წინა პოსტმა, ყველაფერთან ერთად, გამოიწვია ერთი გასაგები და მოსალოდნელი შეფასება რომელიც დადის ფრაზამდე:
“რანაირი ინტრავერტი შენ ხარ შე ჩემმა” – რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ ინტრავერტი იდეა-ლში არის ადამიანი რომელიც იმდენად ჩაკეტილია რო მისი სახელიც კი არავინ იცის, არადა მთლად სინამდვილე არის იმაში რო ვაფშე არ ვეთანხმები ადამიანების დაყოფის ამ კრიტერიუმს
პირველ რიგში არ ვეთანხმები კატეგორიულობის გამო, რამდენადაც მიყვარს ფსიქოლოგია, იმდენად დეგენერატული და “ჰუმანიტარული” მეცნიერებაა და გატენილია უტრირებებით, კატეგორიულობებით და “ავტორიტეტების” მიხედვით განსხვავებული შეფასებებით.
კატეგორიულობაზე:
რამდენნაირი აღწერილობაც არ უნდა ქონდეს პროფესიონალურ ფსიქოლოგიაში(თანაც თითოეული “ავტორის” მიხედვით კიდევ განსხვავებული) რეალურად ხმარებისას ჩვენამდე “მოდის”… მაგალითად:
ყველაზე მარტივი, “გიჟი” და არა გიჟი, და ზოგადად ტერმინოლოგია არ იძლევა საშუალებას “ცოტა გიჟი, ნახევრად გიჟი, მოგიჟო, წაუგიჟებს, ფრიად გიჟი” – გრადაცია არ არის რა – არის “თეთრი”, “შავი”, ფსიქოპათი და არა ფსიქოპათი…
და ძალიან პრინციპულია ეს რა! – ეს იგივეა რო ალგებრაში არსებობდეს მარტო ნოლი და… და 10 ვთქვათ და მერე ყველა დანარჩენ რიცხვს, ჩვეულებრივი ადამიანები, საუბარში ვამბობდეთ როგორც “აი ათისკენ”, “ნოლთან”, “წაუშუაშებს ნოლსა და ათს შორის” და ა.შ. – და ცალკე თუნდაც იყოს “პროფესიონალური” ალგებრა, სადაც იმენნა ითვლიან 1-დან 10-მდე, მარა იქაც პა ხოდუ “ნიუტონი” ითვლის 16-ობითში, გალილეო 10ობითში და აინშტაინი – ორობითში, ბიტებად…
და ეს პრობლემა მიუთითებს იმ უბედურებაზე რო ფსიქოლოგიაში შუალედური “საფეხურების” დადგენა იმდენად რთულია რო რეალურად ეს პროცესი – მინდობილია კონკრეტულ “მთქმელზე” (უფრო სწორად პროფესიონალ ფსიქოლოგზე).
ხოლო ჩვეულებრივ მოკვდავს როგორც “გეჩვენება” – ისე ახასიათებ კონკრეტულ შემთხვევას “საკმაოდ რაციონალურია”, “ფრიად ემოციურია”, “ცოტა შტერია”
კი, ფსიქოლოგიაში, რა თქმა უნდა, არის ცხრილები და გრაფიკები პერსონალიების დასახასიათებელი “სკალები” და ტრილიონი რამე, მაგრამ როდესაც ადამიანები ვსაუბრობთ “საყველპუროდ” და ვახასიათებთ ადამიანებს მე პირადად არ გამიგონია საუბარში ვინმე მაინც ხმარობდეს “7 ემოცია, 3 პრინციპი, 8 ნებისყოფა”, რეალურად იტყვიან: “უპრინციპო, ემოციური, ჯიუტი” 😀 არადა გადაჭრით უპრინციპო ხომ არ არის არა? – უბრალოდ უმეტესწილად უპრინციპოდ მოიქცევა, ემოციებს აყვება – უფრო ხშირად და თავისის გატანას ეცდება – მეტად სავარაუდოა.
მეტიც, რეალურად უბრალოდ ურთიერთობისას რამდენადაც არ უნდა გინდოდეს დაახასიათო სხვა ადამიანი “აუ ვერ აგიხსნი რა” – საკუთარ თავზეც კი ვერ ახსნი ადამიანი “რამდენ ქულიანი” ჯიუტი ხარ, ან რამდენ ქულიანი – სანდო. ამიტომ ადამიანები ბევრს ვუყვებით ახლობელ ადამიანებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან, ვაცნობთ გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვებს იმისთვის რომ იმ მეორე ადამიანს ბოლო ბოლო უფრო “ზუსტი” წარმოდგენა შეექმნას ჩვენს მხასიათებლებზე… (ნუ იდეაში ფსიქოლიგიც იგივეს შვება, გვაყოლინებს და მერე რაღაც სისტემის მიხედვით რიცხვს უფარდებს, ჩანაფიქრში)
ადამიანის ხასიათის მარტივი მახასიათებლები საკმაოდ ძველი შემოღებულია და უჟ ტოჩნა ბევრად ადრინდელი ვიდრე ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა… ზოგადად ადამიანებმა იციან რო კაციც და ძაღლიც და ცხენიც შეიძლება იყოს ჯიუტი, ბრაზიანი, მშიშარა, ფრთხილი და ა.შ.
ინტროვერსია და ექსტრავერსია კი ფსიქოლოგიის როგორც უკვე მეცნიერების მოგონილი კრებითი დახასიათებაა, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ასევე არანაირი “გრადაცია” არ მოყვება აღწერაში, და პლიუს ამას იდეაურად განსხვავდება ფსიქოლოგის-და-მიხედვით(აგერ ეს პოსტიც უკვე “კიბორგას” ფსიქოლოგიაა და ჩემებური გაგება ამ ტერმინების არაფრით არაა იუნგისაზე უარესი, იმიტო რო მე ასე მესმის და იმას ისე და გამოვექანოთ ორივე მთაწმინდიდან რიგრიგობით 😀 )
ხოდა უნდა 2 პოლარობა კი არ აეღოთ, უნდა შემოეღოთ “გახსნილების სკალა” (არის მსგავსი ბევრი სკალები ფსიქოლოგიაში, ანძრევენ ეგენი სკალებზე) ხოდა უნდა რქმეოდა “სოციუმთან გახსნილების კოეფიციენტი” და გაზომილიყო სკაჟემ 1-დან 1000-მდე, რაღაც IQ-ს პონტში რა, IQ-ზე დაფიქრდნენ ფსიქოლოგები და “გაბაზრებისას” გააბაზრეს როგორც “სკალა” და არა როგორც “გიჟი და არა გიჟი” პოლურულობები
IQ რო შემოეღოთ როგორც 2 კონტრა-მახასიათებელი “დებილი” და “გენიოსი” და ვსიო, და მერე რო უნდა “აგავორკები” აკეთო “ცოტა დებილი” “არც ისე გენიოსი”, “წაუდებილებს” და ა.შ.
და როცა პოსტს წერ და იძახი რო “მე ვარ დებილი” ხალხი გიწერს რო რანაირი დებილი ხარ შე ჩემმა – აგერ ხო წერ, 2 სიტყვას აბამ ერთმანეთს, არადა თვიტონაც ესმით რო “ბოლომდე” დებილი ხო არ ვიქნები არა იობანი ვროტ? – მაგრამ ვინაიდან კონკრეტული დახასიათების “ენა” ასეთი კატეგორიული და უტრირებულია – დაჟე ტვინსაც კი პირველ წამს ეფიქრებინება რო “ინტროვერტი” უნდა იყოს “ინტროვერტი” !!! (სამი ძახილის ნიშნით) და პირიქით
ხოლო თუ არ ჯდები ამ ტოტალურ კრიტერიუმში რიგი მახასიათებლების გამო – უნდა ჩაჯდე! – თორე ბლიად ექსტრავერტი ხარ! – გაიგე?
და თუ პირიქით აპრიორი შეგეწერა ექსტრავერტობა – მერე იქედან “მოყვებიან” უკან – რანაირი ექსტრავერტი შენ ხარ (და რაიმე მიზეზი აქ) – და ზნაჩიტ ბლიაძ ინტროვერტი ყოფილხარ!
იმიტო რო გეგონება საქანელაა(გრძელი ჰორიზონტალური მორი, რომელსაც შუაში უდევს რაიმე სამკუთხედი ქვეშიდან) და ოდნავ აქეთ დადგები – მთლიანად აქეთ უნდა გადაიხაროს, ოდნავ იქეთ დადგები – მთლიანად იქეთ.
არა ბლიაძ – ინტროვერსია და ექსტრავერსია არის სკალა, “ღერძი” – რომელზეც არის დანაყოფები და ყველანი ვართ ამ სკალაზე სადღაც…
ნუ პროფესიონალი ფსიქოლოგები იასნად კითხულობენ ჩემ პოსტებს და მხოლოდ იცინიან, ტუტ ნიჩივო ნი პაძელაეშ – მეც მეცინება ხოლმე ზოგიერთი მათგანი რო პროგრამირებაში ცდილობს ანბანის აღმოჩენას და საწყლები და სასაცილოები რო არიან 😀 იშ!
—————
რა თქმა უნდა არ ვეძებ მე ინტროვერტ გოგოს, ვსმისლე ეს ძალიან ფართო მახასიათებელია და თანაც უნდა მაშინ ვამბობდე რომ სკალაზე -100 დან 100-მდე, სადაც -100 არის ადამიანი რომლის სახელიც დედამისმაც კი არ იცის იმდენად საკუთარ თვშია წასული, და 100 არის ადამიანი რომელიც კომპანიის გარეშე არც კი ჯვამს
მე ვეძებ ადამიანებს ვთქვათ -50-დან +10-მდე, თანაც:
— ვაჟნი დეტალი —
და აქ უნდა დავუბრუნდე პოსტის დასაწყისს სადაც ვთქვი რო მთელი 2 რამე არ მომწონს “ინტროვერსია/ექსტრავერსიაში”, ერთი გახლდათ პოლარიზირებულობა, at least საყველპურო გაგებაში, მეორე რამე რაც არ მომწონს არის ის რო:
არავინ არ არის “ფიქსირებული” სოციალიზირების დოზიანი, ადამიანების უმეტესობა ვმერყეობთ მუდმივად, ხან ვართ ვთქვათ -20 ხან ვართ +50, თანაც ხშირად “დავხტივართ” და უბრალო სინუსოიდა არ არის
და პლიუს იმის გამო რო ამ მხტომარე გრაფიკის სხვა და სხვა პერიოდებში აბსოლიტურად სხვადასხვანაირი საურთიერთობონი ვართ, დაუშვებელია ეს გრაფიკი უბრალოდ “გაასაშვალოვო” და გამოაცხადო რო ადამიანი რომელიც -20-დან +50-მდე მერყეობს, “+15-ია იტოგში”, ვაფშე არ არის 15, შეიძლება +50-ზე უფრო დიდხანს არის რეალურად დროში რო გამოსახო, პლიუს ამას როცა +50-ზეა უფრო ჩანს, -20 კი ვერც ნახავ და ამიტომ უფრო +40-ად იგრძნობა ეგეთი ადამიანი ვიდრე +15-ად, და მაინც არც +40-ის დარქმევა არ შეიძლება, არამედ იმენნა ეგეთი 2 განზომილებიანი გრაფიკი უნდა აეგოს ადამიანის “სოციალიზირების დასახასიათებლად” და არა უბრალოდ 1 ღერძიანი სკალა
და ამ გრაფიკზე უნდა იყოს ვთქვათ მისი ცხოვრების 1 წელიწადი, 365 დღე იქს ღერძე და მისი “სოციალიზირების” ინდექსი – იგრეკ ღერძზე და მაშინ შეიძლება სუფთად სურათის სახით მეტ ნაკლებად შეიქმნა წარმოდგენა ვინ არის ეს პერსონა “სოციალური” აქტიურობის კუთხით. მარა ისევ და ისევ დაუშვებელია ამ გრაფიკის გასაშვალოება და “დაახლოებითი” რიცხვის დადება.
და ბოლოს
IMHO როგორ ხდებიან ადამიანები ერთნი ან მეორენი, მე მოვყვები ჩემს მაგალითზე მაგრამ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები მაქ რომ ეს ზოგადად ხშირ შემთხვევაში ასეა:
სულ პატარაობაში მე ვიყავი ე.წ. გადამკვტარი ექსტრავერტი, არც დებილი ვიყავი ამის გამო და არც არაფერი, “ცაკალელი” “წკვიანი” “ბავსი” ვიყავი, “უტუტუტუ” ეგეთი და მეც ვიფერებდი და სუ აბშენია მინდოდა(საუბარი მაქ 6-7 წლამდე)
მერე გავიდა დრო, დაიწყო სკოლა და იქ რაღაც სქილები გახდა საჭირო რომლებიც მე არ მქონდა (უფრო სწორად ჩემს მშობლებს არ ქონდათ და არ მასწავლეს) – ასე მაგალითად რაღაც სტილზე ჩაცმა, მოდის დევნა, საჭირო მომენტში აშკარად მამასგან დაკოპირებული “გაჩუმდი ეხლაა!!”-ს ღრიალი და ა.შ. მელკი ყლეობები, თანაც დიდწილად თანატოლებთან ურთიერთობის გამო (და ეს ურთიერთობა უკვე სრულყოფილი და ვერბალური იყო, განსხვავებით ბაღისგან)
ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რო ჩემი “სოციალური” ქცევა – უკვე თანატოლებთან ურთიერთობის ხარჯზე წყდებოდა და არა უფროსებისგან მიღებული “უიიი ლა ცაკალელიაააა” – და ძალიან მალევე “გავირიყე” დიდწილად – ზემოთ აღნიშნული მიზეზების და გამო, მე ამას რა თქმა უნდა დიდად ვერ ვხვდებოდი და არც ვაქცევდი ყურადრებას, მყავდა 2-3 ძალიან ახლო მეგობარი(და რაც უფრო ირიყები უფრო ახლოები არიან ზა ტო ის მეგობრები) და ვიყავი ჩემთვის ბედნიერად.
პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ვკარგავდი თანატოლებთან სოციალიზირების მეთოდების, ხელსაწყოების და მექანიზმების ცოდნას და მალევე აღმოვაჩინე წიგნების და ფანტაზიის სამყარო, რომელმაც კიდევ უფრო გამრიყა… ლამის უკვე იმ ახლო მეგობრებისგანაც
გადის დრო შედიხარ ასაკში როდესაც “სექსუალური თამაშები”, ანუ ერთმანეთის სექსუალურ ობიექტებად აღგქმა-ც, ერთვება და იწყება “ლამაზი”, “სიმპატიური” და ა.შ. შეფასებები. და ეს პერიოდი საკმაოდ გაწელილია(დავუშვათ 14 წლიდან 20-22წლამდე და ნუ იდეაში დო კანცა ჟიზნი მარა ს ვოზრასტომ სუფთად გარეგნობაზე “აწწწ” ნელდება და უფრო შინაარსობრივი მხარით დაინტერესებაზე გადადის ორივე სქესი)
და თუ შენ აღმოგაჩნდა “საშუალოზე” უკეთესი “სექსუალური” მაჩვენებლები(არა სექსუალურობა როგორც გარეგნობის ფორმა, არამედ სქესობრივი განსხვავების მახასიათებლები და “ლამაზი” დეტალები) – დაჟე მაშინ როცა მანამდე დიდწილად გარიყული(ინტროვერსირებული) ხარ სოციუმი მოგადგება და “გამოგთრევს” – იმიტო რო შენზე არის მოთხოვნა, და პირიქით – თუ მანამდე “ყველა სქილები” გქონდა რატომღაც იწყებენ შენს “აღარ შემჩნევას”
ამასთან ერთად ყველაფერი ეს ხდება “ფონად”, ჩვენ ვერც ვამჩნევთ ამ პროცესს და იმ მომენტში ვერც ვხვდებით რა ხდება, უბრალოდ ისე ხდება რო უამრავი “თვისუფალი” დრო გაქვს რიგით მამრს და სანამ შენით არ “აგეწვება” რამე და დაუწყებ გოგოებს დევნას – არავინ არ “გართმევს” დროს – მაშინ როცა სიმპატიურ/ლამაზ გოგოებს უკვე კარგა ხანია ტელეფონებს უფეთქებენ და საკუთარ თავთან მარტო დატოვების საშუალებას არ აძლევენ, და ისიც ვერ ხვდება როგორ ვამპირულად წოვენ მისგან ცხოვრების და თვითგანვითარების დროს.
იმის თქმა მინდა რომ, მე ვფიქრობ, დიდწილად ჩვენ არ ვირჩევთ ამ ჩვენს “სოციალურ” კოდექსს, არამედ სოციუმი – გვაყენებს ჩარჩოში რომელთანაც მერე ვ-ადაპტირებთ და ვინც დიდწილად გარიყულია ისედაც(და თუ ადრეც დიდწილად გარიყული იყო, სქესობრივ მომწიფებამდე, ხო საერთოდ) ის ისედაც “წარმატებული” ინტროვერტია და არც გრძნობს თვს ცუდად ამ როლში და ვერც ხვდება ხშირ შემთხვევაში რო რამე, და ვინც ისედაც “სასტავში” იყო ვერ ხვდება რო ექსტრავერტად ჩამოყალიბდა ამასობაში.
რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია სხვა და სხვა ილეთებით შევცვალოთ ეს ჩვენთვის მოსჯილი როლი მაგრამ უმეტესწილად ან ვერც ვხვდებით რო მეორე მხარეს გვინდა(თუ მაინდამაინც ისე არ მოხდა, მაგალითად, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ექსტრავერტი იყავი და მერე უცებ ინტერესი დაკარგეს შენდამი და შენ – უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ექსტრავერტი ეძებ “ძველ” დამოკიდებულებას და ვერ იღებ და მერე ცდილობ რაიმე სხვა გზით, იუმორით ან სხვა მეთოდებით “დარჩე” სოციუმთან მიუხედავად იმისა საით გიბიძგებენ)
იმის თქმა მინდა რომ, იმჰო, არავინ არ იბადება ინტროვერტად და არავინ არ ხდება მერე ექსტრავერტი, თუ კონკრეტულ ეტაპზე აღმოგაჩნდა და მერე აუცილებლად მოხდება მომენტი როცე “მიგეწოდებინება”(იაფიანი აღიარების მოპოვების სურვილით) სოციუმისთვის კონკრეტული პარამეტრები რომლებზეც არის მოთხოვნა – მერე უკვე არ დაგაცლიან ინტროვერსიის “ფუფუნებას” (თუ ეს ფუფუნებაა) და პირიქით თუ შენი “ხელსაწყოები” რაღაცაზე ნაკლებია, ძალით ექსტრავერსია ბევრი მუშაობა დაგიჯდება და რეალურად ჩვენ რაღაც დოზით ყველა ვცდილობთ სოციუმში აღიარებას(ინტროვერტები – ვცდილობთ) – უბრალოდ ეს გზები ხშირად ძალიან გრძელი და ჩახლართულია(წიპა “მიღწევები” გვინდა დაგვიფასდეს).
არსებობენ გამონაკლისები, არსებობენ ადამიანები რომლებიც მუდმივად იბრძვიან ერთ ან მეორე მხარეს, მარა დიდწილად ეს ასეა
და ეს ფენომენები იწვევს მერე იმას რო “ლამაზი” გოგოები და ბიჭები იტოგში “უფრო დებილები” გამოდიან ვიდრე ტამ დაბალი და მახინჯი ბიჭები (კლასი ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ბოღმები :D) – უბრალოდ ლამაზ გოგოს არავინ არ გაცლის ინტროვერტობას, სახლში ჯდომას და წიგნების კითხვას – გინდა არ გინდა მოგცემენ იმ გემრიელ კანფეტებს რომლებზეც გაიყიდები, და გაიყიდება ყველა, უკლებლივ(მახინჯი დაბალი ბიჭები ყველაზე მეტად, იმიტო რო არც გაუსინჯავთ) – იმიტო რო არანაირი “ზეციური” ფასეულობა არ არის წიგნები – ყველას გვესმის რო ყველა მოვკვდებით და სიამოვნების და აღიარების გამოჩინჩვლა ცხოვრებისგან რაც უფრო მარტივია – წემ ლუდშე. რა თქმა უნდა არის “გაყიდვის” ლეველები, არიან ადამიანები რომლებიც ინარჩუნებენ საღ გონებას, მაგრამ მაინც “აბსოლიტური” (ეს გაგება რო პრინციპში იდიოტურია უკვე ავღწერე ზემოთ) – აბსოლიტური ინტრავერიის საშუალებას სოციუმისთვის სასურველი პარამეტრების მქონე ადამიანს სოციუმი არ მისცემს, და პირიქით – თუ “არ ვარგიხარ” და სხვა მისაწოდებელიც არაფერი გაქ – თუ გინდა მოკვტი 😀
აქვე ბარემ დავსძენ რო ყველაზე კაი ტიპი გოგოები, არიან გოგოები რომლებიც სექსუალური თამაშის დაწყების პერიოდში დიდად ლამაზებად არ ითვლებოდნენ და მანამდე ან სოციალური სქილები აკლდათ ან რამე და მოკლედ ბავშობაში ბევრს კითხულობდნენ და ბევრი დრო ქონდათ საფიქრალადაც და მერე 17-18 წლის ასაკში (უნი და შემდეგ) – აღმოაჩინა სოციუმმა მათში სექს-ობიექტი და “აჭამა” ტკბილი მარმელადები და დღეს არიან თან გააზრებული ნაშები – თან თავში რაღაც უყრიათ ❤
ხოდა ვერ ვიპოვნი მე ლამაზ ინტროვერტ გოგოს – იმიტო რო არავინ იმას ინტროვერსიას არ დააცლის, და თუ ვიპოვნი კიდე ალბათ რამე იმხელა პრობლემა ექნება რო ახლოს არ ეკარება არავინ
ისევე როგორც მე ძირითადში ინტროვერტი ვარ იმიტო რო სოციუმში მოხვედრისას, თუ მე იქ რამე წინასწარ მონიჭიებული “სტატუსი” არ მაქ, რაიმე დამატებითი “პარამეტრების” გამო, არ მსიამოვნებს სოციუმში ყოფნა იმიტო რო სოციუმს ვახატივარ, მე კიდე აღიარება მინდა და ყურადღება, შედეგად მინდა რო სახლში გავიქცე, ჩავიკეტო ჩემს “ლაბორატორიაში” და სამყაროზე შურისძიების ბოროტი დოქტორის გეგმები ვხაზო დაფაზე…
ხუინია ვსიო ეტო მოკლედ 😀
ჰმ :დ
არადა,ცოტაც და მართლა მოგწერდი ფბზე ;((((( another introvert’s dream died today