ქურდი ზონაში

წეღან ეს პოსტი დავაშეარე და პირველივე კომენტარი ასეთი იყო:

mozalade

და იმდენჯერ მომიწია უკვე ამაზე ლაპარაკი რეალში და იმდენად ყველას ერთი რეაქცია გვაქ მამრებს და მეც რო იასნად იგივე ვიფიქრე როცა პირველად ვფიქრობდი ამეებზე…

(ლინკი პოსტზე:  https://www.facebook.com/cyb.mcloud/posts/2371686016190575?pnref=story )

ასეთი ახსნის მეთოდიკა გამოვიმუშავე:

კაცმა – წარმოიდგინე რო რუსულ ციხეში ჩაგსვეს

და პირველივე დღიდან – გარშემო დაგტრიალებენ ტიპები რომლებიც უკვე კაი ხანია ზიან და კიდე კაი ხანი იჯდებიან, ბევრად ძლიერი, ნაკაჩავები მასტები, შენ რო წაწვეტებული ფანქარიც კი არ გაქ რო თავი დაიცვა – და იმათ იასნად მოგვარებული აქვთ ყველაფერი და ყველას “პერო” აქ

და ჯერ არ გტყნავენ – არა, ჯერ დაგტრიალებენ

ზოგი ტრაკზე წაგპწკენს, ზოგი მოგაძახებს რამეს, ზოგი სასადილოში რიგში დგომისას შარვალს ჩაგხდის – რო ყველამ გაიცინოს

და შენც ელოდები როდის დაგატრიალებენ “პარავოზში”

არადა ადამიანი ხარ, ჯერ კიდევ – ალბათ ცოტა ხნით მამენტ

და გამოსავალს ვერ ხედავ – იმათთვის დირკა ხარ მარტო, გარეთ რო კაცი იყავი და სიტყვა გეთქმოდა. ერთადერთი შანსი გადარჩე – არი აირჩიო 1 ეგეთი მოგლეჯილი როჟა, თუ გაგიმართლა და იმანაც აგირჩია – და მიეკედლო რო მარტო იმის “ნაშა” იყო და მთელმა ციხემ არ გატრიალოს წრეში, ქე მაინც

ან იომო და მოკვდე ცემაში, დანით ჭრილობებში და თან რო არავინ არავის არაფერს არ მოკითხავს, იმიტო რო იმათ მოგვარებული აქვთ ეგ ამბავი, ზედამხედველებთანაც –  იმათაც უსწორდებათ

სხვა შენნაირი “ნაშები” პა ხოდუ მოდიან და გიხსნიან რო “ეგეთია ძმაო ცხოვრება, ჯობია მოეშვი და ისიამოვნე”

ასე რო გავიდეს ერთი 3-4 თვე, ყოველ წამს ზურგსუკან ყურებაში, ყოველ დღე წამოძახებებში, ტრაკზე წამორტყმებში, პწკენებში… რომც მერე არავინ არსად არ აგაყუდოს

ნორმალური ადამიანი გამოხვალ ციხიდან?

წარმოგიდგენია მაინც (შენ – მამრო) – რა ფსიქიკა გექნება მასეთი რამდენიმე თვის მერე?

და მეტი ხნით რო იჯდე? წლებით? – რამდენი გადაწყვეტს მოკვდეს? – გესმით ხო? – ანუ მაგის ატანას – სიკვდილი გვირჩევნია ჩვენ

მარა ვინც არ მოკვდება – ბოლოს ან “გაუმართლებს” და ვინმე 1 როჟის “მუტელი” იქნება – ან მთელი ციხე გადატყნავს და ადამიანის ადგილას ჩვარიც აღარ დარჩება. მოხდება თუ არა ეს – სულერთია, მთავარია რო ამაზე გეფიქრება ყოველ დღე, ამ შესაძლებლობებზე.

ანუ ერთია როცა 1 თვით მოხვდი და უნდა “მოითმინო” და გადარჩე 1 თვე და გამოხვალ

და მეორეა როცა იცი რო წლებით ხარ და ეს “შენი ტრაკის დამიზნება” – წლები გრძელდება, დღიდან დღემდე…

ხან მეტი ინტენსივობით, ხან 1-2 დღე თავს განებებენ, ეზოში სეირნობისას რო “ჯობია იქ და იქ არ გაიარო” – თორე გაახსენდებათ იმათ შენი ტრაკი…

ოჯახს რო პომოჩები მოატანინე – და სპეციალურად ისე ჩაცმული რო დადიხარ რო შარვალი ვერ ჩაგაძრონ უცბად, და რო ზრუნავ იმაზე რა ჩაიცვა რო იქნებ ნაკლებად აინტერესებდეთ

წარმოიდგინეთ ეგ გაიარო წლიდან წლამდე, კი ბევრი კაცი იტყვის რო ამასობაში თვითონაც დაალაგებს პონტს, იკაჩავებს რამე რუმე და… და თვითონ შეუერთდება მოძალადეთა ერთ-ერთ კლანს

მარა წარმოიდგინეთ რო რამე “დეფექტი” გაქვთ და ვერ ხდებით ეს კაჩოკი ვერასოდეს და თუ რომელიმე კლანი მიგიკედლებს მაინც უბრალოდ იმ კლანის “ნაშის” როლში უნდა იცხოვრო

3 წუთი დაუთმეთ სუ ამ სცენარის კარგად წარმოდგენას, რა ცხოვრება გექნებოდათ – და რა შეშლილი ადამიანი იქნებოდით მაგის მერე

და მერე – ბონუსად – ამას დაუმატეთ რო ბავშობიდან ხდება ეს

რო 5 წლის ჩაგაგდეს ეგეთ ციხეში და დიდიან პატარიანა ასე შენ ტრაკს უმიზნებს ყველა, ბავშვს რომელსაც ჯერ არაფერი გესმის რა ხდება და რა უნდათ, როგორ შეგცვლიან და ჩამოგაყალიბებენ… და რა გაიზრდები

5 სკოლა გამოვიცვალე მე, ერთი მაგდენი სპორტი, 3 უბანი… და ყველგან ეგ ხდებოდა, ყველგან დავდევდით გოგოებს, ვპწკენდით, ვუწევდით კაბას, ვიმწყვდევდით ბნელ კუთხეში სადმე და სიცილ-ხარხარში ვუტრაკებდით ძუძუები გვაჩვენეო(ბაღში, 5 წლისები)

მე არ მახსოვს ზუსტად მე რას ვაკეთებდი მაგ დროს, ალბათ მეც ვყვებოდი საერთო ღრიანცელს

მახსოვს რო დიდი რო ვიყავი  – ლიფის გახსნას ვერ ვუბედავდი კლასელ გოგოებს, ყველაზე კრუტოები უბედავდნენ მარტო… მე ბანძი ვიყავი.

ზოგი ვერც უბედავდა – მარა ელაპარაკებოდა ამაზე, “იცოდე გაგიხსნიო”, “იცოდე გაკოცებო” – და იასნად შეთავსებით ყველაზე ამაზრზენი ტიპებიც ეგ იყვნენ და ყველაზე ნაკლებად იმ ბიჭების კოცნის ატანა უნდოდათ იმ გოგოებს…

რამდენიმე ინციდენტიც მახსოვს როცა დაცვა და ჩარევა მინდოდა – მარა ვერ გამიბედავს, იმიტო რო ისედაც არ მქონდა მყარი პოზიცია სკოლაში და ბიჭები ორმაგად სასტიკად აჩმორებენ “შიდა სასტავის” დამრღვევებს, ანუ გოგოს შეიძლება მამენტ მოერიდონ ბოლოს, გოგოა მაინც – მარა თუ ვინმე ბიჭი გამოტყნაურდა და ჩაერია – იმას პა პოლნოი მოხვდება, და 1-ხელ მოხვედრას არაუშვს კაცო – სამუდამოდ ყოველ დღე სახეს მოგიტყნავენ

და ის მოძალადეებიც ბევრი კი არ არის, 10-დან 1-ია, მარა იმას ეწეპება 5 გარშემო – და არც იმას მოსწონს რასაც უშვებიან იმ გოგოს – მარა ვერც შორდება, სასტავიდან მოწყვეტას და მერე ყოველდღე თავდაცვას – ურჩევნია აყოლა…

ამიტომ ის ადამიანიც კი რომელიც არაფერს არ აშავებ, ჩუმი თანამონაწილე ხარ რეალურად, იცი რაც ხდება და არაფერს ცვლი, ვერ ცვლი და იმიტო, იმ გოგოს მაინც ვერ უშველი – და მერე შენ ვაფშე არავინ გიშველის

და მერე იზრდები შენც ამ სოციუმის პროდუქტი – და ის გოგოებიც ამ real life “ქურდი ზონაში”-ის პროდუქტები

და მერე მათაც კი არ იციან ხშირად – კი მარა სხვანაირად როგორ?

ის ბავშვი, 5 წლიდან რო 2 მეტრიანი კუნთიანი როჟების წამოძახებების გარემოცვაში იზრდებოდა, და უყურებდა როგორ სხვა მისნაირებს – რეებს ელაპარაკებიან და როგორ ექცევიან ის “ვერზილები” – რანაირად გაიზრდება დალაგებული ადამიანი?

– იასნად რო ან საშინელი ზიზღი ექნება ამ ყველაფრის, მუდმივი და გამაბრუებელი შიში

– ან “მოერგება” მისი ფსიქიკა დამდგარ მოცემულობას და სრულიად წაშლილი ადამიანი იქნება რომელიც “ნორმად” თვლის და დაჟე “კარგად” – საშინელ მოპყრობას, იმიტო რო სადღაც 12 წლის ასაკში გამოუვალ ტოტალურად დანგრეულ მდგომარეობაში თავს უთხრა რო “სამაგიეროდ ეგრე ძაან ვუნდივარ იმათ, ეგ მაინც ხო არი კარგი?”

და მაგაზე იყო on.ge_ს ეგ სტატიაც რო კაცებს არ გვესმის რო კლასიკური “მოძალადე”, აი ის – მასკით, ღამე პარკში რო ესხმის თავს – კი არ არის რაც ყოველ დღე წვეთ წვეთ ანგრეს ქალებს, არა

ჩვენ – ყველანი, ისინიც ვინც “გაბედულები” ვართ და “კაცურად” ვეპყრობით ქალებს და ისინიც ვინც ამას ვუყურებთ და ხელს არ ვანძრევთ იმიტო რო “ნორმალურია ეს კაცო ვა, ადამიანი ოდითგანვე ეგრე იქცეოდა – დასდევნენ გოგოებს, პწკენდნენ ტრაკზე და თუ მოიხელთებდა კაცი ქალს – გაათრევდა ბუჩქებში და გააუპატიურებდა, რა ვქნათ ეხლა ვა”

რა ვქნათ?

რა მოსდევს იცი კიდე ადამიანს ოდითგანვე? – ფილტვების ანთება

პირველივე ანთებისას არ მიიღო ანტიბიოტიკები და შევხვდებით 4 ფიცარში

კიდე ოდითგანვე მოსდევს გაფუჭებული კბილები, მოსდევს პოლიომილიტი, დიზინტერია და რავი მილიონი რამე… ა ის კიდე – აცრების უქონლობა და წამლების უქონლობა – რისგამოც 4-დან 3 ბავშვი ვკვდებოდით… 

თუ “პირველყოფილი” ადამიანი ხარ – იყავი და მოგტყვნია პატრონი ყველა სხვა მხრივაც, შენს შვილებსაც და ვაფშე თავი მოიკალი – იმიტო რო აქამდეც ცოცხალი ხარ უამრავი მეცნიერების მიღწევის გამო

და თუ არადა საუბარი იმაზეა – რო ადამიანი მოვიდა ტექნოლოგიის ხანაში, როცა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა გა-სამ-მაგებულია და ბევრი მეცნიერის აზრით ვინც 2050 წლამდე იცხოვრებს – მერე 500 წელიც იცხოვრებს აწი

კი – მეც არ მჯერა რო სანამ არსებობს ჯოხები და ნახვრეტები, მოხერხდება ძალადობის ელემენტების მთლიანად აღმოფხვრა ადამიანების ურთიერთობებიდან

მეც მგონია რო საბოლოოდ ადამიანი უნდა “გადაკოპირდეს” რკინის, უსქესო სხეულში, იფრინოს კოსმოსში, იმუშაოს მზის ენერგიაზე და იცხოვროს სამუდამოდ – და მერე მართლა აღარავის გაახსენდება რა ფენომენი იყო ვაფშე ქალობა და კაცობა

მარა მანამდე სანამ ეგ მოხდება – სამყაროში სადაც ყველას ყავს 4 ბორბლიანი ტექნოლოგიის მგორავი მწვერვალი, სანამ ყველა ვსარგებლობთ მედიცინით და ინტერნეტით – ვალდებულები ვართ მივხედოთ იმ საკითხს რო ქალები ზრდის პროცესში – გადიან ქურდი ზონაშის

და მერე გვიკვირს რო “შეშლილია ეგ გოგო შე ჩემა” – გოგოებიც კი რო ხვდებიან საკუთრივე თავებზე რო ვერ არიან და რო ვერ იგებენ რატომ ვერ არიან

იმიტო რო ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით რო მსგავსი რამე რო გამოვიაროთ – სიკვდილი გვირჩევნია, თქვენ კიდე მეტი არჩევანი არ გაქვთ, ეგ “ციხე” თქვენთვის არ მთავრდება – და ძლიერები არასოდეს ხდებით, ბოლომდე – ქალი სუ ფიქრობს იმაზე სად არ გაიაროს, რა არ ჩაიცვას და “ვინ დაიცავს” (კაცი, მთავრობა…)

როცა კაცების უმეტესობა მეთანხმება რო – არ ახსოვს, არც კი ახსოვს – ხაზი გაუსვით, როდის შეეშინდა ბოლოს ჩვუელებრივ ცხოვრებაში, ვერც კი წარმომიდგენია რას ქვია რამეს ან ვინმეს მოვერიდო

და საუბარი არც იმაზეა რო 35 წლის ქალს რა უჭირს და რა გამოსდის, საუბარი იმაზეა 12-15-18-21 წლის გოგო რეებს გადის – სანამ 35-ის გახდება

თორე მერე უკვე გვიანია

და საუბარია იმაზე როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი წარმოდგენა – იმისთვის რო შეცვლილად გავზარდოთ ჩვენი შვილები(ბიჭებიც და გოგოებიც) – იმისთვის რო ისენი არ გიაზარდონ “შენძრეულია ეგ გოგო შეჩემა”-ები

ერთმა დადო კიდე კომენტარი – 90-იანებში ხდებოდა ეგო და მთელი ქვეყანა იყო ეგეთი და იმიტომო

ჩემი და არის 17 წლის და 1-ხელ მოვაყოლე სულ რა ხდება მის გარშემო და დავიგინები დედაზე რო არაფერი არ შეცვლილა.. და ზოგან უარესი გახდა – თუნდაც იმიტო რო პორნოები და სხვა “სახელმძღვანელოები” დაემატათ “კრუტოი” ბიჭებს სკოლებში რა უქნან გოგოს

და პრობლემა პორნოში კი არ არის – იმ კრუტოი ბიჭის აღზრდაშია… სანამ პორნოზე დაგიწყიათ

და იგივე ხდება ესტონურ სკოლაში, ზუსტად რაც ვიცი და იგივე ხდება ბევრ ამერიკულ სკოლაში – ზუსტად რაც ვიცი

კი გამოსწორებას ყველგან ცდილობენ, ცვალებადი წარმატებით, ხოდა ჩვენც უნდა ვეცადოთ და არა ვიძახოთ “არ ვიცი ძმაო მე მოძალადე არ გავიზარდე და ხელები დამიბანია” – არადა თანამონაწილე ხარ, და ძალადობის ბევრ პატარა წვეთს და ფორმას ვერ იაზრებ რაშიც აქტიურად მიგიღია მონაწილეობაც და რაზეც “დგანან” მერე ის “დიდი და სახელოვანი” მოძალადეები რომლებზეც უკვე იაზრებ რო ის ნაღადად ცუდი ტიპია

 

One thought on “ქურდი ზონაში

  1. ეგრეა და მართალი გითხრა, ეს იმხელა დისკომფორტია, ჯობია არ იფიქრო მაინც და მექანიკურად აირიდო თავიდან, გულსგარეთ გაატარო, ავტომატიზებულად იბრძოლო და იყო თავდაცვის რეჟიმში, ვიდრე გაიაზრო რამდენი თავის ტკივილი გაქვს ამ კონკრეტული მიმართულებით იმის გამო, რომ ძუძუები გაქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s