სულ ეს არის?

guest post by Anonymous

—— რედაქტორისგან —-

მე ხანდახან მავიწყდება რო ამ ქვეყანაში რეალურად გამოგონილ პატარა სამყაროში, წრეში ვცხოვრობ, სადაც მაგალითად ჩემს ლამის “იდეალურობამდე” გაშალაშინებულ (შეგნება/გაგების კუთხით) ტექსტებშიც კი მაინც ჩემი მეგობრები სექსიზმის სუნს იყნოსებენ ხოლმე და იმაზეც კი მეკამათებიან რო ხეპრე ვარ და ვირიშვილი

ამ დროს მთელს ქვეყანაში კი…

პოსტი ნამდვილი ადამიანის ნამდვილი ცხოვრებაა, ბლოგის აქტიური მკითხველის და “ფანის”

სხვებსაც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი მსგავსი ისტორია და დავდებ

——————–

 

მზეა, მზიურში ხართ. ერთი  ბავშვი იქვე  თამაშობს სხვა ბავშვებთან ერთად, მეორე ხელში გიჭირავს და განუწყვეტლივ  აქანავებ , თან   ფიქრობ რა  გააკეთო საჭმელი :

კატლეტი? – არა ეგ 3 დღის წინ გვქონდა, ლობიო? – დიდი ხანი უნდა მოხარშვას… იქნებ უბრალოდ კარტოფილი შევწვა? – ძალიან მარტივია… ბორში? – ნწ, კომბოსტო არაა. საბოლოოდ არჩევანს აკეთებ მაკარონზე ყველით… და რაიმე სალათი… რეალურად ეს რაიმე სალათი ყოველთვის კიტრი და პომიდორია (easy to make)

ამ დროს თან გახსენდება რომ უკვე 3 საათია და შენ ჯერაც არ გისაუზმია, და შეიძლება პირიც ვერ დაიბანე წესიერად დილას…

სულ რაღაც 24 წლის ხარ და უკვე თვალებთან გაგიჩნდა პატარა ნაოჭები. თუმცა სიმართლე ითქვას კარგა ხანია სარკეში გასაპრანჭად არ ჩაგიხედავს (მაინც არსად არ დადიხარ, ვინ გიყურებს… მაღაზია , ბაზარი, მზიური).

კაი ჰო, წელიწადში ერთხელ შორეული ნათესავის/მეგობრის ქორწილში ან ვინმეს პაპის პანაშვიდზე თუ მოგიწევს გასვლა. სადაც დიდი ხნის უნახავი ნაცნობები გეგებებებიან სიტყვებით: „ვაიმე როგორ გასუქებულხაარ? – არა ისე გიხდება ხო იციიი“… და ამ დროს გეზიზღება ყველაფერი, ის ქორწილი ან ქელეხი, ხალხი, შენი თავი, საჭმელი რომელიც უკვე ჩაიყარე და საჭმელი რომელსაც კიდევ დაამატებ.

…წარბები აცაბაცად, ფრჩხილები მანიკურის გარეშე, დიდი ზომის გახუნებული ჯინსი და გაწელილი მაისური, საკმაოდ მოზრდილი მუცელი და კიდურები… ჰო უკანალიც…

გოგოს სიცილი გესმის, მოიხედავ და მეზობლის უკვე დაქალებული გოგონა, მოდის ტანის რხევით, მოკლე კაბაში. კოხტა წელი და თხელი ფეხები…

ვიღაცას  ტელეფონზე ესაუბრება, თვალები უბრწყინავს, “ალბათ ბიჭს ელაპარაკება” გაიფიქრებ და გახსენდება რამდენიმე წლის წინ შენც ესევე იპარებოდი სახლიდან „მასთან“ შესახვედრად. საათობით ათვალიერებდი გარდერობს და მერე აუცილებლად გაგვიანდებოდა. ისიც გელოდა რა თქმა უნდა, და გეტყოდა შემდეგ სიყვარულნარევი ბუზღუნით „რას მალოდინებო გოგო“-ო. და მისი ეს ჯუჯღუნა მამაკაცურობა გულზე გხვდებოდა მალამოსავით.

მერე კეკლუცად  „შემოირიგებდი“, ამავე მზიურში, ჩუმად კოცნიდით ერთმანეთს და მეტი შორს არც წასულია მთელი თქვენი ინტიმური ურთიერთობა.

არა ნუ შეიძლება ერთი ორჯერ მკერდზეც მოუხვდა ხელი…

„მოუხვდა“  – შენ უხერხულად შეიშმუშნე და მერე გაებუტე

როგორ გაკადრა ეს!

ე.ი პატივს არ გცემს და „სხვა თვალით“ გიყურებს?!

ოღონდ შენც არ იცოდი ეს „სხვა თვალი“ რას ნიშნავს სინამდვილეში, უბრალოდ იცოდი რომ ცუდია. და რატომ არის ცუდი? – არავის არ აუხსნია, არავის არ დაუსაბუთებია, უბრალოდ ვიღაცამ(ებმა) ასე შთაგაგონეს რომ ცუდია თუ ბიჭს შენთან სექსი უნდა, იმიტომ რომ სექსი ხიხიაა, დანაშაულია.

სიყვარული უნდა იყოს წმინდა, ყოველგვარ სიბინძურეს მოკლებული და ამაღლებული.

ორ დღიანი ბუტიაობის და პოზიორობის მერე შემოგირიგებს, რაც მხოლოდ წმინდა „ზასაობით“  გვირგვინდება.

შენ ამის გამოც დამნაშავედ გრძნობ თავს მშობლებთან, რომლებიც ბავშვობაში კინოს ყურებისას კოცნის სცენებზეც კი თვალებზე ხელს გაფარებინებნენ.ეკლესიაში დაყავდით, მოძღვარი ქადაგებდა რომ ვნება – ცუდია, მრუშობაა და წაიბილწები, რომ შენი ქალწულობა სინამდვილეში შენი კი არ არის, საზოგადოების არის რომელშიც ტრიალებ, ნათესავების არის… მეზობელი ციალასია (რომელიც ახალგაზრდობაში თვითონ  კაი პრაშმანდოვკა იყო, მერე დაბერდა  და ეხლა აქტიურად წყვეტს ვისი გოგო „გაბოზდა“). და რომ ამხელა მნიშვნელობის აპკის დაკარგვა, დედამიწის ორბიტიდან გადახვევასა და მეტეორების წვიმას უდრის, სამყარო ჩამოიქცევა.

ხოდა მერე თავაწეული, ამაყად, იცვამ თეთრ კაბას, ღირსეულად მოხვედი ამ დღემდე… დაქალებშიც ამბობ როგორ გაგიმართლა და რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდი ტრადიციულ ქორწილზე, ამაყობ რომ თეთრი კაბის მნიშვნელობა არ წაბილწე და სრულიად უმანკო ბარდები „პატრონს“.

ახლობლებს უხარიათ, იმიტომ რომ „ოქროსავით ბიჭია“, არ სვამს, არ თამაშობს, ნარკომანი არაა, მუშაობს, არ აქვს ცუდი სიმთვრალე და რაც მთავარია ჭკვიანია.

მეტი რა უნდა ინატრო?!

უხარიათ რო  პატრონს ბარდები…

თითქოს მისიას ასრულებენ, თითქოს მხოლოდ იმისთვის ხარ გაჩენილი და გაზრდილი, რომ ბოლოს ამ „პატრონს“ ებარებოდე

და არავინ, სრულად არავინ არ გეუბნება რომ შენ შეიძლება იყო შენი თავის „ბატონ-პატრონი“, რომ სხვა პატრონი არც უნდა გჭირდებოდეს, რომ პირიქით ცუდია როცა ზუსტადაც სხვა გეპატრონება!

ხოდა…

…პირველივე ღამეს გრძნობ იმედგაცრუებას, გაკვირვებას… სიმთვრალეს აბრალებ და მეორე ღამეს ელოდები.

იგივე…

ნუთუ სულ ეს არის?!

აბსოლიტური უგრძნობლობა… რამდენი წუთი გაგრძელდა?

გაოცება… სირცხვილი …

იქნებ მე მჭირს რამე?

რომ უთხრა იცი რომ ეწყინება. არ გინდა აწყენინო. შენ ხო გიყვარს, 2 წელი დადიოდით ხელიხელ ჩაკიდებულები, რომანტიულად სეირნობდით წვიმაში, გჩუქნიდა სუნამოს და ყვავილებს….

რა თქმა უნდა არაფერს ამბობ. მერე რა რომ ვერაფერს ვერ გრძობ – სამაგიეროდ გიყვარს! გულზე თავს ადებ და ასე იძინებ, ან ზოგჯერ ვერც იძინებ. ის კი ხვრინავს არხეინად.

დრო არ იმატებს. არც სიამოვნება, სირცხვილი კი იზრდება და იზრდება.

რა თქმა უნდა ჩუმად ხარ, და თავს ისე აჩვენებ თითქოს ძალიანაც მოგწონს. ვერ ხვდები სხვანაირად როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ არაფერი არ იცი და გადაწყვეტ რომ ალბათ დიახაც ასეც უნდა ყოფილიყო…

რა თქმა უნდა არასოდეს გიცდია მასტურბაცია იმიტომ რომ გარყვნილებაა!

პორნოგრაფიასაც ხომ მხოლოდ ბიჭები უყურებენ და საერთოდ ქალიშვილობის დაკარგვვამდე როგორ შეიძლება ორგაზმი განიცადო… არ გჯერათ? – არა, არცერთხელ. მშობლები, ნათესავები, ეკლესია, არა, როგორ შეიძლება, როგორ მივცემდი თავს უფლებას..

ერთი თვეც და დაფეხმიძმდები და რაღა დროს ორგაზმზე ფიქრია, გულისრევა, გულისრევა , გულისრევა…

მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დეპრესია…

მჩხავანა ბავშვი 24/7 რა დროს ორგაზმი და სექსია…

აი, როგორც იქნა ბავშვს უკვე ცალკე საწოლში სძინავს, მეტ ნაკლებად მშვიდად.

იქნებ ეხლა დადგა სექსის დრო?

მაგრამ ამასობაში აღმოაჩენ, რო ჯობია კიდეც რაც მალე მორჩება ეს “რაღაც”, რო მალე დაიძინო.

დღეს ძალიან დაიღალე (საჭმელი, სარეცხი, სახლის დალაგება, პროდუქტების ყიდვა, ბავშვის გასეირნება, ბავშვის გართობა, ბავშვის დაძინება, ბავშვის დაბანა, მერე ისევ დაძინება, ჭამა, გართობა…)

იმავდროიულად მიხვდები რომ ერთი კი არა ორი ბავშვი გყავს, უბრალოდ მათგან ერთერთი ტუალეტში თავისით დადის და თავისით ბანაობს, მოვლა მასაც ლამის იმდენივე სჭირდება.

აღარც გახსოვს ბოლოს როდის ნახე მეგობრები, როდის იჯექი გვიანობამდე სადმე, ბოლოს როდის გიხაროდა ცხოვრება, როდის ცადე რამე ახალი და საინტერესო…

და თავს ვერც კი უტყდები რომ გინდა ეს, გინდა ცოტა თავისუფლება! – დაიწყებ ამაზე ფიქრს და მაშინვე ბავშვი შემოგძახებს „დედაააა…“, რაღაცა უნდა, და მთავრდება იქ შენს თავისუფლებაზე ოცნება. ბავშვმა რა დააშავა? – ისევ შენს თავზე ბრაზდები…

დანაშაულის გრძნობა ისადგურებს სულში რომ ასეთი ცუდი ხარ, რომ რას ქვია ცოტა ხნით ამოსუნთქვა მოგინდა, დედა ხარ!

გარდერობის დალაგებისას ხელში მოგხვდება ვიწრო ჯინსები და მოკლე იუბკები, სინანულით მიიტოლებ თეძოებზე და უიმედოდ მოისვრი

კიდევ უფრო მძიმდები, მორჩა ახალგზრდობა? – არც დაწყებულა მგონი…

მაინც იტოვებ ამ პატარა ზომის ტანსაცმელს და სადღაც ზედა „მომავალის იმედის თაროზე“ შემოდებ.

…სევდა დაგყვება მუდამ, სევდა და კითხვა „სულ ეს არის?“

და ბრახ უცებ ისევ ორი წითელი ზოლი იხატება ორსულობის ტესტზე, და ისევ პრგრესირებადი წონა, მეტი სტრიები, გულისრევა, დაღლა…

ის ტანსაცმელიც აღარ გეტევა რაც პირველი ფეხმძიმობის მერე გეცვა…

დღიდანდღემდე, ერთმანეთის მიყოლებით, იხოცება მუცელში პეპლები. თითოეულ მარტო გატარებულ დღეზე, უპასუხო ინიციატივაზე, დაუხმარებელ ღამის გათენებაზე, არარომანტიულ საღამოზე, უგემურ სექსზე – მათ ადგილას რჩება მკვდარი სიცარიელე.

ეკითხები შენს თავს: როგორ მოახერხე შენ – რომელიც კლასში საუკეთესო ფრიადოსანი მოსწავლე იყავი(ეს ხო ნათელი მომავლის გარანტია იყო), ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის მასშტაბითაც, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეშიც(ნამდვილად უნდა ჰოლივუდური ცხოვრება მქონოდა), როგორ მოახერხე რომ ყოველი შენი დღის ყველაზე საინტერესო მომენტი, მთელი დღის კულმინაცია არის როცა „ქმარი მოვა სახლში“?!

როგორ მოახერხე რომ დღის უმეტეს ნაწილს ატარებ მარტო 4 კედელში? პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით დატვირთული, და რომ არავინ არც კი გეუბნება რომ კარგი ხარ ამისთვის!

არავინ არ გეუბნება რომ შენც შეიძლება, გაქვს უფლება – დაიღალო

ქმარსაც კი, ჰგონია რომ რადგან სახლში ხარ შენ არ იღლები!

რომ ის მუშაობს და შენ სახლში ხარ… სავარაუდოდ მთელი დღე დივანზე მწოლიარე გონიხარ, და რომ სადილიც თავისით კეთდება, სახლიც თავისით ლაგდება , ბავშვიც თავის თავს უვლის თვითონ.  და რომ ზედიზედ მესამე  ღამე მაინც შენ უნდა გაუთენო მტირალ ბავშვს რომელსაც გაზები აწუხებს, იმიტომ რომ ის ხვალ სამსახურში მიდის, მუშაობს და შენ სახლში ხარ!

და რომ ეს თბილისის ცენტრში გაზრდილი “პრადვინუტი” ტიპიც, ჩვეულებრივი “გრუზინია”. და  მიაღწია გაოღრაშების იმ სტადიამდე,  სადაც აღარც მალავს რომ შენი დარჩენილი ცხოვრების აზრი მთლიანად მათდამი მსახურებაა!

ამასობაში ნელ-ნელა გაიცნობ მეზობლებს, ქალებს ერთნაირი ცხოვრებით, ზოგს ცოტათი შენზე უფროსს და „გამოცდილს“.

დღის კულმინაცია ყველას ერთნაირი გაქვთ… ქმარი მოვა სახლში!

ფაქტიურად შენს მომავალს ხედავ მათში.

რომანტიკა? სიყვარული? – ცინიკურადადაც კი გეღიმება ამ სიტყვის გაგონებაზე.

სექსი? – ….

მაგრამ როგორც კი ფიქრობ რომ „სულ ეს არის???“ მაშინვე წარმოგიდგება თავში რამდენად უფრო ცუდად შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი, რომ შეიძლება ქმარი სულ სვამდეს, გცემდეს, “თამაშობდეს”, არ “გარჩენდეს”, არ გადმოგიგდოს ფული რომ ახალი საცვალი და „კალგოტკა“ იყიდო,  არ გქონდეს საჭმელი… ცხოვრობდე ისევ რაიონში (ძალაუნებურად ტუჩს აიმრეზ რაიონის გახსენებაზე) ხოდა მაინც ბედნიერი და ამაყი ხარ!

და აჯერებ  შენს თავს რომ „სულ ეს“ – სულაც არ არის ცუდი

ამის დასტურად ფეისბუქზეც დადებ ოჯახურ ბედნიერ ფოტოს, რომლის ქვეშაც საუკუნის უნახავი დაქალები/ მეგობრები/ნათესავები დაგიკომენტარებენ:

„თქვენ გენაცვალეთ რა საყვარელი წყვილი ხაააააააააააართ“

„ღმერთმა გაგიზარდოოთ :*:*“

„ასე ტკბილად და ბედნიერად ყოფილიყავით სულ <3“

შენც ყველა კომენტარს გულმოდგინედ დაალაიქებ და მადლობას გადაუხდი ამდენ კეთილისმსურველს….

ქორწინება – კომუნიზმი

იცით, რო დაჯდე და ნებისმიერ საშუალო ადამიანს დაელაპარაკო, “რას ითხოვს” მთვრობისგან და როგორ მოწყობას ააწყობდა – “რო მისცე”

სადღაც 30 წუთი ჩაძიების მერე ჯიგრულ კომუნიზმს აღგიწერს, და თუ კიდე სწორ ჩამჭრელ კითხვებს დაუსვამ – ფსევდო-კომუნისტურ ტირანიაშიც გადავარდება.

(მათთვის ვისაც აინტერესებს რა არის კომუნიზმი საყველპურო გაგებით და რატო ვიყენებ იმენნა სიტყვა კომუნიზმს და არა სოციალიზმს, მეც მაეჭვებდა რომელს უფრო შემედარებინა, მე ეს სტატია მომეწონა: http://www.diffen.com/difference/Communism_vs_Socialism )

ადამიანი ვერ იტანს შეჯიბრს (იმიტო რო ვერ ეგუება მარცხს და მჯობნის მჯობი არ დაილევა)

ადამიანი ვერ იტანს ცვლილებებს, იმიტო რო ცვილებები 50/50 ხიფათის მომტანია

ადამიანი ზარმაცია და უნდა ის რაც სხვას აქვს – მინიმანული დანახარჯებით

პრინციპში ამან განაპირობა წინა საუკუნეში საკმარისზე მეტი “კომუნისტური” სოფლების, ქვეყნების და გაერთიანებების მცდელობები(და ალბათ ეს მცდელობები კიდევ ბევრჯერ იქნება)

იცით რა “კლავს” კომუნიზმს? – არჩევანის თავისუფლება.

ამაზეა ყველა, ვაფშე ყველა, ფუტურისტული კომუნისტ-სოციალისტური წიგნები(და მერე მათზე გადაღებული ფილმები და ა.შ.) – რო კომუნიზმი მუშაობს მანამ, სანამ ადამიანებს “დანიშნულებას” უსჯის რაღაც “ზე-ცენტრი”(სოციალური მოლაპარაკება…) – როგორცკი ვიღაცას ეს დანიშნულება აღარ უნდა, კომუნიზმი მთავრდება, იმიტო რო ქვეყანას არ ჭირდება 7-ზე მეტი მეცნიერი, განსაკუთრებით თუ ის 1 “სამაზვანეცი” “მართლა ნიჭიერი” მეცნიერი ყველა დანარჩენ “დანიშნულ” მეცნიერებს სჯობია, არ ჭირდება 2 “პარტიის ლიდერი” და ა.შ.

არ შეიძლება არ “დააფასო” ვინც უკეთესია და იმან “მეტი” ვერ მიიღოს, ბევრი მიზეზი აქვს ამას, როცა შენ ცდილობ “სლაბები” წამოწიო ზევით – შენ ავტომატურად მალევე ამუღამებ რო “ადაბლებ” ძლიერებს (ხშირად ძალადობრივად) და ჯამში “სამართლიანობის აღდგენით” – კლავ საკუთრ სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაში, კლავ პროგრესს და კლავ ჯამში ყველაფერს რისთვისაც ეს ყველაფერი ვაფშე წამოიწყე თავიდან

უბედურება იმაშია რო საშუალო ადამიანს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს რეალობას რო სასტიკი და დაუნდობელი კაპიტალიზმი (სხვანაირად: თამაშის წესებიანი “ზაკონ ჯუნგლეი”, რომელშიც ვიჟივაიუტ ვსე – ნო რაზვლეკაიუცცა სილნეიშიე, და მჯობნის მჯობნი არ მთავრდება…) – რეალურად ერთადერთი “მართებული” ფორმაა რომელიც იწვევს განვითარებას, პროგრესს, გაუმჯობესებას და რაღაც პონტში საბოლოო ჯამში “ჭეშმარიტად” სამართლიანია.

იმიტო რო ყველა მიიღებს დამსახურების შესაბამისად, თანაც დამსახურების “ნულოვანი დონე” განისაზღვრება სხვისი დამსახურებებით და როცა ყველა ბევრს ცდილობს – ნულოვანი დონეც მალევე მიდის ზემოთ და კიდევ და კიდევ უკეთესზეა მოთხოვნა

რა თქმა უნდა კაპიტალიზმს აქვს “პატალოკის” მომენტი, რომელიც მოითხოვს საკმაოდ ხელოვნურ ჩარევებს, თუნდაც იმიტო რო “უკეთესის” უფრო მალე და მეტისთვის მიწოდების შეჯიბრში ისე იწაფებიან “მიმწოდებლები” რო ბოლოს იმაზე მეტს და ერთნაირად მაღალ ხარისხიანს აწვდიან – ვიდრე ბაზარს შეუძლია აითვისოს და “სამართლიანად” დაუფასოს…

რიგით ობივატელს ეს ყველაფერი არც ესმის და არც უნდა რო გაიგოს, მას უნდა:

“მი-ითხოვოს გოგო”, ქონდეს გარანტირებული სექსი, არ ეშინოდეს “შეჯიბრის”, არ ეშინოდეს კონკურენციის, თვითონაც იყოს მშვიდად და არ უწევდეს მონაწილეობა კონკურენციაში, ქონდეს გარანტირებული საკვები, გარანტირებული დაფასება, არ მოეთხოვებოდეს მუდმივად ახალი კრეატიულობა, აზროვნება, მოძრაობა…

იმ გოგოსაც თავის მხრივ – უნდა რო “გა-თხოვდეს”, აღარ იწვალოს გარეგნობაზე, არ ინერვიულოს “შინაგან სიცარიელის ამოვსებაზე” (რომელსაც მანამდე ოსტატურად ქმნის ტრადიციული აღზრდა), იყოს დაფასებული, გძნობდეს თავს “სტაბილურად სასურველად”, არ ნერვიულობდეს მომავალზე და კონკურენციაზე

ისევ და ისევ საშუალო ადამიანზე ვსაუბრობთ

კომედია იმაშია რო ეს “საშუალო” სტანდარტები გადადებული გვაქ ყველას, ყველაზე გონიერ ადამიანებსაც კი ქვეცნობიერად იმდენი უტენეს თავში ეს სცენარი რო მასაც ეს უნდა და ყველაზე კარგ ფინანსისტებსაც, I’m sure მომენტში აქვთ სისუსტის წუთები როცა უნდათ რო კონკურენცია, შეჯიბრი, მოთხოვნა-მიწოდება, ბაზარზე ახლის შეთავაზება და ეს ყველაფერი არ არსებობდეს – უბრალოდ შტამპონ ერთი კონკრეტული მოდელის “ტუფლი” და იმ ტუფლს ყავდეს მუდმივი მომხმარებელი – პროსტო იმიტო რო ასეთია სოციალური მოლაპარაკება და ყველა სხვა ქარხანაც იგივე ტუფლს აწარმოებს ზუსტად – რო არ იყოს შეჯიბრი, და ეს შეჯბრის არ ყოფნა იწვევს იმას რო ბაზარზე საერთოდ არ ჩნდება უკეთესი ტუფლი, მარა for a while ყველას კიდია “სტაგნაცია” – იმიტო რო სტაგნაცია ზა ტო “მშვიდი” სტაბილურობაა…

კი, კაპიტალიზმს აქვს ის მინუსი რო ხშირად “მოთხოვნა-მიწოდების” დამახინჯება ხდება და რესურსების ფუჭი ხარჯვა რაღაც იდიოტიზმების წარმოებაზე და “დუტი პიცოტების” გამოშვებაზე, როცა დუტი ყველანაირი რაციონალური მოსაზრებით დებილობა უნდა იყოს მარა მოსწონს ხალხს და… დუტი პაჯერო… 57-ე ერთნაირი მუტლის დევნაზე დროის 90%-ის ხარჯვა გაუგებარია რა “სიახლის” მოლოდინში…

მოკლედ, შეუძლებელია კონკურენტულ, თავისუფალ ბაზრიან, თანაბარ სუბიექტებიან ბიზნეს გარემოში – არსებობდეს კომუნისტური წყობილებები და ისენი დიდხანს ძლებდნენ (ძალადობის და ტირანიის გარეშე იასნად).

 

ცოლ-ქმრობა არის მინი-კომუნისტური სახელმწიფო, რომელშიც ბოლო დროა როლების განაწილებაც აღარავის უნდა (კსტაწი ზოგ კომუნისტურ იდეოლოგიაში ეს ასეც წერია რო 1 ადამიანი ხან მეცნიერი უნდა იყოს, ხან ფერმერი, ხან სპორცმენი, ხან ის და ხან ეს როგორც მის გულს გაეხარდება – არადა რეალურად 21-ე საუკუნეში ხო გასაგებია რო ეს დედასმოუ…ვს ყველანაირი პროდუქტის ხარისხს და რეალურად ადამიანს არც უნდა ეს მიდებ მოდება, მას უნდა მაგარი იყოს იმაში რასაც გრძნობს რო მისია…) ხოდა ცოლ-ქმრობა არის ზუსტად იგივე რაც უცებ ამ კაპიტალისტურ, ბიზნეს სამყაროში რო იჩითება ქვეყანა, იკეტება საკუთარ თავში და ხდება კომუნისტური… ეგრევე გასაგებია რო განწირულია, განწირულია ჯერ “ქამრის მოჭერაზე”, მერე ჩამორჩენაზე, მერე რევოლუციაზე, მერე…

გარდა იმისა რო მართლა ყველა შორდება ბოლო წლებია, უკვე ხელსაც რო აწერენ “დებილი” თუ არ არის თვიდანვე იციან რო ცოტა ხანში გაეყრებიან… მარა მაინც “საჭიროა” და აწერენ… გარდა ამისა ვინც მაინც არ შორდება – შორიდანვე ეტყობათ რო ან ინტელექტი და თვისუფლების ხარისხი აკლიათ… ან – ან ძააააააააააალიან იშვიათ შემთხვევაში მართლა ისეთი კავშირი აქვთ – რომელიც არ ზღუდავს მათ თავისუფლებებს… მარა ჯამში ეგენიც იშლებიან – იმიტო რო ჩვენ როგორც გაგვზარდეს ამ ფსიქიკას არ აქვს ხელსაწყოები როგორ იმუშაოს თავისუფალ რეჟიმთან უმტკივნეულოდ 😦

მე ვფიქრობ ნელ-ნელა ჩვენი მშობლების თაობა რო წავა და ჩვენ რო ვიქნებით მშობლები “აღარ გატეხავს” რო წყვილმა უბრალოდ ერთად იცხოვრონ, ასეთ დროს მოლაპარაკებაც ბევრად უფრო “თანაბარი და ლიბერალურია” და არ არის მორგებული არანაირ ტრადიციებს და კლიშეებს და ერთის მხრივ მეტად დრეკადია და ადვილად შეცვლადი-გადაწყობადი, მორგებადი მუდმივად აჩქარებულ სამყაროს, სოციალურ ქსელებს, უზარმაზარ “მიწოდებას”

მეორეს მხრივ ეს “მართლა უპრობლემო ერთად ცხოვრება” (და არა ის ეხლა როა ერთად რო გადავლენ და ნახევარი ქალაქი რო მათზე ჭორაობს და ლამის ცოლ-ქმრობაზე უარესი პონტი როა) არც ისეთი “ნათესაობებ-ჩარეული” კომიტმენტი არ არის რო უაზროდ გადაეწებო ერთმანეთს ისე რო მერე გან-წეპებაში ხელებს აფათურებდეს ვიღაცის მამიდები… ხოდა იქნებ სხვა ფორმაში, არა კომუნისტური და არა სოციალისტური, არა უტოპიური და თანამშრომლობით-ბიზნეს-მეგობრული თანაცხოვრებები გამოვიდეს რამე რავი…

 

ჩვენ? – ჩვენ არაფერი გვეშველება და მოგვტყნია პატრონი, ჩვენი თაობის სისულელე მეოცნებე მდედრებით რომლებიც ოცნებობენ “დაბერებამდე ერთად ყოფნაზე” და რო უხსნი ამ ყველაფერს გპასუხობენ “ანუ რა, პრობლემა იმაშია რო მე, ცოლი, ვმუშაობდე? – კარგი რა…” – და ხვდები რო მისი ტვინი ბლოკავს სიმართლის მიღებას მთელი სიგრძე-სიგანით და ცდილობს გაამარტივოს და ცდილობს პირველ რიგში “გათხოვების” (სიტყვის სრული მნიშვნელობით) მოთხოვნილება იყოს პირველ პლანზე და ის დაიცვას… ნუ კაცები ეხლაც ყლეები ვართ და მერეც ყლეები ვიქნებით და ადრეც ყლეები ვიყავით, ცოლ-ქმრობის ინსტიტუცია დიდი ხანია დგას ქალებზე, ქალების მოგონილია და მგონი ოდესღაც ვიღაც ქალებმა ჯიგრული “yes”-ი შემოკრეს კაცები რო ეგრე დააღორეს…