ეს თემა პირადად ჩემთვის პასუხგაუცემელია
დღემდე კისრამდე ასეთ სიტუაციებში ვეხვევი და დღემდე ვერ მოვიფიქრე რა არი “სწორი პასუხი” და რეალნა არ არის სწორი პასუხი რა, ითამაშებ სპიჩკებით – გააჩენ ხანძარს, წერტილი.
იმედია დავბერდები მალე, აღარ ამიდგება და მორჩება.
წარმოიდგინეთ სცენა:
5 ადამიანი ჩავარდა ტყვედ. მათ შორის აირჩიეს ყველაზე… ყველაზე დაბალი ვთქვათ, ან ქერა, ან ცისფერ თვალება – სულ ერთია, გამოარჩიეს რამე პრინციპით, დააყენეს კედელთან
დანარჩენ 4 დაამიზნებინეს იარაღი, პრიმაა გულში და პირობა ეგეთია რო ერთ-ერთი მაინც თუ არ გაისვრის(ან ააცილებს გულს) – ყველას მოკლავენ, თუ ოთხივე გაისვრის – 4-ვეს გაუშვებენ ცოცხლებს და ჯანმრთელებს.
მოსაფიქრებლად აქვთ 5 წამი, მერე ყველას გადაატარებენ განურჩევლად.
და აქ მორალზე არ მაქ კითხვა, რო ვიღაცა გმირია, ვიღაცა ამჯობინებს ყველა დაიხოცონ და ა.შ.
ერთი რო გაისვრის – მერე ხო სულ ერთია შემდეგების გასროლა? – ის მაინც ტრუპია და
დავამძიმოთ, წარმოიდგინეთ ამ 4-დან 2 იმ ტიპის ძმაკაცია, 2 არც იცნობს ნორმალურად…
ისევ – არა, კითხვა არაა იმაზე ვინ გაისვრის პირველი და ვინ ბოლო…
და დაჟე ამაზე არაა პასუხი ტრივიალური – რო პირველი გაისვრის ის ვინც არ იცნობს, ნწუ – იქნებ ძმაკაცი გაისვრის – მე ვაგო პასუხიო თორე სხვებმა არ ისროლონო შეიძლება, ყველა მოკვდებაო და მე რო ვიდგე კედელთან მერჩივნებოდა პირველი ძმაკაცს ესროლაო… ან რამე სხვა დრამატული ყლეობა. მარა ამაში არაა კითხვა
4-ვე რო გაისვრის, 3 ხო რეალურად ტრუპს ესვრის უკვე არა (სულ ერთია რამხელა დაგვიანებით)
ხოდა რომელია მათში “უარესი” მკვლელი? – რომელზეა მეტი დანაშაული? – თუ თანაბრად ნაწილდება და არცერთი არაა “ისეთი დამნაშავე”? ან იქნებ 1/4 დანაშაულია ყველაზე? – თუ ყველამ 1 კაცის მოკვლა დააშავა რეალურად?
რთული კითხვაა არა? – მორალს თუ თავს დაანებებთ, ჩისტად ეს – ვინ არი ცუდი… მარა უარესი იქნება ქვემოთ, ეს ყველაზე მარტივი კითხვა იყო.
სცენა მეორე:
ომია, ტანკია, 4 კაცი ზის შიგნი
ტანკის კამანდირმა აღმოაჩინა მიზანი, გასცა ბრძანება პოზიციაზე გასვლის და გასროლის, მძღოლმა მიიყვანა ტანკი საჭირო პოზიციაზე, გადამტენმა – ჩატენა ჭურვი ლულაში, მსროლელმა დაუმიზნა და ისროლა. მოწინააღმდეგის ტანკი აფეთქდა მოკვდა 4 კაცი.
ვისზეა მეტი პასუხისმგებლობა? – ამეჯრად ხო არავინ არავის არაფერს არ აძალებს? – ცალკე აღებული მძღოლს რო უთხრა 4 კაცი მოკალიო მოკლავდა? – კი თუ მათგან საფრხეს იგრძნობდა
დამტენი მოკლავდა? – მოკლავდა თუ აქეთ საფრთხე დაემუქრებოდა და ა.შ.
რეალურად 4-ვემ მონაწილეობა მიიღო პროცესში… მარა ვისზეა მეტი პასუხისმგებლობა?
– ვინაა მათში ყველაზე “ცუდი” ? – კამანდირი? – რა ქნას იმან, ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია 3 კაცის სიცოცხლე – უნდა მიზანი დაენახა და გადაერჩინა ამათი ტანკი იქეთ სიკვდილს ცოტა ხანში, დაინახა გასცა ლოგიკური ბრძანება
მძღოლი? – დამტენი? – მსროლელი?
კაი, მერე? თითოზე თითო მკვლელობაა? – თუ თითოეულზე 4 კაცის მკვლელობა? – თუ მძღოლი ნაკლებად დამნაშავეა და უფრო სუფთა აქ სინდისი და 1 ტრუპი “აწერია” და მსროლელს სრაზუ ერთბაშად 4-ვე?
ჩემს მეორე ბლოგზე გგონიათ უკვე თავი არა?
შას, აი რისკენ მოვდივარ:
ერთი გოგო, პირობითად თაკო, დათვრა და one night stand ქონდა ერთ რიჟა მაღალ ბიჭთან(ისტორიის სიმარტივისთვის თორე სადაა რიჟები მაღლები და სიმპათიურები, ნუ აი შაბათს მოდით მზიურში და ბასი ეკავება, მარა ზა ტო დებილია, რამე მინუსი ხო უნდა გქონდეს ბლიაძ 😀 ❤ )
თეკო 1 კვირის მერე დაქალთან ერთად წავიდა სოფელში და იმ დაქალმა “მოდი ერთმანეთს რამე სისულელეში გამოვუტყდეთო” და ის გამოტყდა რო თავის… ისტორიის ლექტორზე სველდება – და ეს გამოტყდა რო 1 კვირის წინ რიჟა მაღალ ტიპთან ქონდა სექსი – ნინუცას ფართიზე, მთვრალზე და სახელიც კი არ იცის
არაფერი რა მოხდა, თუ ერთმანეთს რამე ეგეთი არ გაუიზარე რა ჩემი ყლის უახლოესი მეგობრებით ხართ ადამიანები ზოგადად
——————
3 თვის მერე ამ დის სახლში ინტერნეტი გამორთეს, ამიტომ ის გავიდა მისი მეორე დის ოთახში და ჭორაობდნენ ლაივში, ჰოი საოცრებავ
და იმ დამ რაღაცაზე დააბრეხვა აი შენი დაქალი თაკო როგორი წესიერი გოგოა სულ არ გვგავს ჩვენო გადავიჯვით თავზეო
ამან უპასუხა არც ეგ არის ანგელოზი, 3 თვის წინ აგერ ნინუცას დაბ.დღეზე დათვრა და ვიღაც მაღალი რიჟა ბიჭი გააპოო
ნუ ეგ რა მოხდა ეხლა, აძინ რაზ ნი შლუხა – ჯიგარიაო უპასუხა ამან და გადავიდნენ სხვის გაჭორვაზე
sisters do talk, once a year – when there is no internet big deal…
——————
და ნუ აი კიდევ 6 თვის მერე უკვე ეს მეორე და იჯდა დაქალთან სახლში და სერიალს უყურებდა
უცებ გახედა მისი საუკეთესო დაქალის, ვთქვათ ლიკას, კომპს და დაინახა იქ ვიღაც რიჟა მაღალი ტიპის სურათი რომელიც ხელგადახვეული დგას ნინუცასთან ერთად ვთქვათ რავი… ზღვაზე, ვაფშე ნიპრიჩომ სურათი რა…
და წამოაყრანტალა – “ვა რა სიმპოა თურმე ეს ტიპი”, რა დააშავა ეხლა დაქალის სახლში, კომპზე დაინახა ტიპის სურათი და ეფიქრა რო ეცნო
ლიკამ იყნოსა და “დატენა” ლულაში ჭურვი – “ვინ ტიპი?”
– ნუ აი მანდ ნინუცასთან ერთად (ალბომს უყურებენ ფბზე)
– რომელ ნინუცასთან კაცო?
– ვახ, აი ის რიჟა ბიჭი კაცო, მესამე სურათზე ხელი რო აქვს გადახვეული, ეგ გვერდზე ნინუცაა – ჩემი დის დაქალი, ხოდა ეგ რიჟა ტიპი გააპო ჩემი დის მეორე დაქალმა თეკომ – შარშან ნინუცას დაბ.დღეზე ხოდა ეხლა ვხვდები რატომაც – ძაან ნაშა ბიჭია თურმე
ი ტუტ იქუხა – თურმე ეგ ბიჭი დღეს ლიკას საქმროა, და 9 თვის წინ ჯერ არ იყო ლიკას ბიჭი მარა ეფიცებოდა მიყვარხარო… ნუ დღეს აგერ დღე დღეზე ხელს აწერენ (ვითომ ვარდისფერია სამყარო მთლად და ბოლოს ყველა პარნუხა ქორწილით მთავრდება)
გავარდა ლიკა, დაუდგა ისტერიკები ჯერ იმ საწყალ ტიპს, იმ ტიპმა მოძებნა ეს თეკო – დაახურა თეკოს, თეკომ დაქალს, დაქალმა თავის დას, დამ კიდე ლიკას გაუჭედა შენც რამ გამოგაყლევა 9 თვის წინ დათვრა ტიპი ისე თვითონ არ ახსოვს ვინ გააპო – რა საჭირო იყო ამის მოწყობაო, ერთადაც არ იყავით ჯერო
ვინმეს არ ესმის რა გაუტყდა ლიკას? – არ ესმის რატო იბლუყუნა დამ? – მეორე დამ? – თეკომ? – ვინმეს არ ესმის რატო გა-ნე-პო თეკო 9 თვის წინ?
მარა ყველას ყველა სძაგს ეხლა
ნუ კაი, მორალისტური მხრიდან გასაგებია რო ის ტიპი ცუდი როჟაა, როგორ გაბედა @!@ შარვლიდან ამოიღო, კაშმარ
მარა ეგ რო იქეთ იყოს – ვინ არი უფრო დამნაშავე ჯაჭვში? – და ვინ არი უფრო “კარგი” როჟა? – ის დღევანდელი “საცოლე” უდანაშაულოა? – სუფთაა? – თეკო? – საუკეთესო დაქალი? – დას მოუყვა ეხლა რა მოხდა… აი იმას კი აღარ უნდა ეთქვა, რა არ უნდა ეთქვა? – ვაფშე რანდომ კომპზე, რანდომ სურათი დაინახა და მარტლა არც კი უფიქრია რო ის მასტი ამოიცნო, პროსტო რაღაც აეწყო ტვინში და რეკლამა იყო ტვ-ში და მობოდა რაღაც დაუფიქრებლად…
და გგონიათ ეს ისტორია სადმე იწყება და მთავრდება? – ნწუ, ტრიალებს ასე წრეზე:
იმას არ უნდა ეთვა, იმას არ უნდა გახსენებოდა, იმას ენაზე კბილი უნდა დაეჭირა, იმას ფეხები არ უნდა გაეშლა, იმას ზმეიკა არ უნდა გაეხსნა, იმას არ უნდა გაეჭედა 9 თვის წინ 1 მაიმუნობაზე, იმას არ უნდა ამოეღო ხმა სურათი რო დაინახა, იმას არ უნდა ეთქვა თეკოს რა ქონდა 3 თვის წინ ინტერნეტი რო გამორთეს და ჭორაობდა… უკვე დავკრუგე თუ ჯერ არა? 😀
ვინ არი “ცუდი” აქ? მეტად ცუდი ვინ არი? ნაკლებად?
კსტაწი მე სუ ის ყლე კი არ ვარ ზმეიკა რო არ უნდა გაეხსნა… ტაკ ჩტო “მორჩი კიბორგ, ცუდი შენ ხარ” – ყოველთვის სიმართლე არ არის, ყველა პონტში ვარ ცუდი მარა სხვა და სხვა პონტებში, დაჟე – იშ!
და არ არის ამ ისტორიიდან არანაირი “ლაზეიკა” – აი შანსი არაა რო რამე ქნა და ასეთი რამე არ მოეწყოს, უბრალოდ რაც უფრო “კარგი” მეგობრები არიან – უფრო იწელება დროში, თვეები, წლები… ი ვსიო, ბოლოს ყველაფერი ასეთ კარუსელამდე… რულეტკამდე დადის
გზა და გზა არავინ არავის არაფერს არ ერჩის და არცერთი საფეხური არ იაზრებს რო 1 “არაფერი რა მოხდათი” – თუმდაც 1 კაცს კი არ “კლავს” – რო იმენნა 5-ვეს კლავს
რო ეს რო გასკდება – ყველა მოკვდება ერთად… და რო მისი “ნაბიჯი” – ისეთივე მძიმეა როგორც გინდა ის რითიც დაიწყო, იმან რო მაშინ ზმეიკა გაიხსნა და იმან ფეხები გაშალა…
ანუ “სად გადის ხაზი”. მე ვფიქრობ, რომ ხაზი ყველამ კარგად იცის, სად გადის. თუ შეყვარებულს ატყუებ, მიდიხარ, ლეშამდე თვრები, აპობ ვიღაცას – შენ შენი ზღვარი მანდ გადაკვეთე. ყველა შემდგომი საკუთარ ზღვარს კვეთს, როდესაც სხვას უყრანტალებს. ვაგინის პატრონიც არ უნდა აყრანტალებდეს, რადგან სექსში (ჩვეულებრივ 🙂 )ორი მონაწილეობს, და შესაბამისად ის სხვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს გასცემს (ის, რომ პირველი პროჭია – არანაირ გავლენას ამ დანაშაულზე არ ახდენს). ყველა შემდგომი იგივენაირად… საცოლისგან რა გინდა… თვითონ გაგიცია პასუხი… უბრალოდ არასაკმარისად დარწმუნებულად. კი, ადამიანთან, რომელიც გატყუებს დასაწყისშივე, მთელი ცხოვრების გატარება არ ღირს. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ როდესაც ვინმე შენ გატყუებს, ფაქტი რომ შენ გატყუებს ერთია, მაგრამ მაგაზე მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ადამიანი სუსტია, სიმართლის ყვერები არა აქვს, ან ნაშები დღნას ან საცოლესთან სეზონის დაწყებას დაელოდოს, ამიტომ მიდის ლევად… ანუ საკუთარ სისუსტეს ნებდება. და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მერეც იგივეს არ იზამს. კი, რაღაც პერიოდი დააყენებს ქორწილამდეც და ქორწილის მერეც, მაგრამ მერე მიეჩვევა, მერე მობეზრდება და… ძლევს ცდუნება, უარსაც ვერ იტყვის, ყვერების უქონლობის გამო.
ასე რომ, საცოლე ცოდოა და ჩემი აზრით უდანაშაულო… საკუთარი ინტერესების გამო, for better future, ჯობდა მიეტოვებინა.
ტანკისტები უფრო მარტივია. სამხედრომ იცის, რაზე მიდის. ყოველი მათგანის “უკან” დგას ეკიპაჟის დანარჩენი სამი, მაგ ოთხის უკან – თანამებრძოლები (სხვა ტანკები, პეხოტა და ა.შ.), მათ უკან – მშვიდობიანი მოსახლეობა… ასე რომ, no regrets.