მოყვე როგორ ყველაფერი სცადე უკვე და როგორ არ გეშველება…

და მოტყნული რო წამოვალ და დაგრუზული მარტო მეორე დღეს უნდა დავიწყო გაბრაზება რო – შიგ ხო არ გაქ ბლია, რას მიყვები მეხუთედ, როგორ ცუდად ხარ და განუკურნებელი რაღაცეების ბუკეტი გჭირს, ჯერ ეს ერთი მეც ცუდად ვარ და მეც მოუგვარებელი პრობლემები მაქ, ვინ არი ვაფშე კარგად?

მეორეს ერთი რო მიყვები მერე? – ვერ გეხმარები, ყველაფერი შენით იცი, რა გინდა ჩემგან? – უკვე რო ინდიფერენტული სახით ვრეაგირებ – მერე კიდე შუა მოყოლისას რო მკბენ – “შენ კი ფეხებზე გკიდია მარა…” – არ მკიდია ეს დედამოტყნული ფეხებზე მარა რა ვქნა? – მეასედ ვისმენ რა გჭირს, მეასედ ვუშვებ შეცდომას რო ვცდილობ რამე გირჩიო და მეჯმება რო მე არაფერი არ ვიცი… რას მოელი ჩემგან? – პროსტა რიტუალივით ველოდები როდის მორჩები ამაზე… და გამოდის რო მკიდია კი, რა ვქნა მეც ტონა რამე მჭირს, რა ვქნათ ეხლა?…

კი მეც შემიძლია მასე მოვყვე რა დღეში მაქ კბილები, როგორ მეტყვნება იქ გულზე, როგორ მაქ ალერგია დასალევზე, ხერხემალი? ფეხის კუნთი? – მერე? – “ვუი ვუი”-ს მეტი ვერაფერს ჩააკვეხებ, და რამეს იტყვი და ნიშანს მოგიგებ რო “არაფერი იცი” ამ ჩემს დაავადებაზე – იმიტო რო შენ არ გჭირს, მე მჭირს! – არადა, შენ პროსტა იმიტო თქვი ვაფშე რამე რო ჩათვალე რო “საუბარი ამ თემაზე მინდოდა” და მხარი დამიჭირე…  “გაჩუმდი და მისმინე!” – და ვაგრძელებ მოყოლას კიდე რაზე მენძრევა… ი ტაკ კაჟდი რაზ როცა გნახულობ, და კიდე როცა მომენტს დაიჭერ სხვა რამეზე საუბრისას…

არა – ვიმეორებ, იმენა სალამ ალეიქუმ, ალეიქუმ ასალამ. ვსიო

თუ მაინდამაინც იმენა ეხლა გჭირს რამე და აი ეხლა – უნდა წაგიყვანო სადმე რო გიშველონ – ოკ, თქვი მოკლედ და კონკრეტულად რა გიშველო. თუ არა და ქრონიკული პრობლემები საკუთრიც მყოფნის და რატო მიტენი თავს და ნერვებს რაღაცით რაშიც ვერ გეხმარები და არც შენ გაქ საშველი?

რო ელაპარაკები, საღამოს სადმე პატიჟებ და “დიაბეტი მაქ ადამიანო” და შენ რო ah fuck, როგორ გავბედე, დიაბეტი აქ… მერე ფიქრობ რო – რავი ხო ცხოვრობს ამ დიაბეტით? – მერე იდანაშაულებ თავს რო რა ყლე ვარ, ეტყობა რეციდივი აქ დიაბეტის, ცუდი მე, ცუდი – ბოდიშს უხდი და 2მაგი მონდომებით ცდილობ გაახალისო ჩატით და ანებებ თავს

მერე საღამოს სადმე ბარიდან დებს სურათებს ინსტაზე – როგორ ისხამს ლუდს ვედროებით… და მეორე დილას რო ეკითხები დაფაქ? – არ გინდოდა მენახე, გეთქვა პირდაპირ – ჩვენ შორის რა საჭირო იყო დიაბეტის მომიზეზებაო? – გეუბნება რო დიაბეტი რო მაქ კი არ მოვკვდი კაცო, რა მოხდა – და შენ ახსენებ რო მე გკითხე ხო არ გცალიაო და შენ მიპასუხე დიაბეტი მაქო…

