საიდუმლო მასალები

კი, პირველ რიგში მინდა სერიალ x-files-ებიდან დავიწყო, უფრო სწორად იმ მილიონ-ერთი ამოუხსნელი ისტორიების საერთოდ შეჯამებიდან რომლებსაც ისენი ეხებოდნენ

ყველა ისტორიას ერთი რამე აერთიანებს – ადამიანებმა მოკრეს თვალი რამეს რაც ვერ ახსნეს

შეეშინდათ, შეექმნათ მძაფრი ემოციური ფონი

მერე მოყოლისას მოყვნენ რას გავდა, რას წააგავდა ნათება, რას გავდა ხმა

მარტო დარჩენილებმა შეავსეს ეს ყველაფერი საკუთარი მოსაზრებებით იმაზე რა შეიძლება ყოფილიყო და ბოლოს ასეც დაიჯერეს

მერე მოდიან ემპათიური მალდერი (ქვემოთ “დაქალი”) და რაციონალური სკალი (ქვემოთ “მე”) – კსტაწი როლები სპეციალურად იყო გაცვლილი, სქესობრივი სტერეოტიპების დასანგრევად და სერიალის უფრო საინტერესოდ გასახდელად

იმიტო რო იმპულსური და ემოციური, “ლამაზი” კაცი და რაციონალური და შეუპოვარი არც-ისე-სიმპათიური მდედრი ბევრად საინტერესო თემაა ვიდრე იმპულსური, ემოციური და ლამაზი მდედრის და რაციონალურ-შეუპოვარი არც ისე სიმპათიური მამრის სერიალი – წარმოიდგინეთ, ეგრევე სტანდარტულ-ბორინგად მოგეჩვენებათ

ხოდა მოდიან და უსმენენ, მალდერს სჯერავს – და ცდილობს მოცემულობის პირობებში ახსნას, გამოიკვლიოს სხვა დეტალებიც და მათი მეშვეობით დაამტკიცოს რო მთხრობელი მართლია, სკალის არ სჯერავს და ცდილობს გამოიკვლიოს იგივე გარემოებები და სხვანაირად დაალაგოს მოზაიკა და ახსნას რა მოხდა სინამდვილეში და რო ყველაფერი მთხრობელის პერცეფციის ბრალია და არაფერი გასაკვირი არ არის

ხოდა…

მეც ადამიანი ვარ, მეც მყვარებია

სიყვარული ნამდვილად არის ნივთიერებებით ინტოქსიკაციის მძიმე ფორმა, გავს ხან სიმთვრალეს(ტყუილად არ წერენ ასე პოეტები), ხან საჭმლით მოწამვლას, ხან გულის შეტევას(ცუდი და კარგი გაგებით), ხან LSD-სავით მილიონ ნათელ ფერს დაგანახებს რომელიც არასოდეს გეგონა თუ ჰქონდა სამყაროს, ხან პლანივით გაგიხსნის, ხან სოკოსავით ცუდი პრიხოდი აქ ალაგ ალაგ, და საერთოდ ხშირად ბოლოს კრაკადილივით მომაკვდინებელია…გამოგწურავს, გამოგახმობს და დაგტოვებს ავადმყოფს

მოკლედ რეალობა იმაშია რო ყველა ნარკოტიკი და სასმელი დაფუძნებულაი იმ ნივთიერებების ხელოვნურად შეყვანაზე რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში და თუ საუბარია “სასიამოვნო” ნივთიერებებზე – უმეტესობა მათგანი ნამდვილად მონაწილეობენ ე.წ. “სიყვარულში”

და ვისაც ყვარებია და სრულიად განკურნებულა, ყველა დამეთანხმება როგორ ხვდები პოსტ ფაქტუმ რო იმენა შეშლილი ავადმყოფი იყავი, რო იმენა აჯერებდი შენ თავს რაღაცეებს, რო უფრენდი, რო ბრმა იყავი, რო… რავი თქვენით შეავსეთ

სიყვარულის რაციონალურ გააზრებაზე ორი მიდგომა არსებობს ხო?

ერთია ე.წ. გულგატეხილი მიდგომა – რო მეტი აღaრ გინდა მაგ უბედურებაში გახვევა და იკავებ თავს სიყვარულისგან

მეორეა ოპორტუნისტული მიდგომა – რო არაუშვს, დიახაც მინდა ხშირ-ხშირად ეგ ნარკოტიკი, თავის ტკივილებიანად

როგორც წესი პირველ მიდგომას მიმართავენ უფრო ის ადამიანები რომლებმაც ყველაფერი რაც უნდოდათ “ეცადათ” სიყვარულის მხრივ, ცადეს, მიიღეს და მორჩა მერე

და მეორე მიდგომას აწვებიან ადამიანები რომლებიც ჯერ კიდევ რაღაცას მოელიან სიყვარულისგან რაც ჯერ არ მოხდა მათ ცხოვრებაში

ნუ ეს იმ დაშვებით რო ორივე შემთხვევაში საზრიან, ანალიზის უნარიან ადამიანებზე ვსაუბრობთ რომლებიც საკუთარ თავს უღრმავდებიან ბოლომდე და არ წყვეტენ იქ სადაც აღარ სიამოვნებთ მეტი ფიქრი, მათ შორის იმაზე რატომ არიან თვითონ ცუდები და დამნაშავეები

“არ სიყვარულშიც” – ბევრი კარგი რამე ცხდება ცხოვრებაში, უსიყვარულო ურთიერთობებიც ძალიან საინტერესოა, ძალიან ახლოა, თბილია და ალაგ ალაგ უფრო საინტერესოც კია ვიდრე სიყვარული, მარა ნუ LSD-ს პრიხოდიც არ აქვს, იმიტო რო თავს არ აძლევ უფლებას გადავარდე მოწამვლაში – სამაგიეროდ კრაკადილიც არ გემართება…

ხოდა სიყვარულს ახლავს ერთი კოშმარი, რომელიც ბოლო დროა ჩემი შესწავლის საგანი გახდა

არასრულ ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნები

ძირითადად ეს ხდება როცა ერთს უყვარს “მეტად”, ან ასე ვთქვათ სხვანაირად, “ირაციონალურად”, ვიდრე მეორეს

ამაზე საუბარისას ერთ მეგობართან, მისი ჩუმად მოსმენისას რეალურად, უცებ მხია რო მეც მიყვარდა, და იმას არ ვუყვარდი უკან ისე როგორც მე(მინიმუმ), და არა ერთხელ უთქვამს რო ჩემი აზრები, კარგი და ცუდი აზრები მასზე, მცდარია იმიტო რო ვიგონებ რაღაცეებს რაც არ ვიცი

არა ერთხელ უთქვამს “მკითხე სანამ რამეს დაასკვნი” – და მე სუ არ მესმოდა რას მეუბნებოდა

მესმოდა, მარა ვერ ვიგებდი… სასაცილო ის არის რო ყველა ადამიანი გაიგებს რა ვთქვი ეხლა 😀

უბედურებას იწვევს ის რო ადამიანი რომელიც გვიყვარს, ნუ თუ მთლად ციდან არ დავეცით, ახლობელია საკმარისზე მეტად, და უამრავი დეტალები ვიცით მის ცხოვრებაზე, ხშირად ისეთი დეტალებიც კი რომლებიც მეტი არავინ იცის, პატარა დეტალები და დიდი დეტალები, მაინდამაინც რაღაც კატასტროფიულ საიდუმლოებებზე არ ვსაუბრობ, რაღაც მარტივი რაღაცეები ვიცით, ზედმიწევნით – იმიტო რო მან თვითონ მოგვიყვა, ან ერთად ვიყავით უამრავი სიტუაციაში ერთად

და ამ ფონზე – როცა ის ჩვენთან ერთად არ არის…

აქ უნდა ვთქვა მთავარი მახასიათებელი სიყვარულის სანამ გავაგრძელებ – რო როცა გიყვარს იმ ადამიანზე ფიქრობ იმაზე მეტს ვიდრე მასთან ერთად ხარ (ანუ მასთან ერთად რო ხარ ხო ფიქრობ და მერე როცა აღარ ხარ – მაშინაც მასზე ფიქრობ) – და ეგ არი ძაღლის თავი და ფეხი და ყველაფერი რაც დამალულია…

ხოდა, ამ ფონზე – როცა ის ჩვენთან ერთად არ არის, და ჩვენ მაინც სულ მასზე ვფიქრობთ – ჩვენ ვფიქრობთ სად არის და რას შვება, ხშირად კარგს და არა ცუდს, ან ნეიტრალურს, მარა ვერ ვწყვეტთ ფიქრს იმაზე რას აკეთებს და როგორ არი, რამდენ ათას კილომეტრზეც არ უნდა იყოს, ან გვერდზე ქუჩაზე 2 კვარტალს იქეთ…

თან რახან 21-ე საუკუნეა – შეგიძლია იმწამს მისწერო, რა თქმა უნდა არა პირდაპირ “რას შვები სად ხარ, აბა რეპორტი ჩამაბარე” – არა, უბრალოდ მისწერ, უბრალოდ გიპასუხებს, იხუმრებ – გაეცინება, მერე პირიქით – იქეთ გეხუმრება რამეს, მოკლე ისტორიას მოგიყვება დღისით რა გადახდა

რაც კიდე უფრო გაფიქრებიებს რო ყველაფერი იცი მასზე, რო იცი ეხლა სად არის, იცი რა ემოციურ მდგომარეობაშია, იცი როგორ არი და ყველა შენს დანარჩენ ფიქრებს მისი არსებობის შესახებ უკეთებ ვალიდიფიკაციას – იმაზე რას შვება ალბათ ეხლა სანამ მწერს, შვებოდა 10 წუთის წინ და იზამს 10 წუთის მერე –

და მერე იგებ, ან თვითონ გიყვება, ამბობს, ან იქცევა, ან აღმოჩნდება სადმე როგორმე – ისეთი რამე – რო ვერანაირად ვერ სვამ მის ქცევას – იმ ჩარჩოებში რომლებიც შენ წარმოგედგინა რო ხდებოდა

და ამ გაურკვევლობისას, ფიქრობ რა კარგად იცნობ და იცი მისი იმ დროში არსებობის უმეტესობა დეტალები, ავსებ ფორმებით, ფერებით და შუქებით – იმისმიხედვით როგორ ხარ განწყობილი ადმაიანისადმი იმ ეტაპზე, ან თვლი რო ასე ყლეურად იმიტო მოიქცა – რო უყვარხარ და ასეთი ჩახლართული გზით უნდოდა ეჩვენებია რო… და სრული დებილიზმი, ყველა სკალი რო გეუბნება რო შენ შიგ ხო არ გაქ ადამიანო თვალი გაახილე რეებს ბოდავ, და ვერ ახელ

ან თუ უარყოფითად ხარ განწყობილი – წარმოიდგენ ყველაზე უარეს ვერსიებს, და იგონებ რო სატანა ჩასახლდა მასში და დიდ გრუპავოი ორგიაში შესწირა 10 ქალიშვილი ლუციფერს… – რაზეც ყველა “მალდერი” გეუბნება – ეგრე იქნებოდაო ნამდვილადო, ვირიშვილი ეგო, წამო ბაევოი მაკიაჟი გაიკეთე და დავლიოთ სადმე კლუბშიო

მილიონჯერ შემივსია დადებითი დეტალებით, და ჩამიკვეხებია ჩემი თავი კიდე ისტორიაში – ანუ it’s always about ur self – იმან ეს ქნა ასე და ისე, მანამ სანამ მეჩატავებოდა თან, იმიტო რო ვუყვარვარ და ვუნდივარ და ჩემთვის, ჩემზე, ჩემგან – სუ საკუთარი თავია მაინც სადღაც ახლოს მთავარ როლთან, ხშირად სრული მარაზმი – იმან იმიტომ მითხრა ყლეზე მკიდიხარო, და მეორე დღეს მომწერა ხო არ გვეტყნაურაო – რო წინა დღეს განიცადა რო მე 3 საათი არ მივწერე არაფერი და გაბრაზდა, მერე ინანა და მაგრძნობინა რო დააშავა… არადა იმას ვაფშე არ ახსოვდი, წინა დღეს, ისევე როგორც შემდეგ დღეს ყლეზე ეკიდე, პროსტო მეორე დღეს ეტყნაურებინებოდა – ვსიო

დაბადებისდღე იმიტო მომილოცა დღის 4 საათზე და მითხრა “კიდევ კაი ფეისბუქმა გამახსენაო” – რო სინამდვილეში ვუყვარვარ და არ უნდა რო ბოლომდე commited გაიჩითოს ჩემთან და ამიტო ზრდილობიანი დრო დაიცადა და მერე ვითომ ფეისბუქიდან გაიგო… აბა როგორ შეიძლებოდა ჩემი დაბადებისდღე დავიწყდებოდა? – ბოლოს და ბოლოს ჩემს წინა დაბადებისდღეზე ზუსტად იმით გამიცნო რო მომწერა და მე ვუპასუხე დაბდღე მაქ თქო და მთელი დღე ერთად ვირბინეთ რაღცეებზე და სუ ყველაფერზე მეხუმრებოდა რახან დღეს იუბილარი ხარო…

ნუ ი პირიქით – ის ვიღაც ვინც ადრე მოსწონდა მას, და ეს ჩვენი ობიექტი იყვნენ ერთსა და იმავე ქალაქის უბანში გუშინ – ზნაჩიტ იმის სანახავად იყო, მაშინ როცა მე არ მპასუხობდა და არაფერი რულზე არ იყო… და თუ აღმოჩნდა რო მისალმებია – ვსიო, სექსი ქონდათ, ფეხმძიმედ არის უკვე და ოჯახი გაიცნო…

სინამდვილეში ამ დროს სულ ყურებში მიტრიალებს იმ გოგოს “მკითხე! ნუ ასკვნი ინფორმაციის ნაწყვეტების საფუძველზე იმას რაც გინდა და სადაც სუ შენ გარშემო ტრიალებს პლანეტა, დადებითსაც და უარყოფითსაც, ნუ ასკვნი!”

უბედურება მანდ იბადება, როცა არ გიყვარს ადამიანი, ახლობელია, უახლოესია, მარა არ გიყვარს იმ ემოციური ქიმიური დედამოტყნულობით – არ იგონებ არაფერს, როცა მასთან ერთად არ ხარ, არ ფიქრობ მასზე – და როცა ნახულობ რას შვები? – ეკითხები რას შვები, როგორ ხარ, ვა, რა საინტერესოა, კიდე? – ხო ძაან კაი – და ვსიო

არაფერი საკუთარი აზრი, საკუთარი “ვერსია” იმ ადამიანისა არ გყავს შენს შიგნით, ნასას რო ყავს კოპია იმ რობოტისა რომელიც მარსზეა და აქ რო ამოდელირებენ იმის მოძრაობებს სანამ იმით იქ იზამენ, უსმენ რას გეუბნება, და ემოციურად გკიდია – რასაც გეუბნება ზნაჩიტ ეგრეა, ყველა ადამიანს აქვს ტყუილის უფლება

მარა როცა იცის რო ემოციურად არ მიუდგები – დიდად არც გატყუებს, თუ მაინამდაინც მესამე ადამიანის ინტერესებს არ უფრთხილდება

და როცა გიყვარს, ცურავ საკუთარ ქიმიურ არეულობაში, გყავს რაღაც წარმოსახული ადამიანი, რომელიც სუ შენზეა, შენი აზრით, ორიენტირებული – სუ ყველაფერს აკეთებს ან არ აკეთებს შენ გამო ან შენ წინააღმდეგ, და ყველა მისი მოქმედება რაღაც მესიჯს შეიცავს

ისე პროსტა არ გახედავდა იმ გოგოს, ამით ან განიშნებს რო დამახინჯდი, ან შენ გღალატობს

შეუძლებელია არაფერზე არ ფიქრობდეს – ან ფიქრობს როგორ არ მოვწონვარ, ან ფიქრობს ხელი ხო არ მთხოვოს…

რა თქმა უნდა “მკითხე”-ც არასწორი რამეა, ხშირად ადამიანი თუ რამეს არ ყვება – ზნაჩიტ არ უნდა მოყოლა, ეგ კიდე ცალკე გადახრაა, სუ რო ტვინს ტყნავენ რას ფიქრობ, რას აკეთებ, რას, რას… და ბლიაძ – მაცადე რა არსებობა, მომინდება მოგიყვები, არ მომინდება არ მოგიყვები ვიქნები ჩემთვის

მარა როცა გიყვარს – შენ არ ხარ ნორმალური და ვერ იქცევი ნორმალურად სამწუხაროდ

გეუბნებით – უსიყვარულო ცხოვრება მშვენიერია

სიყვარული არი ფიზიო-სოციალური გადარჩენის მეთოდების ევოლუციის შედეგი რომელიც მნიშვნელოვანი იყო სხვა და სხვა პერიოდში, კი – იმიტო რო ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია და აქვს სოციალური ქცევის წამახალისებელი ფიზიოლოგიური სტიმულანტები – ყველა სოციალურ ცხოველებს აქვთ ეგეთები

ზოგს “ქიმია” აიძულებს დატოვონ ჯგრო და გამოეყონ ახალ ჯგროს შესაქმნელად, ზოგს აიძულებს არ ჭამონ და მოკვდნენ სხვა ინდივიდების გადარჩენისთვის, ზოგს აიძულებს ერთად დარჩნენ სამუდამოდ და მეტი არავისთან ჰქონდეთ სექსი დაავადებიბის და მუტაციების კონტროლისთვის და არ შეიძლება გადარჩენის ინსტინქტებად მხოლოდ ინდივიდუალური გადარჩენის ინსტინქტების განხილვა როცა ასეთ, სოციალურ, ცხოველებზე ლაპარაკობ

მე არ ვიცი როგორ უნდა განიკურნოს ადამიანი ამისგან, არ არსებობს არანაირი “მკითხე” რომელსაც ეტყვი და “არ იფიქრო შენით რაღაც სისულელე ისტორიები” დაავალებ და გაიგებს

მართლა არ ვიცი, როდესღაც ეს მთავრდება, რუსები რო იტყვიან “წიბია ატპუსკაეტ” და ცოცხალი რჩები ან კვდები – მეტი მკურნალობა არ ვიცი

 

One thought on “საიდუმლო მასალები

  1. მე ვადარებ ხოლმე ქსეროქსს ნებისმიერ ურთიერთობას და კლონირებას ვეძახი. როცა ორიგინალი თავის კოპიოს გაწვდის და შენ ამ კოპიოს აქსეროქსებ. გამოდის, რომ ორიგინალის კოპიის კოპიო გეწერება გონებაში, რაც უკვე მეორადულობითაა გაფუჭებული. სიყვარულის სიბრმავე არ გამომიცდია, რადგან ნებისმიერ ურთიერთობაში ვიჭერ თავს რომ კოპიოში წაშლილ სიტყვებს თავად ვასწორებ, თანამშრომლებთან, მეზობლებთან, ყველას საკუთარი თავით აღვიქვამ.. შეიძლება საყვარელთან უფრო მეტად, რადგან მასთან მეტ დროს ვატარებ, ხელში მეტი კოპიო მიჭირავს ანუ გაცრეცილი სიტყვების რაოდენობაშია სხვაობა. ბოლო-ბოლო, სხვა იმდენად გვიყვარს, რამდენადაც თავი.
    პლუს რაციონალური სიყვარულიც სიყვარულია. როცა მოგწონს მისი გენეტიკა და ფიქრობ ადეკვატურ ბავშვს ჩაგისახავს, როცა თქვენი სამსახურის განრიგები ემთხვევა, გაწყობს როგორია მისი საზოგადოებრივი თუ სექსუალური მანერები. მოკლედ, გიღირს იმ დონემდე რა დონემდეც გაძლევს ქსეროქსი დაკოპირების საშუალებას. თან უფრო მეტად იცის მიჯაჭვა, ვიდრე “ელესდეურმა” სიყვარულმა. რადგან ემოციაა წარმავალი, ემოცია ადვილად განიჯაჭვება. ღირებულება რჩება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s