Tinder

Screenshot_2016-01-10-10-51-42პლანეტის მასშტაბით, თურმე, არის Tinder-ის მუშაობის პრინციპის ვერ გაგების ეს პრობლემა, მათთვის ვისაც ბევრი კითხვა არ უყვარს აი მთავარი შინაარსი და ვისაც კითხვა უყვარს, დალშეც გააგრძელეთ:

  1. ტინდერი არის 21-ე საუკუნის სრულიად ემანსიპირებული აპლიკაცია სადაც მდედრებიც და მამრებიც არიან თანაბრად მონადირეები და თანაბრად ნადირები
  2. თინდერი მუშაობს “ურთიერთ დამთხვევის” პრინციპით, და მხოლოდ!
  3. იმისთვის რო თქვენ ვაფშე გაიგოთ გალაიქებთ თუ არა ვინმე, უნდა დაალაიქოთ თქვენც ის ვინმე და თუ თქვენი ორივეს ლაიქი დაემთხვევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიგებთ თქვენ რო უი – გალაიქებენ
  4. ტინდერი მუშაობს “ლოკაციური” პრინციპით და იმისთვის რო საერთოდ “ჩანდეთ” ტინდერში – უნდა ხშირად ხსნიდეთ აპლიკაციას იქედან სადაც ხართ
  5. და გავიმეორებ, იმიტო რო თურმე ეს პლანეტაზე ვერ ესმის ბევრ “ტრადიციულ” მონადირე-ნადირ თამაშს მიჩვეულ მდედრს, იმისთვის რო ვინმესთან “დაიმატჩოთ” თქვენ უნდა ალაიქოთ ის ვინმეები! – თუ თქვენ არავის არც დაალაიქებთ, ან არაფერს გააკეთებთ აპლიკაციაში ვაფშე – ვერც ვერაფერს გაიგებთ ვინმეს მოსწონხართ თუარა… ა ერთადერთი რაც მოხდება – მილიონში ერთხელ super like-ები ამოხტება, რომელიც არის ტინდერული “ხამობა” და რომელიც თითო იუზერს 1 ცალი აქვს დღეში…
  6. ა და კიდევ, სანამ ადამიანს დაალაიქებთ ან განალაიქებთ – შეგიძლიათ დააჭიროთ მის სურათს და გადაფურცლოთ… უმეტესობა გოგოები რომლებიც მომწონებია მომწონებია მომდევნო სურათების გამო… მეც დიდი ხანი პროსტო ჰოპ-ჰოპ ვფურცლავდი და მერე დავიწყე დამუღმება რო კიდევ 5 სურათია…
  7. ვინმეს რო დაალაიქებთ ან განალაიქებთ – ის სამუდამოდ “ქრება” მომავალი არჩევანებიდან, ასე რომ use wisely (მგონი რაღაც დროის მერე კიდე “აიჭრება” კალოდა, მარა ზოგადად usually მეტი არ აგდებს არასოდეს ტინდერი)

დალშე გრძლად

ბოლო 2 წელია ტინდერით ვერთობი ხოლმე და ეს ბოლო 2 წელია სუ მესმის “ტინდერი არ მუშაობს საქართველოში”, ნუ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თავიდან მეგონა იყო ის რო საქართველოდან Not avaialble არის აპლიკაცია და უნდა VPN გამოიყენო რო დააინსტალირო (ანუ დასაინსტალირებლად play store-ში მოქაჩეთ მაგალითად hola VPN და მერე იმით დასერჩეთ ტინდერი)

მარა რეალურად მაინც ბევრი ქართველი იუზერია

თითქმის არასოდეს ხდება აპლიკაცია ამოქოქო და 4-5 მდედრის suggestion-ი არ ამოგიგდოს(და ყველა suggestion_ი ახალი მდედრია, იმიტო რო ვინც დაადისლაიქე ან დაალაიქე იდეაში აღარ მეორდება), რაც არ არის ცუდი ჩვენი ზომის ქვეყნაში location based აპლიკაციისთვის რომელიც კიდე restricted არი ჩვენი ქვეყნისთვის…

ანუ ინტერესი ხალხს აშკარად აქვს ამ აპპ-ისადმი, რახან თავს იწუხებენ და ამ რთული გზით ქაჩავენ და უშვებენ(არ ვიცი, იქნება iPhone_ზე მარტივია და ამიტომ არის ბევრი გოგოები, ნაშობას ხო აიფონი უნდა ქონდეს)

მერე მეგონა რო “საქართველოში არ მუშობს”-ში ის იგულისხმება რო ტინდერი ძირითადად გარეგნობით შერჩევის აპლიკაციაა და როგორც ერთმა მდედრმა ნა ზარე ავიაციი მაჯახა “ტინდერი შენთვის არ არის”-ო, მეთქი იქნებ ყველას ეგრე გვგონია მამრებს და არ ვართ აპპ-ში ვაფშე…

არა, თურმე მამრებიც ბევრია, ზოგი დაჟე სიმპაწიაშკა(so they say), ზოგი საინტერესო ტიპი და რავი არის არჩევანი მოკლედ, მდედრებსაც ხშირად არაუშავთ კსტაწი

აბა რას გულისხმობს “არ მუშობს”?

მე ვიცნობ მდედრს, მინიმუმ 1-ს, რომლისთვისაც იშო კაკ მუშაობს, match-ები თავზე აყრია…

არადა ასობით მასზე არანაკლები გარეგნობის მდედრები “წუწუნებენ” რო არ მუშაობსო

ხოდა რამდენიმე დღის წინ ერთ ახლო მეგობარს, ურთიერთობებზე საუბრისას თემამ მოიტანა ტინდერი და ჩავეძიე რას გულისხმობ არ მუშაობსში თქო

არ მალაიქებენო

მეთქი შეენ?? – ხო რავიო…

მეთქი მომე აგერ ტელეფონი კაცო, 5 წუთში 10 ბიჭთან დაგმაჩავ, რას ქვია არ გალაიქებენ…

მომაწოდა, რამდენიმე მატჩი ყავდა, რის გამოც შემრცხვა არ მეცნოს სურათები თქო და უკან დავუბრუნე ტელეფონი

მეთქი რავი მე ხო არ ავირჩევ, მიდი დაალაიქე თქო, გამომართვა ტელეფონი და არჩევის პეიჯზე დახედა, მერე მე ამომხედა და

– აი რავი არაფერი არ ხდება შეხედეო, ამომიგდოს და დავალაიქებ ეგრევეო…

ი ტუტ ია სნაჩალა პარიადკომ ახუელ

ა პატომ მინია ასენილო…

რო ისიც კი რაც match-ები დავუნახე ტელეფონში, არის SUPER LIKE-ები რომლებიც მერე კიდე ამას მოეწონა თვითონ

გავნმარტავ – სუპერ ლაიქი არის ლაიქი რომელიც “მესიჯად” უხტება ტინდერში ადრესატს, ღიად, “ამან დაგალააიქაა”, მარა ეგეთი ლაიქის გაგზავნის უფლება გაქ 24 საათში 1 ცალის (გებლოკება 24 საათით ეგ კნოპკა მერე)

და მე პირადად ვთვლი რო სუპერ-ლაიქის გაგზავნა არის ხამობა და დაახლოებით იგივე რაც უცხო გოგოსთვის პიემის მიწერა ფეისბუქზე…

ტინდერი კიდე არის თამაში სადაც ქალები და კაცები თანაბრები არიან და ეს მონადირე-ნადირის ურთიერთობის დაბრუნება არ ასწორებს…

მარა ნუ ხო, ხან აშკარად კარგ ტიპზე გამიგზავნია და 1-2-ჯერ მიმიღია… ახლო მეგობრისგან, რომელსაც ალბათ ასევე არ ესმოდა რო 24 საათში 1 ცალი აქვს და ეგონა რო პროსტა “სუპერ” რახან უწერია ამით მითხრა ძმისგულოო…

anyway, დავუბრუნდეთ თემას

მოკლედ ეს გოგო, და თურმე უამრავი, და მეტიც თურმე უამრავი მთელი პლანეტის მასშტაბით – ზის და “ფურცლავს” ამ ბიჭებს და იმისთვის რო “უხერხულად” არ გამოვიდეს, დისლაიქზე უშვებს ყველას…

ნუ ათვარიელებს რა…

ხან დაჟე არც ფურცლავს…

ხან ვაფშე არც უშვებს აპლიკაციას და ასე “ელოდება” პასიურად რო ვინმე დაალაიქებს ტინდერში…

და მერე სწუხს რო ნეტა რა მჭირს ასეთიო რო არ მალაიქებს არავინო…

არა, ბლანძინკა არ არის, არც მენტალური არც ფიზიკური

და ზოგადად თურმე უამრავმა მდედრმა ვერ გაიგო რო ტინდერი არის აპლიკაცია სადაც ვეღარ აიბზუებ ცხვირს “ფუ ეს უტაქტო როგორ მომწერაო” და თან რო გისწორდება რო მოგწერა 😀

ტინდერი არი ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის ტრაკის თამაში აპლიკაცია, ზუსტად თანაბრად ტრაკის თამაში ორივე სქესისთვის

ხოდა მოკლედ, და-ტცი:

1. ტინდერს თუ არ გაუშვებთ, საერთოდ არ გამოჩნდებით ხოლმე

და პირიქით – თუ “გიტყდებათ” ტინდერი, ვაფშე ნუ უშვებთ აპლიკაციას და ნუ უყურებთ ბიჭებს – იმიტო რო ჩვენთან ჩანხართ ეგრევე…

2. იმისთვის რო ვინმესთან დაიმატჩოთ – უნდა იმ ვინმეზე თქვენ, თქვენით, წინასწარ გადაწყვიტოთ “ამასთან დავიმატჩებოდი მამენტ”-ო და დაალაიქოთ თქვენით, ტინდერი არის თანაბარ-უფლებელიანი და თანაბარ-გამბედაობიანი ადამიანების აპლიკაცია, ბლიაძ

3. მერე? – მერე არავინ ცოცხლად არ შეგჭამთ

კი ზოგ ქვეყანაში ტინდერში დამატჩვა უფრო პირდაპირ სექსზე თანხმობაა, იმიტო რო ადამიანს ირჩევ გარეგნულად და ამ არჩევით “თანხმდები” ბევრ რამეზე თითქოს

ზოგ ქვეყანაში დამაჩვა პროსტა “პოუკია”, ზოგან…

ნუ ჩვენთან ძირითადად არის გულიკების ურთიერთ გაგზავნის პონტი, წიპა thx for like… და მერე სტანდარტული სოციალიზირება, კი – არის ხან სექსიც, depends on match მარა ის არ არის რო დაალაიქე ვინმე და ვსიო აწი უნდა წაიკუზო…

ვინც აქამდე მოვიდა და ამდენად შეგტკივათ გული იმაზე რო ტინდერი, ანუ ემანსიპაციური dating აპლიკაცია მუშაობდეს საქართველოშიც, ბარემ დააშეარეთ პოსტი თორე ზიან ეს გოგოები და იუბედურებენ თვითშეფასებას

 

 

 

 

 

Advertisements