“ა ეგ ისე პროსტა გითხარი კაცო, არ ვიცოდი ჯერ რას ვაპირებდი საღამოს და მაგაზე მერე გიპასუხებდი”

და ეგრეც არი, იმენა “პროსტა” სათქმელად არ იციან რა თქვან და იწყებენ თავიანთ გაუთავებელ ჯანმრთელობაზე…

და მერე გეზარება მათთან საუბარი, გეზარება იმიტო რო არ გინდა ყოველჯერზე ახლიდან მოსმენა ამ უბედურების, საკუთარიც გყოფნის და რომც არ გყონიდეს – ვერ შველი ვერაფერს და მერამდენედ უნდა დაიგრუზო? – და არც იმის გაგონება(ან ნამიოკ ჩარტყმული გრძნობა) გინდა რო “ფეხზე გკიდია შენ”…

პრი ეტომ ხან გგონია რო ღირსი ხარ, მეგობარია – უნდა გენერვიულებოდეს და გაწუხებდეს, ის ასე რთულად ცხოვრობს და…

და აუ, ქამონ რა – დაგულაობს დანარჩენი დრო შენზე მეტად, მეც არ ვსვამ იმიტო რო მწამლავს და არ დავდივარ არსად იმიტო რო თუ ვერ გამოვიძინე ადამიანს არ ვგავარ, ყველას გვზღუდავს რაღაცაში ჩვენი ჯანმრთელობა…

ის კიდე მოვა – თავზე გადაგასხამს თავის ქაქს – წავა დაგულაობს დალშე…

რო რამე, თუ არგუმენტი სჭირდება, გაპრავება სუ აქ – “ცუდად ვარ მე ადამიანო” – მეც ცუდად ვარ!! – და კი არ მინდა რო გაღელვებდეს, მინდა რო იაზრებდე რო ყველა ცუდად ვართ მარა არ ვცდილობთ მოვუწამლოთ არსებობა ერთმანეთს, მითუმეტეს თუ საშველი არაფერია და მითუმეტეს თუ იმ ადამიანს არაფრით შეუძლია დახმარება

suck it up და ზიდე შენი ჯვარი შენით ბლია, ყველა ვზიდავთ ჩვენსას

თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, ყველა ასეა – თუ რამით შეუძლია დაგეხმაროს – აზრიან ფარგლებში – ყველა ყველაფერს გადადებს, მიმართე და დაგეხმარება, წემბოლეე ახლო მეგობარი – მარა თუ ვერაფერს გშველი, რატო მიყვები again, and again, and again?

მითუმეტეს რო მერე მე რო ვხედავ რო არაფერი მოტყნული არ გაქ ცხოვრება და მშვენივრად გულაობ იმ ფონზე რო მე დაგრუზული და ნერვებ დაგლეჯილი ვარ… რო გავმწარდები და გაგიტრაკებ – მერე მეუბნები “ვებრძვი ცხვორებას და ვუძალიანდები, თორე ცუდად ყოფნა კი არსად წავიდაო” – ხოდა დედამოტყნული ჩემთანაც გაუძალიანდი რა მოხდება, მე “მომატყუე” ვითომ კარგად ხარ, მე გამიღიმე “ჩერეზ ტკივილი” ა?

მეც ვუძალიანდები, ყველა ვუძალიანდებით – პირიქით, წადი ვინმე უცხო ნახე – იმას მოუყევი, გაუკვირდება მაინც – და იმას მოუშლე ნერვები, დაზოგე ძვირფასი ადამიანის ნერვებიც, ყურადღებაც და მოტივაციაც – რო როცა მართლა რამე გეჭირვება და მართლა მიმართავ – მართლა გიშველოს…