ნუ მოკლავ ყოფილ ცოლს!

kvla

 

პირველ რიგში დავიწყებ არაპოპულარულით:

ჩვენ ყველას გვდომებია ყოფილი პარტნიორის მოკვლა

 

აი ეგრე, ვისაც ეს არ ნდომებია – ან დიდხანს არ ყოფილა ურთიერთობაში, ან ტყუის.

და ყველა ვერიდებით ამის აღიარებას, ყველა მოვთქვამთ იმაზე რო კოშმარია რო ცოლი(და რამდენიმე კვირის წინ არ იყო ქმარი რო მოკლა გოგომ?) გაიმეტა მოსაკლავად… მარა სადღაც ღრმად ყველას გვჭამს ჩვენივე ბოროტი ჭია რო მეც ხო გამიელვებია ეს თავში და “მამენტ” მესმის რატომაც მოკლა…

მესმის და შემეცით, მე დაჟე არ ვილაპარაკებ იმაზე რო ვაფშეტა ჩემს ყოფილ ცოლს ალბათ ჩემზე უკეთ ესმის კიდევ იმიტო რო მე უფრო ნაძირლურად მოვიქეცი საბოლოო ჯამში, არადა მეც კი – ნაძირალას, საზიზღარს, დამნაშვეს – მესმის…

კი – რეალურად “ანხორციელებენ” ამას ყველაზე განუვითარებელი ტიპები იმიტო რო დანარჩენებს ან “ფილოსოფიური” მიდგომა გვყოფნის, ან საკმარის პერსპექტივას ვხედავთ ჩვენს დანარჩენ ცხოვრებაში იმისთვის რო თავი არ ამოვილპოთ ციხეში. მარა ეს საშინელი ბრაზი/ბოღმა და ბოროტი სურვილი, მე ასე მგონია, ყველა ხანგრძლივ ურთიერთობიდან გამოსულს უგრძვნია

 

საშინლად მწარეა რო ადამიანი რომელიც 6-10 წელი შენი არა თუ ნახევარი, უბრალოდ შენი ერთი მთლიანი იყო – უცებ ასე აღარ არის (და სულ ერთია ეს უცებ რამენად არა უცებ ხდება რეალობაში, რუბიკონი მაინც კონკრეტულია ხოლმე) და უარესად მწარეა რო “სხვისია” და რაც კიდე უფრო უარესად მწარეა – რო მან წაიღო მთელი გამოცდილება და რაც ისწავლა შენთან/შენგან, შენი ტკივილის, დროის, ენერგიის, ფულის ხარჯზე – და სხვას ჩუქნის, უფასოდ, დაუმსახურებლად.

მწარეა რო ოჯახები/საძმაკაცოები გადაბმულია ერთმანეთზე და დედაშენი დღესაც ისევე ჭორაობს შენს ყოფილ ცოლთან როგორც ადრე, ოღონდ შენი ცოლი როცა “აუ, ჩემსას კიდე სუ ავიწყდება რაიმე რასაც ვაბარებ” ამბობს და შენ არ გგულისხმობს! – მარტო თუნდაც ამაზე შეიძლება ჩაიხვიო ისე რო მოკვლა მოგინდეს… რა თქმა უნდა ამიტომ დედები და ნათესავები მალევე განერიდებიან ხოლმე ერთმანეთს და ცდილობენ არ გადაიკვეთონ და ცდილობენ აირჩიონ მხარეები…

ზუსტად ამიტომვე თუ ბავშვი არ გვყავს ხშირად ვცდილობთ ისე შორს დავშორდეთ ერთმანეთს რო არასოდეს არც გავიგონოთ ერთმანეთის არსებობა, მეორეს მხრივ სანამ ოჯახში ბავშვი არ არის ნათესაობების გადაბმა ერთმანეთზე იმდენად ძლიერად არ ხდება და ეს “ჩემი ღირსების” მომენტიც ისეთი მძაფრი არ არის

მაგალითდ ქალს შეიძლება გადაგეკეტოს უბრალოდ იმის გაგონებაზე რო შენმა ყოფილმა ქმარმა – მანქანა უყიდა მის ახალ შეყვარებულს, მანქანა რომელსაც შენ წლები იხვეწებოდი და ქმარი ასაბუთებდა რო კაი რა, ქალი ხარ – გააწამებ სხვა მძღოლებს, პრობკებს შექმნი სულ, რად გინდა, ფული დავზოგოთ ჯობია, ოჯახი ვართ, ბავშვს საწოლი ვუყიდოთ წლის ბოლოსო, შენც ნებდებოდი – მამენტ სამსახურში მივყვარვარ მოვყავარ რას ვატრაკებო…

უცებ ადგა და თავისით უყიდა – იმიტო რო გამოიტანა დასკვნები/გამოცდილება, მიხვდა რო თავის დროზე შენთვის უნდა ეყიდა – რო სისულელე იყო ფულის გამოზოგვა ამაზე და ეხლა უცებ ადგა და ასე “უსასყიდლოდ” აჩუქა შენი ოცნებები, შენი ნაჩხუბარი და ნახვეწარი და ნაკკამათები – სხვას.

აღარ მოვყვები როგორი მწარეა კაცების მხრიდან პირადული თემები მაგ მხრივ, მაგალითად ის რო შენ რო მინეტს იხვეწებოდი – ვიღაცას ეხლა ყველაზე ფანტასტიურ პოზებში უწოვს შენი ყოფილი ცოლი, იმიტო რო იმანაც(ცოლმაც) გამოიტანა დასკვნები და როცა მინეტი ნახვეწარი ხდება – მერე აღარავის უნდა გაკეთება, ამიტომ ურთიერთობაში მინეტი თავიდანვე ჯობია დაიწყო, ისე – ვითომც არაფერი, საჩუქრად – და მაშინ ლამაზი და გულიდან ხდება.

ეს მხოლოდ ზედაპირული, უტრირებული მაგალითბია – მათთვის ვინც ჩემს პოსტებს ბუკვალურად იგებს ხოლმე, ეს იყო მხოლოდ უტრირებული მაგალითები რომლებიც მე პირადად ცხორებაში არასოდეს განმიცდია, იმიტომაც მოვიგონე – ნამდვილი სიმწარეები შეიძლება იარაღის მუქარის ქვეშ არ დავწერო და არ შემცეთ ეხლა ამ კონკრეტული მაგალითების განხილვით და წინ და უკან ტრიალით.

 

იცით, მი ტუტ ვსე პერეგნული პალკუ რა…

 

ძალიან ადვილად ვქორწინდებით… არა, არასწორად ვამბობ – ქორწინება ფურცელს ნიშნავს, მე კიდე ვგულისხმობ იმას რო ძალიან ადვილად ვუშვებთ ადამიანს ახლობლად… ალბათ იმიტო რო ძაან მარტოები ვართ ან რამე დამაგვარი, ეხლა ამაზე არ არის, ძალიან შეუმოწმებლად და  მოკლე დროში ხდება ვიღაც ვაფშე უცხო – შენს ძალიან ღრმა სამყაროში ხელების მოფათურე(და შენ მისაში გასაგებია)

და მერე ძალიან იაფად/ადვილად და ხშირად უბრძოლველად ვღალატობთ/ვწირავთ/ვთმობთ ამ სიახლოვეს

 

ხოდა მინდა მივმართო ყველას ვისაც ცოლის მოკვლა უნდა და ორჭოფობს, ან მომავალში მოუნდება იქნებ გაახსენდეს:

არაფერი თქვენს თავს განსაკუთრებული არ ხდება, თქვენ არ ხართ განსაკუთრებულად ნახმარი და განსაკუთრებულად ნაღალატები, ჩვენ ყველამ ეს გავიარეთ, ყველამ – უკლებლივ(და ამ საუკუნეში პროსტო მგონი ყველა გაშორდა უკვე…)

არავის ურთიერთობა და არავის ტკივილი არ იყო არავისაზე ნაკლები და ცოცხლები ვართ, ვსუნთქავთ, ვზრდით საერთო ბავშვს(ებს), ხელს ვართმევთ ყოფილი პარტნიორის ახალ რჩეულებს და დაჟე ხანდახან ვფიქრობთ რო მამენტ ის ადამიანიც კი რაღაც პონტში ახლობელია, იმიტო რო რამე რო მოხდეს და მე მოვკვდე და ყოფილი ცოლი ავად გახდეს – იმან უნდა მოუაროს და გადაარჩინოს რო ჩემი შვილი დედის გარეშეც არ დარჩეს.

 

ხოლო მათ ვისაც  ქმარი/ცოლი უკვე ემუქრებათ მოკვლით(პასიურ მხარეს) ვურჩევ შემდეგ ტაქტკას:

მე ვაფშე ვფიქრობ რო “მოწმეები” ანუ “ხელისმომკიდები” ხელმოწერისას/ჯვრისწერისას ვაფშე ამიტომ მოიგონეს თავის დროზე და ეს დატვირთვა ქონდა (კსტაწი მათ საყურადღებოდ რაღაც პონტში თქვენ გაქვთ უფლებაც და ვალდებულებაც ჩაერიოთ კრიზისულ მომენტში)

მოძებნეთ ვინმე მსაჯული! – და გადააჯვით ერთმანეთს მის თვალწინ, არა ნათესავი, არა დედა, არა ცალმხრივად სახლში კარებების ჯრახუნი ეს რა მიქნაო

არამედ იმენნა მეგობარი, თუნდაც 2 მეგობარი – ხო ზუსტად, ყველაზე კარგი ვარიანტი ის 2 მეგობარია რომლებიც გიცნობდნენ და უახლოესები იყვნენ მაშინ როცა ერთად “გახდით” (ხელი მოაწერეთ/ჯვარი დაიწერეთ რავი მე რა ქენით) – იმათ ახსოვთ რა ხდებოდა მაშინ და იმათ ახსოვთ როგორები “ჩაგაბარეს” ერთმანეთს

და გაარჩიეთ ყველა ბინძური და საზიზღარი დეტალი, გინდა ინტიმური გინდა რაიმე სხვა – დაე გადაეჯვას თავზე ვინც გადასაჯმელია

როცა მსაჯულია ჩართული და “გაასაზიზღრებ”, ამოთქვამ ყველაფერს, უკან არგუმენტები არ აქვს და მისი ყოფილი დაქალიც კი შენ მხარეზეა, მიიღებ მხარზე ხელს რო “ბოზი ყოფილა,  შეჩ” – მერე მოგეშვება და მოკვლა აღარ გინდა, გეცოდება, შენ მოიგე. ან შეგაგრძნობინებენ რო შენი ბრალიც იმდენივეა, ან პირიქით – შენ გადაგეჯმება და კუდამოძუებული წამოეთრევი და მარტო იმას იფიქრებ როგორ ვქნა რო მაპატიოს და ბავშვი ხანდახან მაინც მანახოს ხოლმეო.

ყველა ეს მკვლელობა, ჩემი აზრით – იმის ბრალია რო ერთ-ერთი მხარე გაურბის დალაპარაკებას, “მეშინია”, “არა-ადექვატურია” და ა.შ. მიზეზების გამო – და ალბათ ეგრეც არის, ხოდა ჩარიეთ არა დედა, არა ძმა – ჩარიეთ საერთო მეგობრები!

(ნუ ან ფსიქოლოგი, მარა ფსიქოლოგთან არა ადექვატური მონსტრი არ წამოგყვება, ზა ტო ყოფილი მეჯვარეების ჩარევის წინააღმდეგ ვერცერთი ქმარი ან ცოლი ვერაფერ არგუმენტს ვერ მოიფქირებს, რაღაც პონტში იმათ აბსოლიტური უფლება აქვთ ჩაერივნონ)

და ეჩხუბეთ მათ თვალწინ, მიივჯით, ან მიასხით იქეთ – შეიძლება რამდენიმე სეანსიც იყოს საჭირო, მარა ქე მაინც ხელის გარტყმასაც კი მოერიდებით ორივე(ან არ მოერიდებით მარა ყოველთვის იქნება ახლო მახლო ვინც გადაგარჩენთ, და რეალურად ადამიანს ცხელი ჰაერის გამოშვება ჭირდება, მომსმენი ჭირდება და სამართალი ჭირდება და არა მოკვლა რა)

კარგი იქნეოდა “ანონიმური ყოფილი ქმრების” ინსტიტუტის შექმნა, მარა ჩვენთნ ეგეთი ანონიმური არაფერი არ გამოდის – იმიტო რო პატარა ქვეყანა ვართ და დიდი შანსია მოხვდე მასე “ანონიმური ყოფილი ქმრების” წრეზე და მთელი კაზუსი იმაში იყოს რო მიხო იქ არის იმიტო რო მისი ცოლი შენთან გაიქცა და შენი ცოლი კიდე დღეს ზალიკოს ხვდება, რომელსაც პა ხოდუ ტოჟე ცოლი გეექცა და იქვეა…

ხოდა ამიტომ – იპოვნეთ “მსაჯულები”

მოკვლა არ არის გადაწყვეტა – მოკვლა არის დამარცხება, და უდიდესი დანაშაული შვილების წინაშე – მე რო შვილი ვიყო და მამაჩმს დედაცემი მოეკლა გავიზრდებოდი, ჩავჯდებოდი ციხესი და მამაჩემს სულ ნაკუწ ნაკუწ დავკლავდი ცოცხლად, მარა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში – გავიზრდებოდი და გავიგებდი რო ადამიანები იყვნენ, შეცდომები დაუშვეს, ჩხუბობდნენ, მამა ბოზებში დაეთრეოდა(გავუგებ რატომაც), დედამ სისულელეები ჩაიდინა – ბივაეტ…

ხოდა ნუ მოკლავ ცოლს/ქმარს (სექსიზმი რო არ დამაბრალონ მერე), ბლიად

 

მკვლელობა – ნამდვილად იმის ბრალია და იმის პასუხისმგებლობაა ვინც კლავს

 

პ.ს. ვიცი რო დამეჯმება ამ პოსტის გამო, ვიცი რო უმეტესობის აზრით ერთმნიშვნელოვნად უნდა გადამეჯვა ამ ინციდენტებზე და რო არანაირი რაციონალური ანალიზი აქ დასაშვები არ არის, მარა ვერ მოვიტყუები და თქვენ – ვინც გადამაჯვამთ, უმეტესობა იტყუებით იმიტო რო თქვენც გიფიქრიათ თქვენი Life partner-ის მოკვლა როცა იმან მიგატოვათ/გიღალატათ/გიხმარათ და გადაგაგდოთ, ხოდა სარკეში ჩაიხედეთ და 1-ხელ დაფიქრდით რო ამ “ავადმყოფობის” მკურნალობა დაგმობით არ ხდება – ის ადამიანი ვინც სამუდამო ციხეზე მიდის ცოლის მოკვლით და საკუთარ შვილებს დედას უკლავს – თქვენს “დაგმობასაც” გადააბიჯებს როგორმე

საჭიროა მოვუსმინოთ, მანამ – სანამ მოკლავს, და საჭიროა რამე ხელსაწყო მივაწოდოთ, კი ბატონო პირველ რიგში ტლუ ადამიანს, როგორ დაძლიოს თანამედროვე, ძალიან მწარე, გამოწვევები – და პირველ რიგში ვუთხრათ, ჩემი აზრით – რო ჩვენ ყველა იგივეს განვიცდით, რო ყველა ერთი და იმავე ნავში ვართ, მე ვიცი რას გრძნობთ თქვენ, მიგრძვნია – გამივლია, ვცხოვრობ, ვსუნთქავ… გაივლის

ფსიქოანალიზი და ინტროვერსია/ექსტრავერსია

წინა პოსტმა, ყველაფერთან ერთად, გამოიწვია ერთი გასაგები და მოსალოდნელი შეფასება რომელიც დადის ფრაზამდე:

“რანაირი ინტრავერტი შენ ხარ შე ჩემმა” – რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ ინტრავერტი იდეა-ლში არის ადამიანი რომელიც იმდენად ჩაკეტილია რო მისი სახელიც კი არავინ იცის, არადა მთლად სინამდვილე არის იმაში რო ვაფშე არ ვეთანხმები ადამიანების დაყოფის ამ კრიტერიუმს

პირველ რიგში არ ვეთანხმები კატეგორიულობის გამო, რამდენადაც მიყვარს ფსიქოლოგია, იმდენად დეგენერატული და “ჰუმანიტარული” მეცნიერებაა და გატენილია უტრირებებით, კატეგორიულობებით და “ავტორიტეტების” მიხედვით განსხვავებული შეფასებებით.

კატეგორიულობაზე:

რამდენნაირი აღწერილობაც არ უნდა ქონდეს პროფესიონალურ ფსიქოლოგიაში(თანაც თითოეული “ავტორის” მიხედვით კიდევ განსხვავებული) რეალურად ხმარებისას ჩვენამდე “მოდის”… მაგალითად:

ყველაზე მარტივი, “გიჟი” და არა გიჟი, და ზოგადად ტერმინოლოგია არ იძლევა საშუალებას “ცოტა გიჟი, ნახევრად გიჟი, მოგიჟო, წაუგიჟებს, ფრიად გიჟი” – გრადაცია არ არის რა – არის “თეთრი”, “შავი”, ფსიქოპათი და არა ფსიქოპათი…

და ძალიან პრინციპულია ეს რა! – ეს იგივეა რო ალგებრაში არსებობდეს მარტო ნოლი და… და 10 ვთქვათ და მერე ყველა დანარჩენ რიცხვს, ჩვეულებრივი ადამიანები, საუბარში ვამბობდეთ როგორც “აი ათისკენ”, “ნოლთან”, “წაუშუაშებს ნოლსა და ათს შორის” და ა.შ. – და ცალკე თუნდაც იყოს “პროფესიონალური” ალგებრა, სადაც იმენნა ითვლიან 1-დან 10-მდე, მარა იქაც პა ხოდუ “ნიუტონი” ითვლის 16-ობითში, გალილეო 10ობითში და აინშტაინი – ორობითში, ბიტებად…

და ეს პრობლემა მიუთითებს იმ უბედურებაზე რო ფსიქოლოგიაში შუალედური “საფეხურების” დადგენა იმდენად რთულია რო რეალურად ეს პროცესი – მინდობილია კონკრეტულ “მთქმელზე” (უფრო სწორად პროფესიონალ ფსიქოლოგზე).

ხოლო ჩვეულებრივ მოკვდავს როგორც “გეჩვენება” – ისე ახასიათებ კონკრეტულ შემთხვევას “საკმაოდ რაციონალურია”, “ფრიად ემოციურია”, “ცოტა შტერია”

კი, ფსიქოლოგიაში,  რა თქმა უნდა, არის ცხრილები და გრაფიკები პერსონალიების დასახასიათებელი “სკალები” და ტრილიონი რამე, მაგრამ როდესაც ადამიანები ვსაუბრობთ “საყველპუროდ” და ვახასიათებთ ადამიანებს მე პირადად არ გამიგონია საუბარში ვინმე მაინც ხმარობდეს “7 ემოცია, 3 პრინციპი, 8 ნებისყოფა”, რეალურად იტყვიან:  “უპრინციპო, ემოციური, ჯიუტი” 😀 არადა გადაჭრით უპრინციპო ხომ არ არის არა? – უბრალოდ უმეტესწილად უპრინციპოდ მოიქცევა, ემოციებს აყვება – უფრო ხშირად და თავისის გატანას ეცდება – მეტად სავარაუდოა.

მეტიც, რეალურად უბრალოდ ურთიერთობისას რამდენადაც არ უნდა გინდოდეს დაახასიათო სხვა ადამიანი “აუ ვერ აგიხსნი რა” – საკუთარ თავზეც კი ვერ ახსნი ადამიანი “რამდენ ქულიანი” ჯიუტი ხარ, ან რამდენ ქულიანი – სანდო. ამიტომ ადამიანები ბევრს ვუყვებით ახლობელ ადამიანებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან, ვაცნობთ გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვებს იმისთვის რომ იმ მეორე ადამიანს ბოლო ბოლო უფრო “ზუსტი” წარმოდგენა შეექმნას ჩვენს მხასიათებლებზე… (ნუ იდეაში ფსიქოლიგიც იგივეს შვება, გვაყოლინებს და მერე რაღაც სისტემის მიხედვით რიცხვს უფარდებს, ჩანაფიქრში)

ადამიანის ხასიათის მარტივი მახასიათებლები საკმაოდ ძველი შემოღებულია და უჟ ტოჩნა ბევრად ადრინდელი ვიდრე ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა… ზოგადად ადამიანებმა იციან რო კაციც და ძაღლიც და ცხენიც შეიძლება იყოს ჯიუტი, ბრაზიანი, მშიშარა, ფრთხილი და ა.შ.

ინტროვერსია და ექსტრავერსია კი ფსიქოლოგიის როგორც უკვე მეცნიერების მოგონილი კრებითი დახასიათებაა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ასევე არანაირი “გრადაცია” არ მოყვება აღწერაში, და პლიუს ამას იდეაურად განსხვავდება ფსიქოლოგის-და-მიხედვით(აგერ ეს პოსტიც უკვე “კიბორგას” ფსიქოლოგიაა და ჩემებური გაგება ამ ტერმინების არაფრით არაა იუნგისაზე უარესი, იმიტო რო მე ასე მესმის და იმას ისე და გამოვექანოთ ორივე მთაწმინდიდან რიგრიგობით 😀 )

ხოდა უნდა 2 პოლარობა კი არ აეღოთ, უნდა შემოეღოთ “გახსნილების სკალა” (არის მსგავსი ბევრი სკალები ფსიქოლოგიაში, ანძრევენ ეგენი სკალებზე) ხოდა უნდა რქმეოდა “სოციუმთან გახსნილების კოეფიციენტი” და გაზომილიყო სკაჟემ 1-დან 1000-მდე, რაღაც IQ-ს პონტში რა, IQ-ზე დაფიქრდნენ ფსიქოლოგები და “გაბაზრებისას” გააბაზრეს როგორც “სკალა” და არა როგორც “გიჟი და არა გიჟი” პოლურულობები

IQ რო შემოეღოთ როგორც 2 კონტრა-მახასიათებელი “დებილი” და “გენიოსი” და ვსიო, და მერე რო უნდა “აგავორკები” აკეთო “ცოტა დებილი” “არც ისე გენიოსი”, “წაუდებილებს” და ა.შ.

და როცა პოსტს წერ და იძახი რო “მე ვარ დებილი” ხალხი გიწერს რო რანაირი დებილი ხარ შე ჩემმა – აგერ ხო წერ, 2 სიტყვას აბამ ერთმანეთს, არადა თვიტონაც ესმით რო “ბოლომდე” დებილი ხო არ ვიქნები არა იობანი ვროტ? – მაგრამ ვინაიდან კონკრეტული დახასიათების “ენა” ასეთი კატეგორიული და უტრირებულია – დაჟე ტვინსაც კი პირველ წამს ეფიქრებინება რო “ინტროვერტი” უნდა იყოს “ინტროვერტი” !!! (სამი ძახილის ნიშნით) და პირიქით

ხოლო თუ არ ჯდები ამ ტოტალურ კრიტერიუმში რიგი მახასიათებლების გამო – უნდა ჩაჯდე! – თორე ბლიად ექსტრავერტი ხარ! – გაიგე?

და თუ პირიქით აპრიორი შეგეწერა ექსტრავერტობა – მერე იქედან “მოყვებიან” უკან – რანაირი ექსტრავერტი შენ ხარ (და რაიმე მიზეზი აქ) – და ზნაჩიტ ბლიაძ ინტროვერტი ყოფილხარ!

იმიტო რო გეგონება საქანელაა(გრძელი ჰორიზონტალური მორი, რომელსაც შუაში უდევს რაიმე სამკუთხედი ქვეშიდან) და ოდნავ აქეთ დადგები – მთლიანად აქეთ უნდა გადაიხაროს, ოდნავ იქეთ დადგები – მთლიანად იქეთ.

არა ბლიაძ – ინტროვერსია და ექსტრავერსია არის სკალა, “ღერძი” – რომელზეც არის დანაყოფები და ყველანი ვართ ამ სკალაზე სადღაც…

ნუ პროფესიონალი ფსიქოლოგები იასნად კითხულობენ ჩემ პოსტებს და მხოლოდ იცინიან, ტუტ ნიჩივო ნი პაძელაეშ – მეც მეცინება ხოლმე ზოგიერთი მათგანი რო პროგრამირებაში ცდილობს ანბანის აღმოჩენას და საწყლები და სასაცილოები რო არიან 😀 იშ!

—————

რა თქმა უნდა არ ვეძებ მე ინტროვერტ გოგოს, ვსმისლე ეს ძალიან ფართო მახასიათებელია და თანაც უნდა მაშინ ვამბობდე რომ სკალაზე -100 დან 100-მდე, სადაც -100 არის ადამიანი რომლის სახელიც დედამისმაც კი არ იცის იმდენად საკუთარ თვშია წასული, და 100 არის ადამიანი რომელიც კომპანიის გარეშე არც კი ჯვამს

მე ვეძებ ადამიანებს ვთქვათ -50-დან +10-მდე, თანაც:

— ვაჟნი დეტალი —

და აქ უნდა დავუბრუნდე პოსტის დასაწყისს სადაც ვთქვი რო მთელი 2 რამე არ მომწონს “ინტროვერსია/ექსტრავერსიაში”, ერთი გახლდათ პოლარიზირებულობა, at least საყველპურო გაგებაში, მეორე რამე რაც არ მომწონს არის ის რო:

არავინ არ არის “ფიქსირებული” სოციალიზირების დოზიანი, ადამიანების უმეტესობა ვმერყეობთ მუდმივად, ხან ვართ ვთქვათ -20 ხან ვართ +50, თანაც ხშირად “დავხტივართ” და უბრალო სინუსოიდა არ არის

და პლიუს იმის გამო რო ამ მხტომარე გრაფიკის სხვა და სხვა პერიოდებში აბსოლიტურად სხვადასხვანაირი საურთიერთობონი ვართ, დაუშვებელია ეს გრაფიკი უბრალოდ “გაასაშვალოვო” და გამოაცხადო რო ადამიანი რომელიც -20-დან +50-მდე მერყეობს, “+15-ია იტოგში”, ვაფშე არ არის 15, შეიძლება +50-ზე უფრო დიდხანს არის რეალურად დროში რო გამოსახო, პლიუს ამას როცა +50-ზეა უფრო ჩანს, -20 კი ვერც ნახავ და ამიტომ უფრო +40-ად იგრძნობა ეგეთი ადამიანი ვიდრე +15-ად, და მაინც არც +40-ის დარქმევა არ შეიძლება, არამედ იმენნა ეგეთი 2 განზომილებიანი გრაფიკი უნდა აეგოს ადამიანის “სოციალიზირების დასახასიათებლად” და არა უბრალოდ 1 ღერძიანი სკალა

და ამ გრაფიკზე უნდა იყოს ვთქვათ მისი ცხოვრების 1 წელიწადი, 365 დღე იქს ღერძე და მისი “სოციალიზირების” ინდექსი – იგრეკ ღერძზე და მაშინ შეიძლება სუფთად სურათის სახით მეტ ნაკლებად შეიქმნა წარმოდგენა ვინ არის ეს პერსონა “სოციალური” აქტიურობის კუთხით. მარა ისევ და ისევ დაუშვებელია ამ გრაფიკის გასაშვალოება და “დაახლოებითი” რიცხვის დადება.

და ბოლოს

IMHO როგორ ხდებიან ადამიანები ერთნი ან მეორენი, მე მოვყვები ჩემს მაგალითზე მაგრამ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები მაქ რომ ეს ზოგადად ხშირ შემთხვევაში ასეა:

სულ პატარაობაში მე ვიყავი ე.წ. გადამკვტარი ექსტრავერტი, არც დებილი ვიყავი ამის გამო და არც არაფერი, “ცაკალელი” “წკვიანი” “ბავსი” ვიყავი, “უტუტუტუ” ეგეთი და მეც ვიფერებდი და სუ აბშენია მინდოდა(საუბარი მაქ 6-7 წლამდე)

მერე გავიდა დრო, დაიწყო სკოლა და იქ რაღაც სქილები გახდა საჭირო რომლებიც მე არ მქონდა (უფრო სწორად ჩემს მშობლებს არ ქონდათ და არ მასწავლეს) – ასე მაგალითად რაღაც სტილზე ჩაცმა, მოდის დევნა, საჭირო მომენტში აშკარად მამასგან დაკოპირებული “გაჩუმდი ეხლაა!!”-ს ღრიალი და ა.შ. მელკი ყლეობები, თანაც დიდწილად თანატოლებთან ურთიერთობის გამო (და ეს ურთიერთობა უკვე სრულყოფილი და ვერბალური იყო, განსხვავებით ბაღისგან)

ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რო ჩემი “სოციალური” ქცევა – უკვე თანატოლებთან ურთიერთობის ხარჯზე წყდებოდა და არა უფროსებისგან მიღებული “უიიი ლა ცაკალელიაააა” – და ძალიან მალევე “გავირიყე” დიდწილად – ზემოთ აღნიშნული მიზეზების და გამო, მე ამას რა თქმა უნდა დიდად ვერ ვხვდებოდი და არც ვაქცევდი ყურადრებას, მყავდა 2-3 ძალიან ახლო მეგობარი(და რაც უფრო ირიყები უფრო ახლოები არიან ზა ტო ის მეგობრები) და ვიყავი ჩემთვის ბედნიერად.

პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ვკარგავდი თანატოლებთან სოციალიზირების მეთოდების, ხელსაწყოების და მექანიზმების ცოდნას და მალევე აღმოვაჩინე წიგნების და ფანტაზიის სამყარო, რომელმაც კიდევ უფრო გამრიყა… ლამის უკვე იმ ახლო მეგობრებისგანაც

გადის დრო შედიხარ ასაკში როდესაც “სექსუალური თამაშები”, ანუ ერთმანეთის სექსუალურ ობიექტებად აღგქმა-ც, ერთვება და იწყება “ლამაზი”, “სიმპატიური” და ა.შ. შეფასებები.  და ეს პერიოდი საკმაოდ გაწელილია(დავუშვათ 14 წლიდან 20-22წლამდე და ნუ იდეაში დო კანცა ჟიზნი მარა ს ვოზრასტომ სუფთად გარეგნობაზე “აწწწ” ნელდება და უფრო შინაარსობრივი მხარით დაინტერესებაზე გადადის ორივე სქესი)

და თუ შენ აღმოგაჩნდა “საშუალოზე” უკეთესი “სექსუალური” მაჩვენებლები(არა სექსუალურობა როგორც გარეგნობის ფორმა, არამედ სქესობრივი განსხვავების მახასიათებლები და “ლამაზი” დეტალები) – დაჟე მაშინ როცა მანამდე დიდწილად გარიყული(ინტროვერსირებული) ხარ სოციუმი მოგადგება და “გამოგთრევს” – იმიტო რო შენზე არის მოთხოვნა, და პირიქით – თუ მანამდე “ყველა სქილები” გქონდა რატომღაც იწყებენ შენს “აღარ შემჩნევას”

ამასთან ერთად ყველაფერი ეს ხდება “ფონად”, ჩვენ ვერც ვამჩნევთ ამ პროცესს და იმ მომენტში ვერც ვხვდებით რა ხდება, უბრალოდ ისე ხდება რო უამრავი “თვისუფალი” დრო გაქვს რიგით მამრს და სანამ შენით არ “აგეწვება” რამე და დაუწყებ გოგოებს დევნას – არავინ არ “გართმევს” დროს – მაშინ როცა სიმპატიურ/ლამაზ გოგოებს უკვე კარგა ხანია ტელეფონებს უფეთქებენ და საკუთარ თავთან მარტო დატოვების საშუალებას არ აძლევენ, და ისიც ვერ ხვდება როგორ ვამპირულად წოვენ მისგან ცხოვრების და თვითგანვითარების დროს.

იმის თქმა მინდა რომ, მე ვფიქრობ, დიდწილად ჩვენ არ ვირჩევთ ამ ჩვენს “სოციალურ” კოდექსს, არამედ სოციუმი – გვაყენებს ჩარჩოში რომელთანაც მერე ვ-ადაპტირებთ და ვინც დიდწილად გარიყულია ისედაც(და თუ ადრეც დიდწილად გარიყული იყო, სქესობრივ მომწიფებამდე, ხო საერთოდ) ის ისედაც “წარმატებული” ინტროვერტია და არც გრძნობს თვს ცუდად ამ როლში და ვერც ხვდება ხშირ შემთხვევაში რო რამე, და ვინც ისედაც “სასტავში” იყო ვერ ხვდება რო ექსტრავერტად ჩამოყალიბდა ამასობაში.

რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია სხვა და სხვა ილეთებით შევცვალოთ ეს ჩვენთვის მოსჯილი როლი მაგრამ უმეტესწილად ან ვერც ვხვდებით რო მეორე მხარეს გვინდა(თუ მაინდამაინც ისე არ მოხდა, მაგალითად, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ექსტრავერტი იყავი და მერე უცებ ინტერესი დაკარგეს შენდამი და შენ – უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ექსტრავერტი ეძებ “ძველ” დამოკიდებულებას და ვერ იღებ და მერე ცდილობ რაიმე სხვა გზით, იუმორით ან სხვა მეთოდებით “დარჩე” სოციუმთან მიუხედავად იმისა საით გიბიძგებენ)

იმის თქმა მინდა რომ, იმჰო, არავინ არ იბადება ინტროვერტად და არავინ არ ხდება მერე ექსტრავერტი, თუ კონკრეტულ ეტაპზე აღმოგაჩნდა და მერე აუცილებლად მოხდება მომენტი როცე “მიგეწოდებინება”(იაფიანი აღიარების მოპოვების სურვილით) სოციუმისთვის კონკრეტული პარამეტრები რომლებზეც არის მოთხოვნა – მერე უკვე არ დაგაცლიან ინტროვერსიის “ფუფუნებას” (თუ ეს ფუფუნებაა) და პირიქით თუ შენი “ხელსაწყოები” რაღაცაზე ნაკლებია, ძალით ექსტრავერსია ბევრი მუშაობა დაგიჯდება და რეალურად ჩვენ რაღაც დოზით ყველა ვცდილობთ სოციუმში აღიარებას(ინტროვერტები – ვცდილობთ) – უბრალოდ ეს გზები ხშირად ძალიან გრძელი და ჩახლართულია(წიპა “მიღწევები” გვინდა დაგვიფასდეს).

არსებობენ გამონაკლისები, არსებობენ ადამიანები რომლებიც მუდმივად იბრძვიან ერთ ან მეორე მხარეს, მარა დიდწილად ეს ასეა

და ეს ფენომენები იწვევს მერე იმას რო “ლამაზი” გოგოები და ბიჭები იტოგში “უფრო დებილები” გამოდიან ვიდრე ტამ დაბალი და მახინჯი ბიჭები (კლასი ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ბოღმები :D)  – უბრალოდ ლამაზ გოგოს არავინ არ გაცლის ინტროვერტობას, სახლში ჯდომას და წიგნების კითხვას – გინდა არ გინდა მოგცემენ იმ გემრიელ კანფეტებს რომლებზეც გაიყიდები, და გაიყიდება ყველა, უკლებლივ(მახინჯი დაბალი ბიჭები ყველაზე მეტად, იმიტო რო არც გაუსინჯავთ) – იმიტო რო არანაირი “ზეციური” ფასეულობა არ არის წიგნები – ყველას გვესმის რო ყველა მოვკვდებით და სიამოვნების და აღიარების გამოჩინჩვლა ცხოვრებისგან რაც უფრო მარტივია – წემ ლუდშე. რა თქმა უნდა არის “გაყიდვის” ლეველები, არიან ადამიანები რომლებიც ინარჩუნებენ საღ გონებას, მაგრამ მაინც “აბსოლიტური” (ეს გაგება რო პრინციპში იდიოტურია უკვე ავღწერე ზემოთ) – აბსოლიტური ინტრავერიის საშუალებას სოციუმისთვის სასურველი პარამეტრების მქონე ადამიანს სოციუმი არ მისცემს, და პირიქით – თუ “არ ვარგიხარ” და სხვა მისაწოდებელიც არაფერი გაქ – თუ გინდა მოკვტი 😀

აქვე ბარემ დავსძენ რო ყველაზე კაი ტიპი გოგოები, არიან გოგოები რომლებიც სექსუალური თამაშის დაწყების პერიოდში დიდად ლამაზებად არ ითვლებოდნენ და მანამდე ან სოციალური სქილები აკლდათ ან რამე და მოკლედ ბავშობაში ბევრს კითხულობდნენ და ბევრი დრო ქონდათ საფიქრალადაც და მერე 17-18 წლის ასაკში (უნი და შემდეგ) – აღმოაჩინა სოციუმმა მათში სექს-ობიექტი და “აჭამა” ტკბილი მარმელადები და დღეს არიან თან გააზრებული ნაშები – თან თავში რაღაც უყრიათ ❤

ხოდა ვერ ვიპოვნი მე ლამაზ ინტროვერტ გოგოს – იმიტო რო არავინ იმას ინტროვერსიას არ დააცლის, და თუ ვიპოვნი კიდე ალბათ რამე იმხელა პრობლემა ექნება რო ახლოს არ ეკარება არავინ

ისევე როგორც მე ძირითადში ინტროვერტი ვარ იმიტო რო სოციუმში მოხვედრისას, თუ მე იქ რამე წინასწარ მონიჭიებული “სტატუსი” არ მაქ, რაიმე დამატებითი “პარამეტრების” გამო, არ მსიამოვნებს სოციუმში ყოფნა იმიტო რო სოციუმს ვახატივარ, მე კიდე აღიარება მინდა და ყურადღება, შედეგად მინდა რო სახლში გავიქცე, ჩავიკეტო ჩემს “ლაბორატორიაში” და სამყაროზე შურისძიების ბოროტი დოქტორის გეგმები ვხაზო დაფაზე…

ხუინია ვსიო ეტო მოკლედ 😀

 

 

 

ვეძებ ინტრავერტ გოგოს

შესავალი: რა თქმა უნდა ვაპირებდი ეს პოსტი განყეებულად “ინტრავერტი გოგოები მითია?” – დამეწერა, მარა მიმდინარე სათაურით უფრო გულიდან ამოღებული და მართალი იქნება.

 

დავიწყოთ იქიდან რომ სოციუმში ზრდასრული მდედრებისადმი მოთხოვნები ძალიან… სადისტურია… მათ მოეთხოვებათ “მიიზიდონ” მამრი პარტნიორები.

აი პირდაპირ ასე, მოთხოვნაა  “მიმზიდველობა” – ზოგი ამ მიმზდიველობას ანხორციელებს “ტანით”, ზოგი გონებით, ზოგი მანერებით, ზოგი სტილით, ზოგი სოციალური წრის “დივობით” და ა.შ. და ა.შ. – როგორც წესი ამ პარამეტრების სხვადასხვა კომბინაციებით.

 

მარა თვითონ ფრაზა “მიმზიდველობა” – ჩანასახშივე ექსტრავერსიის მომთხოვნია.

შეუძლებელია ადამიანი იჯდეს სახლში, იწვეს ლოგინზე, იყურებოდეს ჭერში – ფიქრობდეს და იყოს მიმზიდველი გარშემო ადამიანებისთვის.

უბრალოდ იმიტომ რომ მიმზდველობის იმენნა level-1 არის “მიაწოდო შენი თავი” – “სცენაზე” – იმისთვის რო მერე იქ უკვე განახორციელო შემდეგი ლეველები (გარეგნობა/აზროვნება/საუბარი/იუმორი/მანერები და ა.შ.) – მეც კი არ ვარ “ბოლომდე ინტრავერტი” – ზუსტად იმიტო რო მე ამას ვწერ და ამით ვცდილობ ვიურთიერთო არა უბრალოდ მხოლოდ იმ 1-2 ადამიანთან რომელთანაც საინტერესო დიალოგი მაინტერესებს, არამედ მასებთან და… sort of ტრაკს ვათამაშებ. ინტრავერტების მთელი ქცევა მუდმივი ტრაკის თამაში/ქიცინია – რასაც იასნად არ აღიარებენ, ღმერთო ჩემო… ნწუ

ხოდა

მე ვარ დიდწილად გადამკვტარი ინტრავერტი, 50% მამრებისა ასეა, არფერი ამაში საოცრება არ არის.

მე მიყვარს სახლში ჯდომა, კინოების ყურება, წიგნების კითხვა, რაღაცეების წერა(მაგალითად ამის), ცხვირს ვყოფ სახლიდან მარტო საქმეებზე, სპორტულ აქტივობებზე, ბუნებაში გასვლები და პახოდები – ვსიო, არ დავდივარ არც დაბ.დღეებზე, არც ქორწილებზე, არც ქელეხებში, არც კლუბებში, არც პანაშვიდებზე, არასოდეს, არსად

მხოლოდ ვზივარ სახლში, ვმუშაობ სახლიდან(იმიტო რო ვერ ვიტან სამსახურის “სოციალურ” სიტუაციას, მაცლის ენერგიას და ვმუშაობ 10%-ს რაც შემიძლია), ვუყურებ კინოებს, ვიგონებ ახალ პროგრამებს, დევაისებს, ვაწყობ და ვშლი რაღაცეებს, ვკითხულობ ვიკიპედიას, ვკითხულობ წიგნებს(ბოლო დროა ხშირად), ხშირად და ხანგრძილივად ვფიქრობ რაიმეზე ბანაობისას, ჭურჭლის რეცხვისას, ჭერში ყურებისას, ხანდახან გიჟივით ბოლთას ვცემ სახლში აქეთ-იქეთ

სახლიდან გავდივარ სტრაიკზე, რაგბის სათამაშოდ, დავათრევ მანქანას(ებს) ხელოსნებთან, თუ ამინდია და ბენზინის ფული მაქ off-road-ზე, ან ველოსიპედით ვკატაობ(როცა ველოსიპედი მყავს), ასევე up ვარ ნებისმიერ სპორტულ აქტივობაზე ზოგადად თუ სადმე ვინმე დამიძახებს (პრობლემა იმაშია რო ინტრავერტებს დიდად არავინ არსად არ ეძახის იმიტო რო 99% შემთხვევაში ისე გაკვირვებული ვკითხავ “შიგ ხო არ გაქ? სად მოვიდე? კანუდოსი არა ყლე” – რო მერე ვერ ხვდებიან რო მამენტ ფეხბურთის, ფრისბის, ფრენბურთის თუნდაც კალათბურთის სათამაშოდ – სიამოვნებით მივალ.)

კი ეს ერთგვარი “პორტფოლიო” იყო, თან თქვენ გგონიათ რო გამარტივებული პორტფოლიო ხომ? – ნწუ it’s pretty much everything I ever do 😀

ა წიპერ ვაპროს: მდედრების 50%-იც ინტრავერტია?

ინტრავერსია გენეტიკური რამეა? – ჩანასახიდან არის? – თუ სოციალური ფენომენია, აღზრდის შედეგი? – მაშინ იქნებ ინტრავერტ გოგოებს პროსტო არ ზრდიან?

ან თუ “ჩანასახიდან” არის მაშინ საწყალი მდედრების 50% მუდმივად წამებაშია იმიტო რო “მოეთხოვებათ” ექსტრავერსია და დაეთრევიან ამ “ფაბლიქ” ადგილებში და გრძნობენ თავს საზიზღრად, ასობენნა გარშემო ექსტრავერტი და ამ სიტუაციებისთვის ბევრად უკეთესად შეიარაღებული მდედრების გარემოცვაში (საუბარია არა გარეგნობაზე, იმიტო რო თუ გენეტიკურია ინტრავერსია – გარეგნობასთან კორელაციაში არ უნდა იყოს, არამედ იმაზე რო ექსტრავერტებმა იციან მოქცევა ექსტრავერსიულ გარემოში). ისე აქვე დავსძენ რო ალბათ გარეგნობით ლამაზი ინტრავერტები იმდენად კარგი ექსტრავერტები ხდებიან და ისე სწრაფად რო ინტრავერტები აპრიორი არა-კლასიკურად ლამაზ გოგოებში უნდა ვეძებო თავიდანვე.

იქნებ ინტრავერსია ჰიპოფიზის განსხვავებული ფუნქციონირების ბრალია და “მრავალ კანალიანი ტვინს” (ქალების აბსოლიტური უმრავლესობა) ფიზიკურად არ შეუძლიათ “წყნარად” არსებობა? – ძაან მაინტერესებს თუ არსებობს ინტრავერტი მდედრი, რომელიც მშვიდად, იცის რატომ არ უნდა ის როგორც ყველა სხვა მდედრი იქცევა, არის თავისთვის, შინაარსიანად არსებობს და ამის მიზეზი ის არ არის რო მახინჯი კომპლექსიანი კოშმარია რომელიც სახლიდან არ ყოფს თავს და პლასტიკურ ოპერაციაზე ოცნებობს რო გავარდეს სახლიდან და “გადაიჯვას” თავზე…

ხოდა აი როგორ აგიხსნათ რო ჩემთვის თქვენ, ექსტრავერტები, ისეთივე… ისეთივე კომპლექსიანი შიგნაკრავი გიჟები ხართ – როგორც თქვენ გეჩვენებათ რო სახლში მჯდომი ადამიანი რომელიც სახლში ბოლთას სცემს და ხან ჰაერში ისვრის ფრაზებს  – კომპლექსიანი გიჟია?

აი რაღაც გადარეული ტიპები რომლებიც ვეჩნა “დასდევენ” რაღაცას, უხილავ პეპლებს, სუ უნდათ ვიღაც ნახონ, წავიდნენ იქედან იქ, იქედან იქ, იქედან იქ, სუ გრძნობა აქვთ რო “რაღაც გამოტოვეს”, ვაიმე გაიქცა მატარებელი, ვაიმე გამოაკლდა სასტავს – არაფერი რო არ იცვლება არადა, ერთი და იგივე cheap talk-ი და ერთი და იგივე სიცარიელე, ჩემ თვალში ეს არის ისეთი ცარიელი საყლევეთი…

მე სუ გრზნობა მაქ რო დრო გამირბის, რო დავაგვიანე რაღაც, რო ვერ ვასწრებ რაიმეს… მარა ადამიანები? – მკიდია ადამიანები, არასოდეს არ მაქ გრძნობა რო რამეს გამოვაკლდი… და პაშლი ვსი ვსე…

ზუსტად ისეთივე როგროც თქვენ თვალში არის “ცარიელი საყლევეთი” სახლში ჯდომა 2 დღე გადაბმულად და ცხვირის არ გაყოფა… მე მესმის – ვიაზრებ რო პროსტო სხვადასხვანაირები ვართ და მე თქვენზე უკეთესი არ ვარ, თქვენ იაზრებთ რო მე არ ვარ თქვენზე უარესი?

მეტიც – ხშირად ის “შიგნაკრავობა” რასაც მე მივაწერ “ქალობას” – რეალურად ექსტრავერსიის ამბავია, ექსტრავერტ კაცებთან უბრალოდ იმდენად არ ვურთიერთობ და იმდენად მკიდიან რო არც ვფიქრობ მათზე, თორე რო დავფიქრდე ეგეთივე შენძრეულებად მეჩვენებიან, კომპლექსიან ცარიელ გაბერილ სირებად რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ და თავის თავი მაინც დიდი ვინმეები გონიათ – კი, usually უმეტესობა ქალზე ვფიქრობ რო არავინ არ არის, ტვინი მაგას არ აქ, ინტერესები არ აქ, დაჟე ხშირად სამსახური არ აქ, არაფერს არ წარმოადგენს, ჩაიცვამს რაღაცას, დაიხატება და დადის და თავი ტორტი გონია… – უბრალოდ მე ასეთ კაცებზე საერთოდ არ ვფიქრობ თორე რამდენია ეგეთი ტიპი, არაფერს რო არ წარმოადგენს, დაჟე უსაქმური როა მარა ჩაიცვამს “თესლად”, დაკერავს სიფათს და დადის თავი ტორტი გონია

სანამ კისერში მომახტით – ყველანაირი გამონაკლისები არსებობს, არსებობებნ მარტლა საინტერესო ექსტრავერტი ადამიანები, სქესის მიუხედავად – პროსტა ხშირად ექსტრავერტები უშინაარსონი რჩებიან იმიტო რო მათი “შინაარსი” არის აღიარების მიღება გარშემო ადამიანებისგან და რაც უფრო იაფად მიიღებენ – უფრო ენერგო ეფექტურია და ამიტომ ყველაზე იაფიან გზებს ირჩევენ. თორე ზოგადად აღიარება ინტრავერტებსაც გვიყვარს, პროსტო იაფიანი გზები ჩვენი არ არის და ვერ ვშვებით და არ გამოგვდის და ამიტომ მერე გრძელ და რთულ გზებს დავდევთ.

 

მარა მთავარი უბედურება არის იმაში რო ინტრავერტ კაცებს მოგვწონს ექსტრავერტი ქალები და ექსტრავერტი ქალებიც ხშირად გვირჩევენ ინტრავერტ კაცებს…

 

რატო? – იმიტო რო ინტრავერტი კაცები პროსტო მგონი 1-ხელაც კი ვერ ვიკვეთებით ინტრავერტ მდედრებთან, ფიზიკურად – დამთხვევა ვერ ხდება in time and space

და გვიზიდავს ექსტრავერტი გოგოების “ამოუცნობი არსებობა და შინაგანი ძრავი”, რაღაც პონტში ჩვენი “წარმომადგენელი” გარე სამყაროში – არის ის მდედრი თუ რაღაც დამაგვარი…

და ექსტრავერტ გოგოებს კიდე უსწოდებათ ინტრავერტი კაცების “შედარებით სიმშვიდე” (ურთიერთობის პონტში) და კიდევ უსწორდებათ რო ინტრავერტ კაცებს კაკბი “შინაარსი” აქვთ

პროსტო ეს შინაარსი დიდხანს ვერ “კვებავთ” და უნდებათ გაქცევა და “იმის ნახვა, იქ გასვლა, მერე იქ მისვლა, აქ გაჩითვა” – და ინტრავერტი კაცი ზიხარ და ფიქრობ – რა ყლეს იღებს ამ ყველფრიდან? – რა შეემატა?  – WTF is all that for საერთოდ??

 

არ ვიცი მინახავს თუ არა ჭეშმარიტად ინტრავერტი გოგო… (და არა უბრალოდ კომპლექსიანი დურა რომელიც ყველა სასტავში დადის და პროსტო იმის ტრაკი არ აქვს არც გარეგნულად არც ინტელექტუალურად რო ყურადღება მიიქციოს, დგას კუთხეში და ხმასაც რო გასცმენ 3 სიტყვას ვერ აბამს საინტერესოდ) – და თუ მინახავს შემიმჩნევია?

როგორ ვიპოვნო? – ფეისბუქზე არიან? – ქუჩაში რო დადიან რითი განსხვავდებიან?

სად არიან ინტრავერტი გოგოები? – ინტრავერტ კაცს ხო 2 წუთში ეტყობა რო ინტრავერტია და ადვილი ასარჩევია “თუ გინდა” – ინტრავერტ გოგოს ეტყობა? – სად არი? – როგორ იქცევა? – რა აცვია? – აიფონი აქვს თუ ანდროიდი?

მე მგონია რო სოციუმი იმდენად დედას უტყნავს ქალების ფსიქიკას რო ინტრავერტი გოგოების 90% ვერც კი ხვდბა რო ინტრავერტია და უბრალოდ გონია რო “ბანძია” – და ექსტრავერტების მსგავსად სუ გული მიუწევს “გავარდეს და სასტავში იწრიალოს” – ოღონდ არა იმიტო რო ეს მისი ნატურაა, არამედ იმიტო რო თუ “გამოუვიდა” – სპორტულ წარმატებულობის შეგრძნებას იღებს – რო აი შეუძლია რაღაც რაც რეალურად beyond her ability-ა და მან მაინც შეძლო და ცოტა ხანი “ბანძი” აღარ არის!

მე მჯერა რო სადმე არიან ინტრავერტი გოგოები რომლებმაც ეს ქნეს, გახდნენ ეს “სასტავის” ცენტრებიც და მერე მიხვდნენ რო ეს ის არ არის რაც უნდოდათ და საზრიანად გამოინტრავერტდნენ უკან(არადა როგორ გინდა დათმო ამდენი წლების ნამუშევარი)

მარა  aლბათ მათაც ჩემი უბედურებისა არ იყოს, დაჟე თუ არსებობს ინტრავერტი მდედრი იმასაც ექსტრავერტი საპირისპირო სქესი იზიდავს და კიდევ დიდხანს მომიწევს ახსნა რო ოე – :ხელების-ჰაერში-გასავსავება: – დამინახე, რად გინდა ეგ ვეჩნი ნერვების გლეჯვა

ენივეი, ბოძზე მიკრული განცხადება ჩამოსახევი ნომრებით:

ინტრავერტო მდედრო, ვარ ინტრავერტი მამრი, მიყვარს ის რაც შენ – სახლში გდება, ფიქრი, ხანგრძლივი დიალოგი რამე ყლეობა ღრმა ფილოსოფიებზე, ჩხირკედელაობა, კითხვა, ყურება, სმენა, ძილი, ვ ხუდშემ სლუჩაე სადმე წათრევა და შაგაობა უკაცრიელ გარშემოში – სუ 4 კედელშიც არ ვზივარ – გეძებ, გამოჩდნი, რავი – პლზ…

 

პ.ს. მესმის რო ბევრი არ დაეთანხმება ინტრავერსიის ჩემ გაგებას და ჩემ ვერსიას, ინრავერსიის პანიაწიე რასწიაჟიმოე, მზად ვარ დღეები გადაბმულად გემსჯელოთ ამაზე 😀