ჩემი პრინციპები ურთიერთობებში

friendship

ზოგადად, ვისაც ჩემზე სმენია – ტონა ჭორები დადის ჩემზე და იმდენი “კუდები” არი მოგონილი – მეც კი მიყვარს ხოლმე მოსმენა, რაგნარ ლოქბროკი ვარ იმენა – 1-2-ჯერ რაღაც დაიპყრო და ნახევარი მსოფლიოს დაპყრობის მითები დადის მერე მასზე ამდენი საუკუნეა

ხოდა ახალგაზრდობაში ბევრი მაქ მიქარული, მარა მას მერე რაც ჭკუაში ჩავვარდი – და ვფიქრობ რო ყველას უნდა დაუდგეს ეგ ასაკი როცა ჭკუაში ჩავარდება

თავისით ჩამომიყალიბდა გარკვეული პრინციპები ურთიერთობებთან დაკავშირებით – რომლებიც არასოდეს დამირღვევია(მანამდეც დიდად ვერ მოვასწარი დარღვევა, და მას მერე ვაფშე)

და გიზიარებთ ძირითადად მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისგანაც ამ პრინციპების დაცვას მოველი ხოლმე – იმიტო რო მგონია რო რაციონალურად არგუმენტირებული ელემენტარული პრინციპებია და მნიშვნელოვანია საერთო თამაშის წესები,

+ ვინც რამე ეჭვის თვალით მიყურებს ამ თემებზე, დაეხმარება იცოდეს რაზე როგორ ვფიქრობ და რაზე არ

ზოგადად მე ვთვლი რო ადამიანმა უნდა იცხოვრო “მინდა”-ს დაკმაყოფილების პრინციპით, რო ნებისმიერი არ დაკმაყოფილებული მინდა – საბოლოო ჯამში, დროთა განმავლობაში – უარესია და იმ “სიკეთეს” რის გამოც მასზე უარი თქვი – 5-მაგად უარესად ამოიღებს შენივე თავი, ან უარესად დააშვებ – ან სუ ფიზიკურ-მორალურად ავად იქნები…

მაგრამ სამაგიეროდ მე ვთვლი რო “მინდა”-ს კონტროლი და მართვა ნორმალურია და შეიძლება და ძალიან ადვილად დასწავლადია.

მილიონი წლის წინ ერთმა გოგომ ამიხსნა – როგორ “სიყვარული” არის საკუთარი თავის გახურებაზე და უბრალოდ თუ იცი შენი თავის “დაჭერა” როდის იწყებ საკუთარი თავის “შეხურებას” – შეიძლება ეს “მინდა” აკონტროლო ისე რო საერთოდ არ წავიდეს იქეთ

მოკლედ მე არ მწამს იმის რო შეიძლება 15 წლის გოგო “მოგინდეს” – მარა მერე “არაფერი არ ქნა” იმიტო რო რაინდი ხარ, ან ძმაკაცის ცოლი “მოგინდეს” და მერე “იკავო” თავი დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე…

აუცილებლად მოხდება, ამ 15 წლის გოგოსთან არა – სხვასთან, რო გაგეპარება ემოცია, ან დათვრები, მოწევ, ან ახლოს იდგები და ქიმიას იგრძნობ, იმასაც რამე გრძნობები ექნება შენდამი და… ძმაკაცის ცოლსაც – კი, აღმოჩნდება რო მოსწონხარ და… და ეგ შენი “ჩამარხული” მინდა –  გამოჟონავს და ჩაიდენ უპრინციპობას რაც დამანგრეველი იქნება ბევრი მხრივ (თუ დანაშაული არა პირდაპირ) – და მერე მაგ დანაშაულის მალვაში უნდა იცხოვრო და ტონა ძღრენი ჭამო მოკლედ…

ამიტომ ნდომის უფლება არ უნდა მისცე თავს, უნდა გაიაზრო, საერთოდ მანამდე – რატო შეიძლება მიგიზიდოს 15 წლის გოგომ, ან ძმაკაცის ცოლმა – დაალაგო რატომ არის ეს არასწორი და მერე აღარც გადაუხვიო მაქეთ არასოდეს

მოკლედ ჩემი პრინციპები ცოტაა და მარტივი(ზოგადად პრინციპები თუ ბევრია და რთული – აუცილებლად გაწირულია დარღვევაზე, ამიტომ ყოველთვის უნდა გამოხშირო და გაამარტივო)

პირველი

არასრულწლოვანი ადამიანები(და სრულწლოვანებიც მეტწილად, 20-22 წლამდე) – არ შეიძლება, იმიტო რო სინამდვილეში ქიმიური ტვინში პრობლემების გამო – რეალოაბას არ აღიქვამენ, კი გგონია რო აღიქვამენ – მარა არ, დაფრინავენ სადღაც… მერე რო იზრდებიან თვითონ მოგიყვებიან როგორ ილუზიებში იყვნენ…

თან როგორც შენ მოიქცევი – იღებენ როგორც “მშობლისგან” გაკვეთილს და შეიძლება ისეთი დააზიანო (არა მხოლოდ ცუდით, კარგით შეიძლება დააზიანო, არასწორი მოლოდინებით სამყაროსგან, დავუშვათ) – რო მთელი ცხოვრება ვერ გამოკეთდნენ და არასწორად იარონ შენი გავლენით… ამიტომ მოილაპარაკა სამართალმა და 18 წლამდე ვაფშე არც იფიქრო, და მას მერეც – მე ვცდილობ მეკიდოს 22-23 წლამდე გოგოები ვაფშე (ხაწია პარუ რაზ ვინავატ, როცა ასობა კარგად დამაჯერეს რო ზრდასრულები არიან 20 წლისები… )

და ეს არც ისე რთულია იმიტო რო 25 წლამდე გოგოებს თავებში უყრიათ რაღაც ტონა “სოციალურად აქტიური” სისულელეები და ვაფშე არასაინტერესოები არიან… წიპა დღეს სუ ლაპარაკობენ – დალევაზე, მოსაწევზე, დრაგებზე, დაქალების სექს თავგადასავლებზე და ტონა სისულელეზე – განმიზიდავს ხოლმე ეგრევე, არადა მათში არის საინტერესო ადამიანიც – მარა მაგ პერიოდში თვითონ, განზრახ ცდილობენ იყვნენ ეს მათი წრისთვის მისაღები ტიპშები და… კი მოსწონთ ეს უფროსი ბიძიები მარა, თუ შენ მოკლედ მარტო “სხეულის სიახალგაზრდავე”-ს იქეთ რამე გიზიდავს არც რთულია და კარგიც არი შორს დაიჭირო თავი 😀

და მეორე და უფრო საინტერესო ასახსნელი:

თუ შენ, ჩემმა მეგობარმა

გამაცანი შენი გოგო (girlfriend-ი, ცოლი, სტატუსი სულ ერთია) – ის გოგო იმ წამსვე ხდება უსქესო არსება ჩემთვის, და აღარასოდეს დავინახავ მასში სექსუალურ ობიეტს

ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია არა იმიტო რო “კარგი” როჟა ვიყო მე ან რამე

ეს მნიშვნელოვანია რაციონალურად – რო მეგობრებს არ ჰქონდეთ ხიფათის შეგრძნება შენთან ურთიერთიერთობისას, მეგობრობის “ოთახი” არის რაღაც თბილი ნდობის ადგილი სადაც მნიშვნელოვანია რო ადამიანი “მოდიოდეს” ფიზიკურად, ინტელექტუალურად და ემოციურად და არ უწევდეს 2-ჯერ დაფიქრება იმაზე მისი გოგო ხო არ უნდა აგარიდოს ან შენ მის ზურგს უკან ხო არ ‘ეჩატავები’ ან კიდევ რამე ეგეთი

ამიტომ – ნოლი, შენს გოგოს თუ მე ვიცნობ “შენი გავლით”(სულ ერთია ფიზიკურად შენ გამაცანი, თუ შენი ვოლიდან გავიგე ამ გოგოს არსებობა რო მას ხვდები თუ როგორ, თუ შენ ფიგურირებდი პირველი და მერე ეგ გოგო)

მე მას არც დავუახლოვდები, არ მექნება არანაირი პირადი ურთიერთობა და არასოდეს არ ვიფიქრებ მასთან არაფერზე

როგორი მიმზიდველიც და ლამაზიც და ა.შ. არ უნდა ითვლებოდეს ზოგადი პუბლიკისთვის – მომხდარა რო ულაპარაკიათ ვიღაცის ცოლზე რა ნაშააო და პირველად იმ წამს გამიაზრებია რო ის ვაფშე გოგოა და ლამაზია

ეს პრინციპი არასოდეს დამირღვევია, ნუ შეიძლება მაქსიმუმ 1-ხელ, მარა არ მახსენდება არც ეგ, სამაგიეროდ ჩემდამი სულ არღვევენ და სუ მიტყდება – იმიტო რო მე რო მეგობრების წრეში გოგო მომყავს და გაცნობთ – ვგულისხმობ რო იგივე წესებით მომიდგებიან (ეს პოსტიც ამიტომ არის რო იცოდეთ რა წესებით ვთამაშობ მე)

გავმეორდები – სულერთია იმ გოგოს სტატუსი და სულერთია მე რა აზრის ვარ შენს სერიოზულობაზე – შენს ურთიერთობებში, ჩემთვის ვაჟნი ხარ შენ – მეგობარი, და ვაჟნია რო შენ არ იძაბებოდე სხვა დროსაც, თუნდაც სხვა გოგოს მოყვანისას – არ იძაბებოდე რო მე “ველოდები როდის დაშორდები” – არ იძაბებოდე რო შენ რო მოდიხარ და მასზე წუწუნებ – მე ზურგსუკან საყვარლად ვჩატაობ და “სიმართლე ვიცი”

ნწუ – შენ მოხვედი, ჩემი მეგობარი(უბრალო ნაცნობ მამრებზე იასნად არ ვრცელდება) შენ მოგყვა გოგო – მე არ ვიცნობდი, ხელი ჩამოვართვი, შენი გოგოა, ჩემთვის უსქესო უსახო არსებაა, წერტილი – თუ რამე მეგობრობა მაქ მასთან – მაქვს ჩერეზ შენ ისევ

იგივე ეხება მეგობრის დას ან მეგობრის ქალიშვილს (კი უკვე ეგრე დავბერდი რო ზოგს სრულწლოვანი გოგო შვილები ყავთ…)

– თუ შენგან გავიცანი შენი და, შენი შვილიო, დედაშენი (გავმეორდები, თუ ჩემთვის ვიღაც ნინო წიკლაური კი არ არის, რომელზეც მერე გავიგე რო შენ იცნობ, არამედ თუ ის ადამიანი თავიდანვე – შენი შვილი, ნინო წიკლაურია)

მოკვდა ის გოგო იქ, შანსი არაა “მომინდეს” და მერე ჩუმად გულში ჩავიკლა ან ვერ ჩავიკლა ან ტონა ყლეობა, ნწუ – მორჩა, გამჭვირვალეა და რა ნაბიჯებიც არ უნდა გადმოდგას იმან ვაფშე თავისით ჩემკენ – არც მივცემ შანსს გადმოდგას, და თუ გადმოდგამს ისე ცივად ვუპასუხებ – როგორც მარტო ის უპასუხებს ვისაც არც არასოდეს მონდომებია, და მორჩება იქ

ამასთან ერთად – ეს “მინდაზე აკრძალვა” გრძელდება როგორც წესი სამუდამოდ, ისევ იმ მეგობრის გამო, სავსეა სამყარო გოგოებით – რაღა ძმაკაცის ექსთან გავიჩითო და ვძაბო ეს ძმაკაცი შემდეგზე – რო კიდე ახალ გოგოს რო გამაცნობს ისევ “მე ხო არ მომიყვანა მერე რო დაშორდებიან”

აქვე დავსძენ – სხვადასხვანაირი სამეგობროები არსებობენ და სხვადასხვა რამეს მოელიან ერთმანეთისგან და არი სამეგობროები სადაც ნაშები “წრეში დასატრიალებლად” მოყავთ ვაფშე

მე ეგეთი ურთიერთობები არასოდეს მქონია და ჩემთვის მეგობრობა არის მნიშვნელოვანი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი რომელზეც დგას ვაფშე არსებობა და ამიტომ ამ ასპექტზე ვსაუბრობ

მაგრამ!

თუ გოგო მე ჩემით გავიცანი, ყველასგან დამოუკიდებლად შემექმნა მასზე წარმოდგენა – და მას ჩემზე, და ჩვენი ურთიერთობა გვაქ

და მერე გავიგე ვისი რა არის, მერე რამე “აკრძალვას” ვთვლი ამ გოგოს განივთებად – რო “ვიღაცის ვიღაცა” არის (სოფო ბედიას ქმარივით)

ნწუ, ის დამოუკიდებელი ადამიანია და რასაც როგორ გადაწყვეტს მისი საქმეა და არავის სხვის აზრს ამაზე არ გავითვალისწინებ, არანაირი ვისი რა არი – არაფერ როლს არ ითამაშებს და თუ ვაფშე იმ გოგომ – გამაცნო შენი თავი, მის ბოიფრენდად – მე პასუხს ვაგებ იმ გოგოსთან – შენთან არ მქონდეს გეი სექსი, და არა შენთან 😀

გამონაკლისი არსებობს – იშვიათი, და ლოგიკური – ანუ ძირითადად ისე არ ხდება რო მე გოგო გავიცნო “ჩემით” – რომელიც იმავ დროულად ვინმე ახლო მეგობრის რამე ცხოვრებაში ფიგურირებული გოგოა (დედა, და, შვილი, ცოლი) – იმიტო რო იმ გოგოებს იდეაში ისედაც ვიცნობ, მათგან

და ანუ უმეტეს წილად გოგოები რომლებზეც ზემოთ ვლაპარაკობდი, რომლებიც ჩემით გავიცანი და მერე გაირკვა რო ვიღაცის რაღაცაა და “მორალური პრობლემები უნდა არსებობდეს” – არიან სინამდვილეში არც ისე ახლო მამრების “რაღაცეები” – და პრობლემაც არ მაქ ვაფშე არანაირი, და ბუნებრივად – ძალიან იშვიათად ხდება რო “მერე გაირკვეს” რო ვიღაც იმენა ახლობელის რაღაცაა(მარა აქამდე არ ვიცნობდი) და ვიფიქრო რო “fuck, კი მომეწონა მარა მოდი დავზადნავ, იმიტო რო ამ მეგობრის დაძაბულობა არ მიღირს” – თითქმის არ ხდება ეგრე და ძაან ცუდია ეგრე – თუ უკვე “მომინდა” – მერე სიმახინჯეები იბადება 😦

ჩემის მხრივ – მეც ვთვლი რო ყველა გოგო რომელთანაც ვურთიერთობ – თავისუფალია თავის არჩევანში, არავინ არ არის ჩემი ერთგული და არც იქნება, არც ვითხოვ – და ყველას აქვს იმდენი “მინდას” და იმდენი ბედნიერების უფლება რამდენსაც მოასწრებს თავის მოკლე ცხოვრებაში და არასოდეს არ მოხდება რო ვიღაცას გაიცნობს, თავისით  და მერე მე ვეტყვი რო “აუ, ეგ ჩემი ბავშობის ძმაკაცია და…” – ყლეზეც ბანტი ჩემი ვინ რა არის, შენ რო შენი ურთიერთობა გაქ ადამიანთან – შენი საქმეა, და მერე ჩემი პრობლემაა როგორ მოვხარშავ და თუ ვერ მოვხარშავ ჩემი კარგიც მოვტყან

მაგრამ!

თუ მე გაგაცანი ჩემი ძმაკაცი – შენ რას იგრძნობ და არ იგრძნობ შენი საქმეა, მე არ მაქ კონტროლი – მარა ძმაკაცისგან ძაან გამიტყდება ვიგრძნო რო გეფლირტავება – იმიტო რო მერე გრძნობა მაქ რო “ნაშა მოვუყვანე?” და მეორედ მომინდება აღარ წამოვიყვანო მის წრეში ეს, ან სხვა გოგო მომვალში – და მერე ეგ დამძაბავს და ფუჭდება მეგობრობა

მანდ გარდა ამ რაციონალურობისა, როლს თამაშობს მეორე რაციონალიზაცია კიდევ:

ადრე, მეგობრის დას მოვწონდი, ძაან “მკერავდა”

და მივხვდი რატო ტეხავს, ზემოთ მოთხრობილი პრინციპის გარდა – მეგობრის დასთან რამე(და იგივე ვრცელდება GF-ზეც რეალურად)

იმიტო რო არ მიცნობს მეთქი ეს გოგო და რატო მკერავს ასე ძაან? – ვაფშე სხვანაირი ბიჭები უნდა მოსწონდეს და მე რატო?

ხოდა უბრალოდ ის მეგობარი ვისზე ლაპარაკობს ხო სახლში? – მის ყოველდღიურობაზე, მის მეგობრებზე, ჩემზე

მე ვარ ლოკალური “celebrity” მათ ოჯახში, საუზმისას მე მახსენებს, ჩემ სანახავად მოდის, ჩემთან ერთად შვება ამას და იმას, მე მენდობა და მეყრდნობა – ასე და ისე

და იმ გოგოს თავში “იძერწება” ეს რაღაც გაუაზრებელი მიჯაჭვულობა – არ არსებულ, იმ ჩემი მეგობრის თვალიდან დანახულ ადამიანზე – და მას საკუთარი აზრი არ აქვს, აქვს მარტო იმ მეგობრის სითბო – ჩემდამი, მეგობრის – რომელიც მისთვის ძმაა(ან ბოიფრენდი, ქმარი) და რომლის აზრსაც აფასებს…

ისე გამოდის რო “გამარეკლამა” იმ მეგობარმა და “დამასვა ყლეზე” საკუთარი და – უნებლიედ, ანუ გამოდის რო მერე უნდა სახლში მოზომოს რამდენს ილაპარაკებს მეგობრებზე? – უნდა მოერიდოს – ჩემს, მეგობრის სახლში დაპატიჟებას? – რო მერე მის ზურგსუკან ძმაკაცები დასთან ურთიერთობებში არ იჩითებოდნენ და ჯამში არ აღმოჩნდებოდეს რო ის და სუ სხვა მამრებს ეძებს და სულ გულგატეხილია და დანგრეული? (მარტო იმიტო რო მისი ძმის აღწერით აარჩია კაცები და არა საკუთარი პირადი აზრით)

რო არაფერი ვთქვათ იმაზე რო სექსი მარტო სექსი ხო არ არის, კიდევ არის ტონა ურთიერთობა და ისევ და ისევ – გამოდის რო მე უნდა ძმაკაცის აზრი კი არ ვიცოდე, კიდევ მქონდეს “ინსაიდერული” ინფორმაცია მისი ოჯახიდან, ჩერეზ მისი და. მარტო სექსი კი არ არის დამძაბველი მოკლედ…

სულ ეს არის

ვიღაც უცხო, უბრალო ნაცნობი რო მწერთ – გოგოზე რომელთანაც 2 თვეა ფლირტი მაქ “ჩემი ყოფილი ცოლია და მე დამშორდა, გკიდია, ბრატ, ჩემი აზრი?” – კი მკიდია, მეტიც – უპატივცემულობად და იმ გოგოს შეურაცხყოფად ჩავთვლი 1 გრამით მაინც ნაკლებად რო მომინდეს აწი – მარტო იმიტო რო შენ “ამიკრძალე”, სოფო ბედიას ქმარმა

და მეგობრებზე სუ მგონია რო ისედაც ხვდებიან მაგას და – თუ მე მათ გოგოს მათგან არ ვიცნობ, ან მანამდეც ვიცნობდი ჩემით და ჩემი ურთიერთობა მაქ, ან მათ მერე გავიცანი და ისევ და ისევ საკუთარი ურთიერთობა მაქ – აზრიც არ აქ ეგრე “დაკაჩავებას”

იმიტო რო თუ რამე აზრს რამის გამო შევიცვლი – იქნება რაციონალური დასაბუთება, და ძალით მოწოლაზე ან მუქარაზე – ყოველთვის ანტი რეაქცია მაქ, რო ტიპს გონია რო “დამაჩმორებს” და შეიძლება სუ არ მომწონდეს ეს მისი ყოფილი გოგო – მარა მერე უარესად მოვიქცევი განზრახ…

და თუ გოგო “გღალატობს” – ჩემთან, მე მკიდია – ჩემთვის დაშორებულები ხართ უკვე, თუ თქვენ “მონოგამია” გაქვთ, თქვენი ურთიერთობის შეთანხმება თუ ეგ არის

ის რო გოგოს side ურთიერთობა აქ, და მე პირველი არ ვარ და ბოლო ხო რეალურად? – უკვე იმაზე მიუთითებს რო თქვენი ურთიერთობა – დამთავრდა (გავმეორდები – იმიტო რო ურთიერთობა მონოგამიას ეფუძნებოდა და მორჩა ეგ მონოგამია, მორჩა ურთიერთობაც)

– ან ვფიქრობ რო  იქნებ ეგეთი ურთიერთობა გაქვთ და გაიასნებულია ერთმანეთში და ორივე დაძვრებით აქეთ-იქეთ? –

მოკლედ მე იმის გამო არ დავზადნავ რო რამე უშავდება ვიღაცის სადღაც ურთიერთობას, ერთადერთი რის გამოც არ მომინდება შენი გოგო – არის რო ჩერეზ-შენ გავიცანი და არ მინდა შენ იძაბებოდე ეხლა ან მომავალში ოდესმე, ან ვინმე სხვა მეგობარი იძაბებოდეს შენზე ისტორიის მოსმენის შემდეგ

რამდენჯერმე შემიმჩნევია “მორიდება” მეგობრებისგან – რო თავის გოგო გამაცნონ თუ არა წონიან, ხოდა არა – არასოდეს მე მეგობრობის კომფორტს – არ დავარღვევ, სამყაროში უამრავი გოგოა და მაინდამაინც შენ გოგოზე არ გავგიჟდები

და პირიქით – როცა მე გაცნობთ ჩემს გოგოს, თუ მაინდამაინც გაგონილი გაქვთ მასზე და დაუსწრებლად მოგწონთ – ჯობია გაიქეცით და 1-2 კვირა დამემალეთ, მოასწარით ჩემი წარდგინების გარეშე გაცნობა – თორე მერე მე გულში მეწყინება, არაფერს არ ვიტყვი – მარა მეტი აღარ წამოვიყვან გოგოებს საერთო აქტივობებზე და ანუ გოგოსთან ერთად რო ვიქნები – თქვენთან მეგობრობას მოვერიდები და მორჩება თქვენთან მეგობრობა – და არა ჩემი გოგოები…

მარა როცა სადღაც მომყავს გოგო და ის მეუბნება “ეე, მაგას ვიცნობ” – იქვე მთავრდება ჩემი authority და იქვე ვიცი რო ეს “ვიცნობ” მე უკვე არ ვიცი რას ნიშნავს, არ ვიცი რა გქონდათ, არ ვიცი რა გაქვთ, არ ვიცი რა გექნებათ – და იქვე ვიაზრებ რო ჩემი საქმე არ არის და მე არ მეხება და თქვენს ქცევას მისდამი – ჩემს თქვენთან მეგობრობის ჭრილში აღარ გადავიტან

p.s. კი პოსტის სურათად არის ჩემი საკუთარი მაისური 😀

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s