2013 წელს მგონი ელერდაშვილმა სადღაც კომენტარებში მითხრა ცხოველებით ჩაანაცვლე შენს ისტორიებში ქალები და კაცებიო, ხოდა ეტყობა ეს დავწერე, ლიტერატურული და შინაარსობრივი ფასეულობა კაი ხანია დაკარგა, მარა არ უნდა დაიკარგოს 😀
1. დედალი კატები ან კნავიან ან ჩხავიანო… იმის მიხედვით მაისი აქვთ თუ არა
2. მამალი დათვი გაიღვიძებს, ჩაირბენს მდინარეზე, პირს დაიბანს და მერე ხეობას სირბილით ჩაუყვება – იმიტო რო მამალი დათვი ფორმაში უნდა იყოს. დედალი დათვი გაიღვიძებს და დაიწყებს თათზე ბეწვის ლოკვას. მამალი დათვი მორჩება ვარჯიშს, წავა სანადიროდ და დიდ ირემს დაიჭერს. დედალი დათვი ზის და უკვე მუცელზე ილოკავს ბეწვებს. მამალს დათვს ძმაკაცი დათვები დაურეკავენ მოდი აქ მინდორში გოგრა ვიპოვნეთ – ვაგორაოთო – წავა გოგრას აგორავებს, დედალი დათვი ფეხებზე ბეწვს ილოკავს. მამალი დათვი ნაცნობ მონადირესთან შეივლის სახლში და “კლასიკოსების” მრავალტომეულის შემდეგ ტომს მოპარავს – სიცოცხლის რისკის ფასად, წამოწვება ცოტა ხანი და წაიკითხავს, დედალი დათვი ზის და ფიქრობს ხომ არ ჯობია დღეს ტაკოზე ბეწვები – საპირისპიროდ გაილიკოს? – მამალი დათვი სახლში წამოვა და უკანა გზაზე მდინარის ნაპირზე – დიდ ლოდზე ტალახით – მზის ჩასვლას დახატავს, მერე მდინარეში ჩახტება, დაიბანს და ბუნაგში აირბენს. დედალი დათვი ბრჭყალებს იკვნეტს. მამალი დათვი მოვა სახლში და ეცდება დედალს ჩაეხუტოს – დედალი კი გაწევს “ფუფ, გაწიე შენი ბინძური თათები, შენ ჩემანაირ გალოკილ გოგოს არ იმსახურებო”
3. ბეღურები დაფრინავდნენ, იწყობდნენ ბუდეებს, ეძებდნენ საკვებს, თამაშობდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, კოსმოსურ რაკეტებს იგონებდნენ. ერთ უნიათო ბეღურას კი არაფერი საინერესო არ შეეძლო, მერე გადაწყვიტა ეს იმიტომ რო მე ბეღურა კი არა თუთიყუში ვარო! – წავიდა, იშოვა საღებავები, გადაიღება და დადიოდა თავაწეული აი თქვე გოიმო ბეღურებო მე როგორი განსხვავებული ვარო… მოფრინდა არწივი და შეჭამა :დ
4. ფუტკრები მთელი დღე ოფლში იღვრებოდნენ, კრეფდნენ ყვავილებიდან ნექტარს, მიქონდათ სკაში, აკეთებდნენ თაფლს და ფიჭას, მერე ამ ყველაფერს მამალი ფუტკრები დედალ ფუტკარს მიართმევდნენ, მის გარშემო დაფარფატებდნენ რო ცივ ნიავს არ შეეღწია დედლამდე, სკას არემონტებდნენ, მტაცებლებისგან იცავდნენ. დედალი ფუტკარი კიდე იმაზე ატრაკებდა – მეც მინდა ლამაზი ყვავილების ყურება თქვენ რო მთელი დღე დაფრინავთ და ლამაზი ყვავილების ყურებისგან სიამოვნებას იღებთო – გამოფრინდა, პირველ ყვავილამდე ვერ მიფრინდა ისე მოკვდა.
5. დედალი ფარშევანგის დაბადებისდღე ახლოვდებოდა, მამალი ფარშევანგი უყურებდა ამ იდეალურ ქმნილებას და ვერ მოეფიქრა რა ეჩუქებინა ამ იდეალური არსებისთვის ისეთი რაც მას უკვე არ ქონდა… მივიდა და კითხა რა გაგიხარდებაო? – მე გამიხარდებაო ისო რაც ათბობსო… ვახ გაიქცა მამალი ფარშევანგი, მზე მოგლიჯა და მოუტანა… დედალმა ფარშევანგმა კიდევ ისტერიკა დაუდო – როგორ ვერ მიხვდი რო უთო ვიგულისხმე, ჩემს უთოს ავტომატური წყლის მისხმის სისტემა არ აქვს და მინდოდა ახალი ავტომატური უთო გეჩუქებინა და დაჟე დაგინამიოკეო!
9. რწყილს შეუყვარდა ჭიანჭველა. გადაწყვიტა მისთვის ბეჭედი ბაწარზე წამოეცვა და ეჩუქებინა. მივიდა ღორთან – ღორო მომეცი ბეწვიო, დავგრეხ ბაწარსო, ჩამოვკიდებ ზედ ბეჭედსო, ვაჩუქებ ჭიანჭველასო და მომცემსო – ღორმა უთხრა მეო მუხაზე მიდგებაო, უთხარი მომცესო და მოგცემ ბეწვსო… მივიდა რწყილი მუხასთან – მუხა მიეცი ღორსო. იციო რწყილო ამ უბნელი ყვავი მაგრა მიტყნავს ტვინსო – უთხარი შემეშვასო და მივცემ ღორსო… ახტა დახტა რწყილი – მივიდა ყვავთან, ყვავო შეეშვი მუხასო, მუხა მისცემს ღორსო, ღორი მომცემს ბალანსო, დავგრეხ თოკსა ბაწარსო და მომცემს ჭიანჭველაცო! – ყვავამა უთხრა – მე რო ჩემი ნაშა მელია მინეტს არ მიკეთებსო? – ახტა დახტა რწყილი – მივიდა მელასთან, მელა გაუკეთე რა მინეტიო ყვავსო, შეეშვება მუხასო…. – მელიამ უთხრა ყვავი მე ვ ჟიზნი არ მიკეთებს კუნისო დაო… – რწყილმა უთხრა მე გაგიკეთებო, კარგიო უთხრა მელიამ, რწყილმა გაუკეთა კუნი, მელამ გაუკეთა მინეტი ყვავს, ყვავმა @!@ზე დაიკიდა მუხა, მუხამ მისცა ღორს, ღორმა დაიპუტა ფანჩ… მისცა რწყილს – რწყილმა დაგრიხა ბაწარი, ჩამოკიდა ზედ ბეჭედი – აჩუქა ჭიანჭველას, ჭიანჭველამ კიდე უთხრა აუ არ მიდგება შენზეო და წავიდა ყვავს გაუკეთა მინეტი – ყოველთვის მევასებოდნენ შავი მფრინავი ბიჭებიო… 😀
11. კალმახები დაცურავდნენ მდინარეში – ყველა კალმახმა იცოდა რო გამრავლების პერიოდი რო მოვა – უნდა აცურდე მდინარის დასაწყისისკენ იმიტო რო მდინარე გასასვლელში უერთდება ზღვას, ხდება მარილიანი და მოკვდები… დედალ კალმახებს ბევრს ეზარებოდა მდინარის თავისკენ ცურვა და მიყვებოდნენ დინებას – ხვდებოდნენ ზღვაში და იხოცებოდნენ – ასე თაობიდან თაობამდე ხდებოდა ბუნებრივი გადარჩევა ძლიერი და მოტივირებული დედალი კალმახების…
13. წეროები – მიფრინავდნენ. მამალი წერო გაფაციცებული აქეთ იქეთ იყურებოდა, ცდილობდა ყოველ წამს სწორად გამოეცნო ჩრდილოეთი საით არის, ეცნო აგერ იმ მთის კლდოვანი წვერი, ტბა – ოვალისებრი, დედალი წერო მიფრინავდა მის უკან და მთელი გზა რაღაცას უყვებოდა, მამალ წეროს ტვინი ებნაოდა და ცდილობდა არ ესმინა, გზა გაეკვლია რომ დაღამებამდე სახლში მიფრენილიყვნენ. 2 დღის მერე დედაწერო ეუბნება რო გთხოვე დედაჩემს გამათფობელი აუტანე ტბაზე – რატომ არ აუტანეო? – როდის მთხოვეო კაცოო? – როგორ იმ დღეს სახლში რო მოვფრინავდით მთელი გზა გიყვებოდი დედაჩემს როგორ ცივა და როგორ უბერავს და გთხოვე ხო აუტან გამათფობელს და მითხარი კარგიო…
16. დედალ ბაგამოლთან მივიდა მამალი ბაგამოლი და უთხრა მიყვარხარო, მერე უამრავი საჩუქარი აჩუქა, ტყეს ხანძარი გაუჩნდა – მამალი ბაგამოლი გაიქცა, 1 ფეხი დაიწვა ძირამდე მარა გადაარჩინა… დედალი ბაგამოლი “დაფიქრდა და მიხვდა” რო უყვარდა – დაწვა, გაშალა ფეხები და უთხრა მოდი და დამიპყარიო, მამალი ბაგამოლიც ამდენი “წვალების” მერე ბედნიერი მივარდა, ხან ასე ატრიალა, ხან ისე მოეფერა, ხან ასე ასიამოვნა, ხო არ გკიტვაო, ოდნავ მაინც თუ არ მოგწონს თქვიო, კიდე ხო არ გინდა გათავებაო? – არაო, 6 საკმარისიაო უთხრა დედალმა ბაგამოლმა – გააღო პირი და თავი მოაჭამა მამალს…
ჯერ ეს იყოს, დანარჩენებზე ვიფიქრებ :დ