ცეკვა და ქლაბინგი

მე პირადად აღარ ვარ ისეთ ურთიერთობაში არავისთან რო ვინმეზე ან რაიმეზე ვეჭვიანობდე მაგრამ…

დღეს დაისვა კითხვა რატო ვეჭვიანობთ კაცები ასე სასტიკად გოგოების კლუბში წასვლაზე და ცეკვაზე? – რა მოხდა? – ხო გვესმის რო ისენი იქ განსატვირთავად და დასასვენებლად მიდიან და მერე ბედნიერად მოდიან სახლში და “ჩვენები” არიან?

დაიმახსოვრეთ მეგობრებო, მათ ვინც ეს ჯერ არ იცის – ერთადერთი გზა გააგებინო რაიმე ქალებს – არის როგორმე გადაიტანო სიტუაცია მათზე – ჩასვა შენს კანში.

ი ტაკ ქალბატონებო, მე ცეკვა მაინდამაინც კარგად არ მესმის რა “ხილია” – მიუხედავად იმისა რო ბავშობაში “მატარებდნენ” და ვითომ რითმის გრძნობაც კარგი მაქ… მარა დაახლოებით მგონია რომ რაღაც საშუალოა სპორტსა და მუსიკას შორის. რაღაც ფიზიკური განტვირთვა – დაღლით (+ილეთების შესრულება) და მედიტაცია – მუსიკით. მოკლედ ეტა ნი ტაკ ვაჟნა

იმისთვის რო გაიგოთ რატო ეჭვიანობენ თქვენი მამრები “ასე ძალიან”, იბუსხებიან, ჩხუბობენ და ხშირად დაცილების მიზეზიც კი ხდება იქამდე მიდის… საკმარისია წარმოიდგინოთ შემდეგი სცენარი:

თქვენი კაცი მიდის მინი ფეხბურთის სათამაშოდ, კვირას საღამოს, მეგობრებთან ერთად დარბაზში, როგორ შეიძლება ამაზე ეჭვიანობა?? – მთელი კვირა პახაობს და ერთი ეს ბედნიერება დაუტოვე, მოვა სახლში დაღლილი, დახარჯული და ბედნიერი ხომ?

და აბა ეხლა წარმოიდგინეთ, სცენა სხვა სამყაროდან:

სადაც ფეხბურთის საყურებლად იმ დარბაზში მივა იმაზე მეტი გოგო ვიდრე მოედანზე ბიჭი იქნება! – თანაც შეიძლება 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი გოგო, თან უბრალოდ ვიღაც გოგოები კი არა, ნწუ – ნაშები, მოდელები, წარმატებული მენეჯერი ქალები დიდი კომპანიებიდან, კაცების მწველავი პეპელა გოგოები… მოკლედ ვისაც ან ფული აქ ან გარეგნობა…

სავსე იქნება გარშემო გოგოები, და თქვენი კაცი – რომელიც არც ისე ცუდია ფეხბურთში – იქნება პატარა სუპერ სტარი, შეიძლება არც მთლად მაგარია – მარა როცა პატარა დახურულ დარბაზში, მოედანზე 12 ბიჭია და გარშემო 30 ან მეტი გოგო – ყველა სუპერსტარია თუ მთლად კრივანოგი არაა…

ის უბრალოდ ისვენებს, როგორ არ გესმით, იხარჯება ფიზიკურად, იღებს მორალურ სიამოვნებას მეგობრებთან ერთად შეთამაშებით…

გგონიათ ეს საკმარისი ხატია? – ნწუუუ, ეს არის სცენარი 90-იანი წლების დისკოტეკებიდან – გოგოები რო ცეკვავდნენ და ბიჭები გარშემო იჯდნენ და სადღეგრძელოებს უჭახუნებდნენ :დ

ნწუ, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი კაცი თამაშობს მინი ფეხბურთს, დახურულ ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, 3-ჯერ მეტი გოგოების არა უბრალოდ წინაშე – არამედ მათთან ერთად… მოედანზეა 30-ვე გოგო, ზოგს მხარს გაკრავს, ზოგი ჰაერში ძუძუებს მიაჯახებს ცხვირზე, ბურთზე ბრძოლისას… ისევ და ისევ არა ვიღაც ჯეჯგვა გოგოებს – ვინც წარმოგიდგენიათ ფეხბურთს თამაშობდეს რეალურად ეგრე კარგად – არა, გოგჩოები, მოდელები, წარმატებული ბანკირშები… თუმდაც – წარმატებული ბანკირების თავმოვლილი ცოლები… აი ეხლა კუთხურია და ვიღაც ნაშას თქვენი კაცი “პოზიციისთვის ებრძვის” და არიან ერთ ხახუნში… იქ გადალაპარაკება, კომპლიმენტი კარგი “უდარისას”…

არა კაცო! რას ამბობთ – მოვა უკან სახლში დაღლილი, არაფერი კაცო, პროსტო გაერთო რა, ვაფშე ტეხავდა ცუდი პონტი იყო…

მთლად ფენომენალური – “ცუდი პონტი იყო და მეორე დარბაზში გადავედით, იქ უფრო ასწორებდა, ერთი ტაიმი იქაც ვითამაშეთ და მერე ეგრევე დავიშალეთ”

ამას დაუმატეთ ალკოჰოლი… დაუმატეთ ის რო თქვენი კაცი – მაგ სპორტში – ძაან მაგარია, ანუ… კუმირია, ყურადღების ცენტრია – ეგეთი ალტერნატიული სამყაროა, სადაც გოგოები დადიან მინიფეხბურთებზე, აზზე არიან ფეხბურთის იმდენად რო მოედანზე ირბინონ და მონაწილეობა მიიღონ… და ჩტო ტამ – ყველა კუმირია, როცა 1 ბიჭზე 4 გოგო მოდის…

და თქვენ ამ დროს წყნარად ბედნიერად დაელოდეთ თქვენს კაცს სახლში რომელიც უდაოდ არაფერს დააშავებს, იქ განსატვირთავადაა და ფეხბურთის სათამაშოდ წასული მხოლოდ…

არა კაცო, რას ამბობ – წამო შენც!

და მელკიმ შრიფტომ: იქნები ერთ-ერთი იმ 30-დან!… პრი ეტომ ნი დაი ბოგ ვინმე სხვა ბიჭს ეხახუნო – უნდა მეხახუნო მე! – მარა მე ვიქნები სუპერ სტარი, მე მეხახუნება კიდევ 7 გოგო და It’s ok – გაჭედავ და “ლამზირა” ხარ – რას ჭედავ, მინიფეხბურთია, რა მოხდა 19 წლის – გოგომ დამიპატკატა და ზედ გადავასკდი…

დაჯდები კუთხეში და ხასიათს მიფუჭებ – რამდენი გამოვიხედავ იმდენი სირბილი მეზარება შენ დანახვაზე… რაღა მინიფეხბურთი ეგ არი თუ სუ შენ უნდა გიყურო და ვიფიქრო როგორ ელოდები როდის მორჩება “ბოლშე მენშე”

რამდენჯერ წაყვებით თქვენს კაცს მასეთ მინიფეხბურთზე სადაც 101-ე ხარისხოვანი გოგო ხართ, უნდა სუ კუდში სდიოთ, პასიური ხარ – ხასიათს აფუჭებ, აქტიური ხარ – სხვა კაცებს აბამ და ნერვებზე მშლი… ზოგი მთლად პრადვინუტი – მოგცემს უფლებას სხვა კაცები აბა – მარა 12 ბიჭია სულ, და 30+ ქალი – დიდი ხეირია რომელიღაცა ბიჭს რო 2 მოდელი და 1 MILF_ი ეპრანჭება შენც რო სტროიშ კიდე გლაზკი ხო? – თავს გრძნობ დეგენერატკად – სანამ შენს კაცს – ახტებიან ვიღაც მალალეტკა მინიფეხბურთში დამუღამებული ტიპშები…

და მერე რო აღარ წაყვები მინიფეხბურთზე – ცუდი როჟა ხარ, მჭედველი ხარ და “ფუ” – არ დადიხარ ამ მინიფეხბურთებზე ვა, არ გევასება და მე რა დავაშავე?

იმისთვის რო რეალურად გიწროდებოდეს მინიფეხბურთზე მასთან ერთად წასვლა და არ იგრუზებოდე – უნდა მასზე მაგარი იყო მოედანზე, უნდა თან მაგარი ნაშა იყო და იმდენ ყურადღებას იქცევდე (მიუხედავად 1/3-თან შეფარდებისა) – რო მისი ეს “თაფლწასმულობა” გეკიდოს – ტოკა ვოტ პრობლემა იმაშია რო მერე ის გამწარდება და ან გამოაცხადებს რო “მინიფეხბურთი არ უყვარს” – ან სახლში სცენებს დადგამს რო როგორ იქცევი თამაშისას ეს რა პონტია…

 

სად არის ბალანსი? – არ ვიცი, აი ეხლა თქვენ დაფიქრდით და თქვენ შესთავაზეთ კაცს – როგორ გინდათ რო მოიქცეს ისე რო არ გაგამწაროთ თავისი ნაშებიანი მინიფეხბურთით… კაია?

8 thoughts on “ცეკვა და ქლაბინგი

  1. ვა ჯერ არ წამიკითხავს, ხვალისთვის გადავდებ, მეძნება, მარა უკვე ვგრძნობ აქ მხიარულება იქნება, მეც ქალი ქუხნაში ვიცი, აბა სხვაგან სად უნდა იცოდე პრინციპში?! 😀

  2. ბევრი ვიფიქრე, მთლიანად წარმოვიდგინე აღნიშნული სიტუაცია და ნეაჰ, მაინც არ ვიეჭვიანებდი ჩემს კაცზე ასეთ დროს 🙂

  3. anina: marry me 😀

    EGRI: imito ro mini fexburti ufro maintstream-ia da tan daxurul da intimurad chabnelebul darbazshia xshirad… tore mase arian gogoebi romlebic kide paxodebshi dadian nacvlad klubebisa – mara problema ro “chemi gf paxodshi midis” – ufro ishviatad gvxvdeba (imito ro prosto – ishviatad midis gogo paxodshi 😀 )

    madlob danarchenebs, trtodet shemdegi postis molodinshi 😀

Leave a comment