ბინარული ადამიანები

16729-200დღეს ჩემს ვოლზე ერთი ამბავი აიწია “ქალური ქალი” როგორი უნდა იყოს და “კაცური კაცი” რას ნიშნავს, გადაიღუნეს გოგოებმა მკერდებზე არმატურები და გაგვასუქეს პოპკორნით მაყურებელი მამრები და მივხვდი რო…

საქმე იმაშია რო დრო შეიცვალა, როლები შეიცვალა და სახელები იგივე დარჩა, ეს იწვევს აბნეულობას

მგელს რო ძაღლი დაუძახო… მერე უნდა დიდხანს ხსნა რო ‘ოღონდ ისეთი ძაღლი 2-ჯერ მეტი ძალით რო იკბინება, 3-ჯერ სწრაფია და 10ჯერ აგრესიული’ ხოდა ამასობაში ქე შეგჭამს… არადა ვიზუალურად გვანან და გეძახინება ძაღლი…

მერე კიდე ვიღაც შემოვიდა და გაახურა რო “აი ქალი თუ კაცივით ივარჯიშებს – კაცივით ძლიერი გახდება, ეგ განსხვავებაც არ არსებობს!”

არადა იქვე, 1 ხაზით ზემოთ, მეწერა რო ყველაზე ნაკაჩვები ქალი, ალბათ, წინააღმდეგობას გაუწევს საშუალოდ ნავარჯიშებ კაცს თქო… ისიც ალბათ, და ეს ჩემი აზრი არ არის – კაჩოკ-მასტერების და martial art სპეციალისტების დაკვირვებაა

მანდ ერხევა და ერევა ბევრს – მდედრის თანასწორობა ჰგონია იმაში მდგომარეობს რო ფეხზე დამდგარმა უნდა მოფსას, კაცს ფიზიკურ ძალაში უტოლდებოდეს და კაცივით იცვამდეს…

კიდე კლიტორი შეუდოსო ვაგინაშიო მივლენ ალბათ… არადა ტვინი მიაყოლეთ – ქალის “სიამოვნების” ცენტრი ვაფშე ვაგინის გარეთ არი, რად უნდა ქალს ქალთან სექსისას კლიტორის, რომელიც 50-ჯერ მაინც უფრო პატარაა კაცის ყლეზე – მეორე ქალისთვის ვაგინაში შედება? “თანასწორობის” სამტკიცებლად?!… პირიქით – გაისწორეთ სხვაობა, ჩვენ მაგალითად ვერ გეხახუნებით გარედან ეფექტურად, ისე რო ჩვენც გვისწორდებოდეს და თან საკმარის წნევას ვახდენდეთ – გენიტალიებით – კლიტორზე! – just imagine!…

 

ხოდა მოდით გადავწეროთ ისტორია, და დავიწყოთ მთავარით, აღარ იყვნენ კაცები და ქალები… არც ა და ბ არ შეიძლება, არც 1 და 0… ყველაფრისადმი წინასწარი განწყობა გვაქ, 0 დირკაა, 1 ჯოხია, ალფა დასაწყისია, ბ მერე მოდის, ომეგა ბოლოშია… დაჟე კუბიკები და სფეროები მინდოდა ეხლა მარა მანდაც წინასწარ განწყობებია, კუბიკი “დაკუნთულია”, სფერო მრგვალი…

წითელი “აქტიურია”, ლურჯი პასიური…

მინდოდა რამე აბსტრაქტული “რიგ” და “გირ” დამერქმია, მარა ეგ ზედმეტად აბსტრაქტულია და ტვინი არ დაიმახსოვრებს და მეც კი ამერევა

ამიტო იყოს მწვანეები და ლურჯები, და დაიკიდეთ რომელი რომელია

ადამიანების მოდგმა შედგება მწვანეებისგან და ლურჯებისგან, პირველი რაც გასაგებია – ბუნებაში არაფერია ერთმნიშვნელოვანი და ამიტომ არცერთი მწვანე არ არის მხოლოდ მწვანე და არცერთი ლურჯი არ არის მხოლოდ ლურჯი, ყველა ინდივიდი გარდამავალი ფერია

და ამ ფერად ადამიანებს ახასიათებთ დამატებითი მახასიათებლები, მაგალითად სიმაღლე, წონა, წლოვანება, ხმის ტემბრი, კანის ფერი… ერთი ბავშვებს აჩენს, მეორე ტლანქი და ძლიერია. ევოლუციამ ეგრე ქნა, რადგაც ერთი ბავშვებს აჩენდა – ნაკლებს მოძრაობდა და მეორეს უწევდა ორივესთვის საჭმლის მოტანა და რომელიც უფრო მაგარი იყო ბავშვების გაჩენაში და რომელცი ნადირობაში – ისენი “იმარჯვებდნენ” და კიდე უფრო “იყოფოდა” მათი გზები ფიზიოლოგიის მხრივ

ხოდა ბიოლოგია ეგრეა აწყობილი რო მწვანეს და ლურჯს რო აქვთ სექსი, მარტო მაშინ ჩნდება ბავშვი

ისევ გავმეორდები, ამოიგდეთ თავიდან რო ერთი ქალია და მეორე კაცია, აღარ არის ეგენი, არიან მწვანეები და ლურჯები და მათ აქვთ ინდივიდუალური მახასიათებლები, არცერთს არ აბია და არცერთს არ აქვს ნახვრეტი – მათი “შეერთება” – არის ბავშვის გაჩენის არჩევითი საშუალება

დანარჩენი ვისაც უნდა ვისთანაც უნდა შეერთდეს, იმას სიამოვნება ქვია და ბავშვთან არაფერი კავშირი არ აქვს

ი ტაკ სამყარო ისეა მოწყობილი რო ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლები ზოგი მეტად შესაფერისია ზოგი საქმისთვის, ზოგი ნაკლებად

მაგალითად მე დაბალი ვარ (სულ ერთია მწვანე ვარ თუ ლურჯი) და ამის გამო დისკრიმინირებული ვარ და ვერ ვითმაშებ კალათბურთს

მე ჯერ პატარა ვარ და ვერ ვიქნები ქვეყნის პრეზიდენტი

უკვე ზედმეტად ბებერი ვარ იმისთვის რო ფეხბურთის კარიერა დავიწყო

და კიდე ვერ ვაჩენ ბავშვებს

ასევე მაგალითად ჩემს ინდივიდუალურ სხეულზე ცუდად გამოიყურება ტანსაცმელის ტიპი რომელსაც ქვია ტანზე მომდგარი დეკოლტეიანი კაბა(ნუ ღადაობაში ხო მიცდია ჩაცმა…) და არაუშავს რა – გამოიყურება ჯიბეებიანი შარვალი… – პრი ეტომ ეს “გამოიყურება” იასნად მხოლოდ პირობითი შეთანხმებაა… ანუ უმეტესობა მწვანეები და ლურჯები ჯამში თანხმდებიან რო ტანზე მომდგარი კაბები არ მიხდება – ჩემს ინდივიდუალურ სხეულზე და შარვლები მიხდება, მეც ასე მომწონს, სამაგიეროდ ალბათ აი შოტლანდიური კილტი მომიხდებოდა, I want to believe

 

სანამ რაღაც გენეტიკური იარაღით ყველა ადამიანი 1:1-ში ერთნაირი არ დაიბადება მუდმივად იქნება განსხვავებები და იქნება მეტად შესაფერისობები ერთი საქმიანობისთვის, ნაკლებად მეორესთვის და…

და იქნება ის რასაც ყველა ვშვებით – მაინდამაინც ვეტენებით იქ რაც უარესად გამოგვდის, იმიტო რო გამოწვევაა და უნდა “დავამტკიცოთ” ჩვენი შეუპოვრობა

დღემდე ემოციურად მიყვარს რაგბი, არადა კატეგორიულად არ-შესაფერისი ვარ, მიუხედავად იმისა რო რაგბში ტანით პატარებისთვისაც, თითქოს, არის პატარა ნიშა, რეალურად იმავე ადგილზე კაი მოგლეჯილი ტიპი – არაფერით არ იქნება ნაკლები, და არც არის ნაკლები, სადაც არის.

მარა არა – მე იმენნა გარჭობილი ვცდილობდი “მებრძოლა” და დამემტკიცებინა რო მაგარი რაგბისტი ვარ და “ამენაზღაურებინა” ჩემი ფიზიკური მონაცემები უქონლობა, მუდმივად ჯახირში და წვალებაში…

მაშინ როცა მოვა გორგოძე, პროსტა იტყვის რო “I can” და მორჩა, და თუ იმდენივე მონდომებას ჩადებს რასაც მე ვდებდი – ღმერთი გახდება რაგბის…

რაც ქნა

უბრალოდ უბედურებაც ეგ არის რო რაც კარგად გამოგვდის და ადვილად – ის არ მოგვწონს, უინტერესოა და წლები უნდა გავიდეს რო მივხვდეთ რო დედამოტყნული – გასართობად შეგიძლია ყველაფერი აკეთო, მარა პროფესიონალურად – აკეთე ის რაც თავისთავადაც კი ადვილად გამოგდის რა, და ის განავითარე, იქ ხო basic Level_ს ეგრევე აღწევ და მერე ვითარდები ისეთ სიმაღლეებზე სხვისთვის რო მიუღწევადია ვისაც ნიჭი და მონაცემები არ აქვს ამ სფეროსი

ხოდა  მოდით მწვანეები იყოს ისენი ბავშვებს რო აჩენენ და ლურჯები დანარჩენები

და გატრაკება რო არა! – მწვანე ლურჯია, იგივე დონის მარაზმია რაც ჯექსონმა ქნა – კანის ფერი რო შეიცვალა, ვითომ რასიზმთან ბრძოლისთვის

დაფიქრდით – მაგის ქნა დანებებაა პრაქტიკულად, თქმა რო მწვანე – ლურჯია ნიშნავს თქმას რო მწვანე აპრიორი უარესია და ლურჯი – კარგია და მწვანეები უნდა ეცადონ გახდნენ ლურჯები ამიტომ…

არ არის მასე, მწვანე არის მწვანე, ლურჯი არის ლურჯი, მათ აქვთ ინდივიდუალური მახასიათებლები, საკუთარი, პიროვნული

არც ვიწრო წელი ქმნის მწვანეს მწვანედ, არც განიერი მხრები – ლურჯს ლურჯად, უმეტესობა ლურჯებსაც უხდებათ ვიწრო წელი – ოღონდ თავისებურად, და ბევრ მწვანეს უხდება ობიეტურად განიერი მხრები – უბრალოდ “მოხდენის” ამბავია და “ტარების”, ასევე მსხვილი ფეხები და ყველაფერი დანარჩენი

უბედურება იწყება იქ როცა განიერ ფეხებიანი “მწვანე” ცდილობს მაინდამაინც მოირგოს “პანელური ბოზის” გარეგნობა და გამხდარი ტანწერწეტა მწვანე ცდილობს მაინდამაინც კაჩოკი გახდეს და მხრებში წავიდეს…

იგივე ხდება ლურჯებში, ზემოთაც ავწერე საკუთარი ტრაგედიაც კი ამ თემაზე, მარა არაფერ შუაშია რო “ლურჯულია” იყო მხარბეჭიანი და ლურჯული არაა თუ ბანჯგვლები არ გაქ…

ლურჯს ლურჯად ქმნის ბავშვის გაჩენის უ-უნარობა და შესაბამისად მილიონობით წლის მანძილზე მცდელობა რაიმე სხვათი დაესაბუთებინა საკუთარი არსებობა, გარდა ტუპოი “გენეტიკის ვარიატორისა”

მწვანეს მწვანედ ქმნის – ბავშვის გაჩენის უნარი

სხვა მხრივ ყველა ერთი ფერია…

ყველა ადამიანი რეალურად არის ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელთაგან კი ბატონო ზოგიერთი – ხშირ შემთხვევაში განპირობებულია  “ფერის” მიერ

მაგრამ მეტესად, მაგალითად, სიმაღლე დამოუკიდებელია, ინტელექტიც დამოუკიდებელია, მუსიკალური სმენაც, მიზანში სროლის უნარიც(კსტაწი!)

მარა ფიზიკური ძალა – დამოკიდებულია, კიდევ ის პირობითი რასაც “სილამაზე” ქვია…  მარა არიან ლამაზი ლურჯებიც და არიან ძლიერი მწვანეებიც…

შავკანიანების უბედურება იმაში არ იყო რო შავკანიანები იყვნენ, და არც იმაში რო ბევრს შრომობდნენ და უფროსი ეჩხუბებოდათ, დღესაც ყველა მასე ვართ, ვპახაობთ, გვჩაგრავენ და საჭმლის ფულს ძლივს გვიხდიან (იმათ პირდაპირ აჭმევდნენ)

აბა რას აპროტესტებდნენ?

არჩევანის უქონლობას, აი რას – უნდა იმუშვებს, უნდა მოკვდება შიმშილით, უნდა ეცდება თვითონ გახდეს დამსაქმებელი, მეტი არაფერი – არჩევანის თავისუფლება, რაც მიიღეს მწვანეებმა უკვე

შავკანიანები-ც დღემდე ასე არიან, ეხლა ითხოვენ რატო ლამბაქზე არ მოგვართმევთო, იმიტო რო თეთრკანიანები ვერაფერს ვაბრალებთ იმ წვალებას რადაც გვიჯდება ცხოვრებაში რამე ოდნავი წარმატება მაინც თორე… შავ კანიანები კიდე ბოლოს იმას დავობენ თავიდან ჩვენ მონები სანამ ვიყავით თქვენ მეტი იშოვეთ და ეხლა არათანაბარი სტარტი გვაქო… რას ვიზამთ – აფრიკაში დარბოდნენ განუვითარებლები, ვინმემ “დააკლოთ” სტარტი თავის დროზე? – ჰქონოდათ იმდენივე პროგრესი სტარტიც ისეთივე ექნებოდათ.

რას ვიზამთ – მილიონი წელი გიცავდით დათვისგან სანამ მწვანეები ბავშვებს აჩენდით, და დღეს როცა უნდა გავთანაბრდეთ მე რო მკითხოთ ძალიან მალე მოხდა სასწორის გათნაბრება, დაუჯერებლად მალე – საკმარისია მწვანემაც ისევე დაიდგას წელებზე ფეხები, ისევე გადადოს გვერდით ცხოვრება და ტუპოი ოცნებები, როგორც ლურჯებს გვიწევს – და არანაკლებ ლურჯებისას აღწევს, რა ვქნათ – ყველაფერს ფასი აქ

იქაც დავწერე და აქაც ვიტვი – ლურჯები ასეთები კარგი ცხოვრებისგან კი არ ვხდებით, ჩვენც გვინდა თავს ვუაროთ, სახლში ვიჯდეთ და ვწუწუნებდეთ, მარა მოკვდები შიმშილით და პირში არავინ ჩაგიდებს საჭმელს და არც თქვენ – მწვანეებს არ მოგართმევენ არავინ, და წუწუნი რო “თქვენ დათრეული გაქვთ უკვე ყველაფერი” – არაფერს შეცვლის, დისკრიმინაციულად “წართმევა” ჩვენთვის ჩვენი ძლივს მიერ მოპოვებულის, მარტო იმიტო რო ლურჯები ვართ – აგრესიას იწვევს მხოლოდ, ასე 1 თაობაში ვერ “გადაეცემა” ყველაფერი

მე ამას ვედავები ფემინისტურ მოძრაობებს, არჩევანის თვისუფლება უკვე არსებობს, მწვანეებს შეუძლიათ იყვნენ რაც უნდათ და ვისაც უნდა, და უამრავია ასეთი – შვება უკვე რასაც უნდა

მარა განსხვავებები არსებობს და ეს განსხვავებები, განსაკუთრებით თანამედროვე სოციუმში სადაც მარტივი უფლებები დაცული და გარანტირებულია – მხოლოდ განსხვავებებია და მეტი არაფერი. და სასაცილოდ იხდით თავებს ამ განსხვავებებზე “არა ეგეც ლურჯებივით უნდა ვაკეთოთ”-ით, ისევე სასაცილოდ როგორც ისენი ვინც იძახიან რო “მწვანე” უნდა მონა იყოს და რო მწვანე არის ის ვისაც კაბა უხდება, და ამიტომ ვისაც კაბა უხდება – ყველამ კაბა უნდა ატაროს, თორე მწვანე აღარ არის! – მარაზმი…

მე ვარ დაბალი ლურჯი, ვიღაცა მწვანეა და მაღალი – და იმას შეუძლია გახდეს კალათბურთელი! თუ უნდა! – და შეუძლია კაბა ან ატაროს, ან არა – მეც შემიძლია ვატარო კაბა, დაჟე თუ არ მიხდება, და მაინც ლურჯი ვიქნები, კაბა არ ხდის ადამიანს მწვანედ და კალათბურთი – ლურჯად

მთავარია ყველას აქვს არჩევანის უფლება, უნდა შარვალს ატარებს, უნდა კაბას, უნდა მკერდზე მომდგარ მაიკას (და უამრავი ლურჯია რომელიც ატარებს მომდგარ მაიკებს-აც ხო? – so what?) ნეტა მიხდებოდეს რამე ტანსაცმელი – სუ მეკიდებოდა რო “ისე ჩაცმულს ობიექტივიზაციას მიკეთებენ და სექს ობიექტად განმიხილავენ” – დაი ბოგ კაცო

შენ თვითონ, მწვანე, თუ მიხვდები რო იმისთვის რო “მარტო ვაგინად” არ დაგინახონ – უნდა ვაგინის გარდა კიდევ რამეს წარმოადგენდე ცხოვრებაში და ვსიო…

არა, მარტო სამსახურში 9-დან 6-მდე მუშაობა საკმარისი არ არის

ლურჯები “მარტო ყლეები” არ ვართ იმიტომ რომ მილიონ რამეს “ვაწვებით” კიდევ, და არავინ, არავინ არ დაგიშალათ იგივეს მიაწვეთ და მე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც აწვებიან და 1 წამით არ არიან ამიტომ “მარტო ვაგინები” – და მშვენივრად ისწორებენ მერე საკუთარ გარეგნულ შესაძლებლობებსაც და ესმით რო როცა “ისწორებენ” – მაშინ სექს თამაშში არიან ჩართულები და it’s ok იმიტო რო მეორე დღეს “ვაგინის იქეთ” ბევრ რამეს წარმოადგენენ ისევ და “ლურჯივით” ვიყოო არ ცდილობენ, არიან ინდივიდუალური პიროვნება – მწვანეები, ინდივიდუალური set_ით skill-ების, რომლების მხოლოდ მცირე ნაწილი განპირობებული აღმოჩნდა ფერების გამო, ეს არის პლიუსებიც და მინუსებიც, რას ვიზამთ – ყველა ასე ვართ, მე ბევრად უფრო ვნანობ რო საკმარისი ინტელექტი არ მერგო – ვიდრე მაწუხებს ის ყლე მაბია თუ კლიტორი მებმებოდა…

ბევრად უარეს “ჩაგვრად” ბუნებისგან მიმაჩნია ის რო ადამიანები დებილები არიან, ვიდრე დაჩაგრულად მიმაჩნია ან მდედრი ან მამრი, სქესებს აქვს პლიუსები და მინუსები და პრაქტიკულად თანაბარია მათი ჯამი, და ინტელექტის ნაკლებობა მწარე რამეა რასაც ვერაფერს ვერ უზამ…

კი, ბევრ მწვანეს, ისევე როგორც უამრავ ლურჯს – უჭირს შეეგუოს რო არსებობს ინდივიდუალური მონაცემები რის გამოც ერთი რამე უკეთესად გამოგივა და მეორე უარესად, მარა მთავარია ყველა თავისუფალია არჩევანში, ყველას თანაბარი უფლება აქ და ყველა თანაბრად დაცულია

დანარჩენი – რაც ლურჯებს ომი და ჭიდაობა გვიწევს ცხოვრებაში ყოველ წამს თვითდამკვიდრებისთვის, რატო ჰგონიათ ზოგ მწვანეს რო უნდა “ავტომატურად” გადაეცეთ მზა “პოზიციები” – არ მუშაობს ეგრე

და არც ისაა პრობლემა რო ზოგ მწვანეს უნდოდეს პასიური დიასახლისობა, მეტიც – ლურჯსაც შეიძლება უნდოდეს, why not? – და არავინ არ თქვას რო ლურჯებს დიასახლისობის ნიჭი აკლიათ, ზოგი ლურჯი, ინდვიდუალური ნიჭის არსებობის შემთხვევაში, რატო არა? – კაკ რაზ “ფერთან” თანდაყოლილი ინდივიდუალურობების დამატებით – სახლსაც კარგად გააპილესოსებენ, შკაფის ქვეშაც (შკაფსაც გადაწევენ) და საჭმელსაც არანაკლებ კარგად აკეთებენ…

სამაგიეროდ “კაცური” საქმე არ არის სახლის საქმეები… მარა მორჩა კაცები და ქალები, ეს ვერ გავიგეთ, იგივე სიტყვებს ვეძახით და იმიტომ

ლურჯები და მწვანეები

ლურჯული საქმეები არ არსებობს, არც მწვანეური, არსებობს ინდივიდუალური ნიჭები

ნუ…

მე ვიძახი ლეტ ჩერეზ 20 მოგვიწევს ასე მიდგომა ყველაფრისადმი, ეხლა მეც კაი სექსისტი ვარ და სანამ არ ჩამდებენ მიწაში ჩემ ტვინს რაღა გადააპროგრამებს ბოლომდე… მეტი წვალებაა ვიდრე ახალი გააკეთო, ასე 101-ედ ვიაზრებ ამ ყველაფერს და მერე მაინც ვინმე გოგოს ვეტყვი გრძელი თმები უფრო გოგოურია თქო… და კი – ჩემი თაობის გოგოებიც ჩემსავით სექსისტები არიან და თვლიან რო “კაცურია” ასე და ისე ქცევა და რო “გოგოურია” ისე და ისე – და… პრინციპში ამ ეტაპზე ვთანხმდებით, პროსტა ისიც გვესმის რო მომავალ თაობებში არ გვინდა რო “დიასახლისი ვაგინები” გაიზარდონ და “ოღრაში ყლეები” ჩვენი შვილები…

იმის თქმა მინდა რო… რთული დროა, თუ პოსტ აპოკალიფსი არ იქნა და ადამიანი ისევ არ დაუბრუნდა პირველყოფილ არსებობას, სადაც ქალი ისევ უმოძრაო ინკუბატორი იქნება და კაცი მომპოვებელი მონადირე – ანუ თუ შენარჩუნდა სოციუმი და დაცვა/წესრიგი – მოგვიწევს უკვე ჩვენსავე შვილებს მოვექცეთ მინიმალური სექსიზმით, ხოდა წეღან მივხვდი რო ჩემთვის მთავარი პრობლემა არის ის რო ისევ “ქალებს და კაცებს” ვეძახი სქესებს და მერე ყველაფერი იბურდება ერთმანეთში…

ჩვენი შვილები იქნებიან მწვანეები და ლურჯები, ვეცდები ასე გადავიაზრო

 

Advertisements

6 thoughts on “ბინარული ადამიანები

  1. ამდენი წელი მოგყვება ამხელა ყლეობების წერის მუღამი . თან კითხულობს ხალხი . საღოლ ძმაო .

    • რაც დრო გადის უფრო მეტი ინტერვალებით მარა ხო… კიდე რამდენ ყლეობას არ ვწერ და საკუთარ თავთან ცხარე დიალოგში ვლევ…

  2. ისე “პირველყოფილ არსებობაში” ქალი საერთოდაც არ იყო უმოძრაო ინკუბატორი. შემგროვებლური მეურნეობების დროს განსაკუთრებით… კაცი სანადიროდ რო წავიდოდა და ოდესღაც დაბრუნდებოდა შეიზლება ვერც ვერაფერი მოეტანა, მოკვდებოდნენ ეგრე შიმშილით 😀

  3. ისე ზოგადად, ძაან ბუნებრივი პროცესია მგონი რაც ხდება. როდესაც რამე რასა ან სქესი ან რაამე უმცირესობა, მოკლედ “ფერთა პატარა პალიტრა” განიცდის დისკრიმინაციას და ეუბნებიან წლეების განმავლობაში “შენ ბანძი ფერი ხარ! არაფერი შენგან არ დაიხატება”, ამას მერე “ბუნებრივად” მოყვება ის, რომ ერთხელაც ვინმე ხმას ამოიღებს და იტყვის რომ რატო ვჩაგრავთ(ვიჩაგრებით)?! ვისაც რა ფერით უნდა იმ ფერით ხატოსო. მერე ისევ ბუნებრივად ვიღაცებს მოეწონებათ ეს ვიღაცებს არა და “საერთო შეთანხმებამდე” მივლენ რომ კი, ყველა ფერით მოჟნა დახატვა. და მეერე, ისევ ბუნებრივი გაგრძელება მგონია ამ ყველაფრის ის, რომ რაღაც პერიოდი წამოვა შედარებით ბანძი ნახატები, რომლებზეც უმეტესად ეს დაჩაგრული ფერები იქნებიან და ეს ყველაფერი რააღაცნაირად ერთმანეთს დააბალანსებს საბოლოოდ.

    ჰოდა ეს “ფერები” რო დამეკიდებინა უფრო მარტივად ავხსნიდი მგონი რისი თქმაც მინდა, მაგრამ უკვე დავწერე და მეზარება ეხლა :დ

    p.s დეკოლტიან კაბაში ფოტო დაიდოს! 😀

  4. თანაბარი შესაძლებლობების მტკიცება თანაბარი უფლებების მისაღწევად გვჭირდება და არა იმის საჩვენებლად რომ არიქა, ქალები მაგარი ტიპები ვართ. ზოგი კაცი რომ ადგება და იტყვის, რომ კაცი უპირატესია ქალზე ფიზიკური ძალის გამო და ამიტომ დომინანტი უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის, მერე დგება ქალიც და იწყებს შტანგების კისერზე გადაღუნვას. ან კაცები რომ დასცინიან და ლანძღავენ ქალებს მანქანის მართვის უნარების გამო, მერე ქალს უწევს მაგარი მძღოლი ქალების მაგალითის მოშველიება. თავისთავად სქესთა შორის განსხვავება ბუნებრივია, მაგრამ იმდენი უტვინო იხვევს მაგ განსხვავებას ენაზე, რომ იძულებული ხარ ამტკიცო რაღაცები.ძნელია ამის გაგება კაცისთვის, თქვენ არ გიწევთ მილიონი დამამცირებელი რამის მოსმენა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად უტვინოები არიან, მაგრამ გონიათ რომ კაცად ყოფნა აპრიორი ჭკვიანებად და უკეთეს ტიპებად აქცევთ ვიდრე ქალია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s