უნივერსიტეტიდან გაგდებული

2002 წელი მიდიოდა, ფიზიკაზე ვსწავლობდი თსუ-ში…

მე სუ ვყვები რო ფიზიკა მივატოვე ვახო ელერდაშვილის შემხედვარემ, ვიაზრებდი რა რო ეს ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანიც კი ძალიან პატარა ფიზიკოსი იქნება და მე მისი დონისაც ვერასოდეს ვიქნები, რატო ვხარჯავ დროს ფიზიკაზე თქო? (დღეს ისიც პროგრამისტია, მართალია 3 ჯერ უფრო მაგარი მარა ეგ პროსტო იმიტო რო ნებისმიერ ტვინთან დაკავშირებულ რამეში რამდენჯერმე გვჯობია უმეტესობას)

არა, ეგეც იყო ფაქტორი, მაგრამ…

მაგ წლებში სულ მუდმივი ისტერიკა მქონდა ყოველ წამზე რომელიც გამირბოდა

სინამდვილეში…

2002 წელი მიდიოდა, ფიზიკაზე ვსწავლობდი თსუ-ში, დამიბარა რექტორმა და გრძელი ლექცია წამიკითხა იმაზე რო ეს ექსტერნი სკოლა არ არის და მარტო გამოცდებზე მოსვლა მათთვის მიუღებელია და საერთო დისციპლინას არღვევს

ვმუშაობ 15 წლიდან, მაგ დროისთვის 400 თუ 500 დოლარი მქონდა ხელფასი, რაც ეხლაც კი არ არის ცუდი ფული და მაშინ ოჯახის რჩენის და GF-ის (რომელთანაც ერთად ვცხოვრობდი და რომელიც მერე ცოლი იყო) ხელფასის მთლიანად შესაგროვებლად გადადების საშუალებას გვაძლევდა

ფიზიკაზე დინებას მიყოლით ჩავაბარე, ვფიქრობ ვაფშე ავუკრძალო ვილიამს 22-25 წლამდე რამეზე ჩაბარება, არაფერი აზრი არ გაქ მაგ დროს იმაზე რა გინდა და რა გაინტერესებს, მარტო რეალურად გეშინია მომავლის და მიექანები იქეთ საითაც ყველა გინამიოკებს, იმიტო რო ყველა სადღაც მიექანება და შენ გგონია რო დარჩები ისე… მანამდე ფიზ.მატ სკოლებში ვსწავლობდი და პირველი კურსის მთელი ფიზიკა ვიცოდი როცა ჩავაბარე

ნული მქონდა სუფთად მეცნიერული ინტერესი, ზოგადად ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა დღემდე მიყვარს მარა – არა “ფიზიკოსის” დონეებამდე

თუ რამეა ფსიქოლოგიურზე უნდა ჩამებარებია, არაფერი არ ვიცოდი, ინტერესით მოვეკიდებოდი და ნელ-ნელა მივხვდი რო მისწორდება…

იმ დროს სამსახურები და პროექტები მილიარდჯერ უფრო საინტერესო იყო და განმავითარებელი, ფულიც მოქონდა, კიდევ უამრავ ჰობის და რაღაცეებს ვხოდავდი – სულ მეკიდა ძირითადად მოხუცი ლექტორების ბჟუტური 30 წლის წინ დაწერილი წიგნების მიხედვით…

მოკლედ სადღაც 2 კვირის პერიოდში რამდენჯერმე დამიბარეს რექტორთან და “მიგვარებდნენ” იმას რო რახან არ დავდივარ – საქმე რო არ გამიფუჭდეს – გეპეიში გადამიყვანენ და იქ “არ ვიარო”. მე ვაპროტესტებდი – ისენი კიდე თან მაგდებდნენ, თან მიგვარებდნენ – ის დროა პროსტა გაგდება რო ტეხავდა…

სიმართლე ითქვას ჩემთვის პრინციპულად სულერთი იყო იმ მომენტისთვის სად არ ვივლიდი და სად არ ვისწავლიდი იმას რაშიც ჩემ მომავალს არ ვხედავდი, მარა მაინც მაბრაზებდა რო მიტრაკებდნენ იმაზე რო ფიზიკურად არ ვესწრებოდი ლექციებს (იმ დონეზე რო 90% კურსელებს არ ვიცნობ, ნუ + ჩემი ხასიათიც მიეხმარა ამ ამბავს) – თორე გამოცდებზე მივდიოდი და ვუწერდი

ხოდა ერთ დღესაც გამოვედი მეორე კორპუსიდან და ვიფიქრე რო კი ძაან საშიშია ეს “უნივერსიტეტიდან გაგდებულობა” როცა ყველა სწავლობს და ერთმანეთს ნიშნებს აზომებენ, მარა აზრი არ აქვს მეთქი – როგორმე ვიცხოვრებ თქო და მეტი უკან არ მივბრუნებულვარ

კიდევ 2-3 თვის ამბავში ოჯახში ცოტ-ცოტას მიჩხიკინებდნენ მაინც დიპლომი გქონდესო… ჯამში გადატანისას საბუთებიც დაიკარგა თუ აირია თუ რაღაც… იმის მერე აღარც მომიკითხავს

დღე არ გასულა ეს გადაწყვეტილება ოდნავ მაინც მენანოს, იასნად არც სტივ ჯობსი ვარ და არც ცუკერბერგი – გავიდა წლები, ბევრმა რაღაცაზე “ისწავლა” მარა არავის არაფერი ახსოვს იქედან რაც ისწავლა და უმეტესობისთვის ის მაშინდელი დიპლომები ტუალეტის ქაღალდზე უფრო არასაჭირო ფურცელია

yep, ცხოვრებაში არსებობს ბეეეეევრად დიდი პრობლემები ვიდრე დიპლომის უქონლობაა და კაპიტალიზმში ასეც და ისეც მთავარია გაუჩერებლად იბზრიალო და ეძებო ცხოვრების ბუშტი სად ჩაიზნიქება რო იქ მიაწვე, რაც მეტ დროს კარგავ სტარტზე – შენთვისვე უარესი

მეორეა რო… არა არაა მეორე, არც ეხლა ჩავაბარებდი ფსიქოლოგიურზე, რა უნდა მასწავლონ რასაც ჩემით ვერ მოვიძიებ? – ინტერნეტით დასამარდა კლასიური განათლება, მარაზმია სრული და როგორც ქალების მაკიაჟების ინდუსტრია – საზრდოობს “შიშებით” რომლებიც ტყუილია…

უბრალოდ ის მენანება რო არის რაღაც პერიოდი როცა მშობლები გინახავენ და როცა მუშაობა ვალდებულება არ არის და უბრალოდ ალბათ ეგ პერიოდი ბევრად გვიან უნდა მისცე ადამიანს ცხოვრებაში – როცა მართლა იცის დროის და ფულის ფასი და როცა მაგას გამოიყენებს მართლა იმისთვის რაც მას მართლა უნდა, და დააფასებს კიდე, ეს 18 წლის უნივერსიტეტში შევარდნის ისტერია კიდე სრული ყლეობაა

უბრალოდ კითხე რაში უნდა მუშაობა და მეგობართან რომელიც მაგ სფეროში მუშაობს მიიყვანე სტაჟიორად – ვსიო, მერე გაიკვლევს… დაგუგლავს, წაიკითხავს, გაარჩევს, ნებისმიერ თემაზე აიდგამს ფეხს თუ მისია

7 thoughts on “უნივერსიტეტიდან გაგდებული

  1. რო ვთქვა ცუდ უნიში ვართქო არა, მაგრამ სულ იმის მუღამი მაქვს რომ აი შეგირდად ამიყვანოს ვინმემ რა. იასნია არც მაგის ფული მინდა და არც დასვენების დღე. მარა რასაც ვუყურებ ეგეთი არაფერია ჩემ გარშემო, ან მე მიტყდება რომ იმენა ჩავაცივდე ვიღაცას, მაგრამ ბოლო ნაწილი ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი რომ რაც მაინტერესებს იმაში რომ ვინმე დამიდგეს ისეთი რო რასაც ვკითხავ მიპასუხოს 100%ით დავიხარჯები და შედეგს ბევრრად უკეთესს დავდებ ვიდრე ესე წოწიალ წოწიალით “ლიჟბი სტაჟირება იყოს” და ათასი სისულელე

    • თქვი თემა და მიგიყვან, პროსტა გიტყდება ხო აქეთ იქეთ მიწყდომა

      და იმდენი ხალხი ეძებს “შპს მონებს” come on

  2. ანალიტიკა, დაკვირვება, ფაქტების შეგროვება :/ ძირითადად ან NGO ან პროკურატურა და მსგავსი უწყებები მარა 😀 შემადგენლობებს რო ვუყურებ ხოლმე ისეთი ხალხია რო … 😀 ეგ მაშინებს რა, ტიპებს უკვე ისეთი რაღაცები აქვთ მოსწრებული რომ აი ჩაკუკული ვზივარ რო მეთქი აი როდის მოასწრეს. ეგეთს რო ხედავ დამწყები, გეკარგება ყველაფრის იმედი 😀

  3. სტივ ჯობსი რომ იყო დროფაუთი, ამიტომ ყველა დროფაუთი ვერ იქნება სტივ ჯობსი. იმდენად დაბალია ალბათობა გახდე სტივ ჯობსი და ცუკერბერგი (აიღო მაგან დიპლომი ისე, ახლახანს), უარი თქვა ფორმალურ განათლებაზე და ქახალთი გეგდოს სახლში, როცა განათლებულობა არის მიზანი და არა “გავთხოვდები ბავშვებს გავაჩენ”, მაინც არის რისკიანი ნაბიჯი.

    ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა, ვთქვათ, იკიდებ გეპეის, ან ისეთ უნის/ფაკულტეტს, რაც არ გაინტერესებს, შეიძლება იყოს სწორი და გაამართლოს, მაგრამ ამის განზოგადება და გუგლიდან ყველაფერს ვისწავლი, რბილად რომ ვთქვათ, მიამიტურია.

    გუგლს ადარებ ბანძი ქართული უნის ბანძი სწავლების მეთოდოლოგიის პირობებში “სწავლას” 2000იანების დასაწყისში და აკეთებ დასკვნას, რომ “ინტერნეტით დასამარდა კლასიური განათლება”. ქამონ 🙂 კლასიკური განათლება 2017 წელს არ იცი როგორია და დასკვნა საიდან? სექსი რომ არ გქონია და ორგაზმზე ლაპარაკობ, ეგეთი პონტია. ბოდიში.

    და ერთი კითხვა შენ ჯეჯელავასაც ეხება ეს: რას ფიქრობთ, იმ გუგლში, გუგლით განათლებულები წერენ ინფორმაციას? 🙂

    • fair არგუმენტებია, მე უბრალოდ ემოციურად ვწერე ჩემი გადმოსახედიდან

      მარა 2030 წელიც მოვა და დღევენდელი სტუდენტებიც იქნებიან ჩემხელა, პაჟივიომ უვიძიმ

  4. ეტყობა მარტივია დიპლომის და განათლების ქონის სიყლევეზე საუბარი, როცა მინიმუმ არც თუ ისე ცუდი სტარტი და შემოსავალი გაქვს. აი მე კი არც ფული მქონდა და არც შემოსავალი. არც ისეთი მშობლები მყავდა რომლის ნაცნობი დამაწყებინებდა სტაჟირებას თავისთან, გუშინ გაზრდილ ჟღვინტლიან ლაწირაკს ხო მითუმეტეს არ მყავდა ბიზნესმენი ნაცნობები. სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება რომ არა, სამში გრძელში ჩავაბარებდი და ვიქნებოდი ელიავაზე გლდანის ხიდზე მდგომი მუშებიდან ერთ-ერთი. არ ვამბობ რომ არიქა უნივერსიტეტიდან გამომათრიეს წამო ჩვენთან იმუშავეო, პირიქით დამთავრების მერე 2 წელი ვეძებდი სამსახურს იმიტომ რომ ყველგან თავისიანები უკვე აყვანილი ყავდათ 5 წუთიანი გასაუბრება კი პწიჩკისთვის უნდოდათ.

    • ერთის მხრივ მართალი ხარ იმ კრიტიკაში რო სტარტი მიუხედავად იმისა რო არ მქონდა “წითელი ხალიჩით” – და ძალიან ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ და 14 წლის ბენზინს ვასხამდი სანაპიროზე(სანამ ვიღაც “იქაურმა” ჩემხელებმა არ მცემს და გამომაგდეს, მეტი დრამატულობისთვის) – მაგრამ მაინც პირველ სამსახურში, სტაჟიორად ნაცნობობით მოვხვდი უდაოდ და უბრალოდ კარგად ვიცოდი რო ეს არის რაც მინდა და უნდა ვებღაუჭო (სტაჟიორად რო მოვხვდი უკვე მილიონი რამე მქონდა ჩემით ნასწავლი, 15 წლისას)

      ხოდა მაინც მგონია რო – თუ იცი მაგხელამ რა გინდა, და თუ დადიხარ და ყველა ნაცნობს ეხვეწები – ვინმე მიგიღებს სადმე, უბრალოდ უნდა თავმოყვაროებას გადააბიჯო მაგ დროს

      და ზუსტად მაგის თქმა მინდოდა რო – სანამ შენ 4 წელს სწავლაზე კარგავდი – ჩემნაირები დროს არ კარგავდნენ და სასიხარულოა რო ბოლოს მიაგენი შენს ადგილს

      არ გედავები რო შეიძლება გარემოებათა გამო მართლა ელიავაზე მოხვედრილიყავი და ასე ჯობდა, როგორც მოხდა

      მე უფრო იმის თქმას ვცდილობ რო – ყველას აშინებენ რო თუ უნივერსიტეტს “არ იზამ” – დარჩები ელიავაზე, და ამის გამო ბევრი ვისაც უკვე აქვს სამსახური, ვინც უკვე ბევრ რამეს ხვდება და აკეთბს(სტუდენტები) – მაინც, ჩანერგილი შიშის გამო – ვერ ანებებენ უნივერს თავს, არადა არც არაფერს სწავლობენ და ნანობენ და ჭიდაობენ და… და რო უნივერსიტეტი მოკლედ საერთოდ არ არის ერთადერთი გზა

Leave a reply to Cyborg Mcloud Cancel reply