ნუ მოკლავ ყოფილ ცოლს!

kvla

 

პირველ რიგში დავიწყებ არაპოპულარულით:

ჩვენ ყველას გვდომებია ყოფილი პარტნიორის მოკვლა

 

აი ეგრე, ვისაც ეს არ ნდომებია – ან დიდხანს არ ყოფილა ურთიერთობაში, ან ტყუის.

და ყველა ვერიდებით ამის აღიარებას, ყველა მოვთქვამთ იმაზე რო კოშმარია რო ცოლი(და რამდენიმე კვირის წინ არ იყო ქმარი რო მოკლა გოგომ?) გაიმეტა მოსაკლავად… მარა სადღაც ღრმად ყველას გვჭამს ჩვენივე ბოროტი ჭია რო მეც ხო გამიელვებია ეს თავში და “მამენტ” მესმის რატომაც მოკლა…

მესმის და შემეცით, მე დაჟე არ ვილაპარაკებ იმაზე რო ვაფშეტა ჩემს ყოფილ ცოლს ალბათ ჩემზე უკეთ ესმის კიდევ იმიტო რო მე უფრო ნაძირლურად მოვიქეცი საბოლოო ჯამში, არადა მეც კი – ნაძირალას, საზიზღარს, დამნაშვეს – მესმის…

კი – რეალურად “ანხორციელებენ” ამას ყველაზე განუვითარებელი ტიპები იმიტო რო დანარჩენებს ან “ფილოსოფიური” მიდგომა გვყოფნის, ან საკმარის პერსპექტივას ვხედავთ ჩვენს დანარჩენ ცხოვრებაში იმისთვის რო თავი არ ამოვილპოთ ციხეში. მარა ეს საშინელი ბრაზი/ბოღმა და ბოროტი სურვილი, მე ასე მგონია, ყველა ხანგრძლივ ურთიერთობიდან გამოსულს უგრძვნია

 

საშინლად მწარეა რო ადამიანი რომელიც 6-10 წელი შენი არა თუ ნახევარი, უბრალოდ შენი ერთი მთლიანი იყო – უცებ ასე აღარ არის (და სულ ერთია ეს უცებ რამენად არა უცებ ხდება რეალობაში, რუბიკონი მაინც კონკრეტულია ხოლმე) და უარესად მწარეა რო “სხვისია” და რაც კიდე უფრო უარესად მწარეა – რო მან წაიღო მთელი გამოცდილება და რაც ისწავლა შენთან/შენგან, შენი ტკივილის, დროის, ენერგიის, ფულის ხარჯზე – და სხვას ჩუქნის, უფასოდ, დაუმსახურებლად.

მწარეა რო ოჯახები/საძმაკაცოები გადაბმულია ერთმანეთზე და დედაშენი დღესაც ისევე ჭორაობს შენს ყოფილ ცოლთან როგორც ადრე, ოღონდ შენი ცოლი როცა “აუ, ჩემსას კიდე სუ ავიწყდება რაიმე რასაც ვაბარებ” ამბობს და შენ არ გგულისხმობს! – მარტო თუნდაც ამაზე შეიძლება ჩაიხვიო ისე რო მოკვლა მოგინდეს… რა თქმა უნდა ამიტომ დედები და ნათესავები მალევე განერიდებიან ხოლმე ერთმანეთს და ცდილობენ არ გადაიკვეთონ და ცდილობენ აირჩიონ მხარეები…

ზუსტად ამიტომვე თუ ბავშვი არ გვყავს ხშირად ვცდილობთ ისე შორს დავშორდეთ ერთმანეთს რო არასოდეს არც გავიგონოთ ერთმანეთის არსებობა, მეორეს მხრივ სანამ ოჯახში ბავშვი არ არის ნათესაობების გადაბმა ერთმანეთზე იმდენად ძლიერად არ ხდება და ეს “ჩემი ღირსების” მომენტიც ისეთი მძაფრი არ არის

მაგალითდ ქალს შეიძლება გადაგეკეტოს უბრალოდ იმის გაგონებაზე რო შენმა ყოფილმა ქმარმა – მანქანა უყიდა მის ახალ შეყვარებულს, მანქანა რომელსაც შენ წლები იხვეწებოდი და ქმარი ასაბუთებდა რო კაი რა, ქალი ხარ – გააწამებ სხვა მძღოლებს, პრობკებს შექმნი სულ, რად გინდა, ფული დავზოგოთ ჯობია, ოჯახი ვართ, ბავშვს საწოლი ვუყიდოთ წლის ბოლოსო, შენც ნებდებოდი – მამენტ სამსახურში მივყვარვარ მოვყავარ რას ვატრაკებო…

უცებ ადგა და თავისით უყიდა – იმიტო რო გამოიტანა დასკვნები/გამოცდილება, მიხვდა რო თავის დროზე შენთვის უნდა ეყიდა – რო სისულელე იყო ფულის გამოზოგვა ამაზე და ეხლა უცებ ადგა და ასე “უსასყიდლოდ” აჩუქა შენი ოცნებები, შენი ნაჩხუბარი და ნახვეწარი და ნაკკამათები – სხვას.

აღარ მოვყვები როგორი მწარეა კაცების მხრიდან პირადული თემები მაგ მხრივ, მაგალითად ის რო შენ რო მინეტს იხვეწებოდი – ვიღაცას ეხლა ყველაზე ფანტასტიურ პოზებში უწოვს შენი ყოფილი ცოლი, იმიტო რო იმანაც(ცოლმაც) გამოიტანა დასკვნები და როცა მინეტი ნახვეწარი ხდება – მერე აღარავის უნდა გაკეთება, ამიტომ ურთიერთობაში მინეტი თავიდანვე ჯობია დაიწყო, ისე – ვითომც არაფერი, საჩუქრად – და მაშინ ლამაზი და გულიდან ხდება.

ეს მხოლოდ ზედაპირული, უტრირებული მაგალითბია – მათთვის ვინც ჩემს პოსტებს ბუკვალურად იგებს ხოლმე, ეს იყო მხოლოდ უტრირებული მაგალითები რომლებიც მე პირადად ცხორებაში არასოდეს განმიცდია, იმიტომაც მოვიგონე – ნამდვილი სიმწარეები შეიძლება იარაღის მუქარის ქვეშ არ დავწერო და არ შემცეთ ეხლა ამ კონკრეტული მაგალითების განხილვით და წინ და უკან ტრიალით.

 

იცით, მი ტუტ ვსე პერეგნული პალკუ რა…

 

ძალიან ადვილად ვქორწინდებით… არა, არასწორად ვამბობ – ქორწინება ფურცელს ნიშნავს, მე კიდე ვგულისხმობ იმას რო ძალიან ადვილად ვუშვებთ ადამიანს ახლობლად… ალბათ იმიტო რო ძაან მარტოები ვართ ან რამე დამაგვარი, ეხლა ამაზე არ არის, ძალიან შეუმოწმებლად და  მოკლე დროში ხდება ვიღაც ვაფშე უცხო – შენს ძალიან ღრმა სამყაროში ხელების მოფათურე(და შენ მისაში გასაგებია)

და მერე ძალიან იაფად/ადვილად და ხშირად უბრძოლველად ვღალატობთ/ვწირავთ/ვთმობთ ამ სიახლოვეს

 

ხოდა მინდა მივმართო ყველას ვისაც ცოლის მოკვლა უნდა და ორჭოფობს, ან მომავალში მოუნდება იქნებ გაახსენდეს:

არაფერი თქვენს თავს განსაკუთრებული არ ხდება, თქვენ არ ხართ განსაკუთრებულად ნახმარი და განსაკუთრებულად ნაღალატები, ჩვენ ყველამ ეს გავიარეთ, ყველამ – უკლებლივ(და ამ საუკუნეში პროსტო მგონი ყველა გაშორდა უკვე…)

არავის ურთიერთობა და არავის ტკივილი არ იყო არავისაზე ნაკლები და ცოცხლები ვართ, ვსუნთქავთ, ვზრდით საერთო ბავშვს(ებს), ხელს ვართმევთ ყოფილი პარტნიორის ახალ რჩეულებს და დაჟე ხანდახან ვფიქრობთ რო მამენტ ის ადამიანიც კი რაღაც პონტში ახლობელია, იმიტო რო რამე რო მოხდეს და მე მოვკვდე და ყოფილი ცოლი ავად გახდეს – იმან უნდა მოუაროს და გადაარჩინოს რო ჩემი შვილი დედის გარეშეც არ დარჩეს.

 

ხოლო მათ ვისაც  ქმარი/ცოლი უკვე ემუქრებათ მოკვლით(პასიურ მხარეს) ვურჩევ შემდეგ ტაქტკას:

მე ვაფშე ვფიქრობ რო “მოწმეები” ანუ “ხელისმომკიდები” ხელმოწერისას/ჯვრისწერისას ვაფშე ამიტომ მოიგონეს თავის დროზე და ეს დატვირთვა ქონდა (კსტაწი მათ საყურადღებოდ რაღაც პონტში თქვენ გაქვთ უფლებაც და ვალდებულებაც ჩაერიოთ კრიზისულ მომენტში)

მოძებნეთ ვინმე მსაჯული! – და გადააჯვით ერთმანეთს მის თვალწინ, არა ნათესავი, არა დედა, არა ცალმხრივად სახლში კარებების ჯრახუნი ეს რა მიქნაო

არამედ იმენნა მეგობარი, თუნდაც 2 მეგობარი – ხო ზუსტად, ყველაზე კარგი ვარიანტი ის 2 მეგობარია რომლებიც გიცნობდნენ და უახლოესები იყვნენ მაშინ როცა ერთად “გახდით” (ხელი მოაწერეთ/ჯვარი დაიწერეთ რავი მე რა ქენით) – იმათ ახსოვთ რა ხდებოდა მაშინ და იმათ ახსოვთ როგორები “ჩაგაბარეს” ერთმანეთს

და გაარჩიეთ ყველა ბინძური და საზიზღარი დეტალი, გინდა ინტიმური გინდა რაიმე სხვა – დაე გადაეჯვას თავზე ვინც გადასაჯმელია

როცა მსაჯულია ჩართული და “გაასაზიზღრებ”, ამოთქვამ ყველაფერს, უკან არგუმენტები არ აქვს და მისი ყოფილი დაქალიც კი შენ მხარეზეა, მიიღებ მხარზე ხელს რო “ბოზი ყოფილა,  შეჩ” – მერე მოგეშვება და მოკვლა აღარ გინდა, გეცოდება, შენ მოიგე. ან შეგაგრძნობინებენ რო შენი ბრალიც იმდენივეა, ან პირიქით – შენ გადაგეჯმება და კუდამოძუებული წამოეთრევი და მარტო იმას იფიქრებ როგორ ვქნა რო მაპატიოს და ბავშვი ხანდახან მაინც მანახოს ხოლმეო.

ყველა ეს მკვლელობა, ჩემი აზრით – იმის ბრალია რო ერთ-ერთი მხარე გაურბის დალაპარაკებას, “მეშინია”, “არა-ადექვატურია” და ა.შ. მიზეზების გამო – და ალბათ ეგრეც არის, ხოდა ჩარიეთ არა დედა, არა ძმა – ჩარიეთ საერთო მეგობრები!

(ნუ ან ფსიქოლოგი, მარა ფსიქოლოგთან არა ადექვატური მონსტრი არ წამოგყვება, ზა ტო ყოფილი მეჯვარეების ჩარევის წინააღმდეგ ვერცერთი ქმარი ან ცოლი ვერაფერ არგუმენტს ვერ მოიფქირებს, რაღაც პონტში იმათ აბსოლიტური უფლება აქვთ ჩაერივნონ)

და ეჩხუბეთ მათ თვალწინ, მიივჯით, ან მიასხით იქეთ – შეიძლება რამდენიმე სეანსიც იყოს საჭირო, მარა ქე მაინც ხელის გარტყმასაც კი მოერიდებით ორივე(ან არ მოერიდებით მარა ყოველთვის იქნება ახლო მახლო ვინც გადაგარჩენთ, და რეალურად ადამიანს ცხელი ჰაერის გამოშვება ჭირდება, მომსმენი ჭირდება და სამართალი ჭირდება და არა მოკვლა რა)

კარგი იქნეოდა “ანონიმური ყოფილი ქმრების” ინსტიტუტის შექმნა, მარა ჩვენთნ ეგეთი ანონიმური არაფერი არ გამოდის – იმიტო რო პატარა ქვეყანა ვართ და დიდი შანსია მოხვდე მასე “ანონიმური ყოფილი ქმრების” წრეზე და მთელი კაზუსი იმაში იყოს რო მიხო იქ არის იმიტო რო მისი ცოლი შენთან გაიქცა და შენი ცოლი კიდე დღეს ზალიკოს ხვდება, რომელსაც პა ხოდუ ტოჟე ცოლი გეექცა და იქვეა…

ხოდა ამიტომ – იპოვნეთ “მსაჯულები”

მოკვლა არ არის გადაწყვეტა – მოკვლა არის დამარცხება, და უდიდესი დანაშაული შვილების წინაშე – მე რო შვილი ვიყო და მამაჩმს დედაცემი მოეკლა გავიზრდებოდი, ჩავჯდებოდი ციხესი და მამაჩემს სულ ნაკუწ ნაკუწ დავკლავდი ცოცხლად, მარა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში – გავიზრდებოდი და გავიგებდი რო ადამიანები იყვნენ, შეცდომები დაუშვეს, ჩხუბობდნენ, მამა ბოზებში დაეთრეოდა(გავუგებ რატომაც), დედამ სისულელეები ჩაიდინა – ბივაეტ…

ხოდა ნუ მოკლავ ცოლს/ქმარს (სექსიზმი რო არ დამაბრალონ მერე), ბლიად

 

მკვლელობა – ნამდვილად იმის ბრალია და იმის პასუხისმგებლობაა ვინც კლავს

 

პ.ს. ვიცი რო დამეჯმება ამ პოსტის გამო, ვიცი რო უმეტესობის აზრით ერთმნიშვნელოვნად უნდა გადამეჯვა ამ ინციდენტებზე და რო არანაირი რაციონალური ანალიზი აქ დასაშვები არ არის, მარა ვერ მოვიტყუები და თქვენ – ვინც გადამაჯვამთ, უმეტესობა იტყუებით იმიტო რო თქვენც გიფიქრიათ თქვენი Life partner-ის მოკვლა როცა იმან მიგატოვათ/გიღალატათ/გიხმარათ და გადაგაგდოთ, ხოდა სარკეში ჩაიხედეთ და 1-ხელ დაფიქრდით რო ამ “ავადმყოფობის” მკურნალობა დაგმობით არ ხდება – ის ადამიანი ვინც სამუდამო ციხეზე მიდის ცოლის მოკვლით და საკუთარ შვილებს დედას უკლავს – თქვენს “დაგმობასაც” გადააბიჯებს როგორმე

საჭიროა მოვუსმინოთ, მანამ – სანამ მოკლავს, და საჭიროა რამე ხელსაწყო მივაწოდოთ, კი ბატონო პირველ რიგში ტლუ ადამიანს, როგორ დაძლიოს თანამედროვე, ძალიან მწარე, გამოწვევები – და პირველ რიგში ვუთხრათ, ჩემი აზრით – რო ჩვენ ყველა იგივეს განვიცდით, რო ყველა ერთი და იმავე ნავში ვართ, მე ვიცი რას გრძნობთ თქვენ, მიგრძვნია – გამივლია, ვცხოვრობ, ვსუნთქავ… გაივლის

2 thoughts on “ნუ მოკლავ ყოფილ ცოლს!

  1. ვინაიდან ეს კომენტარი PM_ად მომივიდა ვდებ მე, ავტორის უფლებით:

    Guga Gegechkori

    ბიჭო ვიღაცის მოკვლაზე და თვითმკვლელობაზე ვის არ უფიქრია

    ცოლი რო მუტლითაა ყლეზე მობმული ეგეც ამძიმებს ბაზარი არაა სიტუაციას

    და აბსოლუტურად მესმის შენი ბაზარი

    მარა წარმოიდგინე მკვლელობა გაიფიქრა, მერე წავიდა, იარაღი იშოვა, მაგაზინი გამოაძრო, ტყვიები მოიმარჯვა, დატენა, გადატენა, სახლიდან გავიდა, ცოლი ეძება, ან უთვალთვალა, მიაგნო, აუდიტორიიდან გამოიყვანა და ესროლა და მერე თავიც მოიკლა

    მაგის არასწორად ძლიერი დედა შევეცი

    აზზე ხარ შენ რას გიზამს ეგ, რო იფიქროს რო ღირსებაზე შეეხე ?

    შენ გესმის შენი და ჩემი და კიდე ჩვენი მეგობრების, რამდენიმესი

    მაგათ მაგ ქვაბში ნუ ხარშავ, ეგენი ადამიანები არ არიან

    კი საზოგადოების ბრალია ეგენი რო ეგეთები არიან, მარა ადამიანები აღარ ითქმის მაგათზე

    ზომბები რა

    პოსტი ძაან მომეწონა და მომხვდა :)))

    დავაი

  2. რაღა შემოტავაზება მაქვს, ტელევიზიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მომწერე ფოსტაზე facti123@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s