არ მოგწონდეს გეები – არ შეიძლება?

ხშირად იბადება კითხვა, რო თუ ყველა თავისუფალია საკუთარი აზრის ქონაში – რატო არ შეიძლება მე – არ მევასებოდეს გეები? – ან არ მევასებოდეს ქალების და კაცების თანასწორობის იდეები, არ მევასებოდეს ბიჭის მიერ შორტის ტარების ფაქტი?

პასუხი არის რო – ძალიანაც შეიძლება!

როგორც ყველა თავისუფალია აირჩიოს ვისთან ჰქონდეს სექსი (თუ არავის არაფერს უშავებს) – ისე ყველა თავისუფალია ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოთქვამდეს მას!

ოღონდ!

ჩვენ ვლაპარაკობთ – სიტყვებით, და სიტყვებს – აქვს წონა, არაფერია სიტყვებზე მნიშვნელოვანი – სიტყვებით იწყება ომები, სიტყვებით იწყება სიყვარული და სიტყვები წყვეტს ყველაფერს სინამდვილეში, სიტყვები არის ის რაც გამოდის ადამიანის შიგნიდან – გარეთ

მე პირადად, როცა მეგობარი მეუბნება “ეს კაცი – ცუდია” – მე მერთვება აგრესია მასდამი, იმიტო რო ცუდია ვინ ხო? – ცუდია რუსეთი, ცუდია ვირუსი, ცუდია მტერი, ცუდია გაფუჭებული საჭმელი… რამეზე რო მითითებენ – “ცუდია” ეს არის ჩემთვის მოწოდება მოქმედებისკენ – რო ცუდი უნდა “აღმოიფხვრას”, გამოსწორდეს, გადანდგურდეს – მე ეგეთი როჟა ვარ, არ შემიძლია ვიჯდე და მშვიდად ვიტანდე რაღაცას რაც “ცუდია”

და ბევრია ასე, სხვადასხვა დოზით, და კარგია ეს – იმიტო რო რაღაც “შეთანხმება” ხო არსებობს არა სიტყვის ფასზე?

– მე რო რაღაცაზე ვიშვერ თითს და ვამბობ “ცუდია” – მინდა რო მეგობრებმა სასწრაფოდ – მხარი დამიჭირონ, და უკვე მერე ჩამეკითხონ რატოა ცუდი და იქნებ ვცდები ვაფშე…

ამიტოა რაიმეს ცუდია-დ წოდება – პასუხისმგებლობა, იმიტო რო ეს არ არი შენი აზრი უბრალოდ – ეს არი მოწოდება, ეს არი იმ რაღაცის – სახელ-დება, რუსეთი ცუდია – ჩემი აზრი არ არის, რუსეთი ცუდია – არი მოწოდება ძალადობისკენ რუსეთის წინააღმდეგ

და ვინმეს შეიძლება ჰგონია რო პირადად მის ნათქვამს – რა მნიშვნელობა აქ? – მარა სინამდვილეში არასოდეს იცი ვისთვის რას ნიშნავს შენი ნათქვამი და რა ნათქვამები დაგროვდა და “შენც” რო ეგ თქვი – რა მოქმედებისკენ უბიძგე ბოლოს…

აბა როგორ გამოვთქვა ჩემი აზრი?

ქრისტემ თქვა – სხვა არ განსაჯოო, ამის მერე რო კითხულობ ტექსტებში ვითომ ქრისტე ქადაგებისას რეებს “აჯვამს” ადამიანების ჯგუფებს – ისეთი სასაცილოა და ისე აშკარად ეტყობა რო ვიღაც კომპლექსიანი გადამწერის “მინაწერია”, ფრჩხილები რო აკლია მერე (რედაქტორის შენიშვნა) -თი, ქრისტე რომელმაც თქვა სხვა არ განსაჯოო – მაგას რანაირად იტყოდა მერე რასაც წერ…

ხოდა აი მე, პირადად, ჩემი პოზიცია გეებზე:

– მე როცა მზრდიდნენ სულ, მზრდიდნენ ისე რო ქალი არის ბევრად უკეთესი ქმნილება ვიდრე კაცი, რო ქალი ობიექტურად არის ფიზიოლოგიურად სუსტი და დასაცავი ობიექტი, რო სილამაზე თუ რამეს ჰქვია – ჰქვია ქალის სხეულს. შესაბამისად მე ვერ აღვიქვამ კაცებს გარეგნულად საერთოდ, ვერც საკუთარ თავს მათ შორის და ვერ მაქვს თბილი გრძნობები კაცებისადმი(არც საკუთარი თავისადმი მათ შორის) – ამიტომ მე არ ვარ გეი და ვერ ვიქნებოდი გეი, ასე მგონია.

ნებისმიერ წამს, ნებისმიერი უცნობი გამვლელი გოგოს სიცოცხლე, ჩემთვის – ჩემსაზე ძვირფასია და ყოველთვის მათ სიცოცხლეს ჩემსაზე მაღლა დავაყენებ და ყოველთვის ნებისმიერი გოგო – ჩემზე ბევრად მიმზიდველად მიმაჩნია და კაცები ვერ მომწონს და ვერ მექნება სექსი არსებასთან რომელიც ვერ მომწონს, ვერც მათი მესმის ამ საკითხში – ვისაც მოსწონთ. თორე მინეტს ვინ გამიკეთებს მართლა სულერთია ფიზიოლოგიურად, უბრალოდ როცა მინეტს მიკეთებს ადამიანი რომელიც არ მომწონს (გინდა დაჟე მდედრი) – ვერ გამისწორდება.

აი ეს არის საკუთარი აზრის გამოხატვა, გეებისადმი დამოკიდებულების მიმართ – რომელიც არავის არ შეურაცხყოფს – და არავის არ მოუწოდებს ბოროტი მოქმედებისკენ, მაგრამ სრულიად აფიქსირებს ჩემს აზრს გეებზე, იმავ დროულად.

და მე მაქ უფლება არ მომწონდეს გეები, არ ვიზიარებდე მათ სამყაროს ხედვას და ადამიანებსაც აქვთ უფლება გამოიტანონ ჩემი ამ პოზიციიდან დასკვნები – და აირჩიონ მემეგობრონ თუ არა.

აი კიდევ – იგივე მიზეზით, მე ვთვლი რომ არსება რომელიც ჩემზე(კაცზე) ბევრად უკეთესია – როგორც მინიმუმ არ შეიძლება ჩემზე, კაცზე – ნაკლები იყოს. ამიტომ მე ვთვლი რო ქალებს ყველა ის უფლებები და თავისუფლებები აქვთ – რაც ჩვენ გვაქ(და პასუხისმგებლობებიც!!) – და მე არ მომწონს ადამიანები რომლებიც თვლიან რო ქალი არ არის კაცის სწორი და ვერ ვიქნებოდი ეგეთი ადამიანი ან მასეთი ადამიანის მეგობარი

რა თქმა უნდა მყავს ასეთი ადამიანები სანაცნობოში და მათაც იციან რო ჩემი პოზიცია ასეთია, და მეც უნდა ვიცოდე მათი პოზიცია – და გვინდა ვიმეგობრებთ მერე და გვინდა არა, მარა მათი პოზიცია არ უნდა იყოს “ქალების თანასწორობა ცუდია” – იმიტო რო ეს მოიაზრებს ძალადობას მათზე, “გამოსწორებას” ამ შეცდომის (იმისა რაც “ცუდია”, თანასწორობის შეზღუდვას, იძულებას იყვნენ არათანასწორნი)

თორე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი არა ძალადობრივი პოზიცია გქონდეთ, ასე მაგალითად:

“მე არ მომწონს ქალები რომლებიც თავს კაცის სწორად თვლიან, ეგეთ ცოლს ვერ მოვიყვანდი”

გგონიათ არ გაქვთ ამის თქმის უფლება??? – სრულიად გაქვთ, ჩვენც გვაქ უფლება წავიკითხოთ და გადავწყვიტოთ რამდენად მიუღებელია ჩვენთვის – თქვენთან ახლობლობა, თორე ყველას აქვს არსებობის უფლება და საკუთარი აზრის და მიდგომის ქონის უფლება. აუცილებლად გამოჩნდება ვინც თქვენსავით ფიქრობს და ვისაც პირიქით მაგის გამო გაუსწორდებით.

მთავარია არ თქვა “ცუდია”, არ თქვა “პიდარასტი”, არ თქვა “ფემინისტკა ყლექალა” – რაც თავის შინაარსში მოისაზრებს მოწოდებას – მოქმედება/ძალადობისკენ, განდევნისკენ, დამცირებისკენ, შენთვის შეიძლება გგონია რო არ მოისაზრებს – როცა ამბობ, მარა შენ გისმენს ვიღაც – ვისთვისაც შენი მოწოდება იმ წამს ბოლო წვეთია შეიძლება…

გავიმეორებ – მთავარია – არ განსაჯო სხვა, და ისაუბრო საკუთარ თავზე – ამას ნიშნავს საკუთარი აზრის ქონის უფლება და მისი დაფიქსირება, ხოლო “სხვისთვის” რაღაცის წოდება – ყოველთვის არის “მოწოდება”, კაკ რაზ რო “პროპაგანდა” – ძალადობისკენ

მე ვერ ვხედავ საშუალებას როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში წყვილი მშვიდად იყვნენ შეყვარებულები გადაბმულად ბევრი წლის მანძილზე, ამიტომ არ მჯერა ცოლ-ქმრული ურთიერთობების და ვთვლი მოძველებულად. ვცადე, ვეცადე, დავრწმუნდი – და ვიცი რომ ვერ ვიქნებოდი კლასიკურ ურთიერთობაში

ეს არის “ჩემი აზრი”

და არა “ქორწინება ცუდია”

“ჩემი აზრი” – ის თქმისას არავის არ განვსჯი, მარტო საკუთარ თავს განვსჯი და საკუთარ თავზე ვსაუბრობ – და ყველას ვუტოვებ საკუთარ “თავისუფლებას” რაც უნდა ის იყოს – იმის ფიქრის გარეშე რო ჩემი “სიძულვილის მსხვერპლი” გახდება

ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა “ქორწინება ცუდია” – მე უკვე ვამბობ რო ვინც დაქორწინდება – ის ცუდია, ბანძია, ყლეა და თუ მე მასზე სტატუსით მაღალი როჟა ვარ – შეიძლება დავჩაგრო კიდეც მარტო ამის გამო, მე თუ არა ჩემმა მსმენელმა და მიმდევარმა

ან აი კიდევ:

“მე ვთვლი რო კაცს ფეხის გამოჩნა არ შეშვენის, მე ვერ ვივლიდი შორტებში”

გგონიათ არ გაქვთ ამის თქმის უფლება? – კი ბატონო კაცო, როგორც გინდა ისე გაქ უფლება იფიქრო და მოიქცე, არავინ არ გიშლის, მარა არა – “შორტებში ვინც დადის ყლეა!” (როგორც იმ სირმა თქვა ტელევიზორიდან, კი – ზუსტად, აი უკვე ისწავლეთ სწორად შემჩნევა – ამის დაწერისას თითს ვიშვერ მისკენ მოწოდებით “ის ცუდია! დაესხით თავს!”)

აგერ მე პირადად – ვთვლი რო კაცი არის “სახარჯი მასალა” და კაცი არ უნდა ზრუნავდეს თავის გარეგნობაზე და ვერ ვიქნებოდი ის კაცი რომელიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს.

მშვენიერი პითეკანთროფული პოზიციაა, რომლის უფლებაც სრულებით მაქ – და თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოთ გინდათ ჩემთან მეგობრობა თუ არა ამის მერე

მარა სერიოზული სახით არასოდეს უნდა ვამბობდე “ფუ, ფერადები აცვია”, ხუმრობა, სწორ წრეში, მოსულა იასნად –  განსაკუთრებით როცა ეს ხუმრობა პირველ რიგში ჩემსავე პირველყოფილ ადამიანობაზეა 😀

ვოტ

გავიკეთებდი ცისარტყელას ლენტს მკლავზე? – აუცლებლად! – იმიტო რო ჩემთვის ყველა ადამიანის თავისუფლების და “არ განსჯილობის” დაცვა – რომელიც განსხვავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია.

კაკ რაზ იმიტო რო მეც განსხვავებული ვარ, ჩემი შვილიც, დედაჩემიც – და ყოველთვის იძებნება ვიღაც ვისთვისაც ეს განსხვავება ისეთი მიუღებელია “მომკლავდა”, “გადამასახლებდა” და ა.შ.

თორე არც გურამი იქნებოდა პირადად გეი და არც მე, მარა გეების თავისუფლების დაცვა – ნიშნავს ჩემი თავისუფლებების დაცვას, ჩემი შვილის თავისუფლების და ყველას თავის-უფ-ლე-ბების დაცვას – ძალადობისგან, ძალადობის მოწოდებისგან და ჩაგვრისგან და გარკვევით თქვა ეგ იმ ბიჭმა მაგალითად.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s