ცუდის და კარგის ბალანსი

12733394_944810538948289_6936438387613546244_n

ტოლსტოი არა ბარემ პირდაპირ უილიამ შექსპირი მარა მორალი იგივეა.

მართლა ეგრეა რო ადამიანს რაც უფრო ზედ ყვები მერე “პლატო” არ არსებობს

უფრო სწორად არსებობს პლატო – მარა იმ პლატოზე მოგეჯმება “ისე” აღარ მექცევიო. არადა რანაირად გინდა სულ უფრო და უფრო კარგად მოექცე ადამიანს როცა თავიდანვე კარგად ექცევი?

 

 

ხოდა ლოგიკური მორალი იმაშია რო ადამიანს თავიდან უნდა მოექცე იმდენად ცუდად რამდენადაც ეს შესაძლებელია

ეს საწყისი ცუდის ლეველი განპირობებულია imho… შენი მიმზიდველობით (ბევრმა კრასავჩიკმა და კრასავიცამ ეს ინსტინქტურად იციან)

და მილიარდი მაგალითი მაქვს ამის გარშემო – რო “სტაბილურად ზრდადი ბედნიერების” ურთიერთობები აქვთ ადამიანებს რომლებიც ეტორღიალებიან მათთვის ძალიან მიმზიდველ ადამიანს (და არ მაქ საუბარი მაინდამააინც სილამაზეზე, რამეთი მიმზიდველობაზეა საუბარი) და რომლებსაც თავიდან კაკბი ეკიდათ და მერე ნეეეეეეეეელა და დინჯი ნაბიჯებით პროგრესირებენ

უარესი – რაც უფრო ნელია პროგრესი – მით უკეთესი, ადამიანს უყვარს ზამასკაში ყოფნა

პროსტა პროგრესი უნდა თან სულ იყოს

ვიცი რო საშინელ რამეს ვამბობ მარა ეგრეა, ვფიქრობ თავიდანვე უნდა გადაწყვიტო უბრალოდ რა გინდა ამ ადამიანისგან და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს – რაც უფრო დიდხნიანი რამე გინდა, უფრო ცუდად უნდა მოექცე თავიდან… მარა თან ისე რო არ გაგექცეს

ანკესის გადაყლაპინების პონტია და მერე კარგად დაპადსეჩკების

მეტი გზა ამ პრობლემის “გვერდის ავლის” მე ვერ ვნახე, ის მეთოდი რო ადამიანი თავისით მიხვდეს რო მას ძალიან კარგად მოექცნენ იმიტო რო ასე ძაან აფასებენ და მერე რო ეს ძაან კარგად მოქცევა “ჩვეულებრივ”-ში გადავა და it’s ok და არა უბედურება – თითქმის არ ხდება

და არც ხარ მამენტ ბოლომდე მართალი, ის ფიქრობს რო “ის რა რეკლამა იყო და იმაზე დავიკერე და ეხლა ეს უნდა ვღეჭო აწი ცოტ-ცოტა?”

არადა იმავე შენ რო დაგეწყო ნამცეც-ნამცეცების გადაგდებიდან და კვირაში 1 ნამცეცი დაგემატებია – ბევრად ნაკლებს მისცემდი ჯამში დროის იმავე პერიოდში – მარა უფრო დააფასებდა.

მეორეა რო ზედ არ შეგხედავდა ნამცეცები რო გეციცქნა თავიდან. იმიტო რო იყო უფრო მიმზიდველი როჟა რომელიც იგივე რაოდენობა ნამცეცებს ყრიდა და არჩევანი ელემენტარულია.

და გარდა მაგისა იყო ტიპი რომელიც შენსავით მზად იყო მთელი ნაჭერი პური მიეწოდებია და იმ მომენტში ადამიანს ჰკიდია მომავალი დიადი “პასუხისმგებლობა” რო თუ ყველაფერს გაძლევს ეხლა – რაღას მოგცემს მერე? – და ნუ ნახუი, მომეცით დღეს, იქნებ ხვალ ვკვდები კაცო…

ეგეც სწორია და ეგეც არჩევანია, უბრალოდ ამას უნდა იაზრებდე…

ყველაფერი ეკონომიკაა, “ბაზარი” არ უნდა “ჩააწვინო” მიწოდების მიყრით, პირიქით უნდა შეინარჩუნო დეფიციტის ზღვარზე

და კიდე რაც არ უნდა მაგარი ნოკია გააკეთო და იაფად გაყიდო, ადამიანებს მაინც ენდომებათ და იოცნებებენ iphone6-ზე, იმიტო რო მასში ტუპად ძვირს იხდიან, ადამიანები უბრალოდ არ აფასებენ იმას რაც იაფია ან უფასო

ისევ და ისევ – ნადა სრაზუ რიშაწ, თუ  ოკ ხარ რო არასოდეს დაგაფასებს ეგ ადამიანი და ეგ არ არის რასაც მასთან ეძებ – რატომაც არა, გააბედნიერე მოკლე ვადით, შენც გაიხარე და მერე გაგიბრაზდება რატო “ზევით” არ წავიდაო, მერე შეგირიგდება და იმეგობრებ ჯასთ ან რამე სხვა steady ფორმატზე გადახვალთ

მარა თუ გინდა რო განგრძობითად გაფასებდეს და გადიდებდეს – დღეში მხოლოდ 1 წვეთით მეტი წყალი დაალევინე და დაიწყე მინიმუმიდან

კიდე კარგი “რესტარტია” ჩხუბები, 0-იდან არ იწყებ მარა ატკატი კეთდება და ყველა პატარა ბედნიერება ახლიდან “ფასდება”

უბედურება იმაშია რო როცა ადამიანს მართლა აფასებ, ძაან ძნელია განზრახ მოზომო და განზრახ ნაბიჯ ნაბიჯ მოექცე, ბოლო ბოლო ფიქრობ რო ნუ მცემს პატივს 1 თვის მერე – ზა ტო 1 თვე ბედნიერი იქნებაო… და ეგრეც ხდება 😀 – შენც იფიტები პა ხოდუ, მეტი რაღა უნდა ქნა “ახალი”, ყირაზე გადახვედი, იწყებ უბრალოდ მოქცევას, ის იწყებს ნაწყენობას და ისევ გავმეორდები შენც არ ხარ მართალი  – რას გადადიოდი ყირაზე თუ სულ უფრო და უფრო მეტზე ვერ გადახვიდოდი? – იქნებ ის “რეკლამა” რო არა სუ არ მოსწონებოდი მაშინ და რატო “მოატყუე”?

იმას გადადიოდი ყირაზე რო ისე მიმზიდველი არ ხარ რო ცუდად მოქცეოდი და მაინც აეტანე იმას, ასე ვთქვათ აკომპენსირებდი მიმზიდველობას ყირაზე გადასვლით

and that’s the formula – რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი ხარ უფრო მოკლე ვადიანი ურთიერთობა გამოგივა იმიტო რო მეტი დოზებით მოგიწევს გაზრდა მიწოდების, და პირიქით – რაც უფრო მიმზიდველი ხარ უფრო ნაგავი შეგიძლია იყო უფრო დიდხანს და უფრო ღრმად გადააყლაპო ანკესი

და უკუღმაც გადმოატრიალეთ, გოგოებმაც და ბიჭებმაც, რო მიმზიდველი ტიპი რო ცუდად გექცევა მარა აშკარად თან სიმპათიით არი შენდამი განწყობილი არ ნიშნავს რო არ უნდიხარ, უბრალოდ ნიშნავს რო განგრძობითად გკერავს 😀 (ნუ ილი იოცნებეთ ამაზე)

არის რა თქმა უნდა გამონაკლისები, არის რო მართლა გაუგებთ ერთმანეთს რაღაც თამაშებს, არის რო უბრალოდ ორივე გაიხსნებით და აღმოჩნდება რო არცერტი დანას ზურგში არ ჩაარტყამს. მარა ასე ყველასთან ყველა ჯერზე ვერ გაიხსნები თორე ეგეთები მერე ამთავრებენ მთლად ტრავმირებულები და ნაცემები და გაბრაზებულები და ჩაკეტილები ყველგასგან საბოლოოდ.

არადა რას იხსნებოდი ბლიაძ ყოველ ჯერზე, დააკვირდი ვინ იყო, რა ურთიერთობა უნდოდა, დაგეცადა..

და usually ორივე ის “კარგი” გამონაკლისი ოჯახით მთავრდება იმდენად იდეალური და საოცარია, მანდაც არი ვაჭრობის სხვა ტიპები და “რეცეპტები” როგორ “არ გაიხადო საწოლში ნასკი და არ დარჩე შიშველი” – ფიგურალურად რო ვთქვათ, მარა ეგ სხვა თემაა

ჯასთ უბრალოდ ურთიერთობებში, თუ გინდათ “გააბედნიეროთ” ადამიანი – რაც უფრო მიმზიდველი ხართ – უფრო ნაკლები მიეცით 1 პორციაზე, და პირიქით – თუ მიმზიდველი არ ხართ – გაეცით მეტი – მიიღებთ იმას რაც გინდათ, ოღონდ მოკლე ვადით, ნიჩივო ნი პაძელაეშ