მთელი ახალგაზრდობა მაშინებდნენ “შუა ხნის კრიზისით” მამაკაცებში
და როცა დაგიდგება და მეტწილად გაივლი – ხვდები მის გამომწვევ მიზეზებს და “მკურნალობებს” (ნუ ინდვიდუალურია მეტწილად, მარა არის საერთო რამეებიც)
მაგრამ, არავინ მთელი ცხოვრება არ უყვება გოგოებს – შუა ხნის კრიზისზე, უყვებიან კლიმაქსზე – კი ბატონო, მარა არა შუახნის კრიზისზე
იმიტო რო ჯერ კიდევ ჩვენს წინა თაობაში – ქალი რომელსაც არ ყავდა ოჯახი და შვილი – იყო ე.წ. შინაბერა, და ყველა ხვდება როგორი პრობლემები ქონდა შინაბერას – მარა მიზეზებიც გასაგები იყო.
და არა-შინაბერა ქალს ყავდა 1+ შვილი, იყო განათხოვარი და შუახნის კრიზისის არც დრო ქონდა არც როლი… თანაც ბავშვს აჩენინებდნენ ხშირად 19-21-23 წლისას – იმიტო რო ჯანდაცვის სისტემის დაუხვეწავობის გამო – რაც ადრე და ჯანმრთელი გააჩენდა – ჯობდა.
საქართველოში ჩვენ ვართ პირველი თაობა (ჩემი თაობა და ქვემოთ) ადამიანებისა, ყოველ შემთხვევაში წრე ჩემს გარშემო – რომლების მდედრებიც, არ არიან შინაბერები – მაგრამ არც შვილიანები არ არიან და არც განათხოვრები და ვისაც შვილი ყავთ – მაინც ვინაიდან შანსი აქვთ – არ უნდათ “კრუხი დედის” ცხოვრებით ცხოვრება…
მდედრები რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ იმ ცხოვრებით რომელსაც ადრე მარტო მამრი ცხოვრობდა
და რომლებიც 28+ 30+ 32+ ასაკში ძალიან დეპრესირებულები არიან და ვერ იგებენ რა სჭირთ
და არავინ ეუბნებათ, რომ შუა ხნის კრიზისი აქვთ
რომ ეს “უფუნქციობის” პრობლემა
“არაფერი ღირებული არ შევქმენი” პრობლემა
“ახალგაზრდობა გადის” პრობლემა
“ყველაფერი მოვასწარი და ვცადე?” პრობლემა
მათ კი არ მოიგონეს, უბრალოდ ამას ერქვა “კაცის შუახნის კრიზისი” იმიტო რო ჩვენ გვზრდიდნენ “ასენიზატორებად” – იარე, ტყანი ქალები, აფეხმძიმე, მოხიე და გაერთე (სოციუმი გზრდის ასეთად, + ჰორმონები და ბიოლოგია)
და ქალებს ზრდიდნენ “მაინც გათხოვდები და ბავშვი გეყოლება” – სუ ამას უჩიჩინებდნენ და უჩიჩინებენ დღესაც 30 წლის უკვე შემდგარ head manager ქალებსაც…
არადა ისენი უბრალოდ ჩვეულებრივი, წარსულში მამრის, ცხოვრებას ცხოვრობენ რეალურად
და ამ “გასათხოვარ გოგოდ” აღზრდის გამო, ჩვენ ასაკში უკვე აღმოაჩენენ რომ tool-ები არ აქვთ როგორ გამოიარონ შუახნის კრიზისი
ჩემ გარშემო უამრავი შუახნის კრიზისიანი მამრია, რომლებიც იაზრებენ რა სჭირთ, გესმით?
და მეგობარი მამრი რო ეუბნები რო “შე ჩემა, აწიე ტრაკი წამო ოფროუდზე ვიტალახოთ” ან “აწიე ტრაკი წამო კვირას პახოდში” ან კიდე რამე ეგეთი – იმასაც ეზარება, მარა იცის რო უნდა დაგიჯეროს, უნდა აიძულოს თავი და იცის რო ასე მოძრაობა-მოძრაობაში ჯერ ეს ერთი ფიზიკური აქვიტობისგან გამოყოფს ენდორფინებს და უკეთ იქნება, და მერე გზაში ნელნელა იპოვის მიმართულებას და დაიბრუნებს ფუნქციის და დანიშნულების შეგრძნებას
+ ამას უმეტესობა შუახნის კრიზისიანი მამრები შვილის ყოლასაც ვიშველიებთ, რაც კაცისთვის ფიზიკურად მინიმალური პრობლემაა ხომ? – კი ნუ იქ მერე ფული, უძილობა, ყურადღება, გრიპები და ამბები – მარა მაგას მდედრიც იმდენივეს გადის
სამაგიეროდ ორსულობა არ გვიწევს, დანგრეული სხეული არ გვაბია მერე რამდენიმე წელი და ძუძუთი არ უნდა ვაჭამოთ… და კიდე ბოლო ლურსმანს არ არჭობს იმ მთავარი რამის დაკარგვის შიშში – მთავარი რამის რომელზეც თანამედროვე დროში დგას “გააჩინე გათხოვდი” აღზრდილი გოგოს თვითშეფასება – გარეგნობა
ამიტომ ეგ ვარიანტი ბევრ 28-35 წლის გოგოს შიშს უფრო გვრის ვიდრე “მოდი ვცადო”-ს
მე ვაფშე არ ვიძახი რო მე ვიცი მდედრმა როგორ შეიძლება შუახნის კრიზისი წარმატებით გაიაროს
მე ვიძახი რო თქვენ – არ იცით რო შუახნის კრიზისი გაქვთ, სამყაროში რომელმაც არანაირად არ მოგამზადათ ამისთვის და თქვენივე თავი პირველ რიგში “პადნოჟკებს” გიდებთ ასეთ დროს, ისეთივეს როგორც ჩვენ – მარა ჩვენ მომზადებული ვართ სოციუმის მიერ, უამრავი “ნახევრად ჰობი” გვაქ აკრეფილი მანამდე – რომელსაც მივდევთ რო თავი გავირთოთ, უამრავი მამრი გვექაჩება “წამო აქ”, წამო იქო და არ გვეფიქრება რო გვკერავს პროცესში…
კი – ნაშების დევნა-ც მაგის მეთოდია და როგორც თქვენ თვითონ გვეუბნებით ხოლმე და გვიხსნით – “მაგაში არაფერი არ ყრია” – მარა არ ყოფილა ხო ადვილი რეალურად “დატორმუზება” როცა კრიზისი გაქ?
მეც გეუბნებით რო არ ყრია არაფერი 50 ცალი ბიჭის “კერვაში” – თვენც მეთანხმებით, მარა აზრი? – ვერც ჩვენ ვჩერდებოდით და ვერც თქვენ ჩერდებით. სანამ ბოლომდე არ იგრძნობ გამოფიტვას მაგ სისულელისგან – მაინც ვერ ჩერდები…
პროსტა გავმეორდები რო ამ ყველაფრის “გავლა” და ამიდან “გამოსვლა” ჩვენ გაწერილი გვაქ, რაღაც პონტში მთელი სოციუმი მოხოდილია რო ამ შუახნის კრიზისი გაგატაროს
“კაცი ასაკთან ერთად უფრო საინტერესო და სიმპათიური ხდება”
30+ უფრო მეტი ნაშები-ც გვეჩითება ვიდრე ოდესმე თუნდაც, თქვენ კი პირიქით უკვე გემუქრებიან…
მეც გემუქრებით ხოლმე იმიტო რო ვხედავ რამდენად დგას თქვენი თვითშეფასება და საკუთარ თავზე წარმოდგენა – გარეგნობაზე და სამაყრო საშინლად დაუნდობელია ქალის გარეგნობის ამბავში და თუ არ მოეხსნებით მაგ ნარკოტიკიდან დროზე – დაგატყდებათ მთელი ეს დაუნდობლობა თავზე მალე, მაშინ როცა მე – პირიქით…
იმავდროულად ჩვენ ფული და შესაძლებლობა რაში გამოვიყენოთ მეტი “მოთხოვნილება” და ცოდნა გვაქ – იმიტო რო მთელი ბავშობა “გვასწვლიდნენ” რაზე ვიოცნებოთ – მაშინ როცა თქვენ გიმეორებდნენ “გათხოვდი, ბავშვი გააჩინე”-ო
შედეგად ჩვენ გადაგვაქ ყურადღება მანქანებზე, მოტოებზე, დრონებზე და ა.შ. რაღაც პრიბამბასებზე – რომლებშიც კიდე მეტად ვერკვევით, ისევ ბავშობიდან მოყოლებული და ეს ყველაფერი საკმარისად გვართობს და “რაღაც საინტერესოს ვაკეთებ” გრძნობას გვიტოვებს და გვაძლევს საშუალებას არ ვგრძნობდეთ როგორი უაზრობაა ყველაფერი
თქვენ კი, ვინაიდან მეტი არაფერი შემოთავაზება არ არსებობს და თქვენ მეტი არაფერი “სქილები” არ გაქვთ – დგახართ და რავი, სვამთ, ნახულობთ მილიონ+1 ბიჭს, ცეკვავთ მაქსიმუმ და უცხოეთში დადიხართ, იქაც იღებთ 101 სურათს – ისევ “სტავკას” აკეთებთ თქვენს გარეგნობაზე და კიდე უფრო დამოკიდებული ხდებით მისი დაკარგვის შიშზე… იმიტო რო რეალურად “უცხოეთში” სიარული მუღამი იყო სანამ ინტერნეტი იარსებებდა და HD ვიდეო… ეხლა ჩადიხარ და ვერ იგებ რისთვის ჩამოხვედი – სურათზე ყველაფერი უფრო ლამაზი იყო, აღიარეთ – ვიდრე რეალობაში, რაღაც შენობა – გამოტენილი თქვენნაირი კრიზისიანი ტიპებით, რომლებმაც არ იციან რა უნდათ აქ და რაში დახარჯეს ამდენი ფული… და ამ “სელფის” გადაღებისას – იმენა დამატებით ლურსმანს აჭედებთ საკუთარ ნევროზში… თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი პიროვნება და თვითშეფასება – ჩვენი გარეგნობისგან საერთოდ?
მე ვლაზღანდარობ ხოლმე გორილა ვარ თქო და ზოგს გონია ვხუმრობ, არა – მართლა ვთვლი რო გორილას ვგავარ. მარა სინამდვილეში “გაგდებთ” იმაზე რო თქვენ ამას – თქვენივე თავზე რო ფიქრობდეთ – ტრაგედიად აღიქვამდით და ამიტომ განიცდით და ცდილობთ დამამშიდოთ. არადა come on ჩემ თავზე ჩემი წარმოდგენის არაფერი ნაკუწი არ არის დაყრდნობილი გარეგნობაზე და სრულიად ფეხზე მკიდია, პირიქით – მისწორდება, გორილა ძლიერი და ჯანმრთელი როჟაა, არ იღლება, მოქნილია და ყველგან მივა – მეტი არაფერს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ჩემ “ფიზიოლოგიაში”
იმენა ვერ წარმოგიდგენიათ რამდენად გვკიდია ჩვენ გარეგნობა ყოველდღიურად თუ გვინდა…
კი! – უცხოეთში სიარული, სმა, პლანი, გულავი – მეთოდებია, კი ჩვენც სუ ვშვებით! – პროსტო ეგენი მოკლეა და მალე მთავრდება და მალევე გიბრუნდება საშუალება იწვე ზურგზე, ვერ იძინებდე და გჭყლეტდეს მკერდზე დადებული ლოდი რომელიც გაფიქრებინებს როგორი ცარიელია ყველაფერი
კი, ამის გამო მეც მეჩვენება რო თქვენ-ც, როგორც ჩვენ ვშვებით ამას, უნდა მიმართოთ იმ საშუალებას რომელსაც ბავშობიდან გასწავლიან – გააჩინოთ ბავშვი.
კი იმენა ეს მეფიქრება ხოლმე – მეტი ვერაფერ რჩევას ვერ ვიგონებ 😦 – მაშინ როცა მეგობარ მამრებს კიდე ვეუბნები რამეს რაზე გადაერთონ და ჩაეფლონ კისრამდე…
მეორეა რო მამრებსაც ხან რო შეხედავ გვერდიდან – ეუბნები რო ბჯო არ გინდა ოჯახი ცადო? – რაღაც წონას შეგძენდა და ინტერესს…
თავის მოტყუებაა ეს ოჯახობანა, მართლა თავის მოტყუებაა, სრულიად ცარიელი უაზრობაა ცხოვრება – ჩვეულებრივი ჭიანჭველები – აჩენენ ახალ ჭიანჭველებს
მარა იმდენად დაკავებული ხდები, იმდენად შეწუხებული და დრო მოკლებული რო – სიცარიელის შეგრძნებისთვის დრო აღარ გრჩება
და სინამდვილეში – დეპრესია – იწვევს უარეს დეპრესიას
დეპრესიიდან ერთადერთი გამოსავალი ეგ არი – იმდენად(დროში განგრძობითად) დაივიწყო დეპრესია რო აღარ გჭყლეტდეს და მერე მართლა შეიძლება რამე ისეთით დაკავდე რაც მართლა გაგისწორდება და შენივე თავზე იფიქრებ კარგ და საინტერესო ცხოვრებას ვცხორობო, თუ არა და დეპრესიამ ჩახვევა იცის და ვერ გამოდიხარ, ამიტომ არის საჭირო ამდენი fake იდიოტობები, რომლებიც მარტო ზედაპირზეა – მარა იმ წამს მაინც გამოყავხარ რო ჩახვეული არ იყო დეპრესიაში
ისევ გავმეორდები – არ მგონია რო ბავშვი ერთადერთი გამოსავალია და ვფიქრობ რო ეს არი ჩემი “ვერაფერს ვერ ვხვდები რა ვურჩიო”-ს მაგალითი უბრალოდ, არ ვიცი რითი დაგეხმაროთ
ყველა ასეთ მეგობარს ვცდილობ დავეხმარო იმით რო ჩემს ჰობიებში ჩავრთო, არა ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ – პირიქით – ხშირად პარალელურად ვინმე ნაცნობ ბიჭსაც “ვურიგებ” ხოლმე და ყველაფერი, მართლა ვცდილობ უბრალოდ ჩავრთო რო თვითონაც დაინტერესდნენ (ნუ გერევით მე და ჩემი რამდენიმე წლის წინანდელი შუახნისკრიზისი ერთმანეთში).
მაგრამ ჯერ ეს ერთი “ეზარებათ” – მეორეს ერთი როცა ცდიან – იმ წამს ვერ ერთობიან როგორც ბიჭები ვერთობით და მერეც მეტი აღარ უნდათ, არა ნუ კი გაასწორა – მარა უკვე ეზარებათ მეტჯერ
იმიტო რო თქვენ არ გაქვთ tool-ები, ცოდნა, ჩარჩენილი “აუ როგორ ასწორებს”-ები, “აუ ნეტა ფული მქონდეს”-ები – რომლებიც ჩვენ გვაიძულებს დაზარებას გადავაბიჯოთ
არ ვიცი როგორ გადააბიჯოთ შუახნისკრიზისს თქვენ მოკლედ, ჩვენც ან ვაბიჯებთ ან ვერ – მარა შეიარაღებულები უკეთ ვართ ნამდვილად.
ნუ იდეაში მთავარი “იარაღი” თქვენ გაქვთ – ბავშვის ყოლა შეგიძლიათ, მარა მაგ იარაღის გამოყენების გარეშე როგორც გამოძვრეთ – აზზე არ ვარ
p.s. გენიალური პატარა ინფოგრაფიკია:
შუა ხნის კრიზისი არ ვიცი და ზოგადად პრობლემა არის კი, ქალებს ნაკლები ან საერთოდ 0 ჰობი აქვთ ხოლმე 😐 რატომ ხდება ეგრე ზუსტად არ ვიცი, ალბათ აღზრდის პრობლემაა ეგ, მაგრამ ჩემს გარშემოც ბევრია ვისაც 0 ჰობი აქვს. არ იცის რას ეცეს როცა ბევრი დრო აქვს 😐 ძალიან სასტიკი და ამწუხარო ამბავია ეგ და მგონია რომ ბევრი ყლეობა რასაც ადამიანები “კადრულობენ” მაგ უჰობობის და უინტერესობის ბრალია : ))
ეგ არ არის შუა ხნის კრიზისი. შუა ხნის კროზისი ცოტა სხვა ასაკშია და ახვა ფამოვლინებებით 🙂
ხო , ნამდვილად შუა ხნის ასაკის კრიზისი მაქვს. არც ბევრი დრო მაქვს, შვილებიც მყავს, მრავალნაირი ჰობითაც ვინებივრებ თავს- მაგრამ რა, მაინც დგება მომენტი როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები და ამოიჯაგრებიან საშინელი ფიქრები. უკვე მეორე წელია. რაც ოცდაათს გადავაბიჯე, იმედია გადავლახავ ამ საშინელ მომენტებს და გავაგრძელებ ცხოვრებას ცოტა ბებერი და ძველებურად ბედნიერი.