საითაც არ წახვალ დააშავებ

წეღან ვლაპარაკობდით იმაზე რო ყველაზე რთული და ყველაზე… ძნელად გასათვლელი მეცნიერება – არის ბავშვის აღზრდა

ხშირად ყვებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, ძირითადად მეგობრები რომლებსაც ჯერ შვილი არ ჰყავთ, იმაზე როგორი ასეთი და ისეთი ცუდი მშობლები ჰყავდათ

და ხშირად ყოფილა რო ყვება ადამიანი, წუწუნებს, განიცდის

და უცებ ასტოპებ და ეუბნები: – და ცუდია ეხლა ეეგ? – ცუდია რო დედაშენმა გითხრა ნუ ჩააბარებ სისულელე ლიტერატურის ისტორიაზე და შეგაგდო ბუღალტერიაზე და დღეს გაქ კარგი ხელფასი და გყავს მანქანა და გაქ ბინა იპოთეკით და გაცვია რაც გინდა და ჭამ რასაც გინდა? – ბევრ ლიტერატურის ისტორიკოსს იცნობ რომელიც მშიერი არ დადის?

ის თან გეთანხმება, რო კი – კარგად არის ეხლა, ფიზიკურად, მაგრამ

თან გედავება – რო მას ჰქონდა ოცნებები, მისწრაფებები და ეს ყველაფერი სადღაც დაიკარგა და აი ლიტერატურულზე რო ჩებარებიაა… და არც ის აღელვებს რო აი მე ჩავაბარე სადაც მინდოდა, მეც მქონდა ოცნებები, და არც ჩემი მაშინდელი ოცნებებია დღეს დიდად აქტუალური…

ნწუ, ყველაფერი მისი დესპოტი დედის ბრალია…

და არიან პირიქით – ვისაც მისცეს არჩევანი და ვინც სისულელე აირჩია და ვინც ემდურის მშობლებს იმაზე, რო რატომ არ მიმითითესო, მე რა ვიცოდიო 17 წლისამ რა მინდოდაო, ისინი ხო უკეთ მიცნობდნენო…

არიან ვისაც მშობლებმა არ დააძალეს ჩაბარება, და ვინც ემდურის მშობლებს, 24 წლამდე სახლში დოტას თამაშის მეტი არაფერი მიკეთებია და მოუმზადებელი ჩავვარდი ცხოვრებაში 25-ისო

არიან ვინც პირიქით – განიცდიან იმას რო მაიძულეს ჩაბარებაო, არ მინდოდა არაფერიო, მუსიკა მინდოდა, ან ხატვა, ან არ ვიყავი ჯერ მზად არაფერზე საფიქრალადო, ეგეთი სუსტი გამზარდესო და უნდა ეზრუნათ ჩემზე და არ ეიძულებიათ ჩაბარებაო…

და ასე შემდეგ, იგივე მეორდება ნებისმიერ რამეზე, ხასიათზე, საჭმელზე, გემოვნებაზე…

და მერე, როცა თვითონ ხდები მშობელი, მალევე იაზრებ რო

რო…

რო…

თქვენ ყველას გგონიათ რო კარგი მშობლები იქნებით, რო აი – ყვეეელაა გარშემო არასწორად ზრდის შვილს, მარა აი თქვენ გაზრდით. რო აი მე ხო? – აი მე! – ვიქნები კარგი მშობელი.

მე წავიკითხავ წიგნებს, გავესაუბრები ფსიქოლოგებს, მოვუსმენ ლექციებს

როგორ შეიძლება ბავშვს უქნა ასე, მიუთითო ისე, უთხრა ეს, ჰკითხო ის…

აი მე შევისწავლი ყველაფერ თეორიას და მე ყველაფერს სწორად გავაკეთებ

(აქ ვაფშე გავიწყდება რო მე კი არა, ჩვენ, და რო მეორე ადამიანი კიდე იმდენივეს მოჯვამს რასაც შენ…)

და მერე გახდები მშობელი და ხვდები რო…

აქეთ წახვალ მოგტყნავენ, იქეთ წახვალ – მოგტყნავნ, უკან მოტრიალდები – მაინც მოგტყნავენ და…

…და ოე! – დიდხანს თუ იდგები მასე და იფიქრებ – მანდვე მოგტყნავენ!

ხვდები რო უცნობია რა ჯობია საბოლოო ჯამში, ერთი წიგნი გეუბნება მკაცრად მოექეციო, მეორე გეუბნება თავის მატორზე მიუშვიო, მესამე გეუბნება შენ თავზე იფიქრე მხოლოდო…

და ხვდები რო არავინ არ იცის მზა რეცეპტი – იმისთვის რო ბავშვი, გარანტირებულად, კარგი ადამიანი გაიზარდოს

აი “მე კარგი მამა ვიქნები” – და მერე გაფიქრდება მილიარდი გზა – როგორ შეიძლება შენ იყო ძალიან კარგი, სწორი, კეთილი მამა შვილისადმი – და შვილი გაიზარდოს უქნარა, ქლიავი, უძლური

მეტიც ასეთი ფიქრებისას გაფიქრდება – როგორ შეიძლება ჯობდეს იყო ცუდი მამა, ლოთი, სექსისტი, უპასუხსმგებლო, განდონის ერთი… და როგორ შეიძლება მერე ჩუმ-ჩუმად ჩაახედო ამაში შვილს – რო ის მიხვდეს როგორი ცუდი ხარ, გაუჩნდეს კონფლიქტის გრძნობა და გახდეს ზუსტად საპირისპირო, შენ ჯინაზე

მარა შეიძლება არ გაუჩნდეს კონფლიქტი – და გამოვიდეს განდონი

შეიძლება გაუჩნდეს კონფლიქტი – მარა ვერ მოერიოს და დარჩეს განდონად

შეიძლება შენ ყველაფერი ჩადო, საკუთარი თავი ფეხზე დაიკიდო – და ის კიდე გაიზარდოს და გამოვიდეს გაფეტიშებული ქლიავი

შეიძლება სპარტანულად გაზარდო, დახეული ტანსაცმელი ჩააცვა და საჭმლის მოსაპოვებლად ფიზიკური სამუშაო ასრულებინო – და მართლაც გაიზარდოს ნამდვილი ძლიერი პერსონა, ან უპს – გაიზარდოს დაკომპლექსებული დანგრეული არარაობა

საბოლოოდ მალევე ხვდები რო, რა ყლეც არ უნდა ქნა

ყველა ვარიანტში ცუდი მშობელი იქნები, წერტილი, ეს გამოწერილია, რაც არ უნდა მოხდეს – შენც დაინახავ და შვილიც ცხვირში ამოგადენს როცა დრო მოვა – როგორი ცუდი იყავი, იმით რო ცდილობდი კარგობას, ან იმით რო არ ცდილობდი, სულერთია

ყველაზე მაგრად მე მაგ პერიოდში დამენძრა, როცა მივხვდი რო – რაც არ უნდა აშენო, მაინც ცუდი გამოხვალ და დამარცხებული

და გინდება რო დაიკიდო, რავი, სავსებით ადვილი წარმოსადგენია სცენარი – როგორ შეიძლება ბავშვი გააგდო ქუჩაში, ირჩინოს თავი მათხოვრობით, შენთან მოსვლის უფლებას აძლევდე მარტო მაშინ როცა 200 ლარს მოგიტანს საჩუქრად, ისიც 2 საათით, ეძინოს ეზოში გარეულ ძაღლებთან და….

და როგორ შეიძლება მაინც ძაან უყვარდე, მაინც გაიზარდოს და გახდეს დიდი ცნობილი მეცნიერი და კიდე ნობელის დაჯილდოვებისას – მადლობა მოგიხადოს “მშობლებს” – მტკიცე ხასიათით აღზრდისთვის

და პირიქით – თავისუფლად ხედავ, როგორ შენი მოვლილი, წიგნებ ნაკითხი, მილიონ ენერგია, დრო, ფულ ჩადებული პირმშო – იზრდება უღიმღამო ნარკუშა, კლავს ვიღაც სხვა ადამიანის შვილს კიდე გზაში, ჯდება ციხეში და ცხოვრებას ამთავრებს ღვიძლის ცეროზით

ამ დროს ერთადერთი გზა, რეალურად, არის ის რასაც სუ ვეძებ სხვა სფეროებშიც ჩემ თავში

საკმარისი უნარი მოიგიჟიანო თავი, დააჯერო შენ თავს რო “მთავარია საკუთარ თავთან ხარ მართალი” და გაზარდო საკუთარი წარმოდგენებით, იმ მომენტში წარმოდგენებით – იმაზე როგორ ჯობია ეხლა, ამ წამს

და დაიკიდო მომავლის განჭვრეტა, რაც იქნება იქნება, რა ვქნა

არვიცი, ან მირჩიეთ სხვა გზა, იმიტო რო არავინ არ იცის რა ჯობია – შეიძლება ეხლა კეთილი ბავშვი, გადაიქცეს მონსტრად – იმიტო რო “ცუდი ბიჭების შურდა და მოსწონდა სულ” – ან პირიქით, ეხლა ბოროტი ვრედნი ვირიშვილი – გაიზარდოს ანგელოზი და სათნოება

არადა საბოლოოდ რას აქვს ხო აზრი? – ჩემი აზრით კაკ რაზ იმას – რად გაიზრდება, იმიტო რო უმეტესობა ცხოვრება ისე უნდა იცხოვროს და ძალა და უნარი რაიმეს კეთების – მხოლოდ მერე ექნება…

ბავშვობა ხო უბრალოდ ტრამპლინია – მომავალი პერსონისკენ

და ამიტო შეუძლებელია არ იფიქრო იმენნა იმ კუთხიდან – რა გაიზრდება ეხლა ეს, მე რო ეხლა ამას ვუხსნი რო გოგოებს თმები არ მოწიწკნოს – ეს კარგია down the line? – თუ უარესი?

იმენნა, სუ ცუდი ხარ, და სუ უარესს და უფრო უარესს შორის ირჩევ საბოლოოდ, არ მოიტყუოთ თავები ვისაც შვილები არ გყავთ

ვერაფერი კარგი მშობელი ვერ იქნებით, აუცილებლად ცუდად დამთავრდება თქვენ აღმზრდელობითი გენიოსობა…

ტყუილად იტყუებთ თავებს, ერთადერთი რასაც ირჩევთ საბოლოოდ – არის როგორ გაგაკვირვებთ თქვენი შვილი – რო გაიზრდება და წამოგაძახებთ იმას, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით…