iPod-ი და iRon-ი

აიპოდი და ირონია, ან ipod-ის და უთოს ისტორია, როგორც გინდათ

ჩე გევარას ცხოვრების მოკლე ისტორია ვთარგმნე წეღან კიბორგას თარგმანებისთვის (ლინკი ბოლოში) და დასკვნითმა კითხვამ გამახსენა ისტორია ჩემი ცხოვრებიდან

კითხვა მდგომარეობს იმაში რო ადამიანები მათი ზრახვებით უნდა განვსაჯოთ თუ საბოლოოდ რა გამოვიდა – იმით?

იმავე მიშაზე – კითხვაზე “ვინაა მიშა” პასუხობს ის რა უნდოდა 2003-ში, თუ რა გამოუვიდა 9 წლის მერე? – თავის პლიუსებით და მინუსებით

ხოდა ჩემთვის ეს უთოს და ipod-ის ისტორია არი ამბავი იმაზე როგორ “ჯოჯოხეთის გზა კარგი ზრახვების ქვაფენილით არი მოპირკეთებული” და როგორ აუცილებლად ხდება ასეთი “ჩანგალი” სიტუაციები ყველა ურთიერთობაში (ილეთი ჭადრაკიდან როცა 2 ფიგურას ერთდროულად ემუქრები და ერთ-ერთი აუცილებლად განწირულია) და სამუდამოდ ტოვებს ცუდ გემოს, რომლებიც მერე ერთი მეორეს ეწყობა და იწვევს ცუდ ფინალს

მოკლედ ახალგაზრდა ოჯახი ვიყავით, ნაქირავებში ვცხოვრობდით, საკმაოდ გვიჭირდა ფინანსურად, მარა საერთოდ გვეკიდა გარშემო ყველაფერი და ძაან გვიხაროდა ერთმანეთი, იმავ დროულად ის დროებით უმუშევარი იყო და ფინანსურად მთლიანად ჩემზე დამოკიდებული იყო ჩვენი ოჯახი იმ პერიოდში

ახალი წელი დღემდე მნიშვნელოვანი დღესასწაულია მისთვის, პირველად წელს იყო რო ვილიამი საკმარისად დიდად ჩაითვალა იმისთვის რო მეც არ მომწეოდა “მომეხადა” ვალი, მეთამაშა და ნაძვისხე დამედგა და სისულელეები მომეწყო ჩემთან, პირველად მშვიდი, ზარმაცული ახალი წელის საშუალება მომეცა და დედამისთან შეხვდა ვილი – სადაც, რა თქმა, უნდა სადღესასწაულო გარემოს შექმნა 2 კვირით ადრე დაიწყეს

ხოდა მოკლედ ვიცოდი რო მისთვის მნიშვნელოვანია და მინდოდა რამე კარგი მეჩუქნა

მაგ პერიოდში ქუჩაში სიარულისას ყოველთვის მუსიკას უსმენდა, მისი პლეიერი კი რაღაც ბანძი china made გაჯეტი იყო, საშინელი “ზვუკით” და ჯეკიც გაფუჭებული ქონდა უკვე და ზედ უნდა დაგეხვია ნაწილი ყურსასმენის კაბელი, რო ემუშავა… რაღაც, 2007 წელია, iPod-ები ახალი ხილია

ხოდა ბინის ქირის, გადასახადების და საჭმლის ფულის მერე დიდად მეტი საშუალება აღარ მქონდა იმ მომენტში და ვისესხე 300 ლარი, 150 ლარი ჩემი დავუმატე და 450 ლარად ვიყიდე აიპოდი, აი ის, ეკრანიანი, ორიგინალი და რამე, მარტო იმას განვიცდიდი რო თეთრი მგონი 550 ლარი ღირდა და ამიტომ იასამნისფერ ვიყიდე “იაფში”

მე ზოგადად ეგეთი მიდგომა მაქ რო ადამანს საჩუქრად უნდა აჩუქო რამე ნივთი რომელიც “გამოადგება” მარა რომელსაც თვითონ არასოდეს უყიდდა საკუთარ თავს იმიტო რო ფული დაენანებოდა. ვთვლი რო ადამიანს თუ რამე სჭირდება – თვითონ უყიდის თავს და რო საჩუქარი უნდა იყოს რაღაც უფრო ფუფუნების ნივთი, რომელიც თან ფუნქციიანია

ხოდა ნაძვის ხეც არ გვქონდა მგონი და მეც ღამის 12-ს არ დაველოდე და პირდაპირ მივაწოდე, სახე აენგრა, რაღაც მოღრეცილად ითამაშა მერე გახარება და…

მოკლედ ერთი საათი გავატარეთ საკმაოდ მძიმე და ჩახლართულ ლაპარაკში

საქმე იმაში იყო რო თურმე მთელი თვეა ხმამაღლა წუწუნებს იმაზე რო საშინელი უთო გვაქ და უკვე 2 კაბა დაწვა და საშინლად მუშაობს, დაჟე ვეცადე მე გარემონტებას მანამდე მარა მოკლედ ყველაფერი ურევდა იმ უთოში

და ვინაიდან ფული გვიჭირს ძალიან და მას საკუთარი შემოსავალი არ აქვს, და ვინაიდან მე არასოდეს ჩემსას არაფერს არ ვაუთოვებ და ვითხოვ რო ჩემ ტანსაცმელს არ შეეხონ და არ გამიუთოვონ, ეს საყოფაცხოვრებო ნივთი მეტწილად “მისთვის” გამოდის – და ვერ მეუბნება ვისესხოთ 300-400 ლარი და ვიყიდოთ კარგი უთოო

ხოდა საერთოდ არ ველოდი რო გამომდინარე ფინანსური მდგომარეობიდან რამეს მაჩუქებდი ახალ წელსო, ნამდვილად მერჩივნა საერთოდ არ გეჩუქნა არაფერი ამის ჩუქებასო, იმიტო რო ამხელა ფული გადაყარე სისულელეში რომელიც არ მჭირდება – როდესმე მიწუწუნია იმ პლეიერზეო? – მკიდია, უბრალოდ ქუჩის ხმას მიხშობს და მორჩაო – და ეხლა უთოსთვის კიდე ორასი წელი ვერ ვიშოვით ფულს, იმიტო რო ჯერ ეგ ვალია გასასტუმრებელიო

და სიტუაციის “ჩანგლობა” იმაშია რო 100-ჯერ რო დამაბრუნო იქ, 100-ჯერ ვერ გავბედავ ახალგაზრდა ცოლს უთო ვაჩუქო… ბოლობოლო შემეშინდება რო თავს გამიტეხავს იმ უთოთი 😀 – მარა მეორეს მხრივ ისიც ცამდე მართალია და 100-დან 100-ჯერ გაბრაზდებოდა ipod-ზე მასეთ მდგომარეობაში

იგივე იქნებოდა მე რო დრელი მქონოდა ცუდი და მჭირვებოდა და იმას ჩემთვის რამე სისულელე, ახალი მობილური ეჩუქნა ნასესხები ფულით, რომლის გამოც კიდე ქამრები უნდა მოვიჭიროთ ეხლა, როცა მე მობილურები მკიდია – რაც მაქ მყოფნის და დრელის გამო ხან თითი გავიფუჭე ხან დენმა დამარტყა

გარდა ამისა მე უთოებში დუპლეტი ვარ ჩემით მაინც ვერ ვიყიდდი, 100-დან 100-ჯერ ვერ გავბედავდი უთოს ყიდვას რომელიც ცხოვრებაში არ მიხმარია და აზზე არ ვარ რა უნდა ქონდეს

და ეს არის მაგალითი იმისა როგორ შეიძლება ძალიან კარგი ზრახვები გქონდეს, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე იფიქრო და მაინც ცუდი გამოვიდეს შედეგი

ეპილოგი: საბედნიეროდ მისი და აპირებდა ipod_ის ყიდვას უახლოეს მომავალში და ჯამში წავიდნენ, ერთად იყიდეს ახალი უთო და გაცვალეს

მარა ჯამში ორივეს სამუდამოდ დაგვამახსოვრდა ეგ ისტორია და ხან მე წამოვაძახებდი რო ჩემი ნაჩუქარი აიპოდი დას აჩუქა და ხან ის წამომაძახებდა რო მაგრა მესმის ადამიანების – ipod-ი ვაჩუქე როცა 1 თვე ოხრავდა ოხ ამ უთოს დედა ვატირეო

პ.ს. ა, ხო, ჩეგევარას ვიდეო: https://www.facebook.com/1619948781615503/videos/2024461157830928/

Advertisements