მიმიკერები

არც ისე დიდი ხნის წინ(ნუ დავუშვათ 1 წლის წინ) ერთ საკმაოდ აზრიან და განათლებულ ადამიანს პირდაპირ ვუთხარი რო მეჩვენება რო ვიღაც ცნობილ პერსონაჟებს (ფილმებიდან, წიგნებიდან…) იმეორებ მეთქი

რაზეც იმან ჩესნად დაფიქრდა და ჩემდა გასაკვირად მიპასუხა – მასეაო, დაჟე პერსონაჟები მითხრა და სიტუაციები რომელშიც მათ მიმიკირებს…

იმის მერე ხან ჩემით ვაკვირდები, ხან ისევ პირდაპირ მივდივარ და პირდაპირ კონკრეტულ პერსონაჟზე ვეკითხები, ხშირად ისეთ ადამიანებსაც კი რომლებისგანაც ამის გააზრებას არც მოელი – და ისენიც კი აღიარებენ რო კი – ვაკოპირებ დანა სკალის, ან კი – ძაან მომწონს ქერი სექსი ქალაქშიდან და ხშირად მასსავით ვცდილობ მოვიქცე…

ერთ-ერთი ბოლო იყო კლერ ანდერვუდი (ბოლო დროა იასნად ოხრად კლერ ანდერვუდის მიმიკერები იჩითებიან)

ძირითადად რა თქმა უნდა მდედრებზე ვლაპარაკობ, ნუ მამრებზე ან უბრალოდ იმდენს არ ვფიქრობ – ან ალბათ უფრო იშვიათი ფენომენია, მარა კაკ რაზ გუშინ – ერთ მამრ ტიპს, უბრალოდ ქუჩაში, პარკში, ვუყურებ და სათვალე აიწია შუბლს ზემოთ და რაღაც სუპერ არტისტულად გაიარ გამოიარა და ილაპარაკა რაღაცეები (ის რა “ძველი ბიჭი” ვზროსლი ოღონდ თან) – ჯერ ვიფიქრე რო “გოგოსავით იქცევა” – და მერე მივხვდი რო გოგოსავით მეფიქრებინა იმიტო რო “როლშია” – და რომელი პერსონაჟის როლშია არც ისე ძნელი მისაგნებია.

ასეთი თვალსაჩინო მამრი პერსონაჟის შემხედვარე დავიწყე ფიქრი იმაზე როდესმე მე თუ მიქნია ასე, თუ შემიხედავს რამე პერსონაჟისთვის და მიფიქრია თუნდაც რო “ე რა კაი ტიპია, ამისნაირი მინდა ვიყო” და დასახმარებლად გამომადგა იმაზე დაფიქრება რაში სჭირდება ამხელა კაცს ეს “კრიოსნი აწეც”-ის როლების თამაში

დიდხანს ვერაფერი მოვიფიქრე, მქონია რო მიფიქრია პერსონაჟზე – რა კაი როჟაა, ვეძმაკაცებოდი თქო, მიფიქრია რაღაც თავგადასავლებზე მასთან ერთად, ან მასთან კონკურენციაზე, ბრძოლაზე, მარა არა მიბაძვაზე…

და მერე გამახსენდა!

ოდესღაც რაგბზე რო შევედი, 12-ის თუ 13-ის, ცოტა ხნის მერე – ყველაზე პატარა ვიყავი ზომით და რატომღაც “კაპიტნობა” მქონდა თან შეტენილი (ნუ მაგ წლოვანებაში კაპიტნობა უფრო სანერვიულო პასუხისმგებლობაა ვიდრე რაიმე რეალური ძალაუფლება და რაიმეს რეგულირების საშუალება)

ხოდა მაშინ მელიქიშვილის დასაწყისში (კი სანამ სამკუთხედი იქნებოდა მელიქიშვილი რო მაქედან იწყებოდა ლოგიკური იყო, ეხლა გგონია რო მანდ მთავრდება), ფილარმონიის წინ, LEGO-ს მაღაზია რო იყო ვისაც ახსოვს, იმის პირველ სართულზე იყო “პრისტავკები”, ვიფიქრე დამეწერა რამდენი რამე შეიცვალა თქო და დავიწყე წლების დათვლა… 20 წელი!… 20 წელში რა თქმა უნდა შეიცვალა, ბლიად…

ხოდა მოკლედ მანდ ქონდათ პირველი Tekken-ი, სონის პრისტავკებზე მგონი თუ რაღაც, დავდიოდით ხოლმე სათამაშოდ სკოლის მერე.

ტეკენში იყო ერთი პერსონაჟი, სახელი ნაღდად არ მახსოვს, ადრეც ვახსენე ეს, ვინმე ფანს ახსომება, ლეოპარდის ტანიანი მასტი იყო რა, ბუკვალნა – მუტანტი გა-ადამიანებული ლეოპარდი

ხოდა მახსოვს რო მაშინ ხშირად რაგბის თამაშის წინ წარმოვიდგენდი რო ეგ ლეოპარდი ვარ, ნუ აბა მეშინოდა სხვანაირად და… ანუ მაშინ მახსოვს მაგალითად ღამბოს უკითხავს ბჯო როგორ არ გეშინია ამხელა ტიპებს სუ ზახვატებს რო უკეთებო (დოხუია ზახვატებს ვაკეთებდი ერთი პერიოდი და სოფლის სიამაყე ბიჭი ვიყავი ვაფშე)

ხოდა ეგრე არ მეშინოდა – ვიჯერებდი რო ის ლეოპარდი ვარ

მერე მგონი კაკ რაზ გავიზარდე, თავს ვეღარ ვიტყუებდი და მეშინოდა ზახვატების, ყველას ეშინია ზახვატების… კაჭის გარდა იასნად 😀

ხოდა და-ნნო – მე შეშინებული პატარა, ჯერ დამწყები, ტინეიჯერი ვიყავი, ტინეიჯერობა ზოგადად ფსიქოზია და კი სიგიჟის ზღვარზე – ვმიმიკირებდი რაღაც ლეოპარდ პერსონაჟს… და ხო, უამრავი გოგო იჭედება 13-15 წლის ასაკში და რაღაცას ვერ აბიჯებს და ვერ გამოდის, 30 წლის 15 წლის შეშინებული ტინეიჯერები რო დადიან 😦

იცით როგორ გამოიყურებით? – ქუჩაში რო ტიპები “ვინ დიზელები”, “ლეონიდასები” და wannabe “bbc-ის შერლოკები” დადიოდნენ, როგორ მაგრა გამოგვივა მაგეების მიბაძვა ხო იასნია?…

კი – ათასში 1-2 არის ხოლმე მასეთი, რო ცდილობს აშკარად და ყველანი კარგად ვკაიფობთ ხოლმე – ცარიელი ტიპიაო და თავი ბრიუს ვილისი გონიაო…

ეგრე ხართ, თურმე, უზარმაზარი პროცენტი მდედრები, and it’s not ok, very not ok

და თქვენ თავთან რო აპრავებთ “იმიჯი მომწონს და ვირგებო” -კი არ ირგებ, შენ ერგები, თანაც არა მხოლოდ ვიზუალს… და სასაცილო კი არა სატირალია ბოლოს

და მაგის გამოა რო უმეტესობა თქვენგანი შენძრეულ იდიოტკად გამოიყურება – დაჟე თქვენსავე თვალში, თქვენც კი ხვდებით რო უამრავი მდედრი გარშემო “დაქნეულია”

და დაქნეული კი არ არის, უბრალოდ მშიშარა ადამიანია რომელმაც იმის მაგიერ მორეოდა საკუთარ შიშებს და აეწყო საკუთარი პიროვნება – დაიწყო “სახეების მორგება” და დღეს არი რაღაც გამარტივებული, ჩარჩო პერსონაჟების იდიოტური ნაზავი შინაარსის და წონის გარეშე

აი ის რო არი რა – სახლებში კედლები როა, და სინამდვილეში აქეთ-იქედან გიფსოკარდონი და შუაში პენა როა გაშვებული – და ეგეთი კედელი მერე მზიდ კედლად რო გამოიყენო…

ამ თემაზე ჩემთვის მარტივი ასახსნელი და თვალშისაცემი იქნება ერთი მეგობარი რომელიც კლეარ ანდერვუდის “ფანია” და მიმიკირებს როგორც შეუძლია…

არადა არ არის კლეარი, დაჟე კაკ რაზ პირიქით(და ახლოს რო მიხვალ საკმარისად დაგეკიდება კისერზე და შემოგტირებს რო “პირიქით”) – და ზუსტად იმიტო მიმიკირებს მაინდამაინც კლეარს და ამაშია მთელი ავადმყოფობა ამ ქცევის

ხო, იმიტო მინდოდა მე ლეოპარდობა 12 წლისას რო მეშინოდა ჩაჯმამდე, როგორც ყველა სხვას – მარა მინდოდა იმათზე კრუტოი ვყოფილიყავი, მეტიც – ზოგს ალბათ მართლა არ ეშინოდა, მარა ჩემსავით თავს მაინც არ იკლავდა – იმიტო, რო როცა არავის არ ბაძავ – არ ვარდები რადიკალურ იდიოტიზმებში და ზუნრავ თვითგანვითარებაზე ყველა მხრივ

ხოდა ეს მეგობარი რა არის და ვინ არის გულის სიღრმეში ცალკე თემაა, მარა რო იყოს რაც არის – ფსიქოზებიც ნაკლები ექნებოდა და ადამიანურადაც უფრო ფასეული იქნებოდა, იმჰო

ხოდა კლერ ანდერვუდზე – house of cards_ი ერთ-ერთი უიშვიათესი სერიალია რომელშიც პერსონაჟები კი არ ბანძდებიან, ვითარდებიან!

დააკვირდით, უბრალოდ მოკლე მეტრაჟიანი, მოჭრილი, ფილმებიდან/წიგნებიდან პერსონაჟების კალკირება მთლად იდიოტიზმია – რამდენიმე წუთი ძალიან შაბლონური და ბრტყელი პერსონაჟი, რომელსაც გვაწვდიან ძალიან “გაშალაშინებულს” და 1 რადიკალიზირებულ სიტუაციაში და მერე იმას რო ბაძავ და სასაცილოობამდე ტუპა გამოდის, იმიტო რო უცნობია როგორ იქცევა ის პერსონაჟი როცა სხვა რამეს აკეთებს გარდა იმისა რასაც ფილმში შვება

მეტიც ხშირად ალბათ აღმოაჩენენ ხოლმე რო “უი, ასეთი კრუტაია ციპაჩკა რომელიც კაცებს აყლევებს და მერე აგდებს” თურმე შეუთავსებელია უბრალო სამსახურში ურთიერთობებთან, და მერე მთლად კომედიური ხდება ეგეთი მიმიკერი ადამიანი – ერთ ქვაბში რო ერთნაირად იქცევა, მეორეში მეორე ნაირად(იმიტო რო სხვა ქვაბში სხვა რამეს ბაძავს კიდევ, და სახლში ოჯახში კიდევ მესამეა – იმიტო რო საკუთარ დედას ცირკს ვერ დაუდგამ) და ხშირად ერევა და მთლად ყლექალას გავს

ხოდა ყველა სერიალშიც რაც თავში მომდის – ჯერ გვაწვდიან “კრუტოი” პერსონაჟს “მთელ თავის ცვეტში” – წიპა შერლოკი, ჰაუსი, რაგნარი – რავი აირჩიეთ…

მერე ერთი 10-15 სერია ეს მაგარი კლიენტია და მერე დალშე რო მიიზიდონ მაყურებელი – ეს პერსონაჟი “იძიოტ პა შვამ”, ირღვევა, ბანძდება – აკეთებს რაღაცეებს რაც მას არ შეეფერება – და ამ კონტრასტს “გვყიდიან” იმისთვის რო რამე ახალი ხდებოდეს სერიალში

მარა ეხლა მეოთხე სეზონის ნახვის მერე – ახლიდან დავიწყე house of cards_ის ყურება პირველი სეზონიდან… და პირველ სეზონში როგორი რბილი და საყვარელი ყოფილან ორივე, კი – უკვე იგრზნობა რაც იქნებიან და უკვე იყვანენ თავს ხელში – მარა ჩანს როგორ ყალიბდებიან იმად რაც მერე იქნებიან სეზონებში! და თავიდან როგორ უცდებათ ხელ-ფეხი და როგორ ხშირად “წყდებიან” და დაცურავენ და მერე იკრებენ ძალებს…

ო, და, ამაშია საქმე – მერე შუაში სეზონებში მათი ადრე ცხოვრებებზე საუბრისას კიდე ბევრი რამე ჩანს, რო ადრე ჩვეულებრივი ახალგაზრდა წყვილი იყვნენ, ჩვეულებრივი ბევრი ტუპოი პრობლემა ქონდათ, უბრალოდ ქონდათ მიზანი, პრინციპები და კიდევ ერთმანეთის ნდობა – თორე სხვა მხრივ არაფრით განსხვავდებოდნენ გარშემო წყვილებისგან დიდად

და ამიტომ არის კლეარ ანდერვუდი მაგარი როჟა – იმიტო რო კლეარ ანდერვუდი არის პირამიდა, კარგად გათლითლი ქვებისგან აშენებული – და ჩვენ ვხედავთ მარტო წვერს

ამიტო არიან ცხოვრებაში ზოგი ადამიანები მაგარი როჟები (იმისდამიუხედავად რას “მიაღწიეს”) – იმიტო რო გრძნობ რო ეს ადამიანი პირამიდაა, ერთმანეთზე კარგად და ცუდად დადებული მაგრამ ქვებისგან

და მიმიკერები კიდევ არიან რაღაც უსწორ-მასწორო, ალაგ ალაგ “მოოქროვილი” ზედაპირებიანი რაღაც ბუშტი, რომელიც შიგნი გამოტენილია პენოპლასტით(კი ალაგ ალაგ ქვის ინკრუსტაციებით, როცა უცებ ვერავის როლი ვერ მოირგო და მოუწია საკუთარი თავის განვითარება)

რომელიც იმის მაგიერ რო მყარად იდგას მიწაზე, ბლანტად და ქაოტურად “მოგორავს”, იმისთვის რო სხვა და სხვა ზედაპირები გამოაჩინოს ზემოდან (შეძლებისდაგვარად, სიტუაციისდა მიხედვით)

ამიტომ არის მიმიკირება ძალიან ცუდი და ამიტომ უნდა აღმოაჩინოთ თქვენი თავი – თქვენს თავში, მიხვდეთ რატო დაგჭირდათ რაიმეს კოპირება/კალკირება/მიბაძვა – რას “ემალებით” ამით, ან გგონიათ რო უმალავთ დანარჩენ სამყაროს

თუნდაც ეს რამე საკმაოდ აბსტრაქტული “საკუთარი გემოვნების არ ქონა” იყოს, ან “ცხოვრებაში მიზნის არ ქონა”

სანამ შენ არ იქნები შენ, კი – ისეთი ცუდი როგორიც ხარ, და house of cards-ის ყურებისას იფიქრებ მხოლოდ იმაზე როგორ იქნებოდი კლერ ანდერვუდის მეგობარი – როგორ მიეხმარებოდი იმ ეპიზოდში, როგორ დაუპირისპირდებოდი ამ ეპიზოდში და როგორ აგინებდი და წამოხვიდოდი სერიალიდან – კიდე რომლიღაც ეპიზოდში, მანამდე შენი ფასი ნოლია და შენ ხარ კლერის ბანძი მიმიკირების მცდელობა, რომელმაც დაიწყო კლერის მიმიკირება პირველი სეზონის პილოტიდან და ქვეშ, საძირკვლად, აკლია მთელი 40 წელი – რაც მანამდე ხდებოდა…

ამის გამო ხარ პასმეშიშე კლერის თემაზე, თმის შეჭრა და ზოგიერთ სიტუაციაში როცა თავს აკოტროლებ ვითომ წაუ-კლეარა საუბარის მანერა კლერად არ გხდის

უარესი! – კლერი თვითონ არ იყო კლერი როცა შენხელა იყო! – კლერი ვითარდებოდა, იზრდებოდა, ყალიბდებოდა, შენ კიდე ყველაფერი გამოტოვე და ხარ იდიოტური უმსახიობობის უნიჭო… გაუაზრებელი…

გარდა ამისა მესამე სეზონის კლერ ანდერვუდი არის ის ვინც არის იმიტო რო ის არის მესამე სეზონის ფრენკ ადერვუდის ცოლი და… spoiler alert იცით კიდე ვინც – და ფრენკიც არის ფრენკი მესამე სეზონის იმიტო რო არის კლერის ქმარი, კი მაგ ფილმში კარგად არის ნაჩვენები ზუსტად ეგ – როგორ ქმნიან ისენი ერთმანეთს, თანაბრად მნიშვნელოვნად – შენ კიდე ხარ ვიღაც თბილისში მცხოვრები არავინ, რომელსაც გვერდში დაჟე ჯონ რემბოს მიმიკერი არ ყავს – და თავი მოგაქ კლერად, როცა ერთადერთი შენი განვითარება რაც შენს ქმარს შეიძლება აღელვებს – არის ბორში და მინეტი უკეთესად გაუკეთო

და მაგაშია საქმე – ისენი მანამდე 20 წელი ერთმანეთს ქმნიდნენ!! – და ცხოვრობდნენ ნაბიჯ ნაბიჯ და ეტაპ ეტაპ, ხედავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავებს, თქვენ კიდე აკოპირებთ რაღაც წლოვანების, რაღაც მოცემულობის მქონე პერსონაჟს(ხშირად ზელავთ ერთმანეთში რამდენიმეს და შეუსაბამოს) და გგონიათ რო ან გიჟს არ გავხართ ან გამოშტერებულს…

იმიტო რო გეშინიათ, გეგრეხებათ და ა.შ. თქვენი ნამდვილი მეს გამოტანა და განვითარება სადაც დირკები აქ.

მორჩით ბლიაძ კოპირება, როდემდე უნდა “ეცადო” კაცი გამოიყვანო გოგო მისი არჩეული როლებიდან იმისთვის რო 15 წუთი ადამიანურად დაელაპარაკო, მართლა გაიცნო და ხშირად აღმოაჩინო რო არ ღირდა, დააბრუნო უკან და გაუშვა თავის აბნეულ გზაზე…

ეხლა ვინმე დაწერს ვის ხვდებიო, ყველას, პროსტო – ყველას – და ის რო თქვენ არ ცდილობთ მათში ჩახედვას და ამიტო არც დაგინახავთ ეს პრობლემა – თქვენი პრობლემაა, როცა ადამიანები მაინტერესებენ – მაინტერესებენ და ზედაპირზე ხახუნის მერე ძაან მინდა ხოლმე გავერკვე რა ხდება შიგნით…

ხოდა ძალიან, ძალიან იშვიათად მხვდებიან ადამიანები რომლებზეც ისედაც, გარედანაც ცნობილი იყო რო თავის თავია – და როგორი “ცუდი” ან “კარგი” ან “წარმატებული” ან “წარუმატებელი”-იც არ უნდა იყოს – მაინც მაგარი ადამიანია და საინტერესო.

 

 

 

 

5 thoughts on “მიმიკერები

  1. ვაფშე ქალების დიდ ნაწილს რომ ზრდიან და პრინცესობისკენ უბიძგებენ, მანდ იწყება ეს პერსონაჟოფილია.

    ბიჭებს იშვიათად აპრინცებენ ან რამე ამდაგვარი, ისინი თუ მაინც და მაინც თვითონ პოულობენ თავის კუმირებს და თვითონვე ადვილად იშორებენ, თავში ჩატენვა ნაკლებია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s