ფიზიოლოგიის განწირულობა

ეხლა მოხდა ჩემს ვოლზე და ღადაობა ღადაობაში გავიაზრე რა მოხდა და სახე ამეხა…

ერთხელ ვხვდებოდი გოგოს, რომელიც ძაან მისწორდებოდა და ძაან ვუსწორდებოდი, კაი ხანი ვხვდებოდით, მეგობრებიც გავაცანი და გამაცნო, ერთად ვაკეთებდით რაღაცეებს, მისი ოჯახიც გავიცანი, ისე, შემთხვევით – მეგობრის სტატუსში, ნუ “საეჭვო მეგობრის” მარა მაინც მეგობრის

იმას ვყვები რო “პროსტა ვიღაც” არ იყო

ხოდა, ენით დაკოდილი ხო იცით იგავი?

ერთხელ რაღაცაზე ვლაპრაკობდით და ახსენა რო ვერასოდეს გამოვუტყდები ჩემებს რო შენ გხვდებიო (ყველა მეტრა ოთხმოცდაათზე მეტი იყო მის ოჯახში, თვითონაც ჩემზე ოდნავ მაღალი) – არასოდეს მაპატიებენ ჩემები რო “გენი გავაფუჭე” და ასეთ დაბალთან ვარო, მეც ნაშვილებს მეძახიანო, ნუ, იხუმრა ეს

მე გავუსერიოზულე, სერიოზულად გავარჩიეთ და მართლა ეგრეაო რა გიყოო, შენც დაკომპელქსდებიო ყველა ნათესავი რო ამხელა მყავსო, ქუსლებზე ვერ ვივლიო, მამაჩემის ლაპარაკი რო ვიცი – დაბალ კაცებს ნახევარ ადამიანებად თვლისო, ხოდა ჩესნად გითხარიო რავიციო…

ნუ გავატარეთ ეგ ამბავი, ვიცხოვრეთ დალშე

გავიდა დრო, მეგობრებად დავშორდით

მერე გაიჩითა ვიღაც მაღალ, ახოვან, წარმოსადეგ როჟასთან ერთად, გათხოვდა და as perfect lesson… ისეთი ბრაზილიური სერიალის კოშმარები დატრიალდა იმ ბიჭზე, მანამდე რო არასოდეს მსმენია…

არა, კარმა არაფერ შუაშია – უბრალოდ ოჯახმა “მიუსაჯა” რო ამას უნდა ბიჭი სიმაღლით და “handsome”-ობით აერჩია და როცა ეგეთი “დოგმატური ჩარჩოებია” – ხშირია რო სხვა რამე ვერ დაინახო და გამაზო…

მე არ ამირჩევია რამსიმაღლეც ვარ, არც ჩემს შვილს არ აურჩევია 2 მეტრიანი რო არ იქნება, პირიქით – ძალიან მინდოდა მაღლობა ყოველთვის იასნად, და ძაან ბევრი რამე დავკარგე იმიტო რო სულ 10 სანტიმეტრით მეტი არ ვარ…

მარა აბა…

და ამიტომ ძაან გასატეხია რო ვინმემ დამხატოს – და ვიღაცა გოგომ დაუკომენტაროს “რავი, თუ ვაჟკაც კაცს ხატავდი – მაღალი მაინც დაგეხატა…”

გასატეხია არამხოლოდ პირადად ჩემთვის, გასატეხია ყველა დაბალი ადამიანისთვის, გასატეხია რო ჩემი შვილი გაიზარდოს ისევ იმ გარემოში სადაც საქმე იმაში კი არ არის რო “მე მომწონს მაღალი კაცები”

საქმე იმაშია რო “თუ კარგი გინდა გვაჩვენო – მაღალი კაცი გვაჩვენე” – და ანუ ვისაც დაბალი კაცები-ც მოგწონთ – ისინიც ბანძები ხართ, იმიტო რო “კარგი” მაღალია

ძაან დანის წვერია ეგ მარა ეგრეა, “მე მომწონს მაღალი კაცები” სხვა ნათქვამია და “მაღლები ჯობია” – სხვა, იმიტო რო პირველით მარტო მე მტკენ – ნუ მეწყინება რო შენ ვერ მოგეწონები. მარა ზა ტო სხვას შეუძლია გითხრას/თავისთვის იფიქროს “ნუ ი დურა, მშვენიერია დაბალი კაცებიც”-ო

მარა მეორეთი – მე ხო მტკენ და მაჯვამ, და პლიუს ყველა ქალს აჯვამ რომელსაც “ბანძი” დაბლები-ც მოვწონვართ

და თან მიღებული ფაშიზმია ეს, მეც ვერ აღვიქვი სერიოზულად და გავატარე იმ წამს…

არადა ზუსტად იგივეა რაც “თუ სპორტსმენს უღებდი ფოტოს, თეთრკანიანისთვის გადაგეღო” – ის კი არა რო თქვა რო “მე თეთრკანიანი სპორტსმენი მირჩევნია” – რის გამოც შენ პირადად მამენტ რასისტი ხარ, მარა სხვას არ “აჯვამ” რო რასისტი არაა, და შენზე მეტყველებს შენი ფრაზა მხოლოდ

იმიტო რო ვაფშე რატო არჩევ სპორცმენს – კანის ფერით? – კაცს სიმაღლით(მამენტ) და ქალს მკერდის ზომით ხო? – მარა შენი ნებაა, და ჩვენ რას ვიფიქრებთ შენზე – ჩვენი ნებაა

არამედ იმენნა ის რო “სპორტსმენი – თეთრკანიანი ჯობია და შავკანიანი არი ბანძი” და ჯერ ხო ყველა შავკანიან სპორტმენს აჯვამ, მერე ფოტოგრაფს აჯვამ რომელმაც “არასწორი სპორტსმენი” აირჩია გადასაღებად და მერე ყველას ვისაც “სიმახინჯედ” არ მოეჩვენა შავკანიანი სპორტსმენის პლაკატი იმათაც აჯვამ…

I’m not saying რო მე არ მომსვლია მსგავსი და არ მომივა კიდევ, და არ ვამბობ რო როცა ადამიანს ეგეთი “გაუვარდება” – უნდა ვეჩხუბოთ და თავზე დავახალოთ კვერცხები, იმიტო რო ეგ კონტრ-პროდუქტიულია და ძაან ადვილია არ დაფიქრდე და ეგეთი რამე თქვა ნებისმიერმა ადამიანმა

მარა რავი – I wish რო სამყარო რომელშიც ჩემი შვილი გაიზრდება, მეტად ხვდებოდეს რო იმ ფიზიოლოგიას რომელიც ადამიანს არ აურჩევია – ენაზე დატრიალებისას უნდა ვეცადოთ მაინც მოვუფრთხილდეთ, იმიტო რო შენ პროსტო ჰაერში ისვრი “კაცი უნდა იყოს მაღალი, შვილო” – და შენი შვილი სამუდამოდ ისიგრძე-განებს რო დაბალი კაცი არ უნდა გაიცნოს ever…

მელოტი კაცი?

მსხვილ კოჭება გოგო?

თუ პორტრეტს იღებ – ცისფერთვალება ადამიანს გადაუღე, ყავისფერი თვალები რა გადასაღებია…

არ ვდაობ რო იმაზე რისი განვითარებაც და ვარჯიშით დახვეწაც შეიძლება, და თანაც ჯანმრთელობაა – იმაზე ცოტა წაკბენა კარგიც არი და მამოტივირებელიც იქნებ, მარა იმას რასაც ვერ შევცვლი – რატო მხდი მაგის გამო “ნაკლებს”? – განა მე შენზე მეტად არ მინდა რო არ ვიყო როგორიც ვარ?

მთელი მარილი მანდ არის, თუ მე, ან ვინმე, გამოვდივარ და ვამბობ “კარგი – არის ესა და ეს” – ამით ვეხები ყველას და ყველაფერს, იმიტო რო “ცუდი” უნდა დაიგმოს

სუ ამას ვხსნი – გამოხატვის თავისუფლება გადის შემდეგზე “მე არ ვიქნებოდი პროგრამისტი, არც პროგრამისტები მომწონს” – ოქეი, არ მოგწონს ნუ მოგწონს

მარა არა “ფუ, პროგრამისტს რატო აჩვენებთ ვაფშე ტელევიზორში,”

ამით შენ ხაზს ავლებ და ყველას აჯვამ რო ან შენ უნდა გეზიზღებოდნენ პროგრამისტები, ან შენც ბანძი ხარ და პროგრამისტები ხო არიან და არიან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s