იდეალური არსებების ისტორია

ხო იცით ფილმები, ადამიანი რო შექმნის რობოტს, რობოტი რო დაჭკვიანდება და დედასუ!@#ვს პლანეტას

ხოდა, ერთხელ, ბევრმა საუკუნემ განვლო მას მერე

ერთხელ ერთ ლამაზ მწვანე პლანეტაზე იდეალური არსებები ჩავიდნენ

პლანეტა განვითარების დაწყების სტადიაში იყო და ბუნება ჰქონდა – მარა რთული სიცოცხლის ფორმები არა

იდეალურმა არსებებმა გადაწყვიტეს მატერიალური სამოთხის მოწყობა და გააჩინეს ცხოველები

სათითაოდ ქმნიდნენ საინტერესო სიცოცხლის ფორმებს, 4 ფეხებს, 6 ფეხებს, 8 ფეხებს, 42 ფეხა არსებებსაც კი! ზოგი დახტოდა, ზოგი ცოცავდა, ზოგი უცნაურად იგრიხებოდა.

მერე აღმოაჩენდნენ რო სისტემას რეგულირება სჭირდება, თორე სიცოცხლე მრავლდება უკონტროლოდ – და ქმნიდნენ სხვა ცხოველს – რომელიც წინა სიცოცხლის ფორმას ჭამდა, მერე კიდე სხვა ფორმას – რომელიც წინა ფორმას ჭამდა, და ასე სანამ საკვებ რგოლს არ შეკრავდნენ. რის მერეც ახალ სიცოცხლის ფორმის მოხოდვას იწყებდნენ

მთელი ეს დრო იდეალური არსებები ეწეოდნენ, იზილავდნენ, იყნოსავდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს სიამოვნების მისაღებად და ხანდახან ორგაზმისთვის სპეციალურ რეზინის დილდოებსაც იყენებდნენ

ერთხელაც ერთ გენიოს იდეალურ არსებას თავში იდეა მოუვიდა – მოდი თვით-მოძრავი დილდოები შევქმნათო!

– ეგ როგორო?

აიო ფეხები გამოვაბათ დილდოსო რა, ბიო-დილდო ავაწყოთო, ამდენი სიცოცხლის ფორმა შევქმენითო, არ დაიღალეთ ჩვენით მოძრაობა რო გვიწევს ორგაზმის მისაღწევადო?

აუ კაი იდეააო!

მეორე გენიოსმა – მოდი ხელებიც გავუკეთოთ, კარგად რო დაგვიჭიროს დილდოთი მოფერებისასო

დაამზადეს, იუნიტ ტესტები ჩაუტარეს, ფოკუს ჯგუფები გამართეს, სკაიპ ქოლებში გაარჩიეს

მოკლედ ყველას ძაან გაუსწორდათ, მალევე სხვა გენიოს არსებას დაებადა აზრი – მოდი ძლიერი იყოსო, რო უფრო მაგრა მოგვტყნასო

კაიო აიტაცა ყველამ

დაამზადეს, ჩაუტარეს “extensive” ტესტები

და ტესტირებისას დააყენეს რეგულატორი, სადაც შეგეძლო აგეწია “სიძლიერე”

ხოდა მალევე მიაგნეს რო უმეტესობა იდეალურ-არსება-user-ებს მათზე 2-ჯერ ძლიერი ავტომატური დილდოს setting-ი უსწორდებოდათ

ამიტომ საბოლოო, ქარხნულ, ვერსიას by default ეგეთ ძალიანს აწარმოებდნენ

მერე ერთმა მთლად გენიოსმა იდეალურმა არსებამ – მოდი ცოტა ტვინიც მივცეთო, ტარაკანას შევუქმენით ტვინი ამის დედა ვატირეო და დილდოსაც ჰქონდეს, ცოტა კომპლიმენტს გვეტყვის, პივაზე ჩაგვეგზავნება, ამბავს მოუყვები – მოგისმენს, რა დაშავდებაო?

და გაუკეთეს დილდოს ცოტა ტვინი

ბევრი არა

ცოტა

ჩაირთო დიდლო, შეიძინა ცნობიერება, მიმოიხედა

მიხვდა რო იდეალურ არსებებზე 2-ჯერ ძლიერია და იმის მერე დედასუტყნავს პლანეტას 😦

ხოდა ეგრეა, თქვენი ბრალია, რო პლანეტას ვმართავთ ცოტა ტვინიანი, იდეალური არსებების ტრაკების მადევარი, ავტომატური დილდოები და გვიხარია

თქვენ იკითხეთ თორე

მოგიტყანთ smart დილდოების იდეის ავტორი, ამწყობი და დამდგმელი რეჟისორი…

p.s. აი ეს შეგექმნათ ჩვენ შექმნას არ ჯობდა? – მარა ეგრეა, აი ჩვენ ეხლა AI-ს რო მოვხოდავთ მერე ვილაპარაკოთ რო თურმე, რატო აძლევ ავტომატურ პილესოს ხელოვნურ ინტელექტს შე ყლეო…

ფიზიოლოგიის განწირულობა

ეხლა მოხდა ჩემს ვოლზე და ღადაობა ღადაობაში გავიაზრე რა მოხდა და სახე ამეხა…

ერთხელ ვხვდებოდი გოგოს, რომელიც ძაან მისწორდებოდა და ძაან ვუსწორდებოდი, კაი ხანი ვხვდებოდით, მეგობრებიც გავაცანი და გამაცნო, ერთად ვაკეთებდით რაღაცეებს, მისი ოჯახიც გავიცანი, ისე, შემთხვევით – მეგობრის სტატუსში, ნუ “საეჭვო მეგობრის” მარა მაინც მეგობრის

იმას ვყვები რო “პროსტა ვიღაც” არ იყო

ხოდა, ენით დაკოდილი ხო იცით იგავი?

ერთხელ რაღაცაზე ვლაპრაკობდით და ახსენა რო ვერასოდეს გამოვუტყდები ჩემებს რო შენ გხვდებიო (ყველა მეტრა ოთხმოცდაათზე მეტი იყო მის ოჯახში, თვითონაც ჩემზე ოდნავ მაღალი) – არასოდეს მაპატიებენ ჩემები რო “გენი გავაფუჭე” და ასეთ დაბალთან ვარო, მეც ნაშვილებს მეძახიანო, ნუ, იხუმრა ეს

მე გავუსერიოზულე, სერიოზულად გავარჩიეთ და მართლა ეგრეაო რა გიყოო, შენც დაკომპელქსდებიო ყველა ნათესავი რო ამხელა მყავსო, ქუსლებზე ვერ ვივლიო, მამაჩემის ლაპარაკი რო ვიცი – დაბალ კაცებს ნახევარ ადამიანებად თვლისო, ხოდა ჩესნად გითხარიო რავიციო…

ნუ გავატარეთ ეგ ამბავი, ვიცხოვრეთ დალშე

გავიდა დრო, მეგობრებად დავშორდით

მერე გაიჩითა ვიღაც მაღალ, ახოვან, წარმოსადეგ როჟასთან ერთად, გათხოვდა და as perfect lesson… ისეთი ბრაზილიური სერიალის კოშმარები დატრიალდა იმ ბიჭზე, მანამდე რო არასოდეს მსმენია…

არა, კარმა არაფერ შუაშია – უბრალოდ ოჯახმა “მიუსაჯა” რო ამას უნდა ბიჭი სიმაღლით და “handsome”-ობით აერჩია და როცა ეგეთი “დოგმატური ჩარჩოებია” – ხშირია რო სხვა რამე ვერ დაინახო და გამაზო…

მე არ ამირჩევია რამსიმაღლეც ვარ, არც ჩემს შვილს არ აურჩევია 2 მეტრიანი რო არ იქნება, პირიქით – ძალიან მინდოდა მაღლობა ყოველთვის იასნად, და ძაან ბევრი რამე დავკარგე იმიტო რო სულ 10 სანტიმეტრით მეტი არ ვარ…

მარა აბა…

და ამიტომ ძაან გასატეხია რო ვინმემ დამხატოს – და ვიღაცა გოგომ დაუკომენტაროს “რავი, თუ ვაჟკაც კაცს ხატავდი – მაღალი მაინც დაგეხატა…”

გასატეხია არამხოლოდ პირადად ჩემთვის, გასატეხია ყველა დაბალი ადამიანისთვის, გასატეხია რო ჩემი შვილი გაიზარდოს ისევ იმ გარემოში სადაც საქმე იმაში კი არ არის რო “მე მომწონს მაღალი კაცები”

საქმე იმაშია რო “თუ კარგი გინდა გვაჩვენო – მაღალი კაცი გვაჩვენე” – და ანუ ვისაც დაბალი კაცები-ც მოგწონთ – ისინიც ბანძები ხართ, იმიტო რო “კარგი” მაღალია

ძაან დანის წვერია ეგ მარა ეგრეა, “მე მომწონს მაღალი კაცები” სხვა ნათქვამია და “მაღლები ჯობია” – სხვა, იმიტო რო პირველით მარტო მე მტკენ – ნუ მეწყინება რო შენ ვერ მოგეწონები. მარა ზა ტო სხვას შეუძლია გითხრას/თავისთვის იფიქროს “ნუ ი დურა, მშვენიერია დაბალი კაცებიც”-ო

მარა მეორეთი – მე ხო მტკენ და მაჯვამ, და პლიუს ყველა ქალს აჯვამ რომელსაც “ბანძი” დაბლები-ც მოვწონვართ

და თან მიღებული ფაშიზმია ეს, მეც ვერ აღვიქვი სერიოზულად და გავატარე იმ წამს…

არადა ზუსტად იგივეა რაც “თუ სპორტსმენს უღებდი ფოტოს, თეთრკანიანისთვის გადაგეღო” – ის კი არა რო თქვა რო “მე თეთრკანიანი სპორტსმენი მირჩევნია” – რის გამოც შენ პირადად მამენტ რასისტი ხარ, მარა სხვას არ “აჯვამ” რო რასისტი არაა, და შენზე მეტყველებს შენი ფრაზა მხოლოდ

იმიტო რო ვაფშე რატო არჩევ სპორცმენს – კანის ფერით? – კაცს სიმაღლით(მამენტ) და ქალს მკერდის ზომით ხო? – მარა შენი ნებაა, და ჩვენ რას ვიფიქრებთ შენზე – ჩვენი ნებაა

არამედ იმენნა ის რო “სპორტსმენი – თეთრკანიანი ჯობია და შავკანიანი არი ბანძი” და ჯერ ხო ყველა შავკანიან სპორტმენს აჯვამ, მერე ფოტოგრაფს აჯვამ რომელმაც “არასწორი სპორტსმენი” აირჩია გადასაღებად და მერე ყველას ვისაც “სიმახინჯედ” არ მოეჩვენა შავკანიანი სპორტსმენის პლაკატი იმათაც აჯვამ…

I’m not saying რო მე არ მომსვლია მსგავსი და არ მომივა კიდევ, და არ ვამბობ რო როცა ადამიანს ეგეთი “გაუვარდება” – უნდა ვეჩხუბოთ და თავზე დავახალოთ კვერცხები, იმიტო რო ეგ კონტრ-პროდუქტიულია და ძაან ადვილია არ დაფიქრდე და ეგეთი რამე თქვა ნებისმიერმა ადამიანმა

მარა რავი – I wish რო სამყარო რომელშიც ჩემი შვილი გაიზრდება, მეტად ხვდებოდეს რო იმ ფიზიოლოგიას რომელიც ადამიანს არ აურჩევია – ენაზე დატრიალებისას უნდა ვეცადოთ მაინც მოვუფრთხილდეთ, იმიტო რო შენ პროსტო ჰაერში ისვრი “კაცი უნდა იყოს მაღალი, შვილო” – და შენი შვილი სამუდამოდ ისიგრძე-განებს რო დაბალი კაცი არ უნდა გაიცნოს ever…

მელოტი კაცი?

მსხვილ კოჭება გოგო?

თუ პორტრეტს იღებ – ცისფერთვალება ადამიანს გადაუღე, ყავისფერი თვალები რა გადასაღებია…

არ ვდაობ რო იმაზე რისი განვითარებაც და ვარჯიშით დახვეწაც შეიძლება, და თანაც ჯანმრთელობაა – იმაზე ცოტა წაკბენა კარგიც არი და მამოტივირებელიც იქნებ, მარა იმას რასაც ვერ შევცვლი – რატო მხდი მაგის გამო “ნაკლებს”? – განა მე შენზე მეტად არ მინდა რო არ ვიყო როგორიც ვარ?

მთელი მარილი მანდ არის, თუ მე, ან ვინმე, გამოვდივარ და ვამბობ “კარგი – არის ესა და ეს” – ამით ვეხები ყველას და ყველაფერს, იმიტო რო “ცუდი” უნდა დაიგმოს

სუ ამას ვხსნი – გამოხატვის თავისუფლება გადის შემდეგზე “მე არ ვიქნებოდი პროგრამისტი, არც პროგრამისტები მომწონს” – ოქეი, არ მოგწონს ნუ მოგწონს

მარა არა “ფუ, პროგრამისტს რატო აჩვენებთ ვაფშე ტელევიზორში,”

ამით შენ ხაზს ავლებ და ყველას აჯვამ რო ან შენ უნდა გეზიზღებოდნენ პროგრამისტები, ან შენც ბანძი ხარ და პროგრამისტები ხო არიან და არიან

საითაც არ წახვალ დააშავებ

წეღან ვლაპარაკობდით იმაზე რო ყველაზე რთული და ყველაზე… ძნელად გასათვლელი მეცნიერება – არის ბავშვის აღზრდა

ხშირად ყვებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, ძირითადად მეგობრები რომლებსაც ჯერ შვილი არ ჰყავთ, იმაზე როგორი ასეთი და ისეთი ცუდი მშობლები ჰყავდათ

და ხშირად ყოფილა რო ყვება ადამიანი, წუწუნებს, განიცდის

და უცებ ასტოპებ და ეუბნები: – და ცუდია ეხლა ეეგ? – ცუდია რო დედაშენმა გითხრა ნუ ჩააბარებ სისულელე ლიტერატურის ისტორიაზე და შეგაგდო ბუღალტერიაზე და დღეს გაქ კარგი ხელფასი და გყავს მანქანა და გაქ ბინა იპოთეკით და გაცვია რაც გინდა და ჭამ რასაც გინდა? – ბევრ ლიტერატურის ისტორიკოსს იცნობ რომელიც მშიერი არ დადის?

ის თან გეთანხმება, რო კი – კარგად არის ეხლა, ფიზიკურად, მაგრამ

თან გედავება – რო მას ჰქონდა ოცნებები, მისწრაფებები და ეს ყველაფერი სადღაც დაიკარგა და აი ლიტერატურულზე რო ჩებარებიაა… და არც ის აღელვებს რო აი მე ჩავაბარე სადაც მინდოდა, მეც მქონდა ოცნებები, და არც ჩემი მაშინდელი ოცნებებია დღეს დიდად აქტუალური…

ნწუ, ყველაფერი მისი დესპოტი დედის ბრალია…

და არიან პირიქით – ვისაც მისცეს არჩევანი და ვინც სისულელე აირჩია და ვინც ემდურის მშობლებს იმაზე, რო რატომ არ მიმითითესო, მე რა ვიცოდიო 17 წლისამ რა მინდოდაო, ისინი ხო უკეთ მიცნობდნენო…

არიან ვისაც მშობლებმა არ დააძალეს ჩაბარება, და ვინც ემდურის მშობლებს, 24 წლამდე სახლში დოტას თამაშის მეტი არაფერი მიკეთებია და მოუმზადებელი ჩავვარდი ცხოვრებაში 25-ისო

არიან ვინც პირიქით – განიცდიან იმას რო მაიძულეს ჩაბარებაო, არ მინდოდა არაფერიო, მუსიკა მინდოდა, ან ხატვა, ან არ ვიყავი ჯერ მზად არაფერზე საფიქრალადო, ეგეთი სუსტი გამზარდესო და უნდა ეზრუნათ ჩემზე და არ ეიძულებიათ ჩაბარებაო…

და ასე შემდეგ, იგივე მეორდება ნებისმიერ რამეზე, ხასიათზე, საჭმელზე, გემოვნებაზე…

და მერე, როცა თვითონ ხდები მშობელი, მალევე იაზრებ რო

რო…

რო…

თქვენ ყველას გგონიათ რო კარგი მშობლები იქნებით, რო აი – ყვეეელაა გარშემო არასწორად ზრდის შვილს, მარა აი თქვენ გაზრდით. რო აი მე ხო? – აი მე! – ვიქნები კარგი მშობელი.

მე წავიკითხავ წიგნებს, გავესაუბრები ფსიქოლოგებს, მოვუსმენ ლექციებს

როგორ შეიძლება ბავშვს უქნა ასე, მიუთითო ისე, უთხრა ეს, ჰკითხო ის…

აი მე შევისწავლი ყველაფერ თეორიას და მე ყველაფერს სწორად გავაკეთებ

(აქ ვაფშე გავიწყდება რო მე კი არა, ჩვენ, და რო მეორე ადამიანი კიდე იმდენივეს მოჯვამს რასაც შენ…)

და მერე გახდები მშობელი და ხვდები რო…

აქეთ წახვალ მოგტყნავენ, იქეთ წახვალ – მოგტყნავნ, უკან მოტრიალდები – მაინც მოგტყნავენ და…

…და ოე! – დიდხანს თუ იდგები მასე და იფიქრებ – მანდვე მოგტყნავენ!

ხვდები რო უცნობია რა ჯობია საბოლოო ჯამში, ერთი წიგნი გეუბნება მკაცრად მოექეციო, მეორე გეუბნება თავის მატორზე მიუშვიო, მესამე გეუბნება შენ თავზე იფიქრე მხოლოდო…

და ხვდები რო არავინ არ იცის მზა რეცეპტი – იმისთვის რო ბავშვი, გარანტირებულად, კარგი ადამიანი გაიზარდოს

აი “მე კარგი მამა ვიქნები” – და მერე გაფიქრდება მილიარდი გზა – როგორ შეიძლება შენ იყო ძალიან კარგი, სწორი, კეთილი მამა შვილისადმი – და შვილი გაიზარდოს უქნარა, ქლიავი, უძლური

მეტიც ასეთი ფიქრებისას გაფიქრდება – როგორ შეიძლება ჯობდეს იყო ცუდი მამა, ლოთი, სექსისტი, უპასუხსმგებლო, განდონის ერთი… და როგორ შეიძლება მერე ჩუმ-ჩუმად ჩაახედო ამაში შვილს – რო ის მიხვდეს როგორი ცუდი ხარ, გაუჩნდეს კონფლიქტის გრძნობა და გახდეს ზუსტად საპირისპირო, შენ ჯინაზე

მარა შეიძლება არ გაუჩნდეს კონფლიქტი – და გამოვიდეს განდონი

შეიძლება გაუჩნდეს კონფლიქტი – მარა ვერ მოერიოს და დარჩეს განდონად

შეიძლება შენ ყველაფერი ჩადო, საკუთარი თავი ფეხზე დაიკიდო – და ის კიდე გაიზარდოს და გამოვიდეს გაფეტიშებული ქლიავი

შეიძლება სპარტანულად გაზარდო, დახეული ტანსაცმელი ჩააცვა და საჭმლის მოსაპოვებლად ფიზიკური სამუშაო ასრულებინო – და მართლაც გაიზარდოს ნამდვილი ძლიერი პერსონა, ან უპს – გაიზარდოს დაკომპლექსებული დანგრეული არარაობა

საბოლოოდ მალევე ხვდები რო, რა ყლეც არ უნდა ქნა

ყველა ვარიანტში ცუდი მშობელი იქნები, წერტილი, ეს გამოწერილია, რაც არ უნდა მოხდეს – შენც დაინახავ და შვილიც ცხვირში ამოგადენს როცა დრო მოვა – როგორი ცუდი იყავი, იმით რო ცდილობდი კარგობას, ან იმით რო არ ცდილობდი, სულერთია

ყველაზე მაგრად მე მაგ პერიოდში დამენძრა, როცა მივხვდი რო – რაც არ უნდა აშენო, მაინც ცუდი გამოხვალ და დამარცხებული

და გინდება რო დაიკიდო, რავი, სავსებით ადვილი წარმოსადგენია სცენარი – როგორ შეიძლება ბავშვი გააგდო ქუჩაში, ირჩინოს თავი მათხოვრობით, შენთან მოსვლის უფლებას აძლევდე მარტო მაშინ როცა 200 ლარს მოგიტანს საჩუქრად, ისიც 2 საათით, ეძინოს ეზოში გარეულ ძაღლებთან და….

და როგორ შეიძლება მაინც ძაან უყვარდე, მაინც გაიზარდოს და გახდეს დიდი ცნობილი მეცნიერი და კიდე ნობელის დაჯილდოვებისას – მადლობა მოგიხადოს “მშობლებს” – მტკიცე ხასიათით აღზრდისთვის

და პირიქით – თავისუფლად ხედავ, როგორ შენი მოვლილი, წიგნებ ნაკითხი, მილიონ ენერგია, დრო, ფულ ჩადებული პირმშო – იზრდება უღიმღამო ნარკუშა, კლავს ვიღაც სხვა ადამიანის შვილს კიდე გზაში, ჯდება ციხეში და ცხოვრებას ამთავრებს ღვიძლის ცეროზით

ამ დროს ერთადერთი გზა, რეალურად, არის ის რასაც სუ ვეძებ სხვა სფეროებშიც ჩემ თავში

საკმარისი უნარი მოიგიჟიანო თავი, დააჯერო შენ თავს რო “მთავარია საკუთარ თავთან ხარ მართალი” და გაზარდო საკუთარი წარმოდგენებით, იმ მომენტში წარმოდგენებით – იმაზე როგორ ჯობია ეხლა, ამ წამს

და დაიკიდო მომავლის განჭვრეტა, რაც იქნება იქნება, რა ვქნა

არვიცი, ან მირჩიეთ სხვა გზა, იმიტო რო არავინ არ იცის რა ჯობია – შეიძლება ეხლა კეთილი ბავშვი, გადაიქცეს მონსტრად – იმიტო რო “ცუდი ბიჭების შურდა და მოსწონდა სულ” – ან პირიქით, ეხლა ბოროტი ვრედნი ვირიშვილი – გაიზარდოს ანგელოზი და სათნოება

არადა საბოლოოდ რას აქვს ხო აზრი? – ჩემი აზრით კაკ რაზ იმას – რად გაიზრდება, იმიტო რო უმეტესობა ცხოვრება ისე უნდა იცხოვროს და ძალა და უნარი რაიმეს კეთების – მხოლოდ მერე ექნება…

ბავშვობა ხო უბრალოდ ტრამპლინია – მომავალი პერსონისკენ

და ამიტო შეუძლებელია არ იფიქრო იმენნა იმ კუთხიდან – რა გაიზრდება ეხლა ეს, მე რო ეხლა ამას ვუხსნი რო გოგოებს თმები არ მოწიწკნოს – ეს კარგია down the line? – თუ უარესი?

იმენნა, სუ ცუდი ხარ, და სუ უარესს და უფრო უარესს შორის ირჩევ საბოლოოდ, არ მოიტყუოთ თავები ვისაც შვილები არ გყავთ

ვერაფერი კარგი მშობელი ვერ იქნებით, აუცილებლად ცუდად დამთავრდება თქვენ აღმზრდელობითი გენიოსობა…

ტყუილად იტყუებთ თავებს, ერთადერთი რასაც ირჩევთ საბოლოოდ – არის როგორ გაგაკვირვებთ თქვენი შვილი – რო გაიზრდება და წამოგაძახებთ იმას, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით…

არ-დაკერვის ანატომია

21-ე საუკუნეში, მე ვთვლი რო, “დაკერვა” ტეხავს

ტეხავს იმიტო რო დაკერვა გულისხმობს “ისეთი ილეთების ჩატარებას” – რო ადამიანს რომელსაც არ იზიდავ by default, ვინც ხარ და როგორც ხარ, “მოანდომო თავი” რამე ხრიკებით (იქნება ეს “სტანდარტული” ხრიკები თუ პერსონალურად ადამიანზე მორგებული სულერთია)

ცუდი ეს არის ბევრი რამის გამო, მაგალითად იმიტო რო შენ ამ “დაკერვაში” ინვესტირდები (ფულით, დროით, ყურადღებით და ა.შ.) – და მერე თუ არ გამოგივიდა – მაგრა განიცდი და ყლეურად იქცევი ხშირად (ექცევი შენს თავსაც ყლეურად, და იმ ადამიანსაც)

და თუ გამოგივიდა – ლამის უარესი, იმიტო რო მერე რაღაცნაირად შენ გგონია რო “გოგო ვალშია” შენდამი და რაღაც “ღვაწლი” გაიღე შენ, ქვეცნობიერად, და ის ეგრე არ ფიქრობს – ის პროსტო იყო თავისთვის და “შემოეწონე ნელ-ნელა” და ეს ბადებს მილიონ სიმახინჯეს ურთიერთობების პროცესში და გარჩევებს big time და ეჭვიანობებს

გოგოსთვის რჩევა არის ხოლმე ასეთ დროს რო “ნუ დაიფასებ თავს, თუ მოგწონს – ყველაფერი ქენი დროულად და აგრძნობინე, სანამ ის ჩათრეული გახდა და ზედ გადაგყვა დისპროპორციულად” – მარა საქმეც ეგ არი რო ხშირად არც იზიდავს, არც არ იზიდავს იმ გოგოს, მარა მერე “იკერება” ნელ-ნელა და მანდ დამნაშავე არის ობიექტიც, და “მკერავიც” რო ეგ ტაქტიკა აირჩია

ამიტომ ზოგადად – სწორი ცხოვრების წესია, 21-ე საუკუნეში, არავინ არ კერო – იარსებო შენთვის, აცალო სხვებს არსებობა და ემეგობრო/ეურთიერთო ადამიანებს ვინც გაინტერესებენ, როგორც პიროვნებები – და ხან როგორც პარტნიორები-ც

და თუ რამე ნაპერწკალი გაიელვებს და იგრძნობ რო “უფრო მეტის ინტერესი” არის შენგანაც და მისგანაც – რამენაირად გადაუხვიო მაქეთ. რაც კსტაწი საკმაოდ რთულია ხშირად – იმიტო რო ურთიერთობების ფორმატებმა იციან ჩარჩოში ჩაჯდომა და ორივეს შეიძლება გინდოდეთ ამოხტომა, მარა ვერ ხტებოდეთ. და ეს გადახვევა უნდა გააკეთო ისე რო ადამიანი არ შეაწუხო და უკან გამოზადვნისას სახე ახეული არ დარჩე და ა.შ.

btw კაკ რაზ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ამაზე ლექცია რო ალბათ კაი 10 წელია არავის დაკერვა არ მიცდია, იმიტო რო კაკ რაზ ყველამხრივ უარესია ჯამში და შენც არ ეცადო თქო

ხოდა

როცა მე tinder-ზე ვინმე გოგო მომწონს ვიზუალურად, და ვა-სვაიპებ-მარჯვნივ, სადღაც 10-დან 1 თვითონაც მასვაიპებს მარჯვნივ
მაგრამ თუ ადამიანს არ ვიცნობ სხვამხრივ, I’m too old იმისთვის რო რამე მქონდეს ადამიანთან რომელთანაც სხვა ფორმის კონტაქტი არ მქონია და ჩორტ ზნაეტ რანაირი აღმოჩნდება რეალში

ამიტომ არაფერს არ ვწერ, არც ის არ მწერს(10-დან 9-ჯერ) და პროსტო გვაქ ერთმანეთი დამაჩული – მომავალში სადმე თუ გადავიკვეთეთ და ცოცხლადაც გაგვისწორდა ერთმანეთი, წიპა რო “ტინდერშიც დავიმაჩეთ ადრე awwww”

მაგრამ!

როცა tinder-ში ვასვაიპებ მარჯვნივ გოგოს რომელსაც ვიცნობ fb-ზეც და რეალშიც

I literally mean რო – მე მომწონხარ სექსისთვის-აც, და შენ?

და როცა ისიც მასვაიპებს მარჯვნივ

იგულისხმება, ჩემი აზრით, რო მასაც.

და რო “ჯასთ ლაით ფლირტი და მეგობრობა გაგვიგრძელდა მგონი”

ეს ხო რაღაც ვაიბერი არ არის არა, საკონტაქტო საშუალებაში რო დამიმატოს. ვჩატაობთ უკვე ხანდახან ფბ-ზეც მშვენივრად

და მერე რო გაგისწორდება და ხუმრობით რო მისწერ ადამიანს რო “finally, gosh, sex, my place or ur place?”

და რო აიფოფრება “მე შენ სხვანაირი მეგონეო” და გაგიჭედავს…

პასუხობ “ვახ, ჯობია ადრე ვიდრე გვიან”

მერე უყურებ ხო ნაღდად ტინდერში დაგმატჩა? – კი…

ზიხარ და ფიქრობ – რავი, მეგობრობა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების გარჩევის იქეთ წასვლა თუ არ გინდოდა, ტინდერში რას მმაჩავდი

და თუ მმაჩავდი – მესმის არ გინდოდე რეალურად, კი – მეც დამიმაჩავს ნაცნობი გოგო “არ ეწყინოს”-ის გამო და მერე ინიციტივის გამოხატვის შემდეგ, მითქვამს რო “იცი რა, ჩესნა – დაგმატჩე იმიტო რო არ ეწყინოს თორე ჩაიარა ჩვენმა მატარებელმა” თქო

მარა ნუ tinder-ში, at least ხო უნდა გაგივიდეს შუტკა “Wanna fuck?”-ზე?

რას იფოფრები და მაშეიმინგებ

მაგით კლავ მთელ ამ თანაბარი game-ის შეთანხმებას, რო მე არ გკერავ დანარჩენ ცხოვრებაში და გეურთიერთები სექსს მიღმა, მაქსიმუმ პატარაზე გამოვხატო სიმპათია

და იგულისხმება რო თუ შენც გამოხატავ იგივეს უკან(წემბოლეე ტინდერ-ს გამოხატავ უკან, ტინდერი ხო შეთანხმებაა რა არის და რისთვის) – იგულისხმება რო at least ხუმრობად მაინც გამიტარებ სექსის ინტერესს, ან ნუ ამიხსნი რო იცი რა კი კაი ბიჭი ხარ, მარა არა

არ მოხდა პირველად, და არც მეხუთედ და ვიფიქრე რო უნდა ამეხსნა ჩემი point of view, იქნებ ვცდები რავი

და არა, დღეს არ მოხდა და გუშინ, ზაიბალი, ზოგადად მოხდა და ეხლა გამახსენდა, სხვის მაგალითზე

sex in the city / californication

რამდენიმე დღის წინ – ჩემი თანდასწრებით უყურებდნენ sex in the city-ის (მე ვმუშაობდი ne vinovata ia)
 
როგორ მოხდა რო ჩემი თანდასწრებით – ცალკე თემაა
 
თან არჩევდნენ და ერთმანეთს მხარს უბამდნენ – აუ ხო ხო რა მაგარია ეგო, აუ კიდე ისო…
 
ბოლოს ამ სერიალს ვუყურე 22-23 წლის რო ვიყავი და მაშინაც ისე, გოგოს გვერდით… 15 წუთის მეტი არ მინახავს არცერთი სერია მოკლედ
 
მარა 35 წლის ადამიანის გადმოსახედიდან:
 
ეგ სერიალი არის 1:1-ში იგივე რაც californication-ის “გოგოს ვერსია” (ვისაც ეს არ გინახავთ შეგიძლიათ შეხედოთ) – ოღონდ პაგალოვნა ყველა მამრი რო ვაკოპირებდეთ ჰენკს, განზრახ ვბაძავდეთ, რო “გვიყვარდეს”, რო ვციტირებდეთ და ჩვენ ცხოვრებებს – ჰენკის საქციელებით ვიპრავებდეთ და ჰენკის ქცევას – ვუმიზნებდეთ…

ასობენა მძიმე sex in the city_ის ფენომენს ხდის ის რო ქალების სოციუმში უფრო მეტად მიღებულია პერსონაჟების პირდაპირ კოპირება და მორგება საკუთარ თავზე (ამაზე მეწერა ადრეც და დავწერ კიდევ…)
 
მიზეზი რატომაც ამ სერიალების “ფუძე” არის იგივე – არის ის რო ორივე სერიალში გვესმის მთავარი გმირის მსჯელობა, რომელიც აშკარად რაციონალური, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის დაწერილია
 
და მერე ორივე სერიალში მთავარი გმირი ჩადის გაუგონარ “gender appropriate” ყლეობებს, რომელიც რანაირად უნდა ჩაიდინოს – ისე მოაზროვნე ადამიანმა – განმეორებითად, ისევ და ისევ და ისევ – გაუგებარია
 
მარა ეს ყველაფერი შეფუთულია ისე საყვარლად – რო მხოლოდ დადებითად განგაწყობს მისადმი, და ვინაიდან მისი “საქციელები” განზრახ არის ის ყლეობები რომლებსაც ადამიანები ჩავდივართ ჩვეულებრივ ცხოვრებაში (ჰენკის ყლეობები კაცის შემთხვევაში და ქერის ყლეობები, და მისი დაქალების ყლეობები – honestly მანდ 4-ვე კრებითად 1 დიდი ყლექალა არიან) – გამოიყურება ისე რო
 
“აი მე დებილი ცუდი ადამიანი კი არ ვარ – აი, შეხედე – ქერიც მსჯელობს სწორად, მარა მერე გაუგონარ ყლეობებს სჩადის… სამაგიეროდ რა არის იცი კარგი? – ბოლოს რო თვითონ აღიარებს!” (ხშირად მარტო თავის თავთან, ნარატივის სახით, მარა ვსიო – გაპრავდა, მეც თუ ძილისწინ გავიფიქრებ რო “მგონი ძაან სწერვა თავში ავარდნილი ყლექალავარ, ჰიჰიჰი, ძილინებისა თავო”)
 
იგივე ვრცელდება ჰენკზეც – კი ჩადის ყლეობებს – მარა ხო საყვარელია და “მსხვერპლია” სულ
 
და ნოლი განსჯა ხდება იმის რო It’s not ok, it is not right! – და რასაც ის ადამიანები სჩადიან კი არ უნდა აკოპირო, რასაც ის ადამიანები სჩადიან – კი არ გაპრავებს შენ – რო “აი ჰენკიც ეგრე ექცევა ქალებს, მარა ხო უყყვააააარს”

არა! – ყლეობაა ეგ, ყლეობაა ეგეთი მატყუარობა, ყლეობაა ქალების დაბოლება იმის მიცემით რაც იმათ უნდათ ყლეზე ჩამოსაცმელად და მერე მიგდება, ყლეობაა “ვერ დალაგება” საკუთარ ცხოვრებაში, ყლეობაა უპრინციპობა და მილიონი ჰენკის საქციელი – ყლეობა არის, რომელიც უნდა გამოვასწოროთ – რომელიც ეკრანზე იმიტომ არის ნაჩვენები, ეს დედამოტყნული – რო დაინახო რა ყლეობაა და არა იმიტო რო “აი, მე რო ეგრე ვშვები – ჰენკიც ეგრე შვება! – ტელევიზორში რაღაც აჩვენეს, ზნაჩიტ სწორია და კაია – კიდევ და კიდევ უნდა გავაგრძლო ეგრე ქნა”

და რა დოზით არის sex in the city-ის გმირების გავლენის ქვეშ ჩვენი მდედრ სოციუმი – თქვენით აიფარეთ სახეზე ყველამ ცალ-ცალკე…

ყველა გოგომ რო ზუსტად იცის იმ 4-დან რომელია თვითონ და ტოლი “სერიალი როა კოპია” მათი ცხოვრება, ტოლი თვითონ რო ბეჯითად იმუშავეს – სერიალის ყლე გმირების, ყლე obsession-ების და ყლე მინუსების დაკოპირებაზე…

და ეხლა რო “აააწწწ რა საყვარელიააა 50 ფეხსაცმელში გადაყარა მილიონი დოლარი, და მერე არასოდეს არ ჩაუცვამს, იჰიჰიჰი, მეც ეგრეეე ვააარ” (გავმეორდები – ბოზიშლაიდერი ვირთხა ნახევარ შემთხვევაში თუ ჯერ არ გეოგოთ რო ეგრე იქცევა ქერი, არ ჩაეთვალათ რო ეეე რა კრუტოობაა – და მას მერე არ დაეწყოთ ეგრე მოქცევა და არიან ეხლა კისრამდე ვალებში, ვერ აგვარებენ ტონა სხვა ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს მარა იიიი, ქერისავიით 30 ფეხსაცმეელიიი მაააქ)

გგონიათ მე, 23 წლისას არ მეჩვენებოდა რო ჰენკი კრუტოი როჟაა? – გგონიათ მე არ დავაკოპირე ზოგი მისი ყლე ქცევა? – ვისაც იგივე ყლეობა არ დამართნია იმან გესროლოთ პირველი ქვა კაცო

მარა ხო უნდა გავიზარდოთ ოდესმე ყველანი? – გგონიათ ჰენკის “პრობლემა” იმაშია რამდენ ქალს ტყნავს? – ან ქერის პრობლემა იმაშია რამდენი ფეხსაცმელი აქვს?

მათი მსჯელობა და აზროვნება რო აშკარად არ შეესაბამება მათ ქცევებს მაგაშია უბედურება, და იგივეს რო ვპატიობთ საკუთარ თავებს – და ვპატიობთ ან იმ კუთხიდან რო “მერე რა რო ყლეურად ვიქცევი სულ, ალბათ მაინც კარგად ვაზროვნებ” – ან “რა ვქნა ეხლა, კი ვიცი, მარა მაინც სუ ყლეურად გამომდის” – ეგ არის უბედურება

თორე შეიძლება კაცი ბაბნიკი იყოს – ოღონდ გამართული უნდა ჰქონდეს თავის თავშე ეს რატო იქცევა ასე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება “ვერ იაზრებდეს რას სჩადის” იმიტო რო ხან კაიფშია ხან მთვრალი…

ასევე კარგი თვალის ამხელი სერიალი ამ ფენომენზე, არის You (1-2 კვირის წინ დამილინკეს) – რომელშიც მთავარი გმირი, spoiler alert(ხაწია პირველივე სერიაში გასაგები ხდება ეს) – სტალკერი, მკვლელი მანიაკია – ოღონდ “საყვარელია” და he is obsessed რა მოხდააა…

მარა მამენტ იმდენად გაუგონრად იქცევა – რო კაკ რაზ საკმარისად გაფხიზლებს მისი ქცევა რო დაინახო რო “თან დადებითად განგაწყობს” მარა თან მისი ქცევა – დაუშვებლად ცუდია

და აი კაკ რაზ You-დან უნდა გამოყვე უკან და იმავე ჭრაში გადახედო Californication-ს და Sex in the city-ის

კი sex in the city_იმ მართლა ბევრი კარგი რამე მოუტანა სოციუმს, ბევრ ქალს მიახვედრა რო დამოუკიდებელი უნდა იყოს, დაანახა როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, დაანახა რო შეიძლება ფრიგიდული ყლექალა იყო, ან ყლის ფორმაზე დამსველებელი whore მარა ეს შენი პირადი ცხოვრებაა და დანარჩენ სამყაროში ნორმალური ადამიანი შეგიძლია იყო და კარგია ორივე

მარა ზუსტად ამ “სიმართლეების” გამო – გახდა საწამლავი იმ “პრიკუპში” მოყოლილი ყლეობების გამო – რომლების ასევე დაკოპირებაც დაიწყეს

როგორც “ჩემი ცოლის დაქალები” – არის სატირა და ირონია ჩვენს მიმდინარე სამყაროზე, და წელიწადში 1-ხელ 1 სერიას რო ნახულობ, ძაან აშკარად ხედავ ამას – მარა როცა “უზიხარ” სერიალს – უამრავი ადამიანი “მიეჩვია” და კანონად მიიღო მისი გმირები და ისტორიები და აკოპირებს გმირებს, მათი დაცინვის, განსჯის და მათ არ დამსგავსების მაგივრად…

 

ჩემი პრინციპები ურთიერთობებში

friendship

ზოგადად, ვისაც ჩემზე სმენია – ტონა ჭორები დადის ჩემზე და იმდენი “კუდები” არი მოგონილი – მეც კი მიყვარს ხოლმე მოსმენა, რაგნარ ლოქბროკი ვარ იმენა – 1-2-ჯერ რაღაც დაიპყრო და ნახევარი მსოფლიოს დაპყრობის მითები დადის მერე მასზე ამდენი საუკუნეა

ხოდა ახალგაზრდობაში ბევრი მაქ მიქარული, მარა მას მერე რაც ჭკუაში ჩავვარდი – და ვფიქრობ რო ყველას უნდა დაუდგეს ეგ ასაკი როცა ჭკუაში ჩავარდება

თავისით ჩამომიყალიბდა გარკვეული პრინციპები ურთიერთობებთან დაკავშირებით – რომლებიც არასოდეს დამირღვევია(მანამდეც დიდად ვერ მოვასწარი დარღვევა, და მას მერე ვაფშე)

და გიზიარებთ ძირითადად მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისგანაც ამ პრინციპების დაცვას მოველი ხოლმე – იმიტო რო მგონია რო რაციონალურად არგუმენტირებული ელემენტარული პრინციპებია და მნიშვნელოვანია საერთო თამაშის წესები,

+ ვინც რამე ეჭვის თვალით მიყურებს ამ თემებზე, დაეხმარება იცოდეს რაზე როგორ ვფიქრობ და რაზე არ

ზოგადად მე ვთვლი რო ადამიანმა უნდა იცხოვრო “მინდა”-ს დაკმაყოფილების პრინციპით, რო ნებისმიერი არ დაკმაყოფილებული მინდა – საბოლოო ჯამში, დროთა განმავლობაში – უარესია და იმ “სიკეთეს” რის გამოც მასზე უარი თქვი – 5-მაგად უარესად ამოიღებს შენივე თავი, ან უარესად დააშვებ – ან სუ ფიზიკურ-მორალურად ავად იქნები…

მაგრამ სამაგიეროდ მე ვთვლი რო “მინდა”-ს კონტროლი და მართვა ნორმალურია და შეიძლება და ძალიან ადვილად დასწავლადია.

მილიონი წლის წინ ერთმა გოგომ ამიხსნა – როგორ “სიყვარული” არის საკუთარი თავის გახურებაზე და უბრალოდ თუ იცი შენი თავის “დაჭერა” როდის იწყებ საკუთარი თავის “შეხურებას” – შეიძლება ეს “მინდა” აკონტროლო ისე რო საერთოდ არ წავიდეს იქეთ

მოკლედ მე არ მწამს იმის რო შეიძლება 15 წლის გოგო “მოგინდეს” – მარა მერე “არაფერი არ ქნა” იმიტო რო რაინდი ხარ, ან ძმაკაცის ცოლი “მოგინდეს” და მერე “იკავო” თავი დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე…

აუცილებლად მოხდება, ამ 15 წლის გოგოსთან არა – სხვასთან, რო გაგეპარება ემოცია, ან დათვრები, მოწევ, ან ახლოს იდგები და ქიმიას იგრძნობ, იმასაც რამე გრძნობები ექნება შენდამი და… ძმაკაცის ცოლსაც – კი, აღმოჩნდება რო მოსწონხარ და… და ეგ შენი “ჩამარხული” მინდა –  გამოჟონავს და ჩაიდენ უპრინციპობას რაც დამანგრეველი იქნება ბევრი მხრივ (თუ დანაშაული არა პირდაპირ) – და მერე მაგ დანაშაულის მალვაში უნდა იცხოვრო და ტონა ძღრენი ჭამო მოკლედ…

ამიტომ ნდომის უფლება არ უნდა მისცე თავს, უნდა გაიაზრო, საერთოდ მანამდე – რატო შეიძლება მიგიზიდოს 15 წლის გოგომ, ან ძმაკაცის ცოლმა – დაალაგო რატომ არის ეს არასწორი და მერე აღარც გადაუხვიო მაქეთ არასოდეს

მოკლედ ჩემი პრინციპები ცოტაა და მარტივი(ზოგადად პრინციპები თუ ბევრია და რთული – აუცილებლად გაწირულია დარღვევაზე, ამიტომ ყოველთვის უნდა გამოხშირო და გაამარტივო)

პირველი

არასრულწლოვანი ადამიანები(და სრულწლოვანებიც მეტწილად, 20-22 წლამდე) – არ შეიძლება, იმიტო რო სინამდვილეში ქიმიური ტვინში პრობლემების გამო – რეალოაბას არ აღიქვამენ, კი გგონია რო აღიქვამენ – მარა არ, დაფრინავენ სადღაც… მერე რო იზრდებიან თვითონ მოგიყვებიან როგორ ილუზიებში იყვნენ…

თან როგორც შენ მოიქცევი – იღებენ როგორც “მშობლისგან” გაკვეთილს და შეიძლება ისეთი დააზიანო (არა მხოლოდ ცუდით, კარგით შეიძლება დააზიანო, არასწორი მოლოდინებით სამყაროსგან, დავუშვათ) – რო მთელი ცხოვრება ვერ გამოკეთდნენ და არასწორად იარონ შენი გავლენით… ამიტომ მოილაპარაკა სამართალმა და 18 წლამდე ვაფშე არც იფიქრო, და მას მერეც – მე ვცდილობ მეკიდოს 22-23 წლამდე გოგოები ვაფშე (ხაწია პარუ რაზ ვინავატ, როცა ასობა კარგად დამაჯერეს რო ზრდასრულები არიან 20 წლისები… )

და ეს არც ისე რთულია იმიტო რო 25 წლამდე გოგოებს თავებში უყრიათ რაღაც ტონა “სოციალურად აქტიური” სისულელეები და ვაფშე არასაინტერესოები არიან… წიპა დღეს სუ ლაპარაკობენ – დალევაზე, მოსაწევზე, დრაგებზე, დაქალების სექს თავგადასავლებზე და ტონა სისულელეზე – განმიზიდავს ხოლმე ეგრევე, არადა მათში არის საინტერესო ადამიანიც – მარა მაგ პერიოდში თვითონ, განზრახ ცდილობენ იყვნენ ეს მათი წრისთვის მისაღები ტიპშები და… კი მოსწონთ ეს უფროსი ბიძიები მარა, თუ შენ მოკლედ მარტო “სხეულის სიახალგაზრდავე”-ს იქეთ რამე გიზიდავს არც რთულია და კარგიც არი შორს დაიჭირო თავი 😀

და მეორე და უფრო საინტერესო ასახსნელი:

თუ შენ, ჩემმა მეგობარმა

გამაცანი შენი გოგო (girlfriend-ი, ცოლი, სტატუსი სულ ერთია) – ის გოგო იმ წამსვე ხდება უსქესო არსება ჩემთვის, და აღარასოდეს დავინახავ მასში სექსუალურ ობიეტს

ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია არა იმიტო რო “კარგი” როჟა ვიყო მე ან რამე

ეს მნიშვნელოვანია რაციონალურად – რო მეგობრებს არ ჰქონდეთ ხიფათის შეგრძნება შენთან ურთიერთიერთობისას, მეგობრობის “ოთახი” არის რაღაც თბილი ნდობის ადგილი სადაც მნიშვნელოვანია რო ადამიანი “მოდიოდეს” ფიზიკურად, ინტელექტუალურად და ემოციურად და არ უწევდეს 2-ჯერ დაფიქრება იმაზე მისი გოგო ხო არ უნდა აგარიდოს ან შენ მის ზურგს უკან ხო არ ‘ეჩატავები’ ან კიდევ რამე ეგეთი

ამიტომ – ნოლი, შენს გოგოს თუ მე ვიცნობ “შენი გავლით”(სულ ერთია ფიზიკურად შენ გამაცანი, თუ შენი ვოლიდან გავიგე ამ გოგოს არსებობა რო მას ხვდები თუ როგორ, თუ შენ ფიგურირებდი პირველი და მერე ეგ გოგო)

მე მას არც დავუახლოვდები, არ მექნება არანაირი პირადი ურთიერთობა და არასოდეს არ ვიფიქრებ მასთან არაფერზე

როგორი მიმზიდველიც და ლამაზიც და ა.შ. არ უნდა ითვლებოდეს ზოგადი პუბლიკისთვის – მომხდარა რო ულაპარაკიათ ვიღაცის ცოლზე რა ნაშააო და პირველად იმ წამს გამიაზრებია რო ის ვაფშე გოგოა და ლამაზია

ეს პრინციპი არასოდეს დამირღვევია, ნუ შეიძლება მაქსიმუმ 1-ხელ, მარა არ მახსენდება არც ეგ, სამაგიეროდ ჩემდამი სულ არღვევენ და სუ მიტყდება – იმიტო რო მე რო მეგობრების წრეში გოგო მომყავს და გაცნობთ – ვგულისხმობ რო იგივე წესებით მომიდგებიან (ეს პოსტიც ამიტომ არის რო იცოდეთ რა წესებით ვთამაშობ მე)

გავმეორდები – სულერთია იმ გოგოს სტატუსი და სულერთია მე რა აზრის ვარ შენს სერიოზულობაზე – შენს ურთიერთობებში, ჩემთვის ვაჟნი ხარ შენ – მეგობარი, და ვაჟნია რო შენ არ იძაბებოდე სხვა დროსაც, თუნდაც სხვა გოგოს მოყვანისას – არ იძაბებოდე რო მე “ველოდები როდის დაშორდები” – არ იძაბებოდე რო შენ რო მოდიხარ და მასზე წუწუნებ – მე ზურგსუკან საყვარლად ვჩატაობ და “სიმართლე ვიცი”

ნწუ – შენ მოხვედი, ჩემი მეგობარი(უბრალო ნაცნობ მამრებზე იასნად არ ვრცელდება) შენ მოგყვა გოგო – მე არ ვიცნობდი, ხელი ჩამოვართვი, შენი გოგოა, ჩემთვის უსქესო უსახო არსებაა, წერტილი – თუ რამე მეგობრობა მაქ მასთან – მაქვს ჩერეზ შენ ისევ

იგივე ეხება მეგობრის დას ან მეგობრის ქალიშვილს (კი უკვე ეგრე დავბერდი რო ზოგს სრულწლოვანი გოგო შვილები ყავთ…)

– თუ შენგან გავიცანი შენი და, შენი შვილიო, დედაშენი (გავმეორდები, თუ ჩემთვის ვიღაც ნინო წიკლაური კი არ არის, რომელზეც მერე გავიგე რო შენ იცნობ, არამედ თუ ის ადამიანი თავიდანვე – შენი შვილი, ნინო წიკლაურია)

მოკვდა ის გოგო იქ, შანსი არაა “მომინდეს” და მერე ჩუმად გულში ჩავიკლა ან ვერ ჩავიკლა ან ტონა ყლეობა, ნწუ – მორჩა, გამჭვირვალეა და რა ნაბიჯებიც არ უნდა გადმოდგას იმან ვაფშე თავისით ჩემკენ – არც მივცემ შანსს გადმოდგას, და თუ გადმოდგამს ისე ცივად ვუპასუხებ – როგორც მარტო ის უპასუხებს ვისაც არც არასოდეს მონდომებია, და მორჩება იქ

ამასთან ერთად – ეს “მინდაზე აკრძალვა” გრძელდება როგორც წესი სამუდამოდ, ისევ იმ მეგობრის გამო, სავსეა სამყარო გოგოებით – რაღა ძმაკაცის ექსთან გავიჩითო და ვძაბო ეს ძმაკაცი შემდეგზე – რო კიდე ახალ გოგოს რო გამაცნობს ისევ “მე ხო არ მომიყვანა მერე რო დაშორდებიან”

აქვე დავსძენ – სხვადასხვანაირი სამეგობროები არსებობენ და სხვადასხვა რამეს მოელიან ერთმანეთისგან და არი სამეგობროები სადაც ნაშები “წრეში დასატრიალებლად” მოყავთ ვაფშე

მე ეგეთი ურთიერთობები არასოდეს მქონია და ჩემთვის მეგობრობა არის მნიშვნელოვანი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი რომელზეც დგას ვაფშე არსებობა და ამიტომ ამ ასპექტზე ვსაუბრობ

მაგრამ!

თუ გოგო მე ჩემით გავიცანი, ყველასგან დამოუკიდებლად შემექმნა მასზე წარმოდგენა – და მას ჩემზე, და ჩვენი ურთიერთობა გვაქ

და მერე გავიგე ვისი რა არის, მერე რამე “აკრძალვას” ვთვლი ამ გოგოს განივთებად – რო “ვიღაცის ვიღაცა” არის (სოფო ბედიას ქმარივით)

ნწუ, ის დამოუკიდებელი ადამიანია და რასაც როგორ გადაწყვეტს მისი საქმეა და არავის სხვის აზრს ამაზე არ გავითვალისწინებ, არანაირი ვისი რა არი – არაფერ როლს არ ითამაშებს და თუ ვაფშე იმ გოგომ – გამაცნო შენი თავი, მის ბოიფრენდად – მე პასუხს ვაგებ იმ გოგოსთან – შენთან არ მქონდეს გეი სექსი, და არა შენთან 😀

გამონაკლისი არსებობს – იშვიათი, და ლოგიკური – ანუ ძირითადად ისე არ ხდება რო მე გოგო გავიცნო “ჩემით” – რომელიც იმავ დროულად ვინმე ახლო მეგობრის რამე ცხოვრებაში ფიგურირებული გოგოა (დედა, და, შვილი, ცოლი) – იმიტო რო იმ გოგოებს იდეაში ისედაც ვიცნობ, მათგან

და ანუ უმეტეს წილად გოგოები რომლებზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, რომლებიც ჩემით გავიცანი და მერე გაირკვა რო ვიღაცის რაღაცაა და “მორალური პრობლემები უნდა არსებობდეს” – არიან სინამდვილეში არც ისე ახლო მამრების “რაღაცეები” – და პრობლემაც არ მაქ ვაფშე არანაირი, და ბუნებრივად – ძალიან იშვიათად ხდება რო “მერე გაირკვეს” რო ვიღაც იმენა ახლობელის რაღაცაა(მარა აქამდე არ ვიცნობდი) და ვიფიქრო რო “fuck, კი მომეწონა მარა მოდი დავზადნავ, იმიტო რო ამ მეგობრის დაძაბულობა არ მიღირს” – თითქმის არ ხდება ეგრე და ძაან ცუდია ეგრე – თუ უკვე “მომინდა” – მერე სიმახინჯეები იბადება 😦

ჩემის მხრივ – მეც ვთვლი რო ყველა გოგო რომელთანაც ვურთიერთობ – თავისუფალია თავის არჩევანში, არავინ არ არის ჩემი ერთგული და არც იქნება, არც ვითხოვ – და ყველას აქვს იმდენი “მინდას” და იმდენი ბედნიერების უფლება რამდენსაც მოასწრებს თავის მოკლე ცხოვრებაში და არასოდეს არ მოხდება რო ვიღაცას გაიცნობს, თავისით  და მერე მე ვეტყვი რო “აუ, ეგ ჩემი ბავშობის ძმაკაცია და…” – ყლეზეც ბანტი ჩემი ვინ რა არის, შენ რო შენი ურთიერთობა გაქ ადამიანთან – შენი საქმეა, და მერე ჩემი პრობლემაა როგორ მოვხარშავ და თუ ვერ მოვხარშავ ჩემი კარგიც მოვტყან

მაგრამ!

თუ მე გაგაცანი ჩემი ძმაკაცი – შენ რას იგრძნობ და არ იგრძნობ შენი საქმეა, მე არ მაქ კონტროლი – მარა ძმაკაცისგან ძაან გამიტყდება ვიგრძნო რო გეფლირტავება – იმიტო რო მერე გრძნობა მაქ რო “ნაშა მოვუყვანე?” და მეორედ მომინდება აღარ წამოვიყვანო მის წრეში ეს, ან სხვა გოგო მომვალში – და მერე ეგ დამძაბავს და ფუჭდება მეგობრობა

მანდ გარდა ამ რაციონალურობისა, როლს თამაშობს მეორე რაციონალიზაცია კიდევ:

ადრე, მეგობრის დას მოვწონდი, ძაან “მკერავდა”

და მივხვდი რატო ტეხავს, ზემოთ მოთხრობილი პრინციპის გარდა – მეგობრის დასთან რამე(და იგივე ვრცელდება GF-ზეც რეალურად)

იმიტო რო არ მიცნობს მეთქი ეს გოგო და რატო მკერავს ასე ძაან? – ვაფშე სხვანაირი ბიჭები უნდა მოსწონდეს და მე რატო?

ხოდა უბრალოდ ის მეგობარი ვისზე ლაპარაკობს ხო სახლში? – მის ყოველდღიურობაზე, მის მეგობრებზე, ჩემზე

მე ვარ ლოკალური “celebrity” მათ ოჯახში, საუზმისას მე მახსენებს, ჩემ სანახავად მოდის, ჩემთან ერთად შვება ამას და იმას, მე მენდობა და მეყრდნობა – ასე და ისე

და იმ გოგოს თავში “იძერწება” ეს რაღაც გაუაზრებელი მიჯაჭვულობა – არ არსებულ, იმ ჩემი მეგობრის თვალიდან დანახულ ადამიანზე – და მას საკუთარი აზრი არ აქვს, აქვს მარტო იმ მეგობრის სითბო – ჩემდამი, მეგობრის – რომელიც მისთვის ძმაა(ან ბოიფრენდი, ქმარი) და რომლის აზრსაც აფასებს…

ისე გამოდის რო “გამარეკლამა” იმ მეგობარმა და “დამასვა ყლეზე” საკუთარი და – უნებლიედ, ანუ გამოდის რო მერე უნდა სახლში მოზომოს რამდენს ილაპარაკებს მეგობრებზე? – უნდა მოერიდოს – ჩემს, მეგობრის სახლში დაპატიჟებას? – რო მერე მის ზურგსუკან ძმაკაცები დასთან ურთიერთობებში არ იჩითებოდნენ და ჯამში არ აღმოჩნდებოდეს რო ის და სუ სხვა მამრებს ეძებს და სულ გულგატეხილია და დანგრეული? (მარტო იმიტო რო მისი ძმის აღწერით აარჩია კაცები და არა საკუთარი პირადი აზრით)

რო არაფერი ვთქვათ იმაზე რო სექსი მარტო სექსი ხო არ არის, კიდევ არის ტონა ურთიერთობა და ისევ და ისევ – გამოდის რო მე უნდა ძმაკაცის აზრი კი არ ვიცოდე, კიდევ მქონდეს “ინსაიდერული” ინფორმაცია მისი ოჯახიდან, ჩერეზ მისი და. მარტო სექსი კი არ არის დამძაბველი მოკლედ…

სულ ეს არის

ვიღაც უცხო, უბრალო ნაცნობი რო მწერთ – გოგოზე რომელთანაც 2 თვეა ფლირტი მაქ “ჩემი ყოფილი ცოლია და მე დამშორდა, გკიდია, ბრატ, ჩემი აზრი?” – კი მკიდია, მეტიც – უპატივცემულობად და იმ გოგოს შეურაცხყოფად ჩავთვლი 1 გრამით მაინც ნაკლებად რო მომინდეს აწი – მარტო იმიტო რო შენ “ამიკრძალე”, სოფო ბედიას ქმარმა

და მეგობრებზე სუ მგონია რო ისედაც ხვდებიან მაგას და – თუ მე მათ გოგოს მათგან არ ვიცნობ, ან მანამდეც ვიცნობდი ჩემით და ჩემი ურთიერთობა მაქ, ან მათ მერე გავიცანი და ისევ და ისევ საკუთარი ურთიერთობა მაქ – აზრიც არ აქ ეგრე “დაკაჩავებას”

იმიტო რო თუ რამე აზრს რამის გამო შევიცვლი – იქნება რაციონალური დასაბუთება, და ძალით მოწოლაზე ან მუქარაზე – ყოველთვის ანტი რეაქცია მაქ, რო ტიპს გონია რო “დამაჩმორებს” და შეიძლება სუ არ მომწონდეს ეს მისი ყოფილი გოგო – მარა მერე უარესად მოვიქცევი განზრახ…

და თუ გოგო “გღალატობს” – ჩემთან, მე მკიდია – ჩემთვის დაშორებულები ხართ უკვე, თუ თქვენ “მონოგამია” გაქვთ, თქვენი ურთიერთობის შეთანხმება თუ ეგ არის

ის რო გოგოს side ურთიერთობა აქ, და მე პირველი არ ვარ და ბოლო ხო რეალურად? – უკვე იმაზე მიუთითებს რო თქვენი ურთიერთობა – დამთავრდა (გავმეორდები – იმიტო რო ურთიერთობა მონოგამიას ეფუძნებოდა და მორჩა ეგ მონოგამია, მორჩა ურთიერთობაც)

– ან ვფიქრობ რო  იქნებ ეგეთი ურთიერთობა გაქვთ და გაიასნებულია ერთმანეთში და ორივე დაძვრებით აქეთ-იქეთ? –

მოკლედ მე იმის გამო არ დავზადნავ რო რამე უშავდება ვიღაცის სადღაც ურთიერთობას, ერთადერთი რის გამოც არ მომინდება შენი გოგო – არის რო ჩერეზ-შენ გავიცანი და არ მინდა შენ იძაბებოდე ეხლა ან მომავალში ოდესმე, ან ვინმე სხვა მეგობარი იძაბებოდეს შენზე ისტორიის მოსმენის შემდეგ

რამდენჯერმე შემიმჩნევია “მორიდება” მეგობრებისგან – რო თავის გოგო გამაცნონ თუ არა წონიან, ხოდა არა – არასოდეს მე მეგობრობის კომფორტს – არ დავარღვევ, სამყაროში უამრავი გოგოა და მაინდამაინც შენ გოგოზე არ გავგიჟდები

და პირიქით – როცა მე გაცნობთ ჩემს გოგოს, თუ მაინდამაინც გაგონილი გაქვთ მასზე და დაუსწრებლად მოგწონთ – ჯობია გაიქეცით და 1-2 კვირა დამემალეთ, მოასწარით ჩემი წარდგინების გარეშე გაცნობა – თორე მერე მე გულში მეწყინება, არაფერს არ ვიტყვი – მარა მეტი აღარ წამოვიყვან გოგოებს საერთო აქტივობებზე და ანუ გოგოსთან ერთად რო ვიქნები – თქვენთან მეგობრობას მოვერიდები და მორჩება თქვენთან მეგობრობა – და არა ჩემი გოგოები…

მარა როცა სადღაც მომყავს გოგო და ის მეუბნება “ეე, მაგას ვიცნობ” – იქვე მთავრდება ჩემი authority და იქვე ვიცი რო ეს “ვიცნობ” მე უკვე არ ვიცი რას ნიშნავს, არ ვიცი რა გქონდათ, არ ვიცი რა გაქვთ, არ ვიცი რა გექნებათ – და იქვე ვიაზრებ რო ჩემი საქმე არ არის და მე არ მეხება და თქვენს ქცევას მისდამი – ჩემს თქვენთან მეგობრობის ჭრილში აღარ გადავიტან

p.s. კი პოსტის სურათად არის ჩემი საკუთარი მაისური 😀

 

არ მოგწონდეს გეები – არ შეიძლება?

ხშირად იბადება კითხვა, რო თუ ყველა თავისუფალია საკუთარი აზრის ქონაში – რატო არ შეიძლება მე – არ მევასებოდეს გეები? – ან არ მევასებოდეს ქალების და კაცების თანასწორობის იდეები, არ მევასებოდეს ბიჭის მიერ შორტის ტარების ფაქტი?

პასუხი არის რო – ძალიანაც შეიძლება!

როგორც ყველა თავისუფალია აირჩიოს ვისთან ჰქონდეს სექსი (თუ არავის არაფერს უშავებს) – ისე ყველა თავისუფალია ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოთქვამდეს მას!

ოღონდ!

ჩვენ ვლაპარაკობთ – სიტყვებით, და სიტყვებს – აქვს წონა, არაფერია სიტყვებზე მნიშვნელოვანი – სიტყვებით იწყება ომები, სიტყვებით იწყება სიყვარული და სიტყვები წყვეტს ყველაფერს სინამდვილეში, სიტყვები არის ის რაც გამოდის ადამიანის შიგნიდან – გარეთ

მე პირადად, როცა მეგობარი მეუბნება “ეს კაცი – ცუდია” – მე მერთვება აგრესია მასდამი, იმიტო რო ცუდია ვინ ხო? – ცუდია რუსეთი, ცუდია ვირუსი, ცუდია მტერი, ცუდია გაფუჭებული საჭმელი… რამეზე რო მითითებენ – “ცუდია” ეს არის ჩემთვის მოწოდება მოქმედებისკენ – რო ცუდი უნდა “აღმოიფხვრას”, გამოსწორდეს, გადანდგურდეს – მე ეგეთი როჟა ვარ, არ შემიძლია ვიჯდე და მშვიდად ვიტანდე რაღაცას რაც “ცუდია”

და ბევრია ასე, სხვადასხვა დოზით, და კარგია ეს – იმიტო რო რაღაც “შეთანხმება” ხო არსებობს არა სიტყვის ფასზე?

– მე რო რაღაცაზე ვიშვერ თითს და ვამბობ “ცუდია” – მინდა რო მეგობრებმა სასწრაფოდ – მხარი დამიჭირონ, და უკვე მერე ჩამეკითხონ რატოა ცუდი და იქნებ ვცდები ვაფშე…

ამიტოა რაიმეს ცუდია-დ წოდება – პასუხისმგებლობა, იმიტო რო ეს არ არი შენი აზრი უბრალოდ – ეს არი მოწოდება, ეს არი იმ რაღაცის – სახელ-დება, რუსეთი ცუდია – ჩემი აზრი არ არის, რუსეთი ცუდია – არი მოწოდება ძალადობისკენ რუსეთის წინააღმდეგ

და ვინმეს შეიძლება ჰგონია რო პირადად მის ნათქვამს – რა მნიშვნელობა აქ? – მარა სინამდვილეში არასოდეს იცი ვისთვის რას ნიშნავს შენი ნათქვამი და რა ნათქვამები დაგროვდა და “შენც” რო ეგ თქვი – რა მოქმედებისკენ უბიძგე ბოლოს…

აბა როგორ გამოვთქვა ჩემი აზრი?

ქრისტემ თქვა – სხვა არ განსაჯოო, ამის მერე რო კითხულობ ტექსტებში ვითომ ქრისტე ქადაგებისას რეებს “აჯვამს” ადამიანების ჯგუფებს – ისეთი სასაცილოა და ისე აშკარად ეტყობა რო ვიღაც კომპლექსიანი გადამწერის “მინაწერია”, ფრჩხილები რო აკლია მერე (რედაქტორის შენიშვნა) -თი, ქრისტე რომელმაც თქვა სხვა არ განსაჯოო – მაგას რანაირად იტყოდა მერე რასაც წერ…

ხოდა აი მე, პირადად, ჩემი პოზიცია გეებზე:

– მე როცა მზრდიდნენ სულ, მზრდიდნენ ისე რო ქალი არის ბევრად უკეთესი ქმნილება ვიდრე კაცი, რო ქალი ობიექტურად არის ფიზიოლოგიურად სუსტი და დასაცავი ობიექტი, რო სილამაზე თუ რამეს ჰქვია – ჰქვია ქალის სხეულს. შესაბამისად მე ვერ აღვიქვამ კაცებს გარეგნულად საერთოდ, ვერც საკუთარ თავს მათ შორის და ვერ მაქვს თბილი გრძნობები კაცებისადმი(არც საკუთარი თავისადმი მათ შორის) – ამიტომ მე არ ვარ გეი და ვერ ვიქნებოდი გეი, ასე მგონია.

ნებისმიერ წამს, ნებისმიერი უცნობი გამვლელი გოგოს სიცოცხლე, ჩემთვის – ჩემსაზე ძვირფასია და ყოველთვის მათ სიცოცხლეს ჩემსაზე მაღლა დავაყენებ და ყოველთვის ნებისმიერი გოგო – ჩემზე ბევრად მიმზიდველად მიმაჩნია და კაცები ვერ მომწონს და ვერ მექნება სექსი არსებასთან რომელიც ვერ მომწონს, ვერც მათი მესმის ამ საკითხში – ვისაც მოსწონთ. თორე მინეტს ვინ გამიკეთებს მართლა სულერთია ფიზიოლოგიურად, უბრალოდ როცა მინეტს მიკეთებს ადამიანი რომელიც არ მომწონს (გინდა დაჟე მდედრი) – ვერ გამისწორდება.

აი ეს არის საკუთარი აზრის გამოხატვა, გეებისადმი დამოკიდებულების მიმართ – რომელიც არავის არ შეურაცხყოფს – და არავის არ მოუწოდებს ბოროტი მოქმედებისკენ, მაგრამ სრულიად აფიქსირებს ჩემს აზრს გეებზე, იმავ დროულად.

და მე მაქ უფლება არ მომწონდეს გეები, არ ვიზიარებდე მათ სამყაროს ხედვას და ადამიანებსაც აქვთ უფლება გამოიტანონ ჩემი ამ პოზიციიდან დასკვნები – და აირჩიონ მემეგობრონ თუ არა.

აი კიდევ – იგივე მიზეზით, მე ვთვლი რომ არსება რომელიც ჩემზე(კაცზე) ბევრად უკეთესია – როგორც მინიმუმ არ შეიძლება ჩემზე, კაცზე – ნაკლები იყოს. ამიტომ მე ვთვლი რო ქალებს ყველა ის უფლებები და თავისუფლებები აქვთ – რაც ჩვენ გვაქ(და პასუხისმგებლობებიც!!) – და მე არ მომწონს ადამიანები რომლებიც თვლიან რო ქალი არ არის კაცის სწორი და ვერ ვიქნებოდი ეგეთი ადამიანი ან მასეთი ადამიანის მეგობარი

რა თქმა უნდა მყავს ასეთი ადამიანები სანაცნობოში და მათაც იციან რო ჩემი პოზიცია ასეთია, და მეც უნდა ვიცოდე მათი პოზიცია – და გვინდა ვიმეგობრებთ მერე და გვინდა არა, მარა მათი პოზიცია არ უნდა იყოს “ქალების თანასწორობა ცუდია” – იმიტო რო ეს მოიაზრებს ძალადობას მათზე, “გამოსწორებას” ამ შეცდომის (იმისა რაც “ცუდია”, თანასწორობის შეზღუდვას, იძულებას იყვნენ არათანასწორნი)

თორე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი არა ძალადობრივი პოზიცია გქონდეთ, ასე მაგალითად:

“მე არ მომწონს ქალები რომლებიც თავს კაცის სწორად თვლიან, ეგეთ ცოლს ვერ მოვიყვანდი”

გგონიათ არ გაქვთ ამის თქმის უფლება??? – სრულიად გაქვთ, ჩვენც გვაქ უფლება წავიკითხოთ და გადავწყვიტოთ რამდენად მიუღებელია ჩვენთვის – თქვენთან ახლობლობა, თორე ყველას აქვს არსებობის უფლება და საკუთარი აზრის და მიდგომის ქონის უფლება. აუცილებლად გამოჩნდება ვინც თქვენსავით ფიქრობს და ვისაც პირიქით მაგის გამო გაუსწორდებით.

მთავარია არ თქვა “ცუდია”, არ თქვა “პიდარასტი”, არ თქვა “ფემინისტკა ყლექალა” – რაც თავის შინაარსში მოისაზრებს მოწოდებას – მოქმედება/ძალადობისკენ, განდევნისკენ, დამცირებისკენ, შენთვის შეიძლება გგონია რო არ მოისაზრებს – როცა ამბობ, მარა შენ გისმენს ვიღაც – ვისთვისაც შენი მოწოდება იმ წამს ბოლო წვეთია შეიძლება…

გავიმეორებ – მთავარია – არ განსაჯო სხვა, და ისაუბრო საკუთარ თავზე – ამას ნიშნავს საკუთარი აზრის ქონის უფლება და მისი დაფიქსირება, ხოლო “სხვისთვის” რაღაცის წოდება – ყოველთვის არის “მოწოდება”, კაკ რაზ რო “პროპაგანდა” – ძალადობისკენ

მე ვერ ვხედავ საშუალებას როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში წყვილი მშვიდად იყვნენ შეყვარებულები გადაბმულად ბევრი წლის მანძილზე, ამიტომ არ მჯერა ცოლ-ქმრული ურთიერთობების და ვთვლი მოძველებულად. ვცადე, ვეცადე, დავრწმუნდი – და ვიცი რომ ვერ ვიქნებოდი კლასიკურ ურთიერთობაში

ეს არის “ჩემი აზრი”

და არა “ქორწინება ცუდია”

“ჩემი აზრი” – ის თქმისას არავის არ განვსჯი, მარტო საკუთარ თავს განვსჯი და საკუთარ თავზე ვსაუბრობ – და ყველას ვუტოვებ საკუთარ “თავისუფლებას” რაც უნდა ის იყოს – იმის ფიქრის გარეშე რო ჩემი “სიძულვილის მსხვერპლი” გახდება

ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა “ქორწინება ცუდია” – მე უკვე ვამბობ რო ვინც დაქორწინდება – ის ცუდია, ბანძია, ყლეა და თუ მე მასზე სტატუსით მაღალი როჟა ვარ – შეიძლება დავჩაგრო კიდეც მარტო ამის გამო, მე თუ არა ჩემმა მსმენელმა და მიმდევარმა

ან აი კიდევ:

“მე ვთვლი რო კაცს ფეხის გამოჩნა არ შეშვენის, მე ვერ ვივლიდი შორტებში”

გგონიათ არ გაქვთ ამის თქმის უფლება? – კი ბატონო კაცო, როგორც გინდა ისე გაქ უფლება იფიქრო და მოიქცე, არავინ არ გიშლის, მარა არა – “შორტებში ვინც დადის ყლეა!” (როგორც იმ სირმა თქვა ტელევიზორიდან, კი – ზუსტად, აი უკვე ისწავლეთ სწორად შემჩნევა – ამის დაწერისას თითს ვიშვერ მისკენ მოწოდებით “ის ცუდია! დაესხით თავს!”)

აგერ მე პირადად – ვთვლი რო კაცი არის “სახარჯი მასალა” და კაცი არ უნდა ზრუნავდეს თავის გარეგნობაზე და ვერ ვიქნებოდი ის კაცი რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს.

მშვენიერი პითეკანთროფული პოზიციაა, რომლის უფლებაც სრულებით მაქ – და თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ გინდათ ჩემთან მეგობრობა თუ არა ამის მერე

მარა სერიოზული სახით არასოდეს უნდა ვამბობდე “ფუ, ფერადები აცვია”, ხუმრობა, სწორ წრეში, მოსულა იასნად –  განსაკუთრებით როცა ეს ხუმრობა პირველ რიგში ჩემსავე პირველყოფილ ადამიანობაზეა 😀

ვოტ

გავიკეთებდი ცისარტყელას ლენტს მკლავზე? – აუცლებლად! – იმიტო რო ჩემთვის ყველა ადამიანის თავისუფლების და “არ განსჯილობის” დაცვა – რომელიც განსხვავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია.

კაკ რაზ იმიტო რო მეც განსხვავებული ვარ, ჩემი შვილიც, დედაჩემიც – და ყოველთვის იძებნება ვიღაც ვისთვისაც ეს განსხვავება ისეთი მიუღებელია “მომკლავდა”, “გადამასახლებდა” და ა.შ.

თორე არც გურამი იქნებოდა პირადად გეი და არც მე, მარა გეების თავისუფლების დაცვა – ნიშნავს ჩემი თავისუფლებების დაცვას, ჩემი შვილის თავისუფლების და ყველას თავის-უფ-ლე-ბების დაცვას – ძალადობისგან, ძალადობის მოწოდებისგან და ჩაგვრისგან და გარკვევით თქვა ეგ იმ ბიჭმა მაგალითად.

 

სალაპარაკო თემა – ავად-ყოფნა

ალბათ ყველას გყავთ მეგობარი(და არა ერთი) რომელსაც რო შეხვდები და ეკითხები, ჰეი – როგორ ხარ? – საქმეზე რო შეხვდები, ან პროსტა რო შეხვდები, სხვა რამეზე რო აპირებ საუბარის გაგრძელებას – ან ვაფშე რო არ აპირებ გაგრძელებას და ზრდილობის გამო მოიკითხე და აპირებ გატრიალდე წახვიდე…

რომელიც უცებ იწყებს დეტალურად პასუხს – როგორ არის… და გიყვება ერთი და იმავე “მძიმე” პრობლემებს, რომლებიც განგრძობითად სჭირს, სად რა სტკივა და რა აწუხებს

და რო არ იცი რა უპასუხო, საშველიც არაფერია, იქვე რო გიყვება სად რა ექიმებთან იყო და როგორ ნაწილი ვერ იგებენ რა სჭირს, ნაწილი იგებენ მარა ძვირია და ნაწილი სამუდამოდ სჭირს…

და რო ჰგონია რო ან მარტო თვითონ სჭირს რაღაც(და ვითომ ყველა სხვა ყურადღების დეფიციტიანი ასევე არ იწყებს მოყოლას…) – და ან რო შენ არ გჭირს არაფერი…

მეტი სათქმელსაც რო არაფერს გიტოვებს გარდა “ხო მეც… ” და დავიწყო მოყოლა სკოლიოზის გამო როგორ მტკივა წელი ყოველ საღამოს? – ფეხი როგორ მიკავებს, მწიწკნის და მექაჩება 3-4 დღეში ერთხელ იმიტო რო ბავშობაში რო დამჭრეს ნაჭდევი დამრჩა? – თვალებზე როგორ დარხეული მაქ? – თუ კვირაში 2-ჯერ კუსტბაზე არ ავირბინე – გულზე რო მერხევა? – ძგიდე რო საოპერაციო მაქ იმიტო რო ვერ ვსუნთქავ მარა არც სამაგისო ფული მაქ და არც დრო? – კბილები, ნერვი აღარ მაქ არცერთში… გაინტერესებს ეხლა ეეგ? – ან რას მიშველი…

არა, მეგობრებო

“როგორ ხარ” რო ვამბობთ არის უბრალოდ “სალამ ალეიქუმ” – და უნდა მიპასუხო “ალეიქუმ ასალამ” და ან დავემშვიდობოთ ერთმანეთს ეგრევე, ან გადავიდეთ იმაზე რა საქმეც გვქონდა, არანაირად არ გულისხმობს როგორ-ხარ -ი იმას რო უნდა მოყვე მართლა როგორ ხარ, და თანაც მოყვე რაღაც დეტალური დიფერენციული ანალიზი, ნახევარი დიაგნოზები(მეორე ნახევარის გაურკვევლობის გამო) – და დამტოვო დაგრუზული და ყველანაირი დახმარების შანსის გარეშე – იმიტო რო გზაში მოყვე როგორ ყველაფერი სცადე უკვე და როგორ არ გეშველება…

და მოტყნული რო წამოვალ და დაგრუზული მარტო მეორე დღეს უნდა დავიწყო გაბრაზება რო – შიგ ხო არ გაქ ბლია, რას მიყვები მეხუთედ, როგორ ცუდად ხარ და განუკურნებელი რაღაცეების ბუკეტი გჭირს, ჯერ ეს ერთი მეც ცუდად ვარ და მეც მოუგვარებელი პრობლემები მაქ, ვინ არი ვაფშე კარგად?

მეორეს ერთი რო მიყვები მერე? – ვერ გეხმარები, ყველაფერი შენით იცი, რა გინდა ჩემგან? – უკვე რო ინდიფერენტული სახით ვრეაგირებ – მერე კიდე შუა მოყოლისას რო მკბენ – “შენ კი ფეხებზე გკიდია მარა…” – არ მკიდია ეს დედამოტყნული ფეხებზე მარა რა ვქნა? – მეასედ ვისმენ რა გჭირს, მეასედ ვუშვებ შეცდომას რო ვცდილობ რამე გირჩიო და მეჯმება რო მე არაფერი არ ვიცი… რას მოელი ჩემგან? – პროსტა რიტუალივით ველოდები როდის მორჩები ამაზე… და გამოდის რო მკიდია კი, რა ვქნა მეც ტონა რამე მჭირს, რა ვქნათ ეხლა?…

კი მეც შემიძლია მასე მოვყვე რა დღეში მაქ კბილები, როგორ მეტყვნება იქ გულზე, როგორ მაქ ალერგია დასალევზე, ხერხემალი? ფეხის კუნთი? – მერე? – “ვუი ვუი”-ს მეტი ვერაფერს ჩააკვეხებ, და რამეს იტყვი და ნიშანს მოგიგებ რო “არაფერი იცი” ამ ჩემს დაავადებაზე – იმიტო რო შენ არ გჭირს, მე მჭირს! – არადა, შენ პროსტა იმიტო თქვი ვაფშე რამე რო ჩათვალე რო “საუბარი ამ თემაზე მინდოდა” და მხარი დამიჭირე…  “გაჩუმდი და მისმინე!” – და ვაგრძელებ მოყოლას კიდე რაზე მენძრევა… ი ტაკ კაჟდი რაზ როცა გნახულობ, და კიდე როცა მომენტს დაიჭერ სხვა რამეზე საუბრისას…

არა – ვიმეორებ, იმენა სალამ ალეიქუმ, ალეიქუმ ასალამ. ვსიო

თუ მაინდამაინც იმენა ეხლა გჭირს რამე და აი ეხლა – უნდა წაგიყვანო სადმე რო გიშველონ – ოკ, თქვი მოკლედ და კონკრეტულად რა გიშველო. თუ არა და ქრონიკული პრობლემები საკუთრიც მყოფნის და რატო მიტენი თავს და ნერვებს რაღაცით რაშიც ვერ გეხმარები და არც შენ გაქ საშველი?

რო ელაპარაკები, საღამოს სადმე პატიჟებ და “დიაბეტი მაქ ადამიანო” და შენ რო ah fuck, როგორ გავბედე, დიაბეტი აქ… მერე ფიქრობ რო – რავი ხო ცხოვრობს ამ დიაბეტით? – მერე იდანაშაულებ თავს რო რა ყლე ვარ, ეტყობა რეციდივი აქ დიაბეტის, ცუდი მე, ცუდი – ბოდიშს უხდი და 2მაგი მონდომებით ცდილობ გაახალისო ჩატით და ანებებ თავს

მერე საღამოს სადმე ბარიდან დებს სურათებს ინსტაზე – როგორ ისხამს ლუდს ვედროებით… და მეორე დილას რო ეკითხები დაფაქ? – არ გინდოდა მენახე, გეთქვა პირდაპირ – ჩვენ შორის რა საჭირო იყო დიაბეტის მომიზეზებაო? – გეუბნება რო დიაბეტი რო მაქ კი არ მოვკვდი კაცო, რა მოხდა – და შენ ახსენებ რო მე გკითხე ხო არ გცალიაო და შენ მიპასუხე დიაბეტი მაქო…

“ა ეგ ისე პროსტა გითხარი კაცო, არ ვიცოდი ჯერ რას ვაპირებდი საღამოს და მაგაზე მერე გიპასუხებდი”

და ეგრეც არი, იმენა “პროსტა” სათქმელად არ იციან რა თქვან და იწყებენ თავიანთ გაუთავებელ ჯანმრთელობაზე…

და მერე გეზარება მათთან საუბარი, გეზარება იმიტო რო არ გინდა ყოველჯერზე ახლიდან მოსმენა ამ უბედურების, საკუთარიც გყოფნის და რომც არ გყონიდეს – ვერ შველი ვერაფერს და მერამდენედ უნდა დაიგრუზო? – და არც იმის გაგონება(ან ნამიოკ ჩარტყმული გრძნობა) გინდა რო “ფეხზე გკიდია შენ”…

პრი ეტომ ხან გგონია რო ღირსი ხარ, მეგობარია – უნდა გენერვიულებოდეს და გაწუხებდეს, ის ასე რთულად ცხოვრობს და…

და აუ, ქამონ რა – დაგულაობს დანარჩენი დრო შენზე მეტად, მეც არ ვსვამ იმიტო რო მწამლავს და არ დავდივარ არსად იმიტო რო თუ ვერ გამოვიძინე ადამიანს არ ვგავარ, ყველას გვზღუდავს რაღაცაში ჩვენი ჯანმრთელობა…

ის კიდე მოვა – თავზე გადაგასხამს თავის ქაქს – წავა დაგულაობს დალშე…

რო რამე, თუ არგუმენტი სჭირდება, გაპრავება სუ აქ – “ცუდად ვარ მე ადამიანო” – მეც ცუდად ვარ!! – და კი არ მინდა რო გაღელვებდეს, მინდა რო იაზრებდე რო ყველა ცუდად ვართ მარა არ ვცდილობთ მოვუწამლოთ არსებობა ერთმანეთს, მითუმეტეს თუ საშველი არაფერია და მითუმეტეს თუ იმ ადამიანს არაფრით შეუძლია დახმარება

suck it up და ზიდე შენი ჯვარი შენით ბლია, ყველა ვზიდავთ ჩვენსას

თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, ყველა ასეა – თუ რამით შეუძლია დაგეხმაროს – აზრიან ფარგლებში – ყველა ყველაფერს გადადებს, მიმართე და დაგეხმარება, წემბოლეე ახლო მეგობარი – მარა თუ ვერაფერს გშველი, რატო მიყვები again, and again, and again?

მითუმეტეს რო მერე მე რო ვხედავ რო არაფერი მოტყნული არ გაქ ცხოვრება და მშვენივრად გულაობ იმ ფონზე რო მე დაგრუზული და ნერვებ დაგლეჯილი ვარ… რო გავმწარდები და გაგიტრაკებ – მერე მეუბნები “ვებრძვი ცხვორებას და ვუძალიანდები, თორე ცუდად ყოფნა კი არსად წავიდაო” – ხოდა დედამოტყნული ჩემთანაც გაუძალიანდი რა მოხდება, მე “მომატყუე” ვითომ კარგად ხარ, მე გამიღიმე “ჩერეზ ტკივილი” ა?

მეც ვუძალიანდები, ყველა ვუძალიანდებით – პირიქით, წადი ვინმე უცხო ნახე – იმას მოუყევი, გაუკვირდება მაინც – და იმას მოუშლე ნერვები, დაზოგე ძვირფასი ადამიანის ნერვებიც, ყურადღებაც და მოტივაციაც – რო როცა მართლა რამე გეჭირვება და მართლა მიმართავ – მართლა გიშველოს…

 

 

 

 

 

 

სამართალმემკვიდრეობა

დილას ახალგაღვიძებულზე მეგობრის კომენტარზე პასუხი ვნახე. გუშინ ზედმეტსახელით მივმართე და ეგრე ნუ მეძახიო, ვკითხე რატომ თქო და დამეძინა მერე… ხოდა უპასუხია

იმიტომ, რომ ბავშვობის ცოდვების გამო პასუხი აღარ უნდა ვაგოთ ზრდასრულობაში

to make it clear – შარშან ჯერ კიდევ ის ზედმეტსახელი იყო, და ის რასაც ბავშვობას ეძახის არის პერიოდი დაახლოებით 18-დან 25 წლამდე…

ძალიან სახიფათო მარცვალი დევს იმ დაშვებაში, რომ – შეიძლება სრულწლოვანების შემდეგაც – ჩადენილ საქციელებზე პასუხი არ აგო, რა თქმა უნდა საუბარია არა იურიდიულ – არამედ ადამიანურ “დანაშაულებზე”. იმიტო რო ესეიგი ნებისმიერმა 18-25 წლის იდიოტმა და იდიოტკამ შეიძლება ყველაფერი აკეთონ და “პატომ სპიშეტსია”

ამასთან ერთად აღსანიშნავია რო – არც კარგი იკარგება და ავიწყდება ვინმეს, და მე პირადად იმ მეგობრისადმი უფრო კარგი შეფასება მაქ თავში – ვიდრე ცუდი, მათ შორის მისი აზროვნების შესაძლებლობებისადმი და ა.შ. და ვერ წაშლი მაგას – ანუ სულ რომც მოითხოვოს რო არც კარგი მინდა თქვენგან და არც ცუდიო, ადამიანისადმი განწყობას და დამოკიდებულებას 1 დღეში ხო ვერ შეიცვლი არა?

მეტიც – კი ბატონო, შეიძლება გაიაზრო რო ადრე რაღაცას ცუდს ჩადიოდი და დაიწყო გამოსწორება, მოიხადო ბოდიშები, დაწერო ახსნები და დღიდან დღემდე ქცევით ნელ-ნელა დაგვარწმუნო რო აღარ განმეორდება, but it’s up to us დაგიჯერებთ თუ არა და გაპატიებთ თუ არა.

მარა ასე “წარსულზე პასუხს აღარ ვაგებ” – იშო კაკ აგებ სუკა.

და ეს კეთდება ზუსტად იმისთვის რო სხვა 18-19-22 წლის სუკებმაც(გოგოსიან ბიჭისიანად) იცოდნენ რო სანამ რამე ძღრენობას ჩაიდენ, იმიტო რო კინოში ან წიგნში ვინმე თესლი გმირი შვებოდა – დაფიქრდე რო ეს სამუდამოდ გაგყვება მერე ცხოვრებაში და უამრავი ბოდიშიც კი რო მოიხადო – შეიძლება მაინც არ ჩამოგერეცხოს

მეტიც – ის თუ რას სჩადიოდი ადრე, ყოველთვის დალექილია შენს შიგნით და ყოველთვის “სპასობნი” ხარ, შეიძლება ეხლა მოცემულობები შეიცვალა, შეიძლება გაიაზრე რო Long term_ში უარესი შედეგები მოაქ, მარა რო დაგჭირდება…

არიან ადამიანები – სხვა ქვეყანაში რო გარბიან, ყველანაირ ძველ კავშირებს რო “იჭრიან” და ცდილობენ 0-დან დაიწყონ ცხოვრება(ანუ მანამდე რა ნაგავი იყო ხო იასნია რო “კარგ” რაღაცეების შენარჩუნებას სწონის ცუდები და ურჩევნია სუ დავიწყდეს)

და ერთი 5-6 ეგეთი ცნობილი ისტორია მახსენდება – მთლად მონსტრებად რო ყალიბდებოდნენ ყოველ შემდეგ მასეთ “გაქცევაზე”

იმიტო რო სამართალმემკვიდრე თუ არ ხარ შენი ჩადენილი საქციელების – ნელ-ნელა ხვდები რო არც იმის სამართალმემკვიდრე ხარ – რასაც დღეს ჩაიდენ…

ასე რომ NO!

რაც მე დამიშვებია – მე დამიშვებია და არსად ეგ არ გაქრება, ზოგზე ბოდიში მოვიხადე, ზოგს ყოველ დღე მაძახებენ და მაინც არ მაპატიეს და ვერ მაპატიებენ და ვიცხოვრებ მაგით, და ზოგი ჩემი დადებითი მახასიათებელი სამუდამოდ ჩემია და ვერავინ ვერ წამართმევს

17-ის ვიყავი რო მივხვდი ამას, საერთოდ ბევრ რამეს ჩავუჯექი 17 წლის, ეტყობა მაგ მომენტში დაგროვდა აზროვნება და ნაკითხი წიგნები თუ რაღაც

და მაშინ მივხვდი რო ყველაფერი რასაც ვაკეთებ – ყოველთვის ჩემ გარშემო დარჩება, საშინელ შიშს მგვრიდა ეგ ერთი პერიოდი, სუ გული მისკდებოდა რამე არ გამეფუჭებინა – იმიტო რო ეგ ხო სამუდამოა!

მარა ნუ ეგრეა, 19 წლამდე ვსვამდი და მერე მივხვდი რო უკონტროლო ყლეობებს ჩავდივარ ნასვამზე და სამუდამოდ შევეშვი – ზუსტად იმიტო რო არ მომწონდა მეორე დღეს გაგება რა ყლეობები ვქენი და ატმაზკა რო “აუ ნასვამი ვიყავი” – არავისთან არ მუშაობს რა, ვინმეს თუ გგონიათ რო მთვრალს გეპატიებათ – ძაან ცდებით.

მაგას გპატიობენ თქვენნაირივე დამნაშავეები და ჯამში ერთმანეთს ემგვანებით…

კი 17 წლისამ ავირჩიე ის დადებითი პრინციპები რომლებზეც დღეს ყველა ვინც მიცნობს გეტყვიან რო შეუვალი ვარ იმ პრინციპებში

და კი გზადაგზა გაჩნდა თემები რომლებზეც ან ისევე პრინციპული გავხდი, ან რომლებზეც უპრინციპო გაიძვერა ვარ – და გაიძვერა ვიყავი და რამდენიც არ უნდა ვიტყუო თავი რო 1-2 წელია აღარ ვარ გაიძვერა – ცხოვრება თუ დამაჭირვებს ისევ შემიძლია ვიყო, ძალიან კარგად მახსოვს მაგის skill-ები

უბრალოდ არი პრინციპული საკითხები – რომლებსაც არ დავთმობ, და არი საკითხები რომლებიც მკიდია ჩემშიც – და არ ვითხოვ სხვებისგანაც და ნაგავი ვარ ჯამში მაგ თემებში, დიდი ამბავი, ხაწია 1-2 ისეთი ყლეობა გამომივიდა რო თვეში 2-ჯერ ვიხდი ბოდიშს და მაინც არსად ქრება

ზუსტად ისევეა იმ გოგოზე, რამდენიც არ უნდა იმაიმუნოს – ზუსტადაც რო მე ვიცნობ როგორც ადამიანს რომელიც ერთის მხრივ იმდენად მოაზროვნე და ჩესნია საკუთარ თავთან რო თავისით მიპასუხა ერთხელ კითხვაზე “კი, გოგოები ვირგებთ რაღაც პერსონაჟებს წიგნებიდან და ფილმებიდან და “იმიჯს” და “ლუქს” და ვცდილობთ მოვერგოთო” – მე თეორიად მქონდა ეგ და ჩესნად არავინ მპასუხობდა და უმეტესობაც გააზრებულიც ვერ ქონდა

მარა იმავ დროულად მის კარადაში ინახება სკილეტები რომლებიც არსად არ გაქრებიან – ერქმება თავისი ზედმეტსახელი თუ არ ერქმება, ყველამ ვიცით რო – რო დასჭირდება – ისევ გამოიყენებს თოფს რომელიც უბრალოდ “შკაფზე შემოდო” – ხოდა  why not იყავი ჩესნი სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც, ხარ ვინც ხარ და რასაც გულით მართლა განიცდი რო ჩაიდინე – იხადე ბოდიშები და ახსენი როგორ ტრაგიკულად იაზრებ და მოყევი და დაგვაჯერე რო კი ხარ ეგ – მარა ყოველჯერზე გააკონტროლებ აწი იმიტო რო იცი რამხელა ბოროტებაა

და ბოლოს გავმეორდები 16-17 წლის ღლაპებისთვის – არაფერი არსად არ დავიწყდება, რელიგიებიც მაგიტო მოიგონეს – რო თუ ამ ცხოვრებაში არა, იმ ცხოვრებაში არ დავიწყდება, სანამ თქვენ ირჩევთ ვინ იყოთ და რა საქციელები დააშენოთ ერთმანეთს – ყველა ნაბიჯზე კარგად იფიქრეთ, კარგზეც და ცუდზეც – იმიტო რო მერე ეგ იქნებით რასაც სჩადიხართ

 

 

შუახნის კრიზისის დეპრესია გოგოებში

მთელი ახალგაზრდობა მაშინებდნენ “შუა ხნის კრიზისით” მამაკაცებში

და როცა დაგიდგება და მეტწილად გაივლი – ხვდები მის გამომწვევ მიზეზებს და “მკურნალობებს” (ნუ ინდვიდუალურია მეტწილად, მარა არის საერთო რამეებიც)

მაგრამ, არავინ მთელი ცხოვრება არ უყვება გოგოებს – შუა ხნის კრიზისზე, უყვებიან კლიმაქსზე – კი ბატონო, მარა არა შუახნის კრიზისზე

იმიტო რო ჯერ კიდევ ჩვენს წინა თაობაში – ქალი რომელსაც არ ყავდა ოჯახი და შვილი – იყო ე.წ. შინაბერა, და ყველა ხვდება როგორი პრობლემები ქონდა შინაბერას – მარა მიზეზებიც გასაგები იყო.

და არა-შინაბერა ქალს ყავდა 1+ შვილი, იყო განათხოვარი და შუახნის კრიზისის არც დრო ქონდა არც როლი… თანაც ბავშვს აჩენინებდნენ ხშირად 19-21-23 წლისას – იმიტო რო ჯანდაცვის სისტემის დაუხვეწავობის გამო – რაც ადრე და ჯანმრთელი  გააჩენდა – ჯობდა.

საქართველოში ჩვენ ვართ პირველი თაობა (ჩემი თაობა და ქვემოთ) ადამიანებისა, ყოველ შემთხვევაში წრე ჩემს გარშემო – რომლების მდედრებიც, არ არიან შინაბერები – მაგრამ არც შვილიანები არ არიან და არც განათხოვრები და ვისაც შვილი ყავთ – მაინც ვინაიდან შანსი აქვთ – არ უნდათ “კრუხი დედის” ცხოვრებით ცხოვრება…

მდედრები რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ იმ ცხოვრებით რომელსაც ადრე მარტო მამრი ცხოვრობდა

და რომლებიც 28+ 30+ 32+ ასაკში ძალიან დეპრესირებულები არიან და ვერ იგებენ რა სჭირთ

და არავინ ეუბნებათ, რომ შუა ხნის კრიზისი აქვთ

რომ ეს “უფუნქციობის” პრობლემა

“არაფერი ღირებული არ შევქმენი” პრობლემა

“ახალგაზრდობა გადის” პრობლემა

“ყველაფერი მოვასწარი და ვცადე?” პრობლემა

მათ კი არ მოიგონეს, უბრალოდ ამას ერქვა “კაცის შუახნის კრიზისი” იმიტო რო ჩვენ გვზრდიდნენ “ასენიზატორებად” – იარე, ტყანი ქალები, აფეხმძიმე, მოხიე და გაერთე (სოციუმი გზრდის ასეთად, + ჰორმონები და ბიოლოგია)

და ქალებს ზრდიდნენ “მაინც გათხოვდები და ბავშვი გეყოლება” – სუ ამას უჩიჩინებდნენ და უჩიჩინებენ დღესაც 30 წლის უკვე შემდგარ head manager ქალებსაც…

არადა ისენი უბრალოდ ჩვეულებრივი, წარსულში მამრის, ცხოვრებას ცხოვრობენ რეალურად

და ამ “გასათხოვარ გოგოდ” აღზრდის გამო, ჩვენ ასაკში უკვე აღმოაჩენენ რომ tool-ები არ აქვთ როგორ გამოიარონ შუახნის კრიზისი

ჩემ გარშემო უამრავი შუახნის კრიზისიანი მამრია, რომლებიც იაზრებენ რა სჭირთ, გესმით?

და მეგობარი მამრი რო ეუბნები რო “შე ჩემა, აწიე ტრაკი წამო ოფროუდზე ვიტალახოთ” ან “აწიე ტრაკი წამო კვირას პახოდში” ან კიდე რამე ეგეთი – იმასაც ეზარება, მარა იცის რო უნდა დაგიჯეროს, უნდა აიძულოს თავი და იცის რო ასე მოძრაობა-მოძრაობაში ჯერ ეს ერთი ფიზიკური აქვიტობისგან გამოყოფს ენდორფინებს და უკეთ იქნება, და მერე გზაში ნელნელა იპოვის მიმართულებას და დაიბრუნებს ფუნქციის და დანიშნულების შეგრძნებას

+ ამას უმეტესობა შუახნის კრიზისიანი მამრები შვილის ყოლასაც ვიშველიებთ, რაც კაცისთვის ფიზიკურად მინიმალური პრობლემაა ხომ? – კი ნუ იქ მერე ფული, უძილობა, ყურადღება, გრიპები და ამბები – მარა მაგას მდედრიც იმდენივეს გადის

სამაგიეროდ ორსულობა არ გვიწევს, დანგრეული სხეული არ გვაბია მერე რამდენიმე წელი და ძუძუთი არ უნდა ვაჭამოთ… და კიდე ბოლო ლურსმანს არ არჭობს იმ მთავარი რამის დაკარგვის შიშში – მთავარი რამის რომელზეც თანამედროვე დროში დგას “გააჩინე გათხოვდი” აღზრდილი გოგოს თვითშეფასება – გარეგნობა

ამიტომ ეგ ვარიანტი ბევრ 28-35 წლის გოგოს შიშს უფრო გვრის ვიდრე “მოდი ვცადო”-ს

მე ვაფშე არ ვიძახი რო მე ვიცი მდედრმა როგორ შეიძლება შუახნის კრიზისი წარმატებით გაიაროს

მე ვიძახი რო თქვენ – არ იცით რო შუახნის კრიზისი გაქვთ, სამყაროში რომელმაც არანაირად არ მოგამზადათ ამისთვის და თქვენივე თავი პირველ რიგში “პადნოჟკებს” გიდებთ ასეთ დროს, ისეთივეს როგორც ჩვენ – მარა ჩვენ მომზადებული ვართ სოციუმის მიერ, უამრავი “ნახევრად ჰობი” გვაქ აკრეფილი მანამდე – რომელსაც მივდევთ რო თავი გავირთოთ, უამრავი მამრი გვექაჩება “წამო აქ”, წამო იქო და არ გვეფიქრება რო გვკერავს პროცესში…

კი – ნაშების დევნა-ც მაგის მეთოდია და როგორც თქვენ თვითონ გვეუბნებით ხოლმე და გვიხსნით – “მაგაში არაფერი არ ყრია” – მარა არ ყოფილა ხო ადვილი რეალურად “დატორმუზება” როცა კრიზისი გაქ?

მეც გეუბნებით რო არ ყრია არაფერი 50 ცალი ბიჭის “კერვაში” – თვენც მეთანხმებით, მარა აზრი? – ვერც ჩვენ ვჩერდებოდით და ვერც თქვენ ჩერდებით. სანამ ბოლომდე არ იგრძნობ გამოფიტვას მაგ სისულელისგან – მაინც ვერ ჩერდები…

პროსტა გავმეორდები რო ამ ყველაფრის “გავლა” და ამიდან “გამოსვლა” ჩვენ გაწერილი გვაქ, რაღაც პონტში მთელი სოციუმი მოხოდილია რო ამ შუახნის კრიზისი გაგატაროს

“კაცი ასაკთან ერთად უფრო საინტერესო და სიმპათიური ხდება”

30+ უფრო მეტი ნაშები-ც გვეჩითება ვიდრე ოდესმე თუნდაც, თქვენ კი პირიქით უკვე გემუქრებიან…

მეც გემუქრებით ხოლმე იმიტო რო ვხედავ რამდენად დგას თქვენი თვითშეფასება და საკუთარ თავზე წარმოდგენა – გარეგნობაზე და სამაყრო საშინლად დაუნდობელია ქალის გარეგნობის ამბავში და თუ არ მოეხსნებით მაგ ნარკოტიკიდან დროზე – დაგატყდებათ მთელი ეს დაუნდობლობა თავზე მალე, მაშინ როცა მე – პირიქით…

იმავდროულად ჩვენ ფული და შესაძლებლობა რაში გამოვიყენოთ მეტი “მოთხოვნილება” და ცოდნა გვაქ – იმიტო რო მთელი ბავშობა “გვასწვლიდნენ” რაზე ვიოცნებოთ – მაშინ როცა თქვენ გიმეორებდნენ “გათხოვდი, ბავშვი გააჩინე”-ო

შედეგად ჩვენ გადაგვაქ ყურადღება მანქანებზე, მოტოებზე, დრონებზე და ა.შ. რაღაც პრიბამბასებზე – რომლებშიც კიდე მეტად ვერკვევით, ისევ ბავშობიდან მოყოლებული და ეს ყველაფერი საკმარისად გვართობს და “რაღაც საინტერესოს ვაკეთებ” გრძნობას გვიტოვებს და გვაძლევს საშუალებას არ ვგრძნობდეთ როგორი უაზრობაა ყველაფერი

თქვენ კი, ვინაიდან მეტი არაფერი შემოთავაზება არ არსებობს და თქვენ მეტი არაფერი “სქილები” არ გაქვთ – დგახართ და რავი, სვამთ, ნახულობთ მილიონ+1 ბიჭს, ცეკვავთ მაქსიმუმ და უცხოეთში დადიხართ, იქაც იღებთ 101 სურათს – ისევ “სტავკას” აკეთებთ თქვენს გარეგნობაზე და კიდე უფრო დამოკიდებული ხდებით მისი დაკარგვის შიშზე… იმიტო რო რეალურად “უცხოეთში” სიარული მუღამი იყო სანამ ინტერნეტი იარსებებდა და HD ვიდეო… ეხლა ჩადიხარ და ვერ იგებ რისთვის ჩამოხვედი – სურათზე ყველაფერი უფრო ლამაზი იყო, აღიარეთ – ვიდრე რეალობაში, რაღაც შენობა – გამოტენილი თქვენნაირი კრიზისიანი ტიპებით, რომლებმაც არ იციან რა უნდათ აქ და რაში დახარჯეს ამდენი ფული… და ამ “სელფის” გადაღებისას – იმენა დამატებით ლურსმანს აჭედებთ საკუთარ ნევროზში…  თქვენ წარმოგიდგენიათ მაინც რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი პიროვნება და თვითშეფასება – ჩვენი გარეგნობისგან საერთოდ?

მე ვლაზღანდარობ ხოლმე გორილა ვარ თქო და ზოგს გონია ვხუმრობ, არა – მართლა ვთვლი რო გორილას ვგავარ. მარა სინამდვილეში “გაგდებთ” იმაზე რო თქვენ ამას – თქვენივე თავზე რო ფიქრობდეთ – ტრაგედიად აღიქვამდით და ამიტომ განიცდით და ცდილობთ დამამშიდოთ. არადა come on ჩემ თავზე ჩემი წარმოდგენის არაფერი ნაკუწი არ არის დაყრდნობილი გარეგნობაზე და სრულიად ფეხზე მკიდია, პირიქით – მისწორდება, გორილა ძლიერი და ჯანმრთელი როჟაა, არ იღლება, მოქნილია და ყველგან მივა – მეტი არაფერს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ჩემ “ფიზიოლოგიაში”

იმენა ვერ წარმოგიდგენიათ რამდენად გვკიდია ჩვენ გარეგნობა ყოველდღიურად თუ გვინდა…

კი! – უცხოეთში სიარული, სმა, პლანი, გულავი – მეთოდებია, კი ჩვენც სუ ვშვებით! – პროსტო ეგენი მოკლეა და მალე მთავრდება და მალევე გიბრუნდება საშუალება იწვე ზურგზე, ვერ იძინებდე და გჭყლეტდეს მკერდზე დადებული ლოდი რომელიც გაფიქრებინებს როგორი ცარიელია ყველაფერი

კი, ამის გამო მეც მეჩვენება რო თქვენ-ც, როგორც ჩვენ ვშვებით ამას, უნდა მიმართოთ იმ საშუალებას რომელსაც ბავშობიდან გასწავლიან – გააჩინოთ ბავშვი.

კი იმენა ეს მეფიქრება ხოლმე – მეტი ვერაფერ რჩევას ვერ ვიგონებ 😦 – მაშინ როცა მეგობარ მამრებს კიდე ვეუბნები რამეს რაზე გადაერთონ და ჩაეფლონ კისრამდე…

მეორეა რო მამრებსაც ხან რო შეხედავ გვერდიდან – ეუბნები რო ბჯო არ გინდა ოჯახი ცადო? – რაღაც წონას შეგძენდა და ინტერესს…

თავის მოტყუებაა ეს ოჯახობანა, მართლა თავის მოტყუებაა, სრულიად ცარიელი უაზრობაა ცხოვრება – ჩვეულებრივი ჭიანჭველები – აჩენენ ახალ ჭიანჭველებს

მარა იმდენად დაკავებული ხდები, იმდენად შეწუხებული და დრო მოკლებული რო – სიცარიელის შეგრძნებისთვის დრო აღარ გრჩება

და სინამდვილეში – დეპრესია – იწვევს უარეს დეპრესიას

დეპრესიიდან ერთადერთი გამოსავალი ეგ არი – იმდენად(დროში განგრძობითად) დაივიწყო დეპრესია რო აღარ გჭყლეტდეს და მერე მართლა შეიძლება რამე ისეთით დაკავდე რაც მართლა გაგისწორდება და შენივე თავზე იფიქრებ კარგ და საინტერესო ცხოვრებას ვცხორობო, თუ არა და დეპრესიამ ჩახვევა იცის და ვერ გამოდიხარ, ამიტომ არის საჭირო ამდენი fake იდიოტობები, რომლებიც მარტო ზედაპირზეა – მარა იმ წამს მაინც გამოყავხარ რო ჩახვეული არ იყო დეპრესიაში

ისევ გავმეორდები – არ მგონია რო ბავშვი ერთადერთი გამოსავალია და ვფიქრობ რო ეს არი ჩემი “ვერაფერს ვერ ვხვდები რა ვურჩიო”-ს მაგალითი უბრალოდ, არ ვიცი რითი დაგეხმაროთ

ყველა ასეთ მეგობარს ვცდილობ დავეხმარო იმით რო ჩემს ჰობიებში ჩავრთო, არა ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ – პირიქით – ხშირად პარალელურად ვინმე ნაცნობ ბიჭსაც “ვურიგებ” ხოლმე და ყველაფერი, მართლა ვცდილობ უბრალოდ ჩავრთო რო თვითონაც დაინტერესდნენ (ნუ გერევით მე და ჩემი რამდენიმე წლის წინანდელი შუახნისკრიზისი ერთმანეთში).

მაგრამ ჯერ ეს ერთი “ეზარებათ” – მეორეს ერთი როცა ცდიან – იმ წამს ვერ ერთობიან როგორც ბიჭები ვერთობით და მერეც მეტი აღარ უნდათ, არა ნუ კი გაასწორა – მარა უკვე ეზარებათ მეტჯერ

იმიტო რო თქვენ არ გაქვთ tool-ები, ცოდნა, ჩარჩენილი “აუ როგორ ასწორებს”-ები, “აუ ნეტა ფული მქონდეს”-ები – რომლებიც ჩვენ გვაიძულებს დაზარებას გადავაბიჯოთ

არ ვიცი როგორ გადააბიჯოთ შუახნისკრიზისს თქვენ მოკლედ, ჩვენც ან ვაბიჯებთ ან ვერ – მარა შეიარაღებულები უკეთ ვართ ნამდვილად.

ნუ იდეაში მთავარი “იარაღი” თქვენ გაქვთ – ბავშვის ყოლა შეგიძლიათ, მარა მაგ იარაღის გამოყენების გარეშე როგორც გამოძვრეთ – აზზე არ ვარ

p.s. გენიალური პატარა ინფოგრაფიკია: