ფემინიზმის შესახებ

ბევრს არ აქვს უნარი ამოიცნოს ირონია, სარკაზმი და დიპლომატია და ამიტომ მთვლის “სექსიზმის პატრიარქად” – არადა ვინც მიცნობენ პირიქით, თვლიან რო ყველაზე არა სექსისტი ვარ ვინც შეხვედრიათ, იმიტო რო შინაარსში და საქციელში ვარ – არა სექსისტი და თუმც ვერ ხვდებოდნენ ყოველ წამს პოლიტიკას და დიპლომატიას ჩემი საუბრის უკან – ხვდებიან რო სექსისტი არ ვარ ნამდვილად

ხოდა ვინაიდან დანარჩენი პოსტი არც ისე ტრივიალური იქნება მათთვის ვინც 1 სიბრტყეში აზროვნებს მხოლოდ, დავიწყებ იმით, რომ მე ვთვლი რო ადამიანების გარემო ძალიან უსამართლოა მდედრების მიმართ

წერტილი

ამას არცერთი სექსისტიც კი სინამდვილეში არ უარყოფს, უბრალოდ თუ მის გვერდით დადგებით და ისე დაელაპარაკებით (და არა წინ და თითს დაუქნევთ ცხვირთან აწეული ტონით ყვირილით)

ის აღიარებს საუბარში რო ხვდება რო ქალებისადმი სოციუმი ძალიან უსამართლო და ხშირად ბოროტია, მთელი სოციუმი როგორც ერთი მთლიანი, არა მხოლოდ კაცები, მთლიანად – აღზრდა, სკოლა, ქალების გარეგნობის კომპლექსებზე აგებული “სილამაზის წარმოება”, დედის ინსტიტუტი, თუნდაც ისევ სილამაზის ცნება და მილიონი ყლეობა – ყველაფერი ქალების წინააღმდეგ უსამართლოა

სტანდარტული გაგებით კი მთავარი რატომაც კაცებმა არ უნდა ვილაპარაკოთ ქალების მძიმე ცხოვრებაზე არის ის რო კაცებს არ გვესმის ქალების

მე კიდე გეტყვით რო ქალებს არ გესმით კაცების

და ვიძახოთ ეხლა არ გესმით არ გესმით და კიდევ უფრო გამოგვეყავით ცალკე კასტად და მერე იძახეთ რატო გვებრძვითო…

თქვენ არ გესმით რო კაცი 2 მილიონი წელია ყალიბდება სადისტად და მკვლელად

2 მილიონი წელია ჯუნგლების კანონი და პირადად თქვენ, ქალები, ირჩევთ იმ კაცებს რომლებიც უფრო ძლიერები, უფრო დაუნდობლები და უფრო უზურპატორები არიან(დღემდე იგივე რამეები გიზიდავთ ფიზიკური და მორალური ძალა, გავლენა, ლიდერობის უნარები, რაც მოიცავს კიდე უფრო მეტ დაუნდობლობას ძირითადად)

შედეგად ჩვენ, დღევანდელი კაცები, ვართ პიკი ამ 2 მილიონ წლიანი გადარჩევისა (2 მილიონი მინიმუმ)

გეუბნებით, ეს თქვენ არ გესმით

მე “პირადი საუბარი” გამიმართვს რავი… 200 მამრთან მაინც, 5 სხვა და სხვა ქვეყნიდან, და 99% აღიარებს რო ხშირად ფიქრობს ძალადობაზე, ადამიანების მოკვლაზე, ყაჩაღობაზე, მომრეობაზე, ზოგი გაუპატიურებაზეც, არა მარტო მდედრების მიმართ კსტაწი და ა.შ.

და მერე თრგუნავს ამ ემოციებს თავის თავში

აი როგროც თქვენ, წარუმატებლად, ცდილობთ პიემესები თრგუნოთ

კაცებისგან მოთხოვნა – არ იძალადონ – ეგეთივე, ზუსტად თან, ჟანრის მოთხოვნაა, ისევე ჰორმონების მართული.

ოღონდ აი როგორც თქვენ სუ მატრკავეცობთ რო “რა მოხდა ეხლა აიტანეთ ჩვენი პიემესი” – აი ეგრე უნდა ვიმატრაკვეცოთ ხოლმე ჩვენ – რა მოხდა ეხლა შემოგვეუპატიურეთ…

იმიტო რო ერთი და იმავე წერტილიდან მომავალი ჰორმონების ბრალია ორივე, კაია?

და თქვენ არ გესმით რო თქვენ 2 მილიონი წელია ყალიბდებით ჩვენზე დამოკიდებულ არსებებად, ჩვენ გარჩევთ – ყველაზე დამოკიდებულებს, ყველაზე დამთმობებს, ყველაზე “ერთ ადგილზე გამჩერებლებს”, ყველაზე სუსტებს(რო ხელი ვერ შეგვიბრუნოთ და რო ადვილად გაუპატიუროთ)

ხვდებით რამდენი ასეული ათასი თაობა “მარტოობაში კვდებოდნენ” ოდნავ მაინც ძლიერი ქალები, დამოუკიდებელი ქალები და ა.შ. და ვერ ტოვებდნენ შთამომავლობას? – და მორჩილი ქალები ტოვებდნენ დახუია შვილებს…

თანაც გენეტიკა ისეა აწყობილი რო დედის ზოგიერთი თვისება მხოლოდ გოგოებზე გადადის და ბიჭის მხოლოდ ბიჭზე, ნუ სხვანაირად როცა იყო იმათი შვილები ვერ ტოვებდნენ შთამამოვალობას, ბიჭები დამთმობები გამოდიოდნენ და გოგოები ძლიერები და…

ხოდა კულტივირდებოდა დამჯერი, სუსტი, მეოჯახე, დამთმობი, “ლამაზი” (რომელიც ძირითადად ჯანმრთელს ნიშნავდა) ქალები

და არსად არ ფიგურირებდა არც თავისუფლება, არც დამოუკიდებლობა, არც სიძლიერე, არც საკუთარი აზრის ქონა

და ეხლა 2 მილიონი წლის ბოლოს თქვენ ითხოვთ თანაბარი უფლებებით და წილებით შემოსვლას აკულების და ნიანგების ბაზარზე

და მთელი ეს თქვენი შემოსვლა იმ წამს დამთვრდება როცა კანონი აღარ იკანონებს, წუთებში მორჩება მთელი ფემინიზმი და ემანსიპაცია – როგორცკი კაცები იტყვიან რო მოიცა, მოიცა, იცი რა, მოდი აღარ გვინდა ეს

და ვსიო, წერტილი

მთელი თქვენი დიპლომატიამოკლებული წიკვინი და “ფუჩუ შემიძლია პლაკატზე დავწერო” მატრაკვეცობა დაემხობა იმ წამს როცა კაცები თვითონვე გადაწყვეტენ ამის უფლება აღარ მოგცენ

ბევრი როცა ფანტაზირებს “პოსტ აპოკალიფტურ” სამყაროზე წარმოესახება ძლიერი ქალები, რომლებიც იბრძვიან კაცების გვერდი გვერდ, ტყავის ჯავშანი, dual პისტოლეტები კაბურაში…

ნწუ! – პოსტ აპოკალიფტური სამყარო იქნება ისევ ისეთივე ტოტალურად სექსისტური, როგორც იყო წინა 2 მილიონი წელი, სადაც ქალის ადგილი იქნება ქოხში, გაბერილი მუცლით, 5 შვილის დავნაში და მუდმივად ნაცემი იმიტო რო კაცს დააჯვა ტომის ბელადმა რაღაცაზე და ამან ჯავრი თავის ქალზე იყარა მისი ცემით რამე სისულელის გამო სახლში, სამაგიეროდ მშვიდი წავიდა სანადიროდ მეორე დღეს და ისევ ენდობოდა ტომის ბელადს და ამიტომ მთელი ტომი უფრო ძლიერი იყო – როცა ქმარი მოდიოდა და ქალს ცემდა ტომის სხვა მამრი წევრების ცემის ნაცვლად…

and u can’t really do anything about – really, თქვენი მოძრაობა არსებობს მანამ სანამ მე – მამრი, ვუპირისპირდები სხვა მამრებს და მოვუხმობ მათში დედებისგან ნასწავლ “რაინდულ” გრძნობებს რო ქალს უნდა კარგად მოვექცეთ და რო ქალიც ადამიანია, როგროცკი მე – თქვენი აზრით სექსისტი კიბორგა, ჩავიქნევ ხელს თქვენი უფლებების დაცვაზე – თქვენ გადაგივლიან

(მე აქ კრებითია იასნად, და კრებითობა პირველ რიგში მთავრობაა – როგორცკი მთავრობა იტყვის მოგვბეზრდაო, ფემინიზმი დამთავრდება, თუ კაცებს მობეზრდებათ პაგალოვნად და მთვრობა არ იტყვის მაგას – ჯერ მთავრობას დაამხობენ, მერე ის მთავრობა იტყვის… )

ბუნდღლიც არ დარჩება ისე გადაგივლიან, როგორც უნდათ ისე მოგექცევიან და “კაცი არ იქნება ხმის გამცემი” – პირდაპირი გაგებით, იმიტო რო მარტო კაცების გაცემულ ხმას აქვს აზრი ჯუნგლების კანონების პირობებში

ყველა კაცები შეთანხმდებიან რო არ გვაწყობს მათთვის თანაბარი უფლებების მიცემაო და მორჩა

ხვდებით ხო?  – ნებისმიერ ფემინისტს დავუჯდები, რამე სხვა ცხოვრებისეულ მაგალითს ავიღებ და დიალოგის შედეგად თვითონვე იტყვის რო ეკონომიკურად წამგებიან შეთავაზებაზე “ვთანხმდებით” და ვიბრძვით და ვიღიმით “პრადვინუტი კაცები”, არაფერს ჩვენ არ ვიღებთ – და მილიონ რამეს ვთმობთ, და კიდე გვეჯმება გზა და გზა და გვეგინება და კიდე ირაციონალურ მარაზმში გადასული ცირკიც უნდა ვითმინოთ ალაგ ალაგ და ვაპრავოთ იმიტო რო “ჩვენ არ გვესმის მათ რა ტკივილი გამოიარეს”

და უმეტესობა კაცი გულის სიღრმეში ამას ელოდება, გესმით ეეს?

უმეტესობა კაცი აღიქვამს კანონების მორჩილებას “სისუსტედ”, ზოგადად, მართლა დაადებინეთ ხელი ძუძუზე რო არ მოიტყუოს და დაელაპარაკეთ და გამოგიტყდებათ რო “სისტემის ნაწილობა” მამრის აზრით სისუსტის გამოხატვაა

და ეგრეც არი, ცივილიზაცია მოიგონეს სუსტმა ადამიანებმა, მაშინ როცა საკუთარ ქონებას, საკუთარ ქალს, საკუთარ სიცოცხლეს მარტო ვერ იცავდი – ჯგუფდებოდი სხვა წევრებთან და რაღაც basic წესებზე თანხმდებოდი, რო მოდი მე შენ ცოლს არ მოვტყნავ, რო შენ არ გაგიხდე მოსაკლავი მერე, შენ ჩემ ცოლს არ მოტყნავ, მოდი კიდე არ მოვპაროთ ერთმანეთს, იმიტო რო შეიძლება მე შენ მოგერევი, მარა მჯობნის მჯობნს რა დალევს – და სხვა მომერევა, ან კიდე მომეპარები შენ ჩუმად და მომკლავ მერე მორევის გარეშე და მოკლედ მოდი არ გვინდა, მოდი არავინ არ მოვიპაროთ – ვინც მოიპაროს ხიხიაა და გალიაში ჩაჯდეს, კაი? – კაი, პარუკამ

და როცა მილიონჯერ მაინც დაარღვია ყველამ ეს წესი და მერე მილიონჯერ იწვნია შედეგი რო საბოლოო ჯამში მაინც ჯობია წესებიანი სამყარო იყოს ვიდრე უწესო, ნელნელა გამოიბრძმიდა მიმდინარე მდგომარეობა

(პლიუს ზოგი მიხვდა რო არ გინდა მერე ის ძლიერი მომპარავი მოძალადე დაიჭირო და გალიაში ჩასვა? – ხოდა მოიგონეს ამიტო რო იცი რა, აქ შეიძლება ვერც დაგიჭირონ, ვერც მოგერიონ და ვერც გაგსაჯონ – მარა გარდაცვალების მერე იქ – უუუუუდუდუდუ როგორ დაგენძრევაა!!!)

გავიდა ხანი და ქალები მიხვდნენ რო იმდენად რაფინირებული წესებია საბოლოოდ რო შეიძლება ქალმაც მოითხოვოს რამე და პრინციპში ძალადობის აკრძალავა, თურმე, მასაც იცავს – რაც სუ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ არ იყო თვალსაჩინო კსტაწი

მარა სინამდვილეში მთელი ქალების თანასწორობა – დაფუძნებულია კაცების ნებაზე მისცენ ეს თანასწორობა, იმიტო რო კაცები არიან ძალის და თავისუფლების უზუპრატორები, გესმით ეს?

ბუნება მუშაობს ეგრე, თავიდან პროსტო ძლიერი კაცები აუპატიურებდნენ ქალებს

მერე ჭკვიანი ქალები თვითონ ირჩევდნენ ერთ მთლად ძლიერს რო ქე მაინც რამე კონტროლი ქონოდათ საკუთარ გაუპატიურებაზე, პარალელურად ის ძლიერი კაცი როგორც წესი უკეთესად არჩენდა და მეტი შვილები რჩებოდნენ ცოცხლები(და ძლიერები) და ეს დედა ასწავლიდა გოგო შვილებს რო დროზე აირჩიე ძლიერი კაციო – არც მთლად ლეიბივით გიხმარენო და უკეთესადაც იცხოვრებო, შვილებიც ძლიერები გაგეზრდებიანო და კიდე ბებრობაშიც საჭმელს იმდენს მოიტანენ სათქვენოდაც დარჩებაო… გაამრავლეთ ეხლა ეს ასობით ათას თობაზე

და დგახართ მერე და “ორგაზმი კაცების გარეშე” – არავის არასოდეს აღელვებდა თვენი ორგაზმი, თქვენი ორგაზმი გახდა ინტერესის სფერო მარტო მას მერე რაც კაცებმა, უსაქმურობისგან და ზედმეტად კაი ცხოვრებისგან, გადაწყვიტეს ამით დაინტერესება, ნიხაწიწე კაკ ხაწიწე გეტყვიან ბოლოს – ნამ კაკ ბილო ნასრაწ, ტაკ ი ბუძიტ ნასრაწ-ო

როგორცკი მე ჩავიქნევ ხელს თქვენზე(მე ისევ კრებითად) იმიტო რო ყლეობაში გადაგეზარდათ მანამდე სავსებით სწორი თეზისები, და რო დავინახავ რო ვინმე აუპატიურებს ვიღაც გოგოს(და სრულიად ჰკიდია მისი ორგაზმი) და ვიტყვი რო ხო რავი, მკიდია – მოსტყვნია პატრონი თქო და გავიხედები მეორე მხარეს, ეგ პლაკატი ვაფშე შინაარსს დაკარგავს – იმიტო რო 2 მილიონი წელია ქალებს ორგაზმი თუ ვაფშე აქვთ – კაცების გარეშე აქვთ ძირითადად ხოდა, უუფლებოებს და პრაქტიკულად მონებს – გინდა გქონიათ ორგაზმი, გინდა არ გქონიათ – ნამ კაკბი ადნახუისტვენნო

და თუ ვინმე ფემინისტური-დიმპიტაურის მონაწილეს ჰგონია რო რამე პონტში რომელიმე მათი მოძრაობის გარეთ მყოფი ქალის ცხოვრების ავ-კარგიანობა შეცვალა ამ ტრაკის თამაშით, ძაან ცდება

ყველა ქალი ვინც ძლიერი და საინტერესო ტიპია დღეს, ასეთი არის საკუთარი თავის დამსახურებით და საკუთარი ბრძოლებით რომლებიც პირადად მოიგო, საკუთარი დიპლომატიით და “ჩემი ფუჩუ მუტელია” პლაკატები მხოლოდ ხელს უშლის მას იმიტო რო დიპლომატიის მთავარი იარაღი არის აუხსნა ადამიანს რო “მე შენიანი ვარ” და მერე ეცადო მოილაპარაკო რამე სამართლიან გაყოფაზე

და ყოველი ეგეთი გამოხტომა იწვევს კაცების რადიკალიზირებას – იმიტო რო როცა შენ იძახი “მე ვარ ზანგი!” – მე ვინაიდან ობიექტურად შავი კანი არ მაქ, გამოდის რო თეთრების ჯგუფში მიკარი თავი მინდა არ მინდა! – და თუ მე აპრიორი უფრო ძლიერი ვარ და შენი უფლებაც კი იძახო – მე ვარ ზანგი – ჯამში ჩემი კეთილი ნების შედეგია, there is only so much სანამ მეც კი, ვისაც არ მისწორდება ვიყო ის ტიპი რომელიც ზანგს გეძახის – დავიკიდებ კაი ტიპობას

და სინამდვილეში ძლიერ და წარმატებულ ქალებს მერე უწევთ პირად ურთიერთობებში ამ უკმაყოფილების დემფირება, ისევ ახლიდან დარწმუნება რო “ჩვენ ერთ მხარეს ვართ” – და მერე იქედან მუშაობა ჯერ სიტუაციის თანაბრობის დასაბრუნებლად, და მერე შესაძლოა იმის მისაღწევად რო ობიექტურად შენზე ძლიერმა და გავლენიანმა არსებამ – არათუ შენზე არ იძალადოს, არამედ თავის ნებით დაგისვას თავზე (ამჯერად საუბარი მაქ კარიერული თავზე დასმის უფლებაზე)

და კი ეს დედამოტყნული – არაფერი არ “გეკუთვნით”, არ არსებობს კუთვნილება, საქართველოს არ ეკუთვნის დამოუკიდებლობა და თუ არ იბრძოლებს დაკარგავს, და ეხლა აკეთებს იმას რო წუწუნებს ამერიკასთან, და ეს ტაქტიკაც გამართლებულია სანამ ამერიკა თამაშობს რო არ კიდია პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობები, მარა თუ დასჭირდა – დიდი 7-ეულ მოილაპარაკებენ ერთი ამათი კარგიცო და დაგვინაწილებენ ვისაც რომელი უნდოდა, არა ერთხელ მოხდა ეგ ისტორიაში უკვე

ხოდა გეკუთვნით – თქვენ კუხნა, და კაცებს დუბინკა და ერთმანეთის კვლა(და ქალების კიდე, პრიკუპში, იაფად)

ყველაფერი თანაბარ უფლებიანობა რაც მიღწეულია არის კაცების კეთილი ნება და კაცების ძალიან მაღალი კულტურის მაჩვენებელი და კი არ გეკუთვნით – იმ ქალებმა დაიმსახურეს, სკურპულოზური მუშაობით, რომლებმაც დიპლომატიურად იმუშავეს წლები და საუკუნეები

და უბედურებაც ეს არის რო “ფემინიზმი” და “ფემინისტური-მოძრაობა” ჩემთვის უკვე გაიყო, როგორც აი დიდი ხანია ყველა აზრიანი ადამიანისთვის გაიყო “რელიგია” და “ეკლესია” – იმიტო რო რაც ეკლესიაში ხდება ბოლო 50 წელია(ნუ ადრეც იყო ასეთი ციკლები, let’s be honest) ყოვლად შორს დგას იმიდან რაც რელიგიაა და გიწევს შეეგუო რო ერთი სახელი ქვიათ – მარა სუ სხვა და სხვა რამეა კაი ხანია…

უბედურება ეგ არის რო შეიკრიბნენ ჯგუფად და ერთი იძახის რამე აზრიანს, მეორე იძახის სავსებით გასაგებს და უცებ გვერდში უდგებიან ვიღაცეები რომლებიც ბოდავენ ნონსენსს, მესამეები ტრაკში ითხრიან სარს, ამით ყველაფერს აუფასურებენ და მაინდამინც ამას უნდა მისცენ აქციის ფორმა და უნდათ რო ტაში დაუკრა ამისთვის – და შენც ხარშავ მერე ერთ ქვაბში რა ქნა, ერთად დგანან, ერთმანეთს ხელი-ხელს ბანენ, ზნაჩიტ ერთი სასტავია…

იგივე ხდება რელიგია-ეკლესიაზე, სუ ამას ვედავები “კარგ” მამაოებს – რო ან თქვენით გამოცხრილეთ ვინც თქვენთვის როგორც რელიგიისთვის მიუღებელია და გარიყეთ, ან ჩვენ – ხალხი გხედავთ ერთნაირებად იმიტო რო ერთი და იგივე “საქმეს” აკეთებთ და ჩვენ რო გამოგარჩევთ – მერე თქვენც იმათ იცავთ როგორც თქვენიანებს და ჰა…

და ამ ამბავს, უკვე კაი ხანია, არავინ აღარ აღგიქვამთ “ქალების დამცველებად” – ჩემთვის ქალების დამოუკიდებლობის, სიძლიერის და ა.შ. დამცველები არიან ჭკვიანი, მეთოდური, რაციონალური,  გავლენიანი, ძლიერი ქალები რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ, რომლებსაც არავის მიცემული “უფლება” არ სჭირდებათ არაფერზე, რომლებიც ყველაფერს აღწევენ და რომლებსაც ესმით თანაც პრობლემაც და ცდილობენ სადღაც დათმონ, სადღაც მოიგონ

ფემინისტური მოძრაობა დიდი ხანია გახდა “ქალური შტერუკელობის” სინონიმი, არადა არიან იქაც ვინც არ არის შტერი, მარა პრობლემაც ეგ არი რო ვერც გამოეყოფიან, ვერც იმათ მართავენ ვინც დურაკელაა და ყურადღების მისაქცევად სრულ იმბეცილიზმს აწვება…

დაფიქრდით მაინც რომ კაცები პირველ რიგში ერთმანეთისადმი ვართ დაუნდობლები და უსამართლოები, თქვენდამი რაც ხდება ეტა იშო ცვიტოჩკი, სკაკოვა ხუია გგონიათ რო მარტო იმიტო რო სქესი გაქვთ სხვა მიიღებთ ყველაზე ჩესნი და თბილ-რბილ თამაშის პირობებს?

მიიღებთ საუკეთესო შემთხვევაში “სითანაბრეს” – რომელიც მდგომარეობს იმაში რო მოგექცევით როგორც ერთმანეთს ვექცევით, და ჩვენ შორის იგებს ის ვინც უფრო ძლიერი და უფრო ტირანია, შეგიმჩნევიათ? – და მაგ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, ლოკალურად ალაგ ალაგ შეიძლება, მარა საბოლოო ჯამში მაინც მივა ფიზიკურ გასწორებამდე საქმე და იქ წააგებთ, იმიტო რო თქვენ, 2 მილიონი წელია, ჩვენ – გადაგარჩიეთ სუსტები და დამჯერები და თქვენ გადაგვარჩიეთ ძლიერები და აგრესიულები

ამიტო ერთადერთი გზა, და ის რამაც შექმნა ადამიანი, შექმნა ცივილიზაცია და ვაფშე – არის ტანდემში მუშაობა და არა დაპირისპირება როგორც ამას ეხლა ფემინისტური-მოძრაობებშიკები შვებიან, დაგვიჯექით, სათითაოდ, გველაპარაკეთ, გვითხარით თქვენ რას თმობთ სანაცვლოდ, აგვიხსენით რატომ ჯობია ასე და არა ისე, გვითხარით რომ იმასაც იაზრებთ რო ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გვაჩვენეთ როგორი ფასეულია თქვენი შენატანი საერთო საქმეში დაუღალავი მუშაობით

დაგვარწმუნეთ რო წინააღმდეგ კი არ ხართ – ჩვენს გვერდით ხართ, შექმენით ვითარება როცა თქვენი გვერდით ყოფნა უფრო გვაწყობს ვიდრე უთქვენობა, როცა თქვენი თანაბრობა უფრო გვაწყობს – ვიდრე უსამართლობა, ამას შვებოდნენ, ათასობით წლებია ქალები, ჭკვიანი, ძლიერი ქალები და როცა მოვიდა სოციუმი იმ რეგულირებულ ფორმამდე რომელიც დღეს არი – კიდე უფრო მეტის მიღწევა შეიძლება სწორად მიდგომით

აგერ გუშინწინ ვკითხულობდი, ვინც Black Sail -ებს უყურებთ, Anne Bonny პერსონაჟი ნამდვილია, მართლა იყო ქალი პირატი, მართლა რექჰემის გოგო იყო და მართლა ცურავდნენ და მართლა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბრძოლაშიც, არც ფემინიზმი იყო მაშინ და არც ემანსიპაცია

უბრალოდ გენეტიკური მუტაციის და მშობლის აღზრდის გამო გოგო გაიზარდა ბიჭად, ეძმაკაცებოდა ბიჭებს,  ძმაკაცურად ეძმაკაცებოდა, დანით დადიოდა და ხალხს ჭრიდა, იყო დაუნდობელი ძლიერი და სადისტი

ბავშვიც გაუჩენიათ ოღონდ სავარაუდოდ ან მოკლა, ან მიაგდო

მაგაშია საქმე – ძლიერი ქალების არჩევა არ ხდებოდა საუკუნეების მანძილზე იმიტო რო ძლიერი კაციც ეგრე მოექცევა ბავშვს რთულ ვითარებაში, ბავშვი “აბუზაა” – გადააგდებ დაიკიდებ და მეტი არ დაფეხმძიმდები, ამიტო მათი გენი ქრება

ჩვენ ეგეთი ცხოველები ვართ, ჩვენი ქალი 9 თვე მაკეობს და ორ ფეხზე სიარულის გამო ძალიან მოუქნელია ამ დროს, ბავშვი კი დაუსრულებელი იბადება და 5 წლამდე შეუძლოა გადარჩეს დამოუკიდებლად, რის გამოც ვინმემ იმ ბავშვს უნდა მოუაროს

მნიშვნელოვანი დეტალი აქ არის ის რო სეზონი 3 თვე გრძელდება ჩვენს პლანეტაზე – რის გამოც მინიმუმ 5 ზამთარი უნდა გადაატანინოს დედამ – შვილს, თორე ცხოველები რომლების შვილიც 3 თვეში საკმარისად დამოუკიდებელია – მაკეობენ “სწორ” სეზონზე და მერე ზამთარში უკვე დიდი შანსები აქ შვილს დედის დევნის გარეშეც – ჩვენთან კი არა ერთი, არამედ 5 ან 10 ზამთარი უნდა “ათრიოს” დედამ შვილი

შედეგად კი ის ქალიც არ ვარგა მონადირედ და ელემენტარულ ჩხუბს ვერ გადაიტანს ცოცხალი

ჩვენმა ტვინის ზომის ზრდამ – გამოიწვია ბავშვების დაბადება “შეუმდგარი” ტვინებით და გადარჩენის სურვილმა გარკვეულ პირობებში – პრიმატის 2 ფეხზე სიარული და პრობლემები… მარა ტვინი აღმოჩნდა გადარჩენის ყველაზე ძლიერი იარაღი, და არ გადაშენდა ეს ცხოველი – რომლის ქალიც ისეთი სუსტია თავის თავს ვერ დაიცავს ვერავისგან და ვერაფრისგან და ვერც შვილებს, ამიტომ კაცები რადიკალურად უფრო ძლიერები არიან და 2 კაცის საქმეს აკეთებენ, სამაგიეროდ ქალები იტანენ ჩაგვრას და “support”-ის როლს

და ის რო დღეს კაცები თავის ნებით თმობენ საკუთარ ძალაუფლებას, დიდი საოცრებაა, და რეალურად თმობენ იმიტო რო სოციუმებმა ისეთ მოწესრიგებულობას მიაღწიეს რო კაცებს შეუძლიათ მოეშვან და ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა აღარ არის საჭირო, მარა როგორცკი ურემი გადაბრუნდება – ეს ტანდემი ისევ აუცილებელი გახდება

ისიამოვნეთ მანამდე იმით რო თქვენ გარშემო მამრები გისმენენ, ყურს გიგდებენ, თქვენი აზრი აინტერესებთ და თქვენი ორგაზმი – მათი მიზანი და ბედნიერებაა და ნუ ჩაჩხავიხართ ყურში რაღაც ბრტყელბრტყელ თეზისებს ნორმალურად დალაპარაკების ნაცვლად და იმის თქმის რო “შენ მომეცი ეს, მე კი მოგცემ ამას და გამოგადგები ამაში” – იმიტო რო რეალურად ეს გაცვლა ფრიად უსამართლოა კაცების მიმართ, უსამართლო იმ გაგებით კი არა რო ქალები არ არიან საწყლები – არა, იმ გაგებით რო კაცებს აქვთ სრული ძალაუფლება და მამენტ სუ ფეხზე შეუძლიათ ეკიდოთ საწყლები არიან ქალები თუ არა

5 thoughts on “ფემინიზმის შესახებ

  1. ძაან მომწონს შენი აზროვნების სტრუქტურა, ძალიან მათემატიკურად შვები ხოლმე, გაქვს პასუხი ანუ შედეგი და უნდა იპოვო ხოლმე x. უმრავლესობა კიდე პირიქით შვება ამ x-ს უამრავ რიცხვს არგებს ბლა ბლა ბლა და პასუხამდე ვერ გადიან ხოლმე.
    რისფექთ ი უვაჟუხა დუდ ^^

  2. შინაარსს შესაძლოა, არა უშავს, მაგრამ ფორმა, ბარბარიზმები, ჟარგონები, არის დაბალი, სამწუხაროდ. ამის გამო ბოლომდე ვეღარ წავიკითხე.

  3. სულ ამას ვამბობ ხოლმე მეც :/ რო თუ კაცებმა არ მოინდომეს, არ გვექნება თანაბარი უფლებები და ვსიო :/ როგორ მომწონს ასე მასშტაბური მსჯელობა და მარტივ რეალობამდე დაყვანილი შეხედულებები, ასეა ზუსტად რა, ძლიერი კაცები ჩვენ ავირჩიეთ და დღემდე ასეთებს ვირჩევთ და მერე რატო ვწიკვინებთ მართლა რომ ,,არა, კი მინდა რო ძლიერი იყო მარა მე უფლება მომეცი რო შენზე გავლენა მქონდეს (უსაფუძვლოდ), არ მესმის :/ მოკლედ, კაი იყო, რამდენჯერმე გადასაკითხი რა

  4. რომელი მონადირე ქვეყანა საქართველოა. ნადირობა აქ მეფეთა უპირატესობა იყო ან მაღალ მთაში ვინმე ჯიხვს თუ დაიჭერდა. დანარჩენი ქვეყანა შემგროვებლობით და მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. მატრიარქატები ვართ.
    საქმე უფრო სერიოზულადაა ვიდრე ინსტინქტები. ქალები ვტოვებთ თაობებს რადგან Y ქრომოსომა არის ერთი, X ქრომოსომა არის ორი. შენ ბაბუაშენის პირდაპირი შთამომავალი ხარ, მე კიდევ ბებიაჩემის პირდაპირი შთამომავალი შეიძლება არ ვიყო. ან ერთი იქსი გადმომეცემა ან მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში ქალების გამოცდილებები დაკარგულია. ასასინების კლანში კაცი რომ იხსენებს წინაპრის ცხოვრებას – მეტ ნაკლებად რეალურია. ქალი რომ იხსენებს წინაპრის ცხოვრებას – ფანტასტიკაა. ანუ კაცებს ფორა გაქვთ ბუნებისგან, რომ მთელი წინაპრების გამოცდილებები იდოს თქვენში.
    პმსზე ცუდი მაგალითი მოგყავს, ოვულაციის ექვივალენტია კაცის აღგზნებულობა.

Leave a comment