ნოუ, ქუხნაში ბლოგზე ხართ, მანქანებზე არ იქნება
გუშინ ვფიქრობდი ყველაზე რთული რა არის რილეიშენშიპებში, და ყველაზე რთული, სინამდვილეში, არის დინების არჩევა
ნუაი, თუ თქვენ გყავთ მანქანა – ყოველ დღე როცა სახლში ბრუნდებით სამსახურიდან, და ამის თქმა ლამის გარანტირებულად შეიძლება ჩვენ ქალაქში, თქვენ ხვდებით საცობში
და საცობში, თუ ტელეფონში არ იყურები და სულ არ აგვიანებ მოძრაობას მიყოლას, ყველაზე დიდი დილემა არის ის, რო გეჩვენება რო გვედით ზოლები უფრო სწრაფად მიდიან (ხშირად ეს ასეც არის, გააჩნია რა ადგილას არი საცობი, ლოგიკური მიზეზების გამო ხან მარჯვენა ზოლი უფრო ადვილად იცლება, ხან მარცხენა, ცენტრალური თითქმის ყოველთვის წამგებიანია კსტაწი)
და ყველაზე უარესია – როცა გადაეწყობი გვერდით რიგში და ეხლა ის რიგი წავა უფრო სწრაფად რომელშიც იდექი… მანქანას რო უყურებ რომელიც შენ უკან იდგა როგორ ნელ-ნელა გასწრებს
ლოგიკურად ასეთი გამოცდილება იწვევს იმას რო ხშირად ტიპი გადმოდის გვერდზე ზოლში, და არც იქ დგება არც იქ, და ცოტახანი ცდილობს “დააკვირდეს” და შეინახოს ადგილი ორივეგან თან და მთავრდება იმით რო გააყრუებენ პიპინით და მერე იძულებული გადაეწყობა რომელიმე რიგში და დგას დაჩმორებული
ხოდა აი ურთიერთობებში ყველაზე რთული ეგ არის
როცა კარგ როჟას შეხვდება ადამიანი, ნუ თავიდანვე ხო არ იცის კაი როჟაა თუ არა და – და როცა თან ვისაც ეხლა ხვდება ისიც კაი როჟაა, და ასე შუაში “მოწყობილი” მიყვება ცოტა ხანი დინებას
და მერე გასაგებია რო კიდე ცოტა ხანიც რო გავა და ის ახალი ტიპი კითხვების დასმას დაიწყებს – შეიძლება “ოფიციალურად” არც ქონდეს პრობლემა, მარა რეალურად თავისთავში ხელს ჩაიქნევს და “საურთიერთობოდ” აღარ შეგხედავს მეტი არასოდეს
მეორეს მხრივ ის, ვისაც ხვდებოდი – ნელ-ნელა გრძნობს რო აკლდები და შეიძლება დადგეს მომენტი როცა ძველი უკვე ჩამოგშორდა, და ახალთან კიდე ზედმეტი მოგივიდა და ორივე დაკარგო ვაფშე, ნუ იასნად საუბარია იმაზე რო ახალი იმდენად გისწორებს რო გინდა “ურთიერთობა რომელიც სადმე მიდის” 😀
და აი მომენტის პოვნა – როდის უნდა მიხვდე რო ზოლიდან ზოლში გადახვიდე, ისე რო დარწმუნებული იყო რო სწორს შვები და თან გვიანიც არ იყოს…
და მერე კიდე არ მოიხედო უკან, არადა იმანაც კეთილად გაგიშვა და აგრძელებს ცხოვრებას და ვერც კი ბრაზდები მასზე რო უკან ზოლში დაბრუნების ჭია არ გიჭმდეს ხან ტვინს…
არ ვიცი რამდენად სწორად ვხსნი მარა იმდენ მდედრს ვხვდები მსგავის დილემით, (მამრებს უბრალოდ არ ვხვდები, ნუ დამძრახავთ სექსიზმს ამჯერად) რომლებსაც თან “პროსტა” ურთიერთობა არ უნდათ, მარა თან ვერ წყვეტენ რომელ რიგში დადგნენ, და ელოდებიან რო რომელიმე რიგი თვითონ აპიპინდება გადააჯვი ქალო სხვა ზოლში დროზეო რო ამანაც რას მისიგნალებთ თქვენი დედაცო აგინოს და ამაყად გადაეწყოს დარწმუნებული რო სწორად მოიქცა…