ქამელეონი ბაბულიკები

შეიძლება მე ბაბულიკი ცოტა არასწორად მესმის მარა სამაგიეროდ აქვე განვსაზღვრავ ვინ არი ბაბულიკი ჩემთვის:

კლასიკური გაგებით ბაბულიკი არის ეგეთი თეთრ საროჩკიანი, კოსტუმის შარვლიანი, აიფონიანი, თესლ საათიანი ტიპი, რომელიც ჯერ არ არის ბიძარა – მარა აშკარად ბიძარობის გზას ადგას, რომელიც პა ხოდუ თანამედროვე საქართველოში სადმე “რესპექტაბელურ” კომპანიაში, რესპექტაბელურ თანამდებობაზე მუშაობს, როგროც წესი მისი უშუალო ხელმძღვანელი კი მისი საკუთარი ბიძაა.

ასეთ ბაბულიკს ყველაფერი “ეგრეხება” რაც “ძერსკი” და “სვეცკი” არ არის

დაჟე ბურთის გაგორება ეზოში “გრეხია” და “ტეხავს ტო” – ამხელა კაცი ხარ… სადისტრიბუციო ქსელის დირექტორი – პაცანა ბავშვივით ბურთი უნდა აგორაო ტო?

იმენნა ბაბულიკი უნდა სამსახურიდან მიდიოდეს “ბრატელოებთან” – დასალევად, უნდა მთვრალი ჯდებოდეს რულზე და მოეთრეოდეს სახლში, “იძინახუი რა ქალო”-თი აჩუმებდეს ცოლის ტრა-ტა-ტა-ტას, წარმოარტყას კეფაზე შვილს “იმეცადინე შე ნაბიჭვარო” და ჯდებოდეს ტელევიზორის წინ ფუტბოლის საყურებლად.

ყველანაირი სხვანაირი აქტივობა ტეხავს

ზოგადად ზრდის პროცესში ყველანი ვსწავლობთ როგორ “ჩავიკეტოთ” ჩვენს წრეში და როგორ ვდისტანცირდეთ სხვა წრეებისგან რომლებიც ერთმანეთთან ან უბრალოდ ვერ მეგობრობენ, ან ერთმანეთს აჯვამენ და ექიშპებიან. ასე მაგალითად მე ძირითადში ვახერხებ არ ვამჩნევდე ბაბულიკებს და ალბათ ბაბულიკები – სამსახურიდან სახინკლესკენ გზაზე დიდად არ იყურებიან თავიანთი შავი პრადოებიდან გარშემო ვინ იპოდრომზე რაგბის ბურთს ათამაშებს და ვინ ჯიბეებიან შარვალში დადის და საყურე აქ ყურში გარჭობილი, ხოლო კვირაობით ბაბულიკი საერთოდ არ დგება ლოგინიდან და იშვიათად გადის სახლიდან(ისიც გვიან ღამით და რამე ძაან ძერსკი კლუბში მაქსიმუმ) და საერთოდ ვერ ხედავს იმას რო კვირას დილას ოფროუდის მანქანები ქალაქის ერთ მხარეს მიდიან, მოტოციკლეტიანი ტიპები – მეორე მხარეს, ვიღაც სტრანნი გრძელ-ჩანთიანი მასტები – სადღაც იკრიბებიან და ა.შ.

მაგრამ ეს პოსტი ბაბულიკებზე არ არის, ეს პოსტი არის ადამიანების ძალიან სპეციალურ ტიპზე

ერთი 10-მდე მსგავსი ისტორია შემიძლია მოგიყვეთ, როგორ ვიცნობდი ვინმე ჩემს მეგობარს რაიმე სპორტიდან ან იტერესთა სფეროდან, სტრაიკი, თხილამურები, რაგბი, ოფროუდი, პახოდები, რაიმე სხვა აქტივობა და ისე “პრინციპში” ვიცოდი რო სადღაც “ბიპი”-ში მუშაობს (ან რამე დამაგვარი, ბანკში, ნიკორაში, კოკა-კოლაში – რაიმე დიდი კომპანია აიღეთ რა)

და ერთხელაც რაღაც ისე მოხდა რო კონკრეტულად კვირის დღეებში და კონკრეტულად იმენნა დღის საათებში გახდა საჭირო ჩვენი გადაკვეთა და ვინაიდან მე ფრილანსერი ვარ და ისენი – 10-დან 6-მდე ოფისში ზიან, მე შევურბინე სამსახურში

და რამდენჯერაც მსგავსი რამე გავიარე იმდენჯერ ვერ ვმალავდი განცვიფრებას

შედიხარ და ჯიგრულად კითხულობ “ჯეკოს კაბინეტს როგორ მივაგნო?” – და მერე ენაზე იკბენ და “ირაკლი ჯეკოიძის, უკაცრავად” ი ტუტ იწყება “აა, ბატონი ირაკლის, მეორე სართულზე შავი კარები მარცხნივ” – გეღიმება “ბატონი ირაკლი” – ჯეკო, კისრამდე ტალახში რო სცეპლენიეს ცვლიდა წინა კვირას(მუცელზე ხოხავდა ავტომატით, ბურთს ვერ იჭერდა ვარჯიშზე – თქვენით აირჩიეთ)

ხოდა მიხვალ კაბინეტთან და “ირაკლი ჯეკოიძე, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი”

აღებ კარებს და ზის ჯეკო, ოღონდ ბაბულიკი ჯეკო, თეთრი საროჩკა, ჰალსტუხი, ჯდომის ბაბულიკური მანერა, დიდი ოქროს საათი ხელზე, დივანზე მიგდებული არმანის პიჯაკი, დიდი შავი ტყავის კრესლო… მაგიდაზე რაღაც @!@ობა “სუვენირები” და უამრავი ფურცლები და ვიღაც ტიპები მისი მაგიდის წინ სპეციალურად დაბალ და ძიშოვი სკამებზე და “მხვეწარ” როლში, რო “ბატონო ირაკლი…”

და დაგინახავს და უცებ სახე გაუნათდება მარა მოთოკავს და “ეხლავე” – მოგაძახებს

შენც გამოიკეტავ კარებს და დგახარ და სიცილს ძლივს იკავებ

ცოტა ხანში გამოლაგდება ეს “მრევლი” ოთახიდან და შეხვალ, მიხურავ კარებს და უცებ ბატონი ირაკლი – ხდება ჯეკო, ოღონდ ჯეკო რომელიც ბაბულიკის პაროდიას აკეთებს 😀

და ჩვეულებრივად მუჯლუგუნებით იურთიერთებთ, გაცვლით რაც უნდა მიგეცა/გამოგერთმია, შეიცხადებ “აქ იმენნა ღმერთი ხარ ხო შე ჩემმა?” – ისიც გეტყვის რო ხო რავი, 9 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ და ნელ-ნელა გავიკვალე გზა.

კიდე ცოტას იხუმრებთ რამეს და დაემშვიდობები კვირამდე(ხვალ საღამოს 7-ზე იპოდრომამდე, შაბათამდე… ა.შ.)  და უკვე კარებში რო გაგაცილებს “აბა კარგად… დათო” – მოგმართავს სახელით და მიხვდები რო ეხლა წინ რო მიტრიალდები იქ ვინმე მისნაირი ბაბულიკა დგას და იმის გასაგონად “კვანტუმ”-ას ვერ დაგიძახებდა

ბოლო დროს ძალიან ბევრია ასეთი… “ქამელეონი” რომელიც დღისით და მთელი კვირა ბაბულიკია, ხოლო საღამოობით და ვიქენდებზე – ჩვენნაირი “ნიშებროდი” ხდება. ისენი არიან ხიდი – ჩემს შორის, რომელსაც ვერ წარმომიდგენია რას ნიშნავს დილას ადგე და სუფთა და დაუთოვებული რაიმე ჩაიცვა საერთოდ და ბაბულიკს შორის – რომლისთვისაც რაიმე სპორტი არის რაღაც “შიგნაკრავი” ტიპები რომლებიც youtube-ზე ვიდეოებში იჩითება ხოლმე, ისე რო გაერთო სანამ სეკრეტარშა ყავას გიმზადებს.

Advertisements

One thought on “ქამელეონი ბაბულიკები

  1. ყველაფერში კი გეთანხმები. მაგრამ იმაზე არ გიფიქრია, რომ ამ ყველაფერს (ანუ რასაც შენ ბაბულიკობას ეძახი) მისი სამსახური მოითხოვს მისგან???

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s