სამართალმემკვიდრეობა

დილას ახალგაღვიძებულზე მეგობრის კომენტარზე პასუხი ვნახე. გუშინ ზედმეტსახელით მივმართე და ეგრე ნუ მეძახიო, ვკითხე რატომ თქო და დამეძინა მერე… ხოდა უპასუხია

იმიტომ, რომ ბავშვობის ცოდვების გამო პასუხი აღარ უნდა ვაგოთ ზრდასრულობაში

to make it clear – შარშან ჯერ კიდევ ის ზედმეტსახელი იყო, და ის რასაც ბავშვობას ეძახის არის პერიოდი დაახლოებით 18-დან 25 წლამდე…

ძალიან სახიფათო მარცვალი დევს იმ დაშვებაში, რომ – შეიძლება სრულწლოვანების შემდეგაც – ჩადენილ საქციელებზე პასუხი არ აგო, რა თქმა უნდა საუბარია არა იურიდიულ – არამედ ადამიანურ “დანაშაულებზე”. იმიტო რო ესეიგი ნებისმიერმა 18-25 წლის იდიოტმა და იდიოტკამ შეიძლება ყველაფერი აკეთონ და “პატომ სპიშეტსია”

ამასთან ერთად აღსანიშნავია რო – არც კარგი იკარგება და ავიწყდება ვინმეს, და მე პირადად იმ მეგობრისადმი უფრო კარგი შეფასება მაქ თავში – ვიდრე ცუდი, მათ შორის მისი აზროვნების შესაძლებლობებისადმი და ა.შ. და ვერ წაშლი მაგას – ანუ სულ რომც მოითხოვოს რო არც კარგი მინდა თქვენგან და არც ცუდიო, ადამიანისადმი განწყობას და დამოკიდებულებას 1 დღეში ხო ვერ შეიცვლი არა?

მეტიც – კი ბატონო, შეიძლება გაიაზრო რო ადრე რაღაცას ცუდს ჩადიოდი და დაიწყო გამოსწორება, მოიხადო ბოდიშები, დაწერო ახსნები და დღიდან დღემდე ქცევით ნელ-ნელა დაგვარწმუნო რო აღარ განმეორდება, but it’s up to us დაგიჯერებთ თუ არა და გაპატიებთ თუ არა.

მარა ასე “წარსულზე პასუხს აღარ ვაგებ” – იშო კაკ აგებ სუკა.

და ეს კეთდება ზუსტად იმისთვის რო სხვა 18-19-22 წლის სუკებმაც(გოგოსიან ბიჭისიანად) იცოდნენ რო სანამ რამე ძღრენობას ჩაიდენ, იმიტო რო კინოში ან წიგნში ვინმე თესლი გმირი შვებოდა – დაფიქრდე რო ეს სამუდამოდ გაგყვება მერე ცხოვრებაში და უამრავი ბოდიშიც კი რო მოიხადო – შეიძლება მაინც არ ჩამოგერეცხოს

მეტიც – ის თუ რას სჩადიოდი ადრე, ყოველთვის დალექილია შენს შიგნით და ყოველთვის “სპასობნი” ხარ, შეიძლება ეხლა მოცემულობები შეიცვალა, შეიძლება გაიაზრე რო Long term_ში უარესი შედეგები მოაქ, მარა რო დაგჭირდება…

არიან ადამიანები – სხვა ქვეყანაში რო გარბიან, ყველანაირ ძველ კავშირებს რო “იჭრიან” და ცდილობენ 0-დან დაიწყონ ცხოვრება(ანუ მანამდე რა ნაგავი იყო ხო იასნია რო “კარგ” რაღაცეების შენარჩუნებას სწონის ცუდები და ურჩევნია სუ დავიწყდეს)

და ერთი 5-6 ეგეთი ცნობილი ისტორია მახსენდება – მთლად მონსტრებად რო ყალიბდებოდნენ ყოველ შემდეგ მასეთ “გაქცევაზე”

იმიტო რო სამართალმემკვიდრე თუ არ ხარ შენი ჩადენილი საქციელების – ნელ-ნელა ხვდები რო არც იმის სამართალმემკვიდრე ხარ – რასაც დღეს ჩაიდენ…

ასე რომ NO!

რაც მე დამიშვებია – მე დამიშვებია და არსად ეგ არ გაქრება, ზოგზე ბოდიში მოვიხადე, ზოგს ყოველ დღე მაძახებენ და მაინც არ მაპატიეს და ვერ მაპატიებენ და ვიცხოვრებ მაგით, და ზოგი ჩემი დადებითი მახასიათებელი სამუდამოდ ჩემია და ვერავინ ვერ წამართმევს

17-ის ვიყავი რო მივხვდი ამას, საერთოდ ბევრ რამეს ჩავუჯექი 17 წლის, ეტყობა მაგ მომენტში დაგროვდა აზროვნება და ნაკითხი წიგნები თუ რაღაც

და მაშინ მივხვდი რო ყველაფერი რასაც ვაკეთებ – ყოველთვის ჩემ გარშემო დარჩება, საშინელ შიშს მგვრიდა ეგ ერთი პერიოდი, სუ გული მისკდებოდა რამე არ გამეფუჭებინა – იმიტო რო ეგ ხო სამუდამოა!

მარა ნუ ეგრეა, 19 წლამდე ვსვამდი და მერე მივხვდი რო უკონტროლო ყლეობებს ჩავდივარ ნასვამზე და სამუდამოდ შევეშვი – ზუსტად იმიტო რო არ მომწონდა მეორე დღეს გაგება რა ყლეობები ვქენი და ატმაზკა რო “აუ ნასვამი ვიყავი” – არავისთან არ მუშაობს რა, ვინმეს თუ გგონიათ რო მთვრალს გეპატიებათ – ძაან ცდებით.

მაგას გპატიობენ თქვენნაირივე დამნაშავეები და ჯამში ერთმანეთს ემგვანებით…

კი 17 წლისამ ავირჩიე ის დადებითი პრინციპები რომლებზეც დღეს ყველა ვინც მიცნობს გეტყვიან რო შეუვალი ვარ იმ პრინციპებში

და კი გზადაგზა გაჩნდა თემები რომლებზეც ან ისევე პრინციპული გავხდი, ან რომლებზეც უპრინციპო გაიძვერა ვარ – და გაიძვერა ვიყავი და რამდენიც არ უნდა ვიტყუო თავი რო 1-2 წელია აღარ ვარ გაიძვერა – ცხოვრება თუ დამაჭირვებს ისევ შემიძლია ვიყო, ძალიან კარგად მახსოვს მაგის skill-ები

უბრალოდ არი პრინციპული საკითხები – რომლებსაც არ დავთმობ, და არი საკითხები რომლებიც მკიდია ჩემშიც – და არ ვითხოვ სხვებისგანაც და ნაგავი ვარ ჯამში მაგ თემებში, დიდი ამბავი, ხაწია 1-2 ისეთი ყლეობა გამომივიდა რო თვეში 2-ჯერ ვიხდი ბოდიშს და მაინც არსად ქრება

ზუსტად ისევეა იმ გოგოზე, რამდენიც არ უნდა იმაიმუნოს – ზუსტადაც რო მე ვიცნობ როგორც ადამიანს რომელიც ერთის მხრივ იმდენად მოაზროვნე და ჩესნია საკუთარ თავთან რო თავისით მიპასუხა ერთხელ კითხვაზე “კი, გოგოები ვირგებთ რაღაც პერსონაჟებს წიგნებიდან და ფილმებიდან და “იმიჯს” და “ლუქს” და ვცდილობთ მოვერგოთო” – მე თეორიად მქონდა ეგ და ჩესნად არავინ მპასუხობდა და უმეტესობაც გააზრებულიც ვერ ქონდა

მარა იმავ დროულად მის კარადაში ინახება სკილეტები რომლებიც არსად არ გაქრებიან – ერქმება თავისი ზედმეტსახელი თუ არ ერქმება, ყველამ ვიცით რო – რო დასჭირდება – ისევ გამოიყენებს თოფს რომელიც უბრალოდ “შკაფზე შემოდო” – ხოდა  why not იყავი ჩესნი სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც, ხარ ვინც ხარ და რასაც გულით მართლა განიცდი რო ჩაიდინე – იხადე ბოდიშები და ახსენი როგორ ტრაგიკულად იაზრებ და მოყევი და დაგვაჯერე რო კი ხარ ეგ – მარა ყოველჯერზე გააკონტროლებ აწი იმიტო რო იცი რამხელა ბოროტებაა

და ბოლოს გავმეორდები 16-17 წლის ღლაპებისთვის – არაფერი არსად არ დავიწყდება, რელიგიებიც მაგიტო მოიგონეს – რო თუ ამ ცხოვრებაში არა, იმ ცხოვრებაში არ დავიწყდება, სანამ თქვენ ირჩევთ ვინ იყოთ და რა საქციელები დააშენოთ ერთმანეთს – ყველა ნაბიჯზე კარგად იფიქრეთ, კარგზეც და ცუდზეც – იმიტო რო მერე ეგ იქნებით რასაც სჩადიხართ

 

 

One thought on “სამართალმემკვიდრეობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s