Public Places

ბევრს აქვს ალბათ ვერსია რაშია “კიბორგა” მაგარი

ო და იმ დღეs ვფიქრობდი… იცით რა არის ჩემი “კანიოკი”? – კაიფში ჩაჯმა.

აი ლუბოი ფართის, სხადნიაკს არ ვიცი… ალბათ 50 კაცამდე რადენობით – ვაფუჭებ.

ყველა რაღაც დაგრუზული, შეკუმშული ხდება…

როგორცკი წამოვალ – მერე, მეორე დღეს ყველა ყვება “აუუუ რო წახვედიიი მერე დაიწყო თუ დაიწო, არ უნდა წასულიყავი”

თავიდან მეგონა რო პროსტო აჭარბებენ და მაშურებენ, მარა მერე როცა ასეთი რამ ძალიან ბევრჯერ განმეორდა მოვიდა ჩემამდე რო არ უნდა წავსულიყავი კი არა – კიდევ კაი წავედი თქვე საწყლებო.

ექსპერიმენტისთვის ვეცადე “ბოლომდე!” ჯდომას, აი დილის 6-მდე, მეთქი იქნება რამე საათს რო გადაცდება იმის ბაზარია… მამენტ არის ეგეც – ღამის 2-ზე ადამიანებს რაღაც მოსდით, დავიგინები, ქალები ხდებიან Horny და კაცები ხდებიან გაბედულები… მარა თუ მე იქ ვარ – მაინც პიზდეცია დიდწილად, შეკუმშულობა და ყველა იშლება, ხშირად 2-მდე 😀

ეხლა ვინმე იტყვის იმიტო რო არ სვამო, ნა ვსკიდკუ დაგისახელებთ 10 ადამიანს რომელიც არ სვამს და party killer-ი არაა. მართალია ეგეც არი რაღაც დოზით ალბათ, ანუ მე უნდა ვსვამდე მაინც რო ეგეთი პროფესიონალი ჩამჯმელი არ ვიყო

მოკლედ

ბავშობიდან საზოგადოებრივი ადგილების ფობია მაქ

ხან აგორა ფობიას ვარქმევდი, ხან კომპლექსს, ხან კიდევ რას…

ერთხელ ფსიქოლოგთანაც კი ვიარე – არ შემიძლია კლუბებში/ბარებში მოშვება თქო

დავალებებს მაძლევდა, ვთქვათ მისვლა და 1 საათი ყოფნა, მისვლა და 1 ადამიანის გაცნობა, მისვლა და 1 მეგობრის გამოცნაურება, მისვლა და 1 მეგობრის იგნორირება განზრახ… და ა.შ. ყველაფერი მარტივი ხდებოდა მაშინვე, მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მივდიოდი, მისწორდებოდა, მოვდიოდი.

5 ეგეთი დავალების მერე გამოვუცხადე მკიდია – განვიკურნე კომპლექსისგან თქო და შევეშვი, კი მომაძახა ჩემი ფეხები გაიკურნეო მარა…

რატო? რა ძალაა? – რავი ამხელა კაცი ვარ ამის დედა ვატირე, ბარში ნორმალურად თავის გრძნობა არ უნდა შემეძლოს?

ამის გამო მერე “ზავიძენიები” არ ვიცი, მერე გოგო რო სადმე უნდა დავპატიჟო რამე ისეთზე ვპატიჟებ რო თუ წამომყვა – ზნაჩიტ უკვე გადაწყეტილი აქ რო ვევასები, ან მახვევინებს… 😀

ზღვაზე ყოფნაც არ შემიძლია… არადა ბავშობიდან ვცურავ, კარგად ვცურავ, წყალი ძალიან მიყვარს…

მარა იმვადროულად:

მილიარდი ხალხი როა გარშემო დამოუკიდებლობის დღეზე და მე რო უნდა ჩემი “3დ კამერა” წარმოვუდგინო საზოგადოებას – ვაფშე არაფერი არ მაწუხებს

კონცერტი რო გვაქ დასაკრავი სადმე – უპრობლემოდ ვგრძნობ თავს იმავე ბარში სადაც სხვა დროს ვერ შევალ.

ზღვაზე რო ვარ მარა რაგბის ტურნირზე გამოვდივარ – ვსიო ოკ

პახოდში – სანამ მიზანი გვაქ სად მივდივართ, სირთულეებია და პრობლემები – კაია, კემპინგ-პახოდი თუა – გაქცევა მინდება(და გამოვრბივარ) – აი camping open air-ების წარმოდგენზეც კისერში მიჭერს…

აგერ ბოლოს ფლი-მარკეტზე სული შემეხუთა.. ალბათ ეგრე გრძნობენ თავს კლაუსტროფობები, მაკანკალებდა, ყველა მეზიზღებოდა… რა მიზეზი არ მოვიგონე რო მომეხია სასწრაფოდ იქედან… არადა ველოსიპედი რო მყოლოდა ან რამე გამეტანა ჩემით გასაყიდად – ვიქნებოდი მშვენივრად.

ფინალი:

გუშინ მეგობარს ვთხოვე წამიყვანე სადმე თქო, მამრს.

საღამოს გამიყვანა სადაც თვითონ ხშირად დადის და საბოლოოდ გაიხსნა ცა და ამღერდნენ ანგელოზები(ნწუ არ დამილევია არ მომიწევია)

წამოიდგინეთ… “ირაკლას სარეპეტიციო”(პრი ტომ ფიშკა ირაკლიში არაა, პროსტო სარეპეტეციო როა რა, კლასიკური garage სარეპეტიციო), ცუდად მოჭიმული იატაკით, ჩამოლეწილი და სითხეებ მიწუწებული კედლებით, სკამების მაგივრად დამტვრეული ყუთები რო ყრია… და რატომღაც ეგეთ ადგილას – უამრავი ხალხი, და ყველა ბედნიერია.

მივედი მფლობელთან მეთქი ძმაო – შენ ხარ გენიოსი.

იმიტო რო იმან იცის ადამიანების საიდუმლო… არც ძვირიანი სკამებია საჭირო, არც დესლა დიზაინი, არც განათბა…

ადამიანები სიამოვნებას იღებენ ურთიერთობისგან.

პროსტო ერთმანეთს ეურთიერთებიან – და ეს ყოფნით აბსოლიტურად კმაყოფილები იყვნენ იმით სადაც არიან და რასაც აკეთებენ, არ ეჩვენებათ ერთმანეთი პუსტოი ადგილებად, არ გრძნობენ საკუთარ თავს უმნიშვნელო ნაგვად იმის გამო რო ერთმანეთის ხმის გაგონება ყოფნით ბედნიერებისთვის, ნუ და სასმელი კატალიზატორად… ხოდა ეგ “ბანძი” გარემო სამაგიეროდ გაახლოვებს, არაფერი არაა ერთმანეთის გარდა…

მე არ შემიძლია რამეს არ ვაკეთებდე და მიზანი არ მქონდეს, ბოლოს ვიჯექი, ვუყურებდი ბარმენს, არაფერი ისეთი – პროსტა იღებდა შეკვეთებს და ასხამდა და ვფიქრობდი რო თუ როდესმე მე შევძლებ ბარებში “სიარულს” – ეს იქნება ან ბარმენის როლში, ან მფლობელის როლში ან რამე ეგეთი…

არ შემიძლია უმიზნობა.

თავს ვგრძნობ არაკაცად, არასრულად, დაბნეულად, დაკარგულად

რაც არ უნდა გოგოები გამომელაპარაკონ – ვიღაც უცხოელი ტიპშები, ველაპარაკები და სასტიკი გრძნობა მაქ როგორი უაზროა რასაც ვაკეთებ, არ ვიცი…

სახლში რო ვიყო რას ვიზამდი რო? – ვიჯდებოდი fb-ზე ვთქვათ(ეგრეც არაა freelancer_ობის გამო რეალურად სულ რაღცას ვაკეთებ, ან საკუთრ პროჯექტს, ან დაკვეთას, კომპთან რო ვარ პარალელურად სუ საქმე მიდის) – მარა მაინც, მირჩევნია მარტო ვიყო – ვიდრე გამოცარიელებულ ურთიერთობებს ვაწარმოებდე. მარტო რო ვარ ვფიქრობ რამეს, ვგეგმავ, მერე ვახორციელებ, ვის იცნობთ ჩემდენი ინტერესებით, ჰობიებით და კაკიდებულ-გამოკიდებულობებით?

ხოდა გუშინ მივხვდი რო ამაზე დავწერ და საბოლოოდ შევეგუები ჩემ თავს – არ შემიძლია მე კლუბები, ბარები, ტუსოვკები, პლიაჟები, სვეცკობები – არა იმიტო რო ვინმე ცუდი როჟაა, იმავე ადამიაებთან ძალიან ძალიან კარგად ვურთიერთობ სხვა სიტუაციაში. არ შემიძლია უმიზნო არსებობა, პროსტო დება, ცაში ყურება – პირის გაღება/დახურვა, cheap talk-ი…

1 წლის წინ ბარში Board game-ი რო ვითამაშეთ ადრე, რომელიც ისევე მხოლოდ ურთიერთობაა რეალურად – მარა მიზანი აქ რაღაც, არც… არც დამიშვია რო ბარში ვარ, სულ ერთი იყო სად ვიყავი, კლუბში გოგოები რო სტოიკაზე ცეკვავენ, იმათ ფეხებში ვითამაშებ board games და ვიქნები ყველაზე მხიარული, ყველას გავიცნობ, არავის არაფერ კაიფში არ ჩავუჯვამ – სანამ ტვინი დაკავებული მაქ და სანამ რამე მიზნიანს ვაკეთებ…

წამიყვანეთ რა აზრიან ივენთბზე ბიძიებო დეიდებო, არა აზრიანი ის არაა “დესლა დიჯეი რო უკრავს” – უკრავს და მე რა ყლე ვაკეთო მერე? – ნწუ, აზრიანია ყველას რო რაღაც დავალება აქ და მიზანი…

კაით ხო, დავეტევი სახლში

 

Advertisements

17 მაისის აპარტეიდი და ქართველობა

წეღან ერთ “პატრიოტიზმით და მილიტარიზმით” გამსჭვალულ პოსტზე ერთი ჩემი მეგობარი მომვარდა და სუ ზედ მაფურთხა შენც ჰომოფობი ხარ და შენც იქ უნდა მდაგარიყავიო შე ფაშისტო ღოროო… და მივხვდი რო მი ტუტ პერეგნული პალკუ მეგობრებო

ეს მახსენებს იმ ისტორიას მე რო დავწერე “რატომ არიან ქალები ცუდი მძღოლები”, სადაც ავღწერე 10 კონკრეტული მაგალითი რას შვებიან ქალები ცუდად – რაზეც ზოგიერთი მწერდა “ხო და ქალი მარტო პოლს უნდა ხეხავდეს ხო???” – და მაშინ ვერ მივხვდი რას მერჩოდნენ, ვაფშე ვერ მოვიდა ჩემამდე, მე ხო მანქანის ტარების კონკრეტულ მაგალითბზე ვწერ – რას მერჩიან თქო

და მერე თუ არ ვცდები ზუსტად ამავე მეგობარმა განმიმარტა რო უბრალოდ რახან “ქალი რულზე” ვახსენე – ყველამ ჩათვალა რო სტერეოტიპების მთელ “ნაბორს” ვუჭერ მხარს დაწყებული ქალმა რო სკოლაშიც არ უნდა იაროს იმიტო  რაში ჭირდება და დამთავრებული იმით რო ქალს ორგაზმის უფლება არ აქვს საერთოდ თუ რავი…

არადა მე იმენნა მწამს რო ქალები კაცებისგან არაფრით გნასხვავდებიან, გარდა აღზრდისა და მხოლოდ კონკრეტულ პრობლემებზე ვლაპარაკობდი რომლებიც აღზრდის ბრალია და კაკ რაზ არ ვიზიარებ სტერეოტიპულ ყლებაზარს ქალების რულზე თემაზე…

ხოდა ამას ვიძახი, ამიტომ ასხამს რუსეთის წისქვილზე ჩვენი რელიგია წყალს:

დღეს თუ მე პატრიოტი ვარ და საქართველო – “ცარიელი სიტყვა” არ არის – ე.ი. “იმათ ნაირი ვარ, სკამაო ვარ და თფუ ჩემზე”

იმიტო რო ეგრე გამოიყვანეს იმ ტიპებმა რო “საქართველო ვისაც უყვარს – იქაა” – იმდენი მტყუანს შევეცი რაც ან საქართველოს შინაარსი ესმით ან რელიგიის – რომლის სახელითაც ჯვარს გვირახუნებენ თავში…

საქართველო კაკ რაზ მულტი-ნაციონალური, მულტი რელეგიური ლიბერალური ქვეყანა იყო ყოველთვის(სანამ რუსებმა 1921 წელს მთელი მოაზროვნე ელიტა არ გაწყვიტეს) და ქრისტიანობა კიდე მაააააააააქსიმუმ იძახის რო ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა(სულ 1-გან იძახის ამას) და დანარჩენი 100-გან იძახის რო ცოდვილი უნდა შეიფარო, შეიყწალო, მოეფერო და ჩაეხუტო და რო არავის განსჯის უფლება არ გაქ და თუ რამეა და ვინმე ცოდავს – ყველას თავისი ადგილი მიეჩინება – ზემოთ.

btw: ქრისტიანული რელიგიის მიხედვით სწორი საქციელია თხოვოთ თქვენს გეი მეგობარს (და იმენნა თხოვოთ და არა აიძულოთ) დაესწროს თქვენს ჰეტერო სექსს – და იქნებ თქვენმა მაგალითმა დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე.

აი ეგ შეგიძლიათ… ბოლო ბოლო გაერთობით სამივე :D.

დავუბრნდები თემას:

ჩემთვის საქართველო არსებობს რელიგიის, სქესობრივი მიკუთვნილების და ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი რო მასში უნდა ცხოვრობდნენ ღრმად რელიგიური ადამიანებიც, ჰომოსექსუალისტებიც, ტრანსვისტიტებიც, მილიტარისტებიც, ჰიპსტერებიც და this is what makes any country great – როცა ყველას შეუძლია იყოს რაც უნდა.

მარა არავის დაუ-cancel-ებია სიტყვის თავისუფლება, ჰიპსტერს აქვს უფლება იკაიფოს მილიტარისტებზე და გოიმი აძახოს, მილიტარისტს აქვს უფლება იკაიფოს ჰიპსტერზე და სოკოს კაიფში გაპარული ზღარბი დაუძახოს.(და კიდე ნუ შემცემთ არასწორად გესმის ჰიპსტერობაო – თქვენ კიდე არასწორად გესმით მილიტარიზმი. აზრი ხო გესმით არა?)

სანამ მილიტარისტი არ ცემს ჰიპსტერს და ჰიპსტერი მილიტარისტს – ყველაფერი კარგად არი, არავის უფლება არ ილახება გამოხატვის და აზრის თავისუფლებაზე.

ყველას აქ უფლება არ მოსწონდეს შეღებილ თმიანი, დესლა ვიდზე, დაყენებულ პრიჩოსკიანი, დესლა სმარტფონიანი ფარისეველი სირი რომელიც იძახის რო ყველაფერი კიდია, მარა აშკარად საკუთარ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე მეტს ზრუნავს ვიდრე მე, მილიტარისტი ჩემს შეიარაღებაზე და აღჭურვაზე ზრუნვას ვახერხებ.

ზუსტად მასევე ყველას აქვს უფლება არ მოსწონდეს მურთაზიკოები, არ მოსწონდეს ვორკოჰოლიკები, არ მოსწონდეს პრადვინუტები, არ მოსწონდეს ლოთები, არ მოსწონდეს ტრეზვენნიკები (იცით რამდენი მაჯვამს ტრეზვენნიკობაზე? – და ზოგს გონია რო ეს მართლა “ცუდია” და მართლა გულით მაჯვამს, მერე რა? – მე მგონია რო კარგია, I’m happy with it)

ხო კი, ვაჯვამ ჰიპსტერებს, და ასობენნა “ძალით” ჰიპსტერებს, ვიზუალურ გამოხატულობაზე რო ზრუნავენ და შინაარსი ვერ გაიაზრეს, მერე?? – მურთაზებზე ჩემი დაჯმები წაიკითხეთ ამ ბლოგზე ყველა სხვა პოსტში, მერე?

რატო მოსულა მურთაზებზე დაჯმა და არ მოსულა ჰიპსტერებზე? – იმიტო რო თუ ჰიპსტერებს ვაჯვამ ე.ი. რელიგიური ფანატიკოსი ვარ და იქ უნდა ვმდგარიყავი და ტაბურეტკა მჭეროდა მე გოიმი ყლე თფუ ჩემზე :წიხლი: ხო?

ნუ მაწეპებთ სტერეოტიზმების მთელ პაკეტს მარტო იმიტო რო კონკრეტულ 1 პატარა პრასლოკას ვაჯვამ სოციუმის, თორე ისეთივე ყლე ნაროდივით ჟღერთ მე რო მურთაზებზე ვწერ ცუდს და სრაზუ “გლობალისტის” იარლიყს რო მაკრავენ – იმიტო რო თუ მურთაზებს აჯვამ ე.ი. მთელ პაკეტს მოისაზრებ მათი აზრით(ანუ იმას რო ქართველობა უნდა გადაშენდეს და ყველაფერი უნდა დავიკიდოთ, ო იე, ო იე, ო ნო…)

არაა მასე – მე არანაკლებ ნებისმიერ მურთაზისა მიყვარს პლანეტის განაწილების “ქვეყნობითი” პრინციპი და საკუთარი ნაციონალური მიკუთვნილება.

უბრალოდ შორს ვარ იმ აზრისგან რო “ჭეშმარიტი” ქართველი მხოლოდ მურთაზია, ნწუ – ჭეშმარიტი ქართველი არის ყველა ვისაც ეს ასე სჯერავს, სულ ერთია რა მიმართულებით გამოყლეებულობა აირჩია თავის “პიროვნულ კრედოთ”(და აქაც დააკვირდით – არ ვეხები სექსუალურ ორიენტაციას, ვეხები მხოლოდ პიროვნების ქცევის/საუბრის/აზროვნების მანერას – ერთობლიობაში “გამოყლეებულობა” იმიტო რო ყოველთვის მოიძებნა ვინმე ვისთვისაც თქვენი კონკრეტული პიროვნება ტოტალურად გამოყლეებულია)

მე ვაჯვამ კონკრეტული მიზეზით, კონკრეტულ ადამიანებს რომლებმაც – ხაზი გაუსვით დალშე -> რომლებმაც აირჩიეს როგორ მოიქცნენ, ისევე როგორც მე ავირჩიე როგორ ვიქცეოდე და რას ვლაპარაკობდე და როგორ ვაზროვნებდე.

ნუ, ჰო, შეიძლება აღზრდისას “ამარჩევინეს”, წრემ რომელშიც მოვხვდი, მარა ყველას, უკლებლივ ყველას აქვს შანსი გადაირჩიოს – თუ გამბედაობა ეყოფა და იმენნა სხვა რამე უნდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მთელი წონა მაგაშია – ჰომოსექსუალიზმი არ არის არჩევანი, არ არის გადამდები(ვინც გეია ისედაც გეია, დამალავს ამას თუ გაამხელს), არ იკურნება და არ ხდება “წახალისება” გეად, ვერ მოხვდები გეების წრეში და ვერ “მოგაქცევენ” 😀 (ის ვაფშე თემაა “გაგვაუპატირებენო” რო ეშინიათ – მგონი ქალების არ იყოს ბევრი კაციც ოცნებობს რო გააუპატიურონ და ახმოვანებენ ტიპები საკუთარ ფანტაზიებს. წიპა რახან გეის სამსახურში მიღებისას დისკრიმინირება იკრძალება – ვსიო, ბნელ კუთხეში მოგიმწყვდევს აწი და… და?? – და ის რო ცდუნების ვერ გაძლების ეშინიათ მგონი ტიპებს თუ რა ეშინიათ ვერ გავიგე 😀 )

ჰომოსექსუალიზმი არის ბუნებრივი მდგომარეობა, როგორც… როგორც წარმოშობით ებრაელობა, ან წარმოშობით სიდაბლე, ან წარმოშობით შავკანიანობა – და ამიტომ არ შეიძლება ამით დისკრიმინირება.

მე არ ამირჩევია 175სმ-ს რო ვერ ავცდი, და იმას არ აურჩევია რო კაცებზე უდგება – ასეთები დავიბადეთ.

მაინც მოსულა ამაზე დაცინვა იასნად, აზრის გამოხატვა – მეც ბევრი დამცინის და მეკაიფება დიდ ნიკაპზე, ან დაბალ სიმაღლეზე, ან არაპროპორციულ ტანზე…

არა, გეობა არაფერი მინუსი არ არის, მეც არ მიტყდება ჩემი დიდი ნიკაპი და ვფიქრობ რო კაი პონტია ვაფშე, პროსტო ზოგს გონია რო ტეხავს, მერე რა? – დაბალი სიმაღლეც ზოგჯერ მგონია რო უფრო კაია ჩემს მილიტარისტულ მიდგომებში, ისევე როგორც გეი ალბათ ფიქრობს რო ორმაგად მეტ სიამვონებას ვიღებ თქვე დებილებო, მეძახეთ რაც გინდათო.

დაცინვას ვერ აუკრძალავ ადამიანებს. მარა ამის გამო სამსახურში არ აყვანა, სადმე არ შეშვება ან სახეში შეფურთხება – ისჯება კანონით.

მარა იმათაც და იმათაც აქვთ არსებობის უფლება და ორივე საქართველოა, თანაც ზუსტად ერთნაირად – არცერთი მურთაზი არაა უფრო ჭეშმარიტი ქართველი ვიდრე ვინმე გეი და არცერთი გეი არ არის უფრო ქართველი ვიდრე მურთაზიკო ბაბულიკა (აი – ბაბულიკებზე კაიფი და დაჯმა მოსულა და ჰიპსტერებზე არა ხო? – ა, ეს იმიტო რო პოლიტიკას ვატარებთ რო პოტენციური ბაბულიკები მიხვდნენ რამეს, დაფიქრდნენ და აღარ გახდნენ ბაბულიკები ხო? – რატო? – პრადვინუტობა უფრო “სწორი” გზაა? – უბრალოდ თქვენ ასე გგონიათ(პრადვინუტებს) –  ხოდა მე ვთვლი რო საქართველოსთვის ყველაზე სწორი გზაა მილიტარზიმი. მერე? ტეხავს? – გოიმობაა? – ამ ჩემს ყლეს თუ ტეხავს.

პროსტო ამიტომ სკამაო არ ვარ, ფაშისტი არ ვარ და ჰომოსექსუალისტები ვინმეზე ნაკლები ადამიანები არ მგონია, არ მგონია რო “ელჯებეტე სათვისტომო”-ს წევრები არიან თუ რაღაც საშინელი ყლეობა ფრაზა და კიდე არ მგონია რო ქრისტემ დაიბარა მარშუტკას დუბინკით ხელში მიაფრინდი “პიდარასტებს სიკვდილი”-ის ღრიალითო… 😀

ამჯერად ეს გვიქნა რუსეთმა – რო საქართველო გახდა რაღაც ბრბოს “საკუთრება”, არადა ვაფშე აზზე არ არიან არაფრის – ტუპოი ბრბოა, რომელიც დააბოლეს

და მეორეს მხრივ ისენი ვინც აზროვნებენ გარიყულები აღმოჩნდნენ “ქართველობის” შეგრძნებისგან და ლამის უტყდებათ თქმა რო უყვართ საქართველო, იმიტო რო ეგრევე მოფრინავს კითხვა “ვინ გიყვარს შე ჩემმა სკამაოები და მაგათი არმია?” – და უნდა მოკეტო, მიიჯვა და დადგე კუთხეში…

არადა არაა მარტო ეგენი საქართველო და ვაფშე არავინ არაა ეგენი, მასაა, ბრბო, თქვენც თქვით რამე პაპსა დევიზი, რუსი ქალის ძუძუ ვადიდოთო მაგალითად და თქვენს მიტინგზეც იმდენივე მოვა…

30-40 ჯიპს გამოკიდებული სკამაო რომლებმაც ეგ ააგორეს არაა საქართველო, დაჟე ქრისტიანულ რელიგია არ არის ეგ 30 კაცი

ქრისტიანები კარგი ადამიანები არიან, კეთილები, ლიბერალურები, ყველას მიმართ – ისტორიას ახოსვს ქრისტიანები რომლებიც მკვლელ მანიაკებს ეფერებოდნენ, მიუტევებდნენ და დაჟე თუ ის მოკლავდა, სიკვდილის წინაც კი მაინც არ იდებდნენ გულში ბოროტებას – იმიტო რო ღმერთი განსჯის ყველას და აქ, მიწაზე – მთავარია შენ მოიქცე ისე რო 10 მცნებიდან არცერთი არ დაარღვიო.

ო და ბარემ კიდე იმენნა მეორე რადიკალიზმზე ვკაიფობ – ე.წ. პრადვინუტების სასტავში რო “არ მოსულა” განსხვავებული აზრის ქონა :დ

აი ზუსტად ისევე როგორც იქ რო იდგნენ და 2 სიტყვა რო ვერ გაიგეს ქრისტემ რა თქვა, იმათთან რო ტიპი დგას, იმათი ბრატია მარა ეშინია თქმა რო მამენტ მგონი გეები ისეთი ცუდიც არაფერია…

ეხლა ეგრევე უნდა გეშინოდეს პრადვინუტებში – თქვა რო რავი, მე თანამედროვე ადამიანი ვარ, ვთვლი რო ქალი თანაბარი ადამიანია, ჭრელი ტანსაცმელი მაცვია და (აქ იმენნა სიტყვა “და” და არა “მარა”) და თან საქართველო მიყვარს და ჰიპსტერი არაფრის მაქნია მარიხუანას მწეველა ცხოვრება მშვენიერია, მინდორში ყვავილები ყვავის ტიპები მძაგან.

მძაგან და შემეცით – მარა როცა ამას ვამბობ ნუ მიაბამთ კუდად მთელ “სტერეოტიპულ” გაგებას – რო თუ მძაგან “პოხუისტები” ზნაჩიტ კუნის არ ვაკეთებ, ზნაჩიტ მგონია რო ქალის ადგილი კუხნაშია, ზნაჩიტ კაცი ტრაკში არ უნდა იძლეოდეს და კიდე ტრილიონი ყლებაზარი

ნწუ, ჩვეულებრივად ვთანამშრომლობ და ვ-თანა-არსებობ თუმდაც ჰიპსტერებთან(უფრო სწორად ძალით ჰიპსტერებთან, სადაა ჩვენთნ ნორმალური ჰიპსტერი, ნორმალური ეგეც პატივსაცემია…) ისევე როგორც ჩემთან თანაარსებობენ ადამიანები რომლებიც ვერ მიტანენ, პირადად მე და ვერ მიტანენ ზოგადად როგორც სოციალურ ფენომენს – ასეა, უნდა ავიტანოთ ერთმანეთი, მარა არც ისენი არიან შეზღუდულნი ჩემზე იფურთხონ – და არც მე მათზე.

განსაკუთრებით – თუ პირადად არავის არ ვაგინებ.

ნუ იმიტო რო თუ პირადად ვაგინებ – ეგ იდეაში სტატიაა და თუ ვცემ – ეგეც სტატიაა ან ისენიც თუ მცემენ, მაინც რავი – გახსენებთ რო კანონი ორივე მხარეს მოქმედებს და მე არ მგონია რო ვინმე ჰიპსტერზე მაგარი კაცი ვარ და უფრო მაგრა ვცემ ვიდრე ის მცემს.

ამაშია საქმე – ყველა ვინც შარშან 17 მაისს ის ჩაიდინა – უნდა დაეჭირათ და დაესაჯათ, თორე თვისუფალი აზრის ქონის და გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

17 მაისის რადიკალიზმი ნუ გადაგაგდებთ თქვენც, მოაზროვნე ხალხს მეორე რადიკალიზმში – და არ დაიწყოთ ეხლა “არაა ლმობიერი დამოკიდებულების დრო, ეხლა ერთად უნდა დავდგეთ და შევუტიოთ სკამაოებსო” – იცით საქართველო გაქანებულ პიზდეცშია რუსეთთან და მე რო ვიძახი რო არაა ეხლა ამის დრო ეხლა ყველა უნდა შევიარაღდეთ და ომზე ვფიქრობდეთ, ვინ რომელ დირკაში ტყნაურობს და ვის რა მუსიკის მოსმენა უნდა – მერე გავარკვევთ თქო მაგარი მეჯმება, და სწორიც არი – იმიტო რო მაშინ ვაფშე რისთვის ვომობთ თუ ფასეულობებზე უარი ვთქვით(თუმდაც დროებით)

მარა “ფიშკაც” ამაშია რო ვისწავლოთ თან ფასეულობების ქონა(არა გრუზინულის, არამედ ადმიანური ფასეულობების) და თან ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს და გვეამაყებოდეს, ისევე როგორც ბრიტანელ ჰიპსტერს, რომელსაც ყველაფერი კიდია – თავისი სამშობლო ვაფშე არ კიდია და კარგად მიგძუყნის დედოფალს რო შეაგინო.

არ მისცეთ საშუალება ამ თითიდან გამოწოვილ რელიგიურ ფანატიზიმს – გაიძულოთ გადახაზოთ თქვენს შიგნი რაღაცეები რასაც აქამდე პატივს ცემდით, არავის არ აქვს მონოპოლია ქართველობაზე, ჩვენ თვითონ ვართ ქართველები ყველანი.