მატრაკვეცობა

დაახლოებით 1 თვის წინ მირეკავს ჩემი ბავშვობის ახლო მეგობარი, ცნობილი პიროვნება, სიმპათიური და პოპულარული მამაკაცი და მოკლედ ჩახუტება ადამიანი

ტექსტით რო შენ ხო პროგრამისტი ხარ და საიტებს წერ და ერთი იდეა მაქო…

მითხრა იდეა, კარგი იდეა იყო და მეთქი აბა რა თქო, ეხლა მეძინება თქო და ხვალ შეგეხმიანები, გავიაროთ დეტალები და მსგავსი საიტი მაქ გაკეთებული და იმის ძრავზე მოვხოდავ და ზეგიდან ავტვირთოთ უკვე რაღაცეები და ა.შ. მეთქი

არ იყო რთული არაფერი, მარტივი რამე იყო და კარგი, ჯანმრთელი იდეა, საზოგადოებისთვის სასარგებლო და არა კომერციული

და ის მეუბნება:

მოიიცა მოიცა, არაფერი არ გააკეთოო, ჯერო მეო ეხლა ამაზე დავწერ პროექტსო, მერე გავაკეთებ კონფერენციასო, მერე მოვიპოვებ დაფინანსებასო და მერე დაიწყეო და მერე კიდე ტელევიზორში მოვყვები პროექტის საჭიროებაზეო

ამივარდა სიცილი და მეთქი იცი რა, მატრაკვეცა ხარ თქო

1 წამიანი სიჩუმის მერე მეუბნება “კიბორგ, გითქვამს ეგ ოდესმე ვინმე მამრისთვის?” – მეთქი მამენტ არა

ხოდა კი, ვარ მატრაკვეცაო და 100 მაგი პატივისცემით გავიმსჭვალე მისდამი თუ აქამდე რამე მაკლდა

– რო ტიპი მატრაკვეცაა, და იაზრებს რო მატრაკვეცაა, დიახაც – მომავლის კაცები, პოპულარული, წარმატებული კაცები, უნდა იყვნენ მატრაკვეცები, იმიტო რო “მონადირე” კაცების დრო წავიდა, ეხლა კაციც უნდა “ქალივით”(ბრჭყალებშია!) იყოს მატრაკვეცა “აქიცინოს ტრაკი” და მიიზიდოს პარტნიორები და თუ ის გოგოც აქიცინებს ტრაკს და ინტერესი ორ მხრივია – ყველაფერი ექნებათ, და “ნადირობა” და დაკერვა აღარ მოსულა.

ჭკვიანი ადამიანია და ნამდვილად არა ერთგზის აქვს ნაფიქრი მაგაზე, ნუ არა, მატრაკცვეცა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან არი მარა ნუ გამოადგა რა skill-ები, იმედია ვილიამიც მატრაკვეცა გაიზრდება, არ ვხუმრობ, და ისეთი პირი უჩანს რო ეგრე იქნება, მადლობა დედამისს, მართლა

ამის მერე სადღაც 2 კვირაში, კიდე ერთ ბიჭს ვუთხარი მატრაკვეცა ხარ თქო, იმიტო რო არანაირი საჭიროება არ იყო ყურადღება დაეთმო იმისთვის როგორ გამოიყურებოდა, მარტო ახლო მეგობარი მამრების წრეში იყო, 4 კედელში და სრულიად ჰეტერო მამრი ვართ ყველა მისი თამადობით და… და მაინც იზრუნა გარეგნულ დეტალებზე და მეთქი იმენა მატრაკვეცა ხარ, კიო ვარო აბა რაო, მე ოღონდ ტრაკი მათამაშებინე შეჩემაო და აქ რო არ ვქნა მერე ხალხში რო ვქნა ესეიგი ხელოვნური ვარო… both thumbs up მასაც

და აი, 2 კვირის წინ, მეგობარი დებს ვიდეოს როგორ დადის მოტოთი თბილისში, კარგი ვიდეოა, მართლა – ისეთი, იყურებინება

მარა ჩემი ყურადღება მიიქცია ღაჟღაჟა ფოსფორისფერმა ხელთათმანმა, რომელიც ნუ მე ვერ წარმომიდგენია რო გარეცხვიდან 2 დღეზე მეტი გაძლოს და არ გამუქდეს(უბრალოდ ბინძური ჰაერისგან) და არ აიკიდოს შავი ლაქები – იმიტო რო მოტოს რო ეხები(რეზინის სახელურებს), რაღაცეებს რო ეხები გარშემო ბინძურდება…

და ვიდეოში იყო ბრჭყვიალა ფოსფორისფერი, აშკარად რო სპეციალურად ამ ვიდეოსთვის ჩაიცვა (და სხვა მომდევნო კვირაში დადებული სურათიდან ჩანს რო ასეთი ღაჟ-ღაჟა ხელთათმანები სხვა და სხვა ფერებში ბევრი აქვს კიდევ და იცვლის და რეცხავს მანამდე დანარჩენებს ალბათ)

რაც ჩემთვის პირადად არი იმენა პარალელური სამყაროდან, ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა მომინდეს ისეთი კონტაქტური სამოსი – როგორიც არი ხელთათმანი, რომლითაც ყველაფერს ვეხები, მქონდეს მანათობელი ფერების და ვრეცხო…

1 ხელთათმანი მაქ ხოლმე ყოველთვის, ვხმარობ დახევამდე (სტრაიკზეც, ოფროუდზეც, მოტოზეც) – და ყოველთვის არი შავი და ყოველთვის არი ბინძური, ვრეცხავ მხოლოდ მაშინ როცა უსაშველოდ ტალახიანი ხდება ან მაზუთიანი…

იმიტო რო 1 დღეს გარეცხავ, მეორე დღეს ისევ ისეთი ბინძურია და სადღაც 3 დღეში უკვე აღწევს სიბინძურის პიკს და მერე ძღრენიანობის პლატოზე გადის და მისი მდგომარეობა არ იცვლება თუ რამე კატასტროფა არ მოხდა…

ხოდა ამაზე დავუწერე რო მატრაკვეცა ხარ თქო

და მოველოდი რო იტყოდა რო დიახაცო, და რო აბა რაო, ტყუილად ხო არ გადავიხადე რავი დავუშვათ 60 USD-იო, ან რამე ეგეთი, ანუ იტყოდა რო: ხო ვიცოდი რო ვიდეოს ვიღებდი, ხო მე საერთოდ სუფთად დავდივარ და მანათობელ ფერებში და შენ ხარ ბანძი რო დადიხარ ძონძებიანი

და იმან კი ნაცვლად ამისა – დაიწყო თავის მართლება იმაზე, რო არაფერიც! – ეს არ არის მატრაკვეცობა და რო ეს ხელთათმანი იდეალურია მაზუთში საქექადაც და თბილისისნაირ ბინძურ ქალაქში სატარებლადაც, ანუ იმენა გაპრავება დაიწყო რო “რაციონალურად” და ობიექტურად – ასე ჯობია ხმარებაში და ვიდუხა სუ ფეხზე კიდია

და დღემდე “სტკივა” ჩემი ის კომენტარი და დღემდე “ვითომ მეკაიფება” ისევ იმ მხარეს რო “აი კასკაც წითელი მახურავს და ღაჟღაჟა, მარა კიბორგა ამაზე იტყვის რო ეს არ ვარგა ომის დროს” – იმის მაგიერ რო უბრალოდ გამაჩუმოს იმით რო დიახაც მატრაკვეცობაა, დიახაც ვზრუნავ იმაზე რო ლამაზად ვჩანდე, იმიტო რო დღეში 5 სელფის ვიღებ და ეს არ ტეხავს!

იმიტო რო სინამდვილეში მე რაციონალურად მის მხარეზე ვარ, უბრალოდ მე ვეღარ ვიცვლები საკმარისად და სექსისტი-მაჩოს როლი მაქ ფეისბუქზე და ამაყად ვასრულებ და ეგ “ხუმრობა” უნდა წამეგო და უნდა დამჯმოდა…

და აი კიდევ რამდენიმე დღის წინ, მედო სტატუსი ქალებზე, კუპალნიკებზე და იმაზე რამდენი ასეთი სურათია ფიესბუქზე ბოლო დროა და რო დაგვინდონ, ან დამტაგონ მაინც რო აღარ ვეძებო… 😀

რაზეც ერთ-ერთმა მეგობარმა დაწერა – ყურადღების მისაქცევად ვდებთ და მოგვაქციე შენც ნუ გერიდებაო

და ამაზე რამდენიმე მდედრმა, და ერთმა განსაკუთრებით, შეედავა რო რას ამბობ! – მეო კუპალნიკიან სურათებს (ამდგარი ძუძუს თვებით ❤ ) იმიტო კი არ ვდებ რო ვინმეს აუდგესო, მე ისევე ვდებ როგორც დავდებდი ზამთარში თხილამურზე გადაღებულ სურათს – რო აი რას ვაკეთებდი ზაფხულშიო…

matrakvecobaმე ამასობაში სახლიდან გავედი, რულზე ვიჯექი და აღარ მეცალა საკამათოთ და მაშინვე დავგეგმე ამ პოსტის დაწერა და ამ პოსტერის აწყობა და დამეზარა მერე…

ერთადერთი რაც იმ გოგოს უნდა ეთქვა – უნდა ეთქვა დიახაც ვიპრანჭებით და დიახაც ლამაზი ვარ და იმიტო, მისწორდება ჩემი ახალგაზრდობა და გარეგნობაო

და არა დავებოლებიეთ რო ვითომ უბრალოდ ბოლო “აქტივობა” გამოაჩინა ფეისბუქზე, წიპა მე რო დრონების ვიდეოებს ვდებ რო ხალხი ჩავითრიო – დრონ რეისინგში

იმ ვიდეოებზე მე არსად ვჩანვარ, რაც ჩანს – იმისკენ ვიზიდავ ხალხს, შეძლებისდაგვარად, ნეტა ტიტველი გოგოები ჩანდნენ, მეტი მოვიდოდა 😦

და როცა სურათზე – ხაზი გაუსვით – მარტო შენ ჩანხარ და მარტო მიმზიდველ ფორმაში და არაფერს აკეთებ გარდა სურათის გადაღებისა

ეს სურათი მოუწოდებს ყველას მხოლოდ 1-სკენ – ან აღფრთოვანდნენ შენით, ან თვითონაც დაკავდნენ არაფრის კეთბით და სურათის გადაღებით საკუთარი ლამაზი ტანისთვის (თუ აქვთ, მე არ მაქ და ბოღმა მჭამს, კი. ნეტა ლამაზი გოგო ვიყო, სუ დავდებდი სექსი-სელფებს და ჩემით მივაწერდი ვიპრანჭები თქო და არ მეგრეხებოდა და არ გავაპრავებდი სისულელეებით)

მატრაკვეცობა არი მომავლის “ფლირტი” – იმიტო რო როლების განაწილება აღარ მოსულა, არ მოსულა იყო პასიური, “არ ჩანდე არსად” მარა ელოდებოდე პრინცს, და არ მოსულა იყო პრინცი ხანჯლით და ნადირობდე პრინცესაზე

ჯანმრთელი მომავალის მიდგომა – არის რო აქიცინებდე ტრაკს, თანაც ისეთ “ხელშეუხებელ” გარემოში როგორიც არის სოციალური მედია საშუალებები,  და არ გეგრეხებოდეს

იქცეოდე ასე დამოუკიდებლად სქესისგან და ჯანრმთელი “ფლირტი” არის ამ ქიცინის შედეგად შეგარჩიონ და გითხრან მომწონხარო, შენც უთხრა მეცო და ვსიო

ნუ გეგრეხებათ მატრაკვეცობა

ეგ იგივეა მე მითხრას ვინმემ ხაკის ფერი მაიკა იმიტო გაცვია რო ომს ელოდები ყოველ წამსო? – და მე შევიცხადო არა რას ამბობ, მგონია რო ეს უფრო მიხდება თვალის ფერზე თქო… კი მაგიტო მაცვია, and I’m built this way and i love it

თვენ კიდე კი – მატრაკვეცობთ, so what? – აღიარეთ თქვენ თავებში თქვენი ერთმნიშვნელოვნად დადებითი, 21-ე საუკუნის, თვისება და გაისწორეთ ბლიად

Advertisements

2 thoughts on “მატრაკვეცობა

  1. იმედი მქონდა ბოლოს დაწერდი, ეს ჩემი ბლოგინგიც ხომ მატრაკვეცობააო, მაგრამ უარყოფისკენ წახვედი. გული დამწყდა.

    • ფეისბუქზე დავწერე რამდენიმეგან და არ წავედი უარყოფითისკენ, წავედი კაკ რაზ იქეთ რო არ ტეხავს თქო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